ბიზნესის სუბიექტები
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
ბიზნესის სუბიექტი არის ან ადამიანი, ან ადამიან- თა ჯგუფი, ან ორგანიზაცია (საწარმო ან ფირმა), რომ- ლებიც ახორციელებენ სამეურნეო (ეკონომიკურ) საქმი- ანობას და შედიან საქმიან ურთიერთობებში ბიზნესის სხვა სუბიექტებთან ბიზნესის ობიექტების გამო. ბიზნე- სის თითოეული სუბიექტი უფლებებისა და პასუხის- მგებლობის მატარებელია, რომლებიც წარმოიშობიან ამ საქმიანობის მსვლელობაში. ტერმინს «ბიზნესის სუბი- ექტი», როგორც მის ინგლისურ ეკვივალენტს «ბიზნეს- მენი» (Businessman), არა აქვს ჯეროვანი ასახვა ქართულ კანონმდებლობაში (მიღებულია «კანონი მეწარმეთა შესა- ხებ»). ბიზნესის სუბიექტის ცნებაში გაიგება ცალკეული ბიზნესმენი (საქართველოში მეწარმე), ბიზნესმენთა ჯგუფები ან კოლექტივები ან ფირმები.
ბიზნესს როგორც პროფესიას აქვს შრომითი წარ-
მოშობა და შრომითი ხასიათი დაქირავებული შრომის მსგავსად. წარმოდგენები ბიზნესმენზე როგორც მდიდარ უქნარაზე32 («კაპიტალისტზე»), მშრომელთა ექსპლოატა- ტორზე, ზოგჯერ ჩვეულებრივადაც ადამიანზე, რომე- ლიც ეწევა ცხოვრების პარაზიტულ წესს (ხშირად ასე მოიაზრებოდა მხატვრულ ლიტერატურაში), მოწმობენ მათ ავტორთა არასაკმარის კომპეტენტურობაზე ამ სფე-
32 xSirad saqmosanze.
68
როში. ცალკეული ბიზნესმენის სიმდიდრე არ უნდა გა- ნიხილებოდეს როგორც არაშრომითი შემოსავალი. რო- გორც დაქირავებული მუშაკი, ბიზნესმენიც ვალდებუ- ლია პროფესიულად ეწეოდეს თავის საქმიანობას. მაგ- რამ დაქირავებული მუშაკებისაგან განსხვავებით, რომ- ლებიც მუშაობენ შრომითი კონტრაქტის (ხელშეკრულე- ბის) საფუძველზე, ბიზნესმენები იძულებულნი არიან შექმნან სამუშაო ადგილები მათთვის.
ბიზნესის როგორც პროფესიის აზრი არის ის, რომ დამოუკდიებლად და საკუთარი რისკის საფუძველზე შექმნა ბიზნესი, ფლობდე მას, შეინარჩუნო იგი საჭირო- ების მიხედვით და შემდეგ _ ისევ საჭიროების მიხედ- ვით _ დროულად მოახდინო მისი ლიკვიდირება (იხ. ნახ. 2.1).
ასეთ მოქმედებათა ინსტრუმენტია ბიზნესის სუბი- ექტების უფლება ბიზნესის ობიექტების (უძრავი და მოძრავი ქონების, ნედლეული, მზა პროდუქცია, საფი- ნანსო და საინვესტიციო რესურსები და სხვ.) ფლობაზე, გამოყენებაზე ან განკარგვაზე. ჩვეულებრივად ასეთი უფ- ლების უზრუნველყოფა მიიღწევა ბიზნესის ობიექტებზე კერძო ან ჯგუფური საკუთრებით, ან მათი არენდით, ან მათი მუქთი (უსასყიდლო) გამოყენებით.
დაქირავებული მუშაკების მიმართ ბიზნესმენი წარმოადგენს სამუშაოს მიმცემს: მოცემული ურთიერ- თმოქმედების პროცესში მისი ფუნქციაა მუშაკებისათ- ვის შესაფერი სამუშაო ადგილების მიცემა. დაქირავებუ- ლი მუშაკების მთელი შტატის მიმართ ბიზნესმენი ახორ- ციელებს ადმინისტრაციულ-მმართველობით საქმიანო-
69
ბას (როგორც წესი, მენეჯერების მეშვეობით, რომლებიც განეკუთვნებიან დაქირავებულ მუშაკთა კატეგორიას). ამ გზით ხდება ფირმის თანამშრომელთა მოქმედებების კოორდინირება, შიგასაფირმო ურთიერთობების რეგუ- ლირება. როგორც საკუთარი ბიზნესის მფლობელები, ბიზნესმენები წარმართავენ უმნიშვნელოვანესი პროცე- სების ერთობლიობას თავის ფირმაში, აგრეთვე ატარე- ბენ მოცემული ფირმის საქმიანობის მონიტორინგს.
nax. 2.1. biznesis rogorc profesiis azri
ბიზნესის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გატარებულნი არიან რეგისტრაცია- ში ბიზნესმენების სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პირე- ბის რეგისტრაციის ფაქტი ოფიციალურად ადასტურებს მათი როგორც ბიზნესის სუბიექტების უფლებებსა და პასუხისმგებლობას. ოფიციალური რეგისტრაცია ნიშ- ნავს იმას, რომ ბიზნესმენები ხდებიან ბიზნესის სუბი- ექტები. ადამიანთა როგორც ბიზნესმენთა ოფიციალუ- რი რეგისტრაცია ხდება სხვადასხვანაირად. ყველა შემ- თხვევაში საერთოა ადამიანის ამა თუ იმ ფირმის საქმე- ებში ადამიანის მონაწილეობის ფიქსაციის აუცილებ- ლობა. მას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეებში (ბიზნესში) როგორც ფირმის ერთპიროვნულმა მფლო-
70
ბელმა (მესაკუთრემ), როგორც თანამფლობელმა (პარ- ტნიორმა), მათ შორის როგორც წილის მფლობელი ფირმის კაპიტალში ან როგორც ფირმის აქციების მფლობელი.
ბიზნესის სუბიექტები ეწევიან ბიზნესს დამოუკი- დებლად, ნებაყოფლობით, ინიციატივის, თავისი რის- კის და პასუხისმგებლობის საფუძველზე. ბიზნესმენები მოქმედებენ, როგორც წესი, ნებაყოფლობით საფუძველ- ზე. არავის არ შეუძლია აიძულოს ადამიანი აკეთოს ესა თუ ის საქმე, როგორც ეს ხდებოდა მონათმფლობელობი- სა და ფეოდალიზმის დროს. არჩევანის ნებაყოფლობითო- ბა ნიშნავს, რომ ნებისმიერ იურიდიულად თავისუფალ ადამიანს შეუძლია გახდეს ბიზნესმენი, მაგრამ შეუძლია არც გახდეს ასეთად. აკეთებენ რა ნებაყოფლობით არჩე- ვანს, ბიზნესმენები მოქმედებენ დამოუკდიებლად. ყველა გადაწყვეტილება ბიზნესის ნებისმიერ სფეროში მიიღება უშუალოდ ბიზნესმენების მიერ, და მხოლოდ მათ მიერ. ასევე დამოუკდიებლად ბიზნესმენები ახორციელებენ საკუთარი საქმიანობის (ბიზნესის) მონიტორინგსაც, აჯამებენ მის შედეგს და აკეთებენ დასკვნებს.
მაშასადამე, ბიზნესმენთა ეკონომიკური და იურიდი- ული დამოუკიდებლობა მათი ბიზნესში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა. ფლობს რა დამოუკიდებლობას, თითოეული ბიზნესმენი სხვა ბიზნესმენებთან მეტოქეო- ბაში (კონკურენციაში) მოქმედებს თავისი ინტერესების დასაცავად. წარმატების შემთხვევაში იმარჯვებს, მარ- ცხის შემთხვევაში შეიძლება გაკოტრდეს და მას ვერა- ვინ უშველის. ე. ი. ბიზნესი ხორციელდება თავისი რის-
71
კის საფუძველზე. ცნება «თავისი რისკი» ახასიათებს საქმის მდგომარეობას, რომლის დროსაც მთელი პასუ- ხისმგებლობა საქმიანობის (ბიზნესის) განხორციელები- სათვის ეკისრება ამ საქმიანობის სუბიექტს. ბიზნესმენი ღებულობს ვალდებულებას პასუხი აგოს თავისი პარ- ტნიორების, აგრეთვე საზოგადოების წინაშე, ყველა გა- რიგებისთვის მისი მონაწილეობით. ყოველა ბიზნესმე- ნი, რომელიც იწყებს თავის საქმეს, ვერ აღწევს სასურ- ველ შედეგს და ვერ შედის ბიზნესის სისტემაში. მაგა- ლითად, აშშ-ში ახალი ფირმების ნახევარზე მეტი თავი- სი არსებობის პირველსავე წელს იხურება საქმიანი ოპე- რაციების მცირე მოგებიანობის ან გაკოტრების გამო.33
წარმატება ბიზნესის სფეროში ბევრად დამოკიდე- ბულია ბიზნესმენებისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების პროფესიულ უნარზე, კომპეტენციასა და შესაბამის პიროვნულ თვისებებზე. როგორც ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენლებისათვის, ასევე ბიზნესმე- ნებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს პროფესიონა- ლიზმს. ბიზნესს ხელი შეიძლება მოკიდონ ადამიანებმა, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ამ საქმიანობის განსაზღვრული სახის (მაგალითად, საწარმოო ან სამშე- ნებლო, სავაჭრო ან საინვესტიციო, საკონსულტაციო ან საინოვაციო ბიზნესის) მიმართ. ამ ადამიანებს უნდა ახასიათებდეთ ისეთი პიროვნული თვისებები როგორი- ცაა ბუნებრივი ეგოიზმი, საკუთრების გრძნობა, მიდრე- კილება გაცვლისადმი, მეტოქეობის სულისკვეთება, არ-
33 i. b. rubini. dasaxelebuli wigni. gv. 39.
72
ჩევანის გაკეთების უნარი, სხვების ინიციატივების გა- მოყენების მიდრეკილება, სამართლიანობისა და ბრძო- ლის წყურვილი, თვისებები როგორიცაა ბუნებრივი ეგოიზმი, საკუთრების გრძნობა, მიდრეკილება გაცვლი- სადმი, მეტოქეობის სულისკვეთება, არჩევანის გაკეთების უნარი, სხვების ინიციატივების გამოყენების მიდრეკი- ლება, სამართლიანობისა და ბრძოლის წყურვილი, ბუ- ნებრივი ჰუმანიზმი, მეწარმული სული, სწრაფვა სრულყოფისაკენ. ამასთან სათანადო პიროვნული თვი- სებები თავისთავად ვერ გახდიან ადამიანს ბიზნესმენად
– ამისათვის იგი აუცილებლად უნდა დაეუფლოს ბიზ- ნესმენის პროფესიას. ამა თუ იმ პირის რეგისტრაცია ბიზნესმენად აგრეთვე არ ნიშნავს ადამიანის აუცილე- ბელ გადაქცევას ბიზნესის სრულფასოვან სუბიექტად _ დარეგისტრირებული ბიზნესმენები მზად უნდა იყვნენ სისტემატური პროფესიული საქმიანობისათვის რო- გორც ბიზნესის სუბიექტები. მიუხედავად საამისო მცდელობისა ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ხდება პროფესიული ბიზნესმენი. ბიზნესმენის პროფე- სიის, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის დაუფლები- სათვის, აუცილებელია სწავლა. ამ მიზნით მსოფლიო მას- შტაბით ფართოდ გავრცელებულია ბიზნესის სკოლები, ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში. საქართვე- ლოშიც ფუნქციონირებენ კავკასიის ბიზნეს-სკოლა და ბიზნესის ფაკულტეტები თითქმის ყველა უნივერსი- ტეტში.
ბიზნესის სოციალური მნიშვნელობის გამო, ბიზ- ნესმენი ყოველთვის ობიექტურად იყო საზოგადოების
73
სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ცენტრალური ფი- გურა. დღეს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში აღიარებუ- ლია, რომ პროფესიული ბიზნესმენები ერის თავისებუ- რი «ოქროს ფონდია», ამიტომ სახელმწიფომ ყოველ- მხრივ უნდა წაახალისოს და მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესს როგორც პროფესიას. ამასთან ბიზნესმენების ხელში ბიზნესის ობიექტების კონცენტრაციის ფაქტორს, რომელიც ბევრი ადამიანის მიერ აღიქმება როგორც მხოლოდ მათი სიმდიდრის გადიდება, აქვს არა ნეგა- ტიური, არამედ, პირიქით, დადებითი მნიშვნელობა. შუასაუკუნოვანი მიწათმფლობელი არისტოკრატებისა- გან განსხვავებით, რომლებიც ხარჯავდნენ სიმდიდრეს გასართობებზე, უქმად ყოფნასა და განძის შეგროვებაზე, თანამედროვე ბიზნესმენები იყენებენ ფლობის ობიექ- ტებს უპირველეს ყოვლისა საკუთარი საქმის განვითა- რებისათვის საზოგადოებრივი აღიარების საკეთილ- დღეოდ.
მაშასადამე, რომ განისაზღვროს ცნება «ბიზნესმენე-
ბი», ხელმძღვანელობენ შემდეგი მახასიათებლებით:
Ø ბიზნესმენებად ითვლებიან ცალკეული ადამია- ნები, რომლებმაც გაიარეს ოფიციალური რეგის- ტრაცია დადგენილი წესით;
Ø ბიზნესმენებს აქვთ უფლება განახორციელონ ბიზნესის ნებისმიერი სახეობა, რომელიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით, თავიანთი ინტერესების შესაბამისად;
Ø ბიზნესმენთა საქმიანობა ექსტერიტორიულია; ეს ნიშნავს, რომ განსხვავებანი სხვადასხვა ქვეყ-
74
ნის ეროვნულ კანონმდებლობაში არ შეიძლება უწევდნენ წინააღმდეგობას ბიზნესის სუბიექ- ტებს დაამყარონ ერთმანეთთან საქმიანი ურთი- ერთობები;
Ø ბიზნესმენი არის კატეგორია, რომელიც დამახა- სიათებელია ადამიანთა საზოგადოების არსებო- ბის ნებისმიერი ისტორიული ფორმისათვის.
ბიზნესის სუბიექტებს ბიზნესმენებთან ერთად აკუთვნებენ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც (ნახ. 2.2).
nax. 2.2. biznesis subieqtebi