ბიზნესის სახეების შესახებ
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
ბიზნესის შესახებ მსჯელობისას და მასში მონაწი- ლეებიც ხშირად აღიქვამენ ბიზნესს როგორც სავაჭრო, საშუამავლო საქმიანობას, როგორც საქონლის ყიდვა-გა- ყიდვას. ესაა შეზღდული, არასრული წარმოდგენა ბიზ- ნესის შესახებ. ბიზნესი ეკონომიკური საქმიანობის უაღ- რესად მრავალწახნაგოვანი სახეობაა, რომელიც პრაქტი- კულად ვრცელდება ეკონომიკის ყველა სფეროზე და არამარტო ვაჭრობაზე, საქონლის გაცვლაზე.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი არ უნდა დაიყოს ეკონომიკის განსაზღვრული სფეროების მიხედ- ვით ცალკეულ სახეებად. ბიზნესი სხვადასხვა სფეროში არსებითად განსხვავებულია ფორმისა და, განსაკუთრე- ბით, ოპერაციათა შინაარსისა და მათი განხორციელე- ბის მიხედვით. ბიზნესის ხასიათზე დიდ გავლენას ახ- დენს საქონლისა და მომსახურების სახეობა და უფრო მეტად _ საქონლისა და მომსახურების მოპოვების წესი. ერთ შემთხვევაში შეიძლება ბიზნესმენი თვითონ აწარმოებდეს საქონელსა და მომსახურებას მხოლოდ წარმოების ფაქტორების შეძენის საფუძველზე, მეორე შემთხვევაში იგი შეიძლება ახორციელებდეს შესყიდვა- გაყიდვას, კერძოდ, იძენდეს საქონელს მზა სახით და ყიდდეს მომხმარებელზე. დაბოლოს, მესამე შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენი არც აწარმოებს საქონელს და არც ვაჭრობს საქონლით, არამედ აკავშირებს ერთმანეთთან
147
მწარმოებლებსა და მომხმარებლებს, გამყიდველებსა და მყიდველებს.
ბიზნესის ცალკეული სახეები განსხვავდებიან აგ- რეთვე ბიზნესში გამოსაყენებელ ფაქტორებზე საკუთ- რების ფორმებით.
ბიზნესმა შეიძლება შეიძინოს მრავალფეროვანი ფორმები იმის მიხედვით, მოქმედებს თუ არა ბიზნეს- მენი დამოუკიდებლად, პირადად თუ კავშირს ამყარებს სხვა ბიზნესმენებთან, იყენებს მხოლოდ თავის ქონებას თუ ერთდროულად სხვა პირთა ქონებას, იყენებს თავის შრომას თუ დაქირავებულ მუშაკებს.
ბიზნესის უმარტივესი სახეა ინდივიდუალური საქ– მიანობა საწარმოს (ფირმის) სტატუსის გაფორმების გარე- შე, მაგრამ სისტემატური საქმიანობის სახელმწიფო რე- გისტრაციის პირობებში. ბიზნესმენი მოქმედებს ამასთა- ნავე როგორც ფიზიკური პირი, მაგალითად, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია თავის ბოსტანში, ბაღში მოიყვანოს ყვავილები ან კიტრი და გაყიდოს ისინი იმათზე, ვისაც სურს იყიდოს. ასეთი საქმიანობა, თუმცა რიგი შეზ- ღუდვებით, იყო საბჭოთა ეკონომიკის დროსაც და მას უწოდებდნენ ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას.
ერთპიროვნულ მესაკუთრეს _ ბიზნესმენს უფლე- ბა აქვს გამოიყენოს მისი კუთვნილი ქონება საკუთარი შეხედულებისამებრ. მაგალითად, თავისი ბინის არენ- დით (ქირით) სხვა ადამიანებზე გამცემი გამოდის რო- გორც ინდივიდუალური ბიზნესმენი. ერთპიროვნული ბიზნესმენი მთლიანად კისრულობს ხარჯებს და აგებს პასუხს თავისი საქმიანობის შედეგებისათვის. მას შეუძ-
148
ლია დაიწყოს და შეწყვიტოს იგი ნებისმიერ დროს სა- კუთარი ნებით.
ბიზნესი არ შემოიფარგლება ფიზიკური პირების ინდივიდუალური საქმიანობით. ნებისმიერი ქმედითუ- ნარიანი მოქალაქე, რომელსაც სურს შექმნას საკუთარი სამეურნეო, კომერციული საწარმო (ფირმა), ფლობს უფ- ლებას და შესაძლებლობას შეიძინოს ოფიციალური, იუ- რიდიული პირის სტატუსი და გატარდეს რეგისტრაცი- აში როგორც კერძო საწარმო (ფირმა).
ბიზნესის ერთპიროვნული საწარმო სრულიადაც არ ნიშნავს ერთი პირის არსებობას. მოცემული საწარ- მოს მესაკუთრე, ბიზნესმენი გამოდის ერთი პირის, ერ- თი მოქალაქის _ ბიზნესის სუბიექტის სახით. კერძო ფირმის პატრონს უფლება აქვს დაიქირავოს სამუშაოდ თანამშრომელთა ნებისმიერი რაოდენობა, მაგრამ ისინი არ არიან საწარმოს მესაკუთრეები, არიან დაქირავებუ- ლი მუშაკები. მართალია, ეს მუშაკები მონაწილეობენ ბიზნესში როგორც მეპატრონის ნების შემსრულებლები, მაგრამ ასეთი დაქირავებული მუშაკები არ ითვლებიან ბიზნესმენებად. მოცემულ შემთხვევაში ბიზნესმენი არის კერძო ფირმის მესაკუთრე და დამფუძნებელი.
ბიზნესი მჭიდრო კავშირშია საოჯახო ბიზნესთან, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ჯგუფურ ბიზნესს, ე. ი. კოლექტიურ ნაირსახეობას, მაგრამ სინამდვილეში, ოჯახში ნორმალური ურთიერთობების არსებობისას, წარმოადგენს ბიზნესის სახეობას.
ინდივიდუალური მფლობელი რომელიც ახორციე- ლებს ერთპიროვნულ ბიზნესს, არ არის შებოჭილი არა-
149
ვითარი პირობებით და შეზღუდვებით თანამფლობე- ლების მხრივ, რის გამოც ასეთი ბიზნესი მიმზიდვე- ლია. მაგრამ დამოუკიდებლობა და სიმარტივე შეუზღუ- დავი პერსონალური პასუხისმგებლობისა და მესაკუთრი- საგან ფლობის განცალკევების შედეგია (კვდება მესა- კუთრე, წყდება ფირმის ფუნქციონირება, მემკვიდრეები ღებულობენ არა ფირმას, არამედ სამემკვიდრეო ფასეუ- ლობებს). ამასთან მარტოხელა პირი ბიზნესის კონკუ- რენტულ გარემოში სუსტი მებრძოლია.
ამიტომ ბიზნესმენები აერთიანებენ საშუალებებსა და ძალისხმევას, ამჯობინებენ ერთპიროვნული ბიზნე- სის კოლექტიური ბიზნესით შეცვალას. მაგრამ კოლექ- ტიური ბიზნესის ორგანიზაცია არ ნიშნავს ქონებაზე კერძო საკუთრებისაგან უარის თქმის სავალდებულოებას საერთო ფირმის იურიდიულ პირად რეგისტრაციის დროს. ინდივიდუალებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ქო- ნებრივი უფლებები, მაგრამ შექმნან ერთიანი საწარმო მხოლოდ თავიანთი ძალისხმევის გაერთიანებისა და ერთიანი გუნდის ჩამოყალიბებით. ამისათვის საკმარი- სია თავიანთი მოქმედებათა ერთიანობა განამტკიცონ კოოპერატივის, საზოგადოების შექმნის შესახებ საერთო ხელშეკრულებით.
მაშასადამე, კოლექტიური ბიზნესი ეხამება პრაქ- ტიკულად ბიზნესის ყველა ფაქტორზე კერძო საკუთრე- ბას. საზოგადოებაში, კოოპერატივში თითოეულ მონა- წილეს შეუძლია გააერთიანოს სხვებთან თავისი კუთ- ვნილი წარმოების საშუალებები, თავისი ქონება. მხო-
150
ლოდ გადასაწყვეტია საერთო შემოსავლის განაწილების საკითხი.
კოლექტიური ბიზნესის უმრავლეს სახეობაში ხდე-
ბა მონაწილეთა კაპიტალის შერწყმა, საერთო ქონებრივი კომპლექსის წარმოქმნა, იურიდიული პირის შექმნა სამე- ურნეო საზოგადოების სახით, რომელიც პასუხისმგებე- ლია მთლიანად საზოგადოების კუთვნილი მხოლოდ ქონების ვალდებულებებით. ასეთ ფირმებში წარმოების საშუალებებზე საკუთრება იძენს ჯგუფურ, კოლექტიურ ხასიათს. შესაძლებელია საერთო საწარმოს (ფირმის) თანამეპატრონეთა საკუთრების წილობრივი დაყოფა ძირითადი საშუალებების ფულადი ღირებულების ნა- წილის დადგენის სახით, რომელიც ეკუთვნის გაერთია- ნების პროცესის თითოეულ ბიზნესმენს. არის კოლექ- ტიურ ბიზნესში კერძო საკუთრების გარეგნულად (მოჩ- ვენებით) შენარჩუნების კიდევ ერთი ვარიანტი _ მისი გარდაქმნა სააქციო (აქციონერულ) საკუთრებად, რომ- ლის დროსაც თითოეული აქციონერი თავისი აქციის მფლობელია (პატრონია).
საშუალებების, კაპიტალის, ძალისხმევის, მართვის (მენეჯმენტის) შემდგომი გაერთიანება იწვევს კოლექტი- ური ბიზნესის მსხვილი ინტეგრაციული ფირმების ჩა- მოყალიბებას ერთობლივი საწარმოების, კორპორაციე- ბის სახით.
ბიზნესის განხორციელებისათვის აუცილებელია შესაბამისი პირობები, რომლებიც ყალიბდება პოლიტი- კური, ეკონომიკური, სოციალური, იურიდიული წანამ- ძღვრების ერთობლიობისაგან. საქართველოში ასეთი წა-
151
ნამძღვრებია: საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილე- ბის შეცვლა, ეკონომიკური იდეოლოგიის კარდინალური ცვლილებები და საბაზრო (შერეულ) ეკონომიკაზე გა- დასვლა, რიგი შესაბამისი კანონების მიღება.46
ამრიგად, ბიზნესის განხორციელებისათვის, გარდა განსაკუთრებული ხასიათის პირადი თვისებებისა, რომ- ლებიც აისახება ბიზნესმენის დახასიათებაში, აუცილებე- ლია კიდევ «გარე» პირობები. სქემატურად ფაქტორთა ერთობლიობა, რომლებიც აყალიბებენ ბიზნეს-საქმიანობას, წარმოდგენილია ცხრილში 4.1.
ბიზნესის კლასიფიკაცია საქმიანობის სახეების მი- ხედვით ჩამოყალიბდა და ძირითადად მოიცავს საწარ- მოო, სადაზღვევო, სავაჭრო და საფინანსო ბიზნესს.47 ზოგჯერ ბიზნესის დამოუკიდებელ სახედ გამოყოფენ საკონ- სულტაციო ბიზნესს.48
46 saqarTvelos kanonebi `sakuTrebis uflebis Sesaxeb~ (15. 07. 93), `saxelmwifo sawarmoTa privatizaciis Sesaxeb~ (09. 09. 91),
`mewarmeTa Sesaxeb~ (28. 10. 94), `monopoliuri saqmianobisa
da konkurenciis Sesaxeb~ (25. 06. 96) da sxv.
47 v. p. gruzinovi. sawarmos ekonomika da mewarmeoba. 1994. mos- kovi, gv. 397 (rusul enaze).
48 mewarmeobis kursi. saxelmZRvanelo prof. v. i. gerfinkelis, prof. v. a. Svandaris red., moskovi, 1997. gv. 33 (rusul ena- ze).
152
ცხრილი 4.1
ფაქტორები, რომლებიც აყალიბებენ ბიზნეს–საქმიანობას
biznes-saqmianoba | |||
bazari | sakuTreba an misi gankargvis ufleba | midrekileba riskisadmi | miswrafeba mogebis (Semo- savlis) miRe-
bisaken |
gare piro-
bebi |
individualuri wanamZRvrebi | ||
garemo | pirveladi kapi-
tali |
xasiaTis tipi | piradi inte-
resi |
ჩვენი აზრით, არსებული კლასიფიკაცია საჭიროებს და- ზუსტებას. მიგვაჩნია, რომ მოგების მიღება საბოლოო ჯამში ბიზნესის მთავარი მოტივია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელო- ვანია მორალური კმაყოფილება, მდგომარეობა საზოგადოე- ბაში, გარემომცველთა პატივისცემა და ა. შ. ამასთან ერთად, არ შეიძლება არ გავიზიაროთ პ. ხ. ვერხანის დასკვნა, რომ
«მხოლოდ მოგება აძლევს შესაძლებლობას ბიზნესმენს, უზ- რუნველყოს მისი საწარმოს არსებობა, აგრეთვე წავიდეს ახალშემონაღების (სიახლის) დანერგვის ხელშემწყობი ზრდის რისკზე».49
ბუნებრივია, რომ მოგების მისაღებად შექმნილი საქო- ნელი (პროდუქციის ან მომსახურების სახით) უნდა გაიყი- დოს, ე. ი. ბიზნესის ნებისმიერი სახის აპრიორი გულის- ხმობს გაყიდვის აქტს, ანუ კომერციულ გარიგებას. ბიზნესი ამ დამამთავრებელი ეტაპის გარეშე კარგავს აზრს და არ შე- იძლება მიეკუთვნოს მოცემულ კატეგორიას.
49 p. x. verxani. mewarme, misi ekonomikuri funqcia da sazogado- ebriv-politikuri pasuxismgebloba. Targm. ger., minski. 1992. gv. 22 (rusul enaze).
153
რაც შეეხება საკონსულტაციო ბიზნესის არსს, როგორც ეკონომიკისა და მართვის კონსულტანტების ევროპული ფე- დერაციის (ფეაკო) წევრები მიიჩნევენ, იგი მდგომარეობს
«მართვის საკითხებზე დამოუკიდებელი რჩევებისა და დახ- მარების შეთავაზებაში, პრობლემების და/ან შესაძლებლობე- ბის განსაზღვრისა და შეფასების, მათ რეალიზაციაში შესაბა- მისი ღონისძიებებისა და დახმარების რეკომენდაციების ჩათვლით».50 ნათლად ჩანს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება ინტელექტუალური შრომის პროდუქტის, ე. ი. საქონლის გა- ყიდვას, რამდენადაც პროდუქტი წარმოდგენილია ბაზარზე. ეს პროდუქტი წარმოებულია ადამიანის მიერ შრომის სპეფი- ციკური იარაღების _ ინტელექტის, ცოდნის, გამოცდილების, შე- საძლოა, გამოსათვლელი (კომპიუტერული) ტექნიკის გამოყენე- ბით.
ამასთან ერთად, წარმოიშობა საკითხი იმის თაობაზე, თუ რას მივაკუთვნოთ იურისტის მომსახურება, როგორ ად- გილს იკავებს კერძო პრაქტიკის მქონე ექიმის კონსულტაცი- ები, სად არის შოუ-ბიზნესის ადგილი. ჩამოთვლილი და ბევრი სხვა არამატერიალური ხასიათის მომსახურება აგრეთ- ვე წარმოდგენილია ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტში, მაგრამ უეჭველად არ თავსდება საკონსულტაციო საქმიანობის ჩარ- ჩოებში ეკონომიკური მართვის (მენეჯმენტის) ხაზით. ამი- ტომ საკონსულტაციო ბიზნესი წარმოადგენს ამ საქმიანობის უფრო ზოგადი სახის კერძო შემთხვევას _ არამატერიალური ხასიათის მომსახურების გაწევას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიზნესის კლასიფიკა- ცია მოიცავს შემდეგ სახეებს (ცხრილი 4.2).
50 mewarmeobis kursis dasax. saxelmZRvanelo. gv. 47.
154
ცხრილი 4.2
ბიზნესის კლასიფიკაცია
biznesis saxeebi | |||
saqonlisa da materialuri momsaxurebis
warmoeba |
savaWro biz- nesi | safinanso biz- nesi | aramateria- luri momsa- xurebis gawe-
va |
s _ f | f _ s _ f1 | f _ f1 | m _ f |
საქონლისა და მატერიალური მომსახურების წარ- მოების შინაარსი მოიცავს საქმიანობის ისეთ სახეებს, როგორიცაა: პროდუქციის, სამუშაოების უშუალო წარ- მოება, მათ შორის, ლიტერატურულ და მხატვრულ ნა- წარმოებთა შექმნა, მატერიალური ხასიათის მომსახუ- რების გაწევა (ტანსაცმლის შეკერვა ინდივიდუალური შეკვეთებით, ქიმწმენდა და სხვა საყოვაცხოვრებო მომ- სახურება), სატრანსპორტო მომსახურება, კომუნალური მომსახურება. ამ სფეროში მიმდინარეობს საქონლის (მა- ტერიალური მომსახურების) შექმნა, რომელსაც გააჩნია სახმარი ღირებულება და ღირებულება, რაც გულსიხ- მობს მის შემდგომ გაცვლას ფულზე და წარმოების პროცესის განახლებას.
სავაჭრო ბიზნესი აერთიანებს ფიზიკურ პირებსა
და შესაბამის სტრუქტურებს, რომლებიც ახორციელებენ გაცვლის პროცესზე მიმართულ მომსახურების სპეცი- ფიკურ ტექნოლოგიურ და სამეურნეო ოპერაციებს. ბიზნესის მოცემული სახის არსია მწარმოებლიდან მომ- ხმარებლამდე საქონელმოძრაობის საშუამავლო საქმია-
155
ნობა ყიდვა-გაყიდვის საშუალებით, რაც წარმოადგენს მზა მატერიალური დოვლათის მოხმარების მომსახურე- ბას. ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისით მსგავსი სა- ხის მომსახურება, საქონლისა და მატერიალური მომსა- ხურების წარმოების სფეროსაგან განსხვავებით, არ ქმნის ახალ სახმარ ღირებულებას და არ ზრდის საქონ- ლის ღირებულებას, მათი ანაზღაურება ხდება წმინდა პროდუქტის ხარჯზე, რომელიც შექმნილია ეკონომიკის სხვა სფეროებში. სავაჭრო ბიზნესში გამოიყოფა ვაჭრო- ბის საბითუმო და საცალო რგოლები (ფორმები). პირ- ველ შემთხვევაში საქონლის რეალიზაცია ხორციელდე- ბა დიდი პარტიებით შემდგომი გაყიდვის ან გადამუშა- ვებისათვის. ე. ი. საბითუმო ბრუნვის შედეგად საქონე- ლი არ ხდება საბოლოო მოხმარების საგანი, საცალო ვაჭრობის არსია საქონლის რეალიზაცია საბოლოო მომ- ხმარებელზე.
საფინანსო ბიზნესი გულისხმობს ფულის ბაზრის მომსახურებას: ფასიანი ქაღალდების (საწარმოთა აქციე- ბის, ობლიგაციების, თამასუქების და სხვ.), ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, ფასიანი ქაღალდების ემისია, საკრედი- ტო ვალდებულებათა გარიგებები. საფინანსო ბიზნესის ყველაზე აქტიური მონაწილეებია ბანკები და საფონდო ბირჟები.
არამატერიალური მომსახურების გაწევა აერთია- ნებს სხვადასხვა პროფილის საწარმოთა ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციის მართვის (მენეჯმენტის) კონსალტინგური მომსახურების ფართო სპექტრს, მათ
156
შორის აუდიტორულ მომსახურებას (აუდიტს), გართო- ბათა ინდუსტრიის (კაზინო, ესტრადა და ა. შ.) მომსა- ხურებას და სხვ. ამრიგად, ბიზნესის კლასიფიკაციის სა- ფუძველია საქმიანობის ხასიათი და ბიზნესის ფაქტო- რების სახეობა, რომლებიც გამოიყენება ბიზნესოპერა- ციების განხოციელებისას.