ბიზნესის სისტემური პრინციპები
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
ბიზნესის სისტემური პრინციპებია:
Ø ბიზნესის სისტემურობის პრინციპი;
Ø ბიზნესის მუდმივი განვითარების პრინციპი ინ- ტეგრაციული (სისტემური) თვისებების საფუძ- ველზე;
120
Ø ცენტრიდანული და ცენტრისკენული ტრადი- ციების ურთიერთკავშირის პრინციპი ბიზნეს- ში;
Ø ბიზნესის ეროვნული მოდელების მრავალფე- როვნების პრინციპი;
Ø ბიზნესის როგორც მსოფლიო სისტემის ფორმი- რების პრინციპი, რომელმაც არ იცის სახელმწი- ფოებრივი საზღვრები.
ცნება «ბიზნესის სისტემა» ერთ-ერთი უმნიშვნე- ლოვანესი მეცნიერული კატეგორიაა. სისტემაში იგუ- ლისხმება ერთიანი განვითარებადი მთელის მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ელემენტების ერთობლიობა. ყველა სისტემა მთლიანი და მყარია, რაც სისტემების მუდმივი განვითარების პირობაა. სისტემებთან ერთად ბუნებასა და საზოგადოებაში არიან შემთხვევითი საგ- ნების ან ადამიანთა ურთიერთობებისა და კავშირების ერთობლიობები, რომლებიც ობიექტურად არ არიან განპირობებულნი, _ არასისტემური კონგლომერატები. მაგალითად, კინოფილმი წარმოადგენს სისტემას, ხოლო ტელევიზიით კინოფილმის ჩვენება, რომელსაც თან ახ- ლავს პამპერსების, სარეცხი საშუალებების, წამლების და სხვა საქონლის რეკლამა, წარმოადგენს არასისტე- მურ კონგლომერატს.
თანამედროვე ბიზნესი ობიექტური სისტემაა. იგი ვითარდება დამოუკიდებლად შინაგანი აუცილებლო- ბის ხარჯზე. მისი განვითარება ხორცლედება არა მარ- ტო ცალკეული ქვეყნების ეროვნულ ბაზრებზე, არამედ მსოფლიო ბაზრებზეც. მას გააჩნია გლობალური კანონ-
121
ზომიერების ხასიათი. თანამედროვე ბიზნესის სისტე– მური ნიშნებია:
Ø პროფესიული კომპეტენტურობა _ პროფესიული ცოდნა, უნარი, ჩვევები, ფირმის შექმნის, შეს- ყიდვის, გაყიდვის, აგრეთვე აქციებისა და წი- ლებისა კოლექტიურ ფირმებში, ფირმის საქმის წარმოების, ბიზნესის უსაფრთხოების უზრუნ- ველყოფის, კონკურენტული მოქმედებების ხელ- მძღვანელობის, პარტნიორების, კლიენტების, კონტრაგენტების, თანამშრომლების, საზოგადოე- ბის წინაშე ვალდებულებათა შესრულების, მათ შორის გადასახადების გადახდის დარგში;
Ø მდგრადობა, რომელიც მიიღწევა ბიზნესის მუდმივი აღწარმოების (გაფართოებული კვლავწარმოების) მეოხებით ბიზნესმენთა სარ- გებლიანობის და კონკურენტუნარიანობის სა- ზოგადოებრივი აღიარების საფუძველზე;
Ø დინამიზმი, რომელიც მიიღწევა ბიზნესმენთა ინიციატივის, კონკურენტულ უპირატესობათა მუდმივი გაზრდის აუცილებლობის მეოხებით ბიზნესის ყველა სუბიექტის კანონიერი უფლე- ბებისა და ინტერესების აღრიცხვის სავალდე- ბულობის ვითარებაში;
Ø მთლიანობა, რომელიც მიღწევა ბიზნესის ყველა
სუბიექტის ურთიერთდამოკიდებულების მეო- ხებით თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პი- რობებში;
122
Ø სოციალური ხასიათი, რომელიც განპირობებუ- ლია იმით, რომ თანამედროვე ბიზნესი მოიცავს ადამიანებს შორის ურთირთობათა მთელ ერ- თობლიობას და მოწოდებულია გადალახოს ინ- ტერესთა კონფლიქტი საზოგადოებაში;
Ø თვითრეგულირებადი ხასიათი, რომელიც ემყა- რება: განვითარების შიგა რესურსებს, ვალდე- ბულებათა კეთილსინდისიერ შესრულებას, კა- ნონის დაცვას, საქმიანი ბრუნვისა და ეთიკური ნორმების ტრადიციებს, რომლებიც მიღებულია საზოგადოებაში, წარსულის გადმონაშთების გა- დალახვის უნარს.
ბიზნესის სისტემის განვითარებისას წყაროთა წინა- აღმდეგობა გულისხმობს შეხამებას თავიანთი ინტერესე- ბისათვის მოქმედების აუცილებლობასა და გარემოცვის ინტერესებზე ორიენტირების აუცილებლობას შორის. ამ საწყისების შეხამება კანონიერ საფუძველზე მოქმედი ბიზნესის სუბიექტების საქმიანი სუვერენიტეტის სა- ფუძველია.
ბიზნესმენთა საქმიანი სუვერენიტეტი თითოეული უფლებაუნარიანი და კონკურენტუნარიანი ადამიანის განუყოფელი უფლებაა ბიზნესში მონაწილეობისათვის, თავიანთი კანონიერი ინტერესების დაცვისა და წარმა- ტების მიღწევისათვის კანონის, საქმიანი ბრუნვის ეთი- კისა და ტრადიციების დაცვის პირობებში. იგი განპირო- ბებულია, ერთი მხრივ, ბიზნესმენთა სურვილით იმოქმე- დონ ინიციატივიანად თავიანთი ინტერესებისათვის, ხოლო მეორე მხრივ _ ბიზნესის სხვა სუბიექტების ასე-
123
თივე სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობით. საბაზ- რო ეკონომიკის პირობებში საქმიანი სუვერენიტეტი გა- რანტირებულია თითოეული კეთილსინდისიერი ბიზ- ნესმენისათვის და მას იცავს საზოგადოება. ბიზნესმენე- ბი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი საქ- მიანი სუვერენიტეტის შენარჩუნებაში, თავიანთი მხრივ ღებულობენ ვალდებულებას არ დაარღვიონ ბიზნესის სხვა სუბიექტების საქმიანი სუვერენიტეტი.
ბიზნესმენთა საქმიანი სუვერენიტეტი განსხვავდე- ბა ბიზნესის თავისუფლებისაგან. თავისუფლება ბიზ– ნესში წარმოადგენს ბიზნესმენთა დამოუკიდებლობის ისეთ ხარისხს, რომლის დროსაც ბიზნესმენები მთლია- ნად არ არიან დამოკიდებული თავიანთი გარემოცვის ინტერესებზე, გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე. ასეთი დამოკიდებულება პრაქტიკულად არასდროს არ მიიღწევა. ბიზნესმენები მუდმივად ზღუდავენ ერთმა- ნეთის თავისუფლებას დასაშვებ ჩარჩოებში, დამოუკი– დებლობის კორიდორით, რომლის შიგნით თითოეული მათგანი ნახულობს თავისუფლებას. სინამდვილეში ისინი თავისუფლები არიან მხოლოდ საკუთარი საქმია- ნი სუვერენიტეტისა და გარემოცვის ყველა წარმომად- გენლის საქმიანი სუვერენიტეტის ფარგლებში.
პროფესიულად კომპეტენტური ბიზნესმენი არას-
დროს გაიხდის თავისუფლებას თვითმიზნად. აგრეთვე თვითმიზნად არ გაიხდის შემოსავლების (მოგების) ზრდას. პირიქით, იგი უპირველეს ყოვლისა შეეცდება მოეწონოს თავის გარემოცვას, დაიმსახუროს მისი ნდო- ბა, უჩვენოს მას სარგებლობის მოტანის სურვილი. ბიზ-
124
ნესის სუბიექტები იძულებულნი არიან მუდმივად წა- ვიდნენ კომპრომისებზე. თანამედროვე ბიზნესის სუბი- ექტები იგნორირებას ვერ უკეთებენ ადამიანთა მოთ- ხოვნილებებისა და ბაზრის სამომხმარებლო მოლოდი- ნების ობიექტურ ტენდენციებს. ანალოგიური დამოკი- დებულება აქვთ მათ პარტნიორებთანაც, რომლებიც არიან ნედლეულის, მასალების მიმწოდებლები და სხვებთანაც. ისინი, როგორც წესი, ითვალისწინებენ კონკურენტების კანონიერ ინტერესებს ქვეყნის ანტიმო- ნოპოლიური კანონმდებლობის საფუძველზე (დაუშვე- ბელია არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ბაზრების მონოპოლიზაცია). კონკურენტულმა მოქმედებებმა არ უნდა გამოიწვიონ დამანგრეველი შედეგები ბაზრისა და საზოგადოებისათვის.
ბიზნესის თითოეული სუბიექტი გავლენას ახდენს
თავის საქმიან გარემოცვაზეც. გავლენათა ურთიერ- თმოქმედება იწვევს იმას, რომ პროფესიონალი ბიზნეს- მენები კისრულობენ ორმხრივ პასუხისმგებლობას და ყველა ერთად პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე ბიზნე- სის განვითარებისათვის. კონტრაგენტების ინტერესების მუდმივი დავიწყება, როგორც მინიმუმი, იწვევს საქმიან ურთიერთობათა შეწყვეტას, ხოლო როგორც მაქსიმუმი
– ბიზნესის გარემოდან განდევნას. ამიტომ ინტერესთა თანხმობის მიღწევა თანამედროვე ბიზნესს ხდის სოცი– ალურად პასუხისმგებელ ბიზნესად. ამრიგად, ბიზნესის სუბიექტების საქმიანი სუვერენიტეტი და საქმიან ურ- თიერთობათა ყველა კეთილსინდისიერი სუბიექტის ინ-
125
ტერესების თანხმობა წარმოადგენენ ბიზნესის თანამედ- როვე სისტემის სისტემურ (ინტეგრაციულ) თვისებებს.
ბიზნესის სუბიექტების კანონიერ და კეთილსინ- დისიერ საქმიანობას იცავს სახელმწიფო. არავის აქვს უფლება ჩაერიოს მასში და იძულებით თავს მოახვიოს თავისი ინტერესები. ბიზნესის სისტემაში საქმიანი სუ- ვერენიტეტის ურთიერთგარანტირება სოციალურად უსაფრთხო ბიზნესის საფუძველია. ბიზნესის სუბიექტე- ბიდან ვერც ერთი ვერ შეძლებს მთლიანად უზრუნ- ველყოს თავისი ბიზნესის უსაფრთხოება დამოუკიდებ- ლად, თითოეული მათგანი საჭიროებს საზოგადოებრი- ვი (ლოკალური, სახელმწიფო, საერთაშორისო) უსაფ- რთხოების ეფექტიან სისტემას. ბიზნესის საზოგადოებ– რივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია ბიზნესის არც ერთ სუბიექტს, ვინაიდან ცალკე აღებულ სუბიექტს არა აქვს შესაძლებლობა ისეთი ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებაზე, რომ მოშალოს იგი თავისი ეგოისტური ინტერესების დაცვის მიზნით. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის ორგანოების, ხელისუფლე- ბის ლოკალური ორგანოებისა და საერთაშორისო ორგა- ნიზაციების ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა ბიზნესის სუ- ბიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი საქმიანი სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ამისათვის ბიზ- ნესის სუბიექტები, არსებითად, ინახავენ აღნიშნულ ორგანიზაციებს, ანაზღაურებენ რა მათ ძალისხმევას გა- დასახადების სახით ბიზნეს-საქმიანობიდან.
თანამედროვე ბიზნესში ვლინდება ორი სისტემუ-
რი ტენდენცია:
126
Ø ბიზნესმენთა კონკურენციის ტენდენცია, რომ- ლებიც მიისწრაფვიან წარმატების მიღწევისაკენ კონკურენტულ უპირატესობათა შექმნისა და თავის გარემოცვასთან მეტოქეობაში გამარჯვების უზრუნველყოფის ხარჯზე;
Ø გამოცალკევებული ბიზნესის სისტემური ინ– ტეგრაციის ტენდენცია საზოგადოებრივად სა- სარგებლო საქმიანობის ერთიან პროცესში სა- ზოგადოების ყველა წევრის კანონიერი ინტერე- სების ურთიერთაღიარებისა და აღრიცხვის სა- ფუძველზე.
მაშასადამე, ბიზნესმენთა მეტოქეობას ემატება თი- თოეული მათგანის საქმიანობის სისტემური ინტეგრაცი- ის ტენდენცია, მათი მოქმედებათა გარდაქმნა ერთიანი სისტემის ელემენტებად, რომლისთვისაც დამახასიათე- ბელია მთლიანობის თვისება. ბიზნესის სისტემური ინ– ტეგრაცია ნიშნავს თითოეული კეთილსინდისიერი ბიზ- ნესმენის საქმიანობის ჩართვას ბიზნესის ერთიან, მუდ- მივად აღწარმოებად სისტემაში მსოფლიო მასშტაბით.
შეუძლებელია ბიზნესის სისტემა ტოტალური კონ- კურენციისა და დამმარცხებული მეტოქეების ბიზნესის სფეროდან თანდათანობითი განდევნის საფუძველზე. შეუძლებელია ეკონომიკის აშენებაც, რომელშიც ბიზნე- სის სუბიექტების მეტოქეობის ნაცვლად იყოს საყოველ- თაო სიყვარული, ურთიერთდახმარება და ტოტალური თანამშრომლობა საყოველთაო კეთილდღეობისათვის თავდადებისა და ალტრუიზმის საფუძველზე. ამ გარე- მოებისადმი არასაკმარისმა ყურადღებამ განაპირობა
127
ბიზნესის კრიტიკული კონცეფციის ფართოდ გავრცელე- ბა წარსულში, რომლის ფარგლებში ბიზნესსა და ბაზარს განმარტავდნენ როგორც ისტორიულად გარდამავალ მოვლენას, რომლებიც განწირულნი არიან გასაქრობად საზოგადოების განვითარების კვალობაზე. ბიზნესის პოზიტიური კონცეფცია აგრეთვე არ აქცევს ჯეროვან ყურადღებას ბიზნესის სისტემურ ხასიათს, ამიტომ თა- ნამედროვე ბიზნესი ხშირად განიხილება როგორც ბიზ- ნესმენთა და საერთაშორისო ბიზნესის ღირსებების არა- სისტემური კონგლომერატი.
ბიზნესის პრაგმატული კონცეფცია გამოდის იქი- დან, რომ კონკურენციის ტენდენციებისა და სისტემური ინტეგრაციის ურთიერთმოქმედება ცივილიზებული პროფესიული ბიზნესის საფუძველია. ტერმინი «ცივი- ლიზებული ბიზნესი» სავსებით მისაღებია იმიტომ, რომ თანამედროვე ბიზნესის სისტემური ხასიათი ადა- მიანთა ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. 3.1. ცხრილში მოტანილია თანამედროვე ცივილიზებული ბიზნესის ძირითადი თავისებურებე- ბი.
128
ცხრილი 3.1.
თანამედროვე ცივილიზებული ბიზნესის თავისებურე– ბები
Tanamedrove biznesis niSnebi | maTi gamovlinebis daxasiaTe-
ba |
saqonlis da momsaxurebis Tanamedrove bazrebis formi- reba | bazari aRmofxvris wodebriv SezRudvebs da gadawevs saxel- mwifos sazRvrebs, biznesi xde- ba ra socialurad mniSvnelo-
vani, saerTaSoriso movlena |
biznesis subieqtebis swrafva bazrebis monopolizaciisaken | calkeuli biznesmenebisa da maTi gaerTianebebis mier baz- rebis monopolizacia SeuZle- belia, vinaidan es ar Seesaba- meba mTeli saqmiani sazogado-
ebis survils |
biznesis Tanamedrove siste- mis winaaRmdegobebi | warmoadgnen misi mudmivi aR- warmoebis, ganviTarebis, sim-
yarisa da mTlianobis wyaros |
saqmiani interesebis kon- fliqtebi da Sexameba | gadaiqceva ara marto konku- renciad (biznesis yvela subi- eqtis), aramed maT integraci- ad erTian sistemaSi, romel- Sic saqmiani kavSirebi gandev-
nian pirad urTierTobebs |
kanonis dacvis sayovelTao aucilebloba | iwvevs adamianTa bunebrivi uflebis iuridiul uzrunvel-
yofas biznesis sferoSi |
biznesmenTa saqmiani suvere- niteti | vlindeba biznesmenTa `damou- kideblobis koridorSi~, ro- melzec gasvla iwvevs biznes- menTa gadaqcevas saqmiani sam-
yaros gandegilad |
biznesmenTa da biznesis yvela danarCeni subieqtis urTier-
TusafrTxoeba |
xdeba Tanamedrove saqmian urTierTobaTa eTikis da ada-
mianiseuli civilizaciis uda- |
129
კაპიტალის პირველდაწყებითი დაგროვების პრო- ცესში იქმნებოდა პირობები საკუთარი საქმის ორგანი- ზების უნარის მქონე ადამიანების წარმოშობისათვის ბიზნესმენების სახით. სწორედ კაცობრიობის ისტორიის მოცემულ პერიოდში ბიზნესმა, რომელიც წარმოიშვა ადრე ცალკეული პროცესების შემთხვევითი ერთობლი- ობის სახით, თანდათანობით დაიწყო გარდაქმნა მთლი- ან, მყარ, დინამიკურ განვითარებად სისტემად.
სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა XX საუკუ- ნის შუა პერიოდში, როდესაც ბიზნესის თანამედროვე სისტემამ შეიძინა ჩამოყალიბებული მთლიანობის თვი- სებები და იქცა მარადიულ რეალურ ფაქტად. სწორედ ამ ისტორიულ პერიოდში ზოგიერთი ქვეყანა გადაიქცა საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად (დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, აშშ, კანადა, იაპონია). ბიზნე- სის თანამედროვე სისტემა ადამიანთა საზოგადოების ხანრგძლივი განვითარების ნაყოფია და მისი შემდგომი განვითარების წანამძღვარია.
130