ბიზნესის სახეების შეხამება

ბიზნესის სახეების შეხამება

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

 

ბიზნესის ყველა სახეობა ერთმანეთთან მჭიდრო- დაა დაკავშირებული. საწარმოო ბიზნესის შემდეგ ჩვეუ- ლებრივად მოდის სავაჭრო ბიზნესი, ვინაიდან წარმოე- ბული საქონელი უნდა გაიყიდოს ან გაიცვალოს. წარ- მოება და გაყიდვა დაკავშირებულია საფინანსო ოპერა- ციებთან, რადგან საჭიროებენ ფულად სახსრებს. ამრი- გად, საწარმოო და სავაჭრო ბიზნესი მჭიდროდ უკავ- შირდება საფინანსო ბიზნესს. ზოგჯერ ერთ ბიზნესმენ- ში შეხამებულია, გადაჯაჭვულია მწარმოებელი, ვაჭარი, ფინანსისტი.

რამდენადმე ცალკეა საშუამავლო ბიზნესი იმ აზ- რით, რომ შუამავალი, ჩვეულებრივ, არ გამოდის ერ- თდროულად ბიზნესმენი-მწარმოებლის, ვაჭრის, ფინან- სისტის როლში, თუმცა ყველასთან კავშირშია და შუა- მავლობს მათ შორის, ასრულებს რა მაკავშირებელი რგოლის ფუნქციას. მაგრამ საშუამავლო ბიზნესიც, სა- დაზღვევო ბიზნესიც გარკვეული გაგებით შეიძლება ჩა- ითვალოს წარმოებად და მომსახურების გაწევად.

შუამავლობა, როგორც ბიზნესის სახე ხასიათდება, უწინარეს ყოვლისა იმით, რომ შუამავალი  უშუალოდ  არ აწარმოებს პროდუქციას, არ ვაჭრობს საქონლით, ვა- ლუტით, ფასიანი ქაღალდებით, არ ეწევა საკრედიტო ოპერაციას, მაგრამ ხელს უწყობს ყველა ამ ოპერაციის განხორციელებას და შესაბამისი გარიგებების გაფორმე- ბას. ბიზნესმენი იღებს გასამრჯელოს საშუამავლო ოპე- რაციების განხორციელებისათვის.

177

 

საქართველოს ეკონომიკურ გარემოში შუამავლობა არ სარგებლობს სათანადო მოწონებით, ხშირად თვლიან ზედმეტ რგოლად საქონელმოძრაობაში. ამიტომ საბითუ- მო ვაჭრობის ბაზებმა თითქმის შეწყვიტა ფუნქციონი- რება. «კავკასიის» უნივერსალური ბირჟა, რომელიც თა- ვიდან აქტიურად მოქმედებდა, შემდეგ საგრძნობლად იკლო მისადმი ინტერესმა და პირობები ბირჟების საქ- მიანობის გაშლისათვის ჯერჯერობით ვერ შეიქმნა. რო- გორც ცნობილია, ბიზნესის სამყაროში აუცილებელია შუამავლობა, რომლებიც აჩქარებენ და აიოლებენ არა მარტო ყიდვა-გაყიდვის პროცესებს, არამედ მთლიანად საქონლის, მომსახურების, ფულის მიმოქცევის პროცესებ- საც. ბირჟები ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში აღიარებულია ბიზნესის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ წამყვან ელემენტად.

საშუამავლო ბიზნესი ემყარება ინფორმაციას. ინ- ფორმაციის მიწოდება მართლზომიერად მიჩნეულია მომსახურებად. ამ პოზიციიდან შუამავლობა შეიძლება მიეკუთვნოს მომსახურების ბიზნესს. მომსახურების გა- წევა ინფორმაციულ უზრუნველყოფაში ორი დაინტერე- სებული მხარისათვის, რომლებსაც სურთ დაამყარონ კონტაქტი, მოცემულ შემთხვევაში ისინი ამყარებენ კონ- ტაქტს შუამავლის მეშვეობით. შუამავლებია ბროკერები, მაკლერები, სავაჭრო აგენტები. საშუამავლო საქმიანობა გავრცელებულია ბევრ სფეროში.

შუამავლობა როგორც ბიზნესის სახე, იზიდავს იმათ, ვისაც საქმე უნდა ჰქონდეს არა პროდუქციასთან, საქონელთან, ფულთან, ვალუტასთან, არამედ მხოლოდ

178

 

იმ ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ ფლობენ ამ ფა- სეულობებს. ბიზნესმენი-შუამავალი მოგების თავის წილს იღებს არა მის მიერ ყიდვა-გაყიდვის გარიგებათა დადების შედეგად, არამედ იმისათვის, რომ მოძებნა და დააკავშირა საჭირო ადამიანები და ამით შეასრულა საშუ- ამავლო მომსახურება.

ბევრი ცდილობს იყოს შუამავალი ბიზნესში, მაგ- რამ ყველას როდი ძალუძს ამ მისიის შესრულება. ამი- სათვის საჭიროა ადამიანი ფლობდეს კომუნიკაბელობის მაღალ დონეს და დაინტერესებული მხარეების დაკავში- რების უნარს. ზოგჯერ გავრცელებული აზრი, რომლის თანახმად შუამავალი იღებს შემოსავალს «არაფრისათ- ვის», უსაფუძვლოა. სხვა საქმეა, რომ ხშირად შუამავა- ლი თავს წარმოადგენს როგორც მთავარ პირს, რომე- ლიც გარკვეული ზომით ახდენს გარიგების კოორდინი- რებას, დირიჟორობს მის შესრულებას. ამიტომ შუამავა- ლი მოითხოვს მთავარ ყურადღებას მისი მონაწილეო- ბით დადებული გარიგების საერთო მოცულობიდან განსაზღვრული პროცენტის სახით. მაგრამ არ შეიძლება დავიწყება იმისა, რომ მთავარი მოქმედი პირები ბიზ- ნესში არიან საქონლისა და მომსახურების მწარმოებლე- ბი, გამყიდველები, მყიდველები.

როგორიც არ უნდა იყოს ბიზნესი თავისი სახით, იგი უნდა შეიცავდეს ნოვატორობის, შემოქმედებითო- ბის, ბიზნესმენის საკუთარი ხელწერის, ინდივიდუალ- ლური მიდგომების ძიების ელემენტებს. ბიზნესმენი საქმიანობის ნებისმიერ სახეში ეძებს ფაქტორებსა და მოქმედების წესების ისეთ შეხამებას, რომელიც მოწო-

179

 

დებულია საუკეთესო შედეგის, მნიშვნელოვანი ეფექ- ტის მისაღებად. იმისათვის, რომ მიაღწიოს აუცილებელ კომბინაციას, ბიზნესმენი უნდა ფლობდეს ძიებისა და ეკონომიკური მანევრირების თავისუფლებას და ამავე დროს იცოდეს და წარმოიდგინოს ბიზნესის სხვადასხვა სახეობათა თავისებურებები, მათი შეხამების შესაძლებ- ლობები ერთი ოპერაციის ჩარჩოებში.

ხშირად აქტიური ბიზნესმენი მიილტვის იქითკენ, რომ შეიტანოს ორიგინალობა ბიზნესის ცნობილ სახე- ებში და შეახამოს ისინი ერთმანეთთან არატრივიალუ- რი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წესით. ასეთი მოქცევით ბიზნესმენი ავლენს წარმოების, ვაჭრობის, სა- ფინანსო საქმის, დაზღვევის, შუამავლობის კომბინირე- ბის უნარს, რისი მეოხებითაც წარმოიშობა ბიზნესის ახალი ინტეგრირებული, კომპლექსური სახეები.