ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრებამ ბიზნესი, მეწარმეობა, კომერციული საქმიანობა გახადა საქართვე- ლოს ეკონომიკის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი. ბევ- რი ჩვენი მოქალაქისთვის ბიზნესი წარმოადგენს სამუ- შაოს ძირითად სახეობას ან მეორადი დასაქმების ფორ- მას. იგი განსაკუთრებით იზიდავს ახალგაზრდა თაო- ბას.
მეურნეობრიობის საბჭოური სისტემის ბატონობის პერიოდში ბიზნესი მიჩნეული იყო მეურნეობრიობის წმინდა კაპიტალისტურ ფორმად და იგი აღიქმებოდა როგორც ჩარჩული (ვაჭრული) საქმიანობა, რომელიც ემყარება სხვისი შრომის შედეგების მითვისებას, მოტ- ყუებას.
განვლო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის, გარდა- მავალი პერიოდის ათიოდე წელმა და ბიზნესი თანდა- თანობით შეიჭრა ადამიანთა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში: მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, მომსახურების სფეროში და ა. შ.
საბაზრო ეკონომიკა, უწინარეს ყოვლისა, თავისუფალი ბიზნესის ეკონომიკაა, ე. ი. იგი ქმნის ბიზნესის ფართოდ გავრცელების დიდ შესაძლებლობებს. ამიტომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საბაზრო მექანიზმზე გადაყვანა
11
გარდუვალად დაკავშირებულია ბიზნესში ადამიანთა მაქსიმალურ ჩაბმასთან.
ბიზნესი (ინგლ. Business _ საქმე) არის სამეურნეო
(ეკონომიკური) საქმიანობა და საქმიანი ურთიერთობა (და არა საქმოსნობა, როგორც მოხსენიებულია ზოგიერ- თი ავტორის მიერ) მის მონაწილეებს შორის, რომელთა მიზანია ეკონომიკური სარგებლის (სარფის) მიღება მო- გების ან სხვა ფორმით. ამერიკული გაგებით ბიზნესი განისაზღვრება როგორც საქმის წარმოების სისტემა, ადამიანებისათვის საჭირო პროდუქციის, მომსახურების შექმნა, მუშაობა (სამუშაო), ეკონომიკის ცენტრალური მაგისტრალი, მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკ- მაყოფილების წყარო და საბოლოოდ ის, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები. სწორედ ასე გებულობენ ბიზ- ნესის არსს და მის როლს ამერიკელები ადამიანების, საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში.
აშშ, ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული და ძლიერო ქვეყანა, ითვლება ბიზნესის ერთ-ერთ პირველ ქვეყნად. მისი მოსახლეობის ძირითად ნაწილს საკუთა- რი ბიზნესი გააჩნია, მათთვის ბიზნესი მიჩნეულია გამ- დიდრების მთავარ წყაროდ. ამასთან დაკავშირებით არ იქნება ინტერესმოკლებული მოვიტანოთ რუსულ-ამერი- კული კომპანიის «ბოს-მოსკოს» პრეზიდენტის ჰენრი მ. კვინლანის გამონათქვამი: «ცუდია ის ამერიკელი, რომე- ლიც არ ოცნებობს გახდეს მილიონერი».1
).
12
ბიზნესმენი (ინგლ. Businessman _ საქმის კაცი, საქ- მიანი ადამიანი)2 არის პირი, რომელიც ეწევა ბიზნესს და იღვწის არა მარტო მოგების მისაღებად, არამედ სა- ზოგადოებრივი კეთილდღეობისათვისაც. იგი ქონების, კაპიტალის მფლობელია, მესაკუთრეა (ფირმის პატრო- ნია). ცივილიზებულ ქვეყნებში ბიზნესმენი ითვლება ეკონომიკის მეფედ.
უნდა აღინიშნოს, რომ ყოველგვარი საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესად. მაგალითად, ნებისმიე- რი მუშაობა არის საქმიანობა, მაგრამ მუშაობა თავისთა- ვად, ეკონომიკური პროდუქტის შექმნა ჯერ კიდევ არ არის ბიზნესი. მუშაობა, საქმიანობა წარმოადგენს ბიზ- ნესს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თავის მიზნად ისა- ხავს მოგების, შემოსავლის მიღებას. წარმოება ხდება ბიზნესი, როდესაც მწარმოებელი არა უბრალოდ უშ- ვებს პროდუქციას, არამედ შედის ეკონომიკურ ურთი- ერთობებში მყიდველთან (მომხმარებელთან) წარმოებუ- ლი საქონლის ხელსაყრელად გაყიდვის, რეალიზაციის, გაცვლის მიზნით.
ამასთან უმართებულოა საჭიროებათა, მოთხოვნილე- ბათა დაკმაყოფილების, მოხმარების მიკუთვნება ბიზნე- სისათვის. მაგალითად, შინ საჭმლის დამზადება ან ტენსაცმლის შეკერვა პირად მოთხოვნილებათა დასაკ- მაყოფილებლად, არ არის ბიზნესი. თუ საჭმელი დამ- ზადდა ან ტანსაცმელი შეიკერა გასაყიდად, ისინი შეიძ- ლება ჩაითვალოს ბიზნესად.
13
ბიზნესის შესახებ საქართველოში ჯერჯერობით არსებობს არასწორი, დამახინჯებული შეხედულება. ეს განპირობებულია იმით, რომ იგი გარკვეულწილად რჩება ჩრდილოვან (ფარულ), ე. წ. იატაკქვეშა საქმიანო- ბად. კანონსაწინააღმდეგო ბიზნესი ამა თუ იმ სახით ვლინდება თითქმის ყველა ქვეყანაში, მაგრამ მისი არ- სებობა და საზოგადოების მიერ ჯეროვანი გაკიცხვა არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ მთლიანად ბიზნესს ნე- გატიური შეფასება მიეცეს. კრიმინალური ბიზნესი თა- ვისებური მავნე ნარჩენია. უარყოფით რეაქციას აძლიე- რებს ის ფაქტიც, რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენთან ბიზ- ნესი გაიშალა ძირითადად ვაჭრობის, მომსახურების (მ. შ. საბანკო) სფეროებში და არა წარმოების სფეროში. იქ- მნება შთაბეჭდილება და წარმოდგენა ბიზნესის არაპ- როდუქტიულობის თაობაზე, როგორც ყიდვა-გაყიდვის საქმიანობა იოლი გამდიდრების მიზნით. ქართული ბიზნესი საწყის ეტაპზეა, არსებობს არასაკმაო მომწიფე- ბულ საბაზრო ურთიერთობათა პირობებში. დროთა განმავლობაში იგი ხელსაყრელ სავაჭრო-საფინანსო ოპე- რაციებთან ერთად გახდება საწარმოო, შემოქმედებითი საქმიანობა საერთო კეთილდღეობისა და ყველა ადამია- ნის ურთიერთსარგებლობისათვის.
თანამედროვე ცივილიზებულ ბიზნესში ბიზნესმე-
ნი ვალდებულია ფიქრობდეს არა მარტო თავის სარგებ- ლობაზე, არამედ სხვა პირების სარგებლობაზეც, რომ- ლებიც მონაწილეობენ საერთო საქმეში. ასე რომ, იგი ზრუნავს როგორც საერთო მოგებიდან თავისი წილის მიღებაზე, ასევე იმ წილზეც, რომელსაც მიიღებენ საქმის
14
თანამონაწილენი (პარტნიორები), კონტრაგენტები და სხვ. ამ გაგებით სიტყვა «სარგებლობის» ნაცვლად უფ- რო მიზანშეწონილია სიტყვა «ურთიერთსარგებლობის» გამოყენება.
დღეს მსოლიოში ყველაზე დიდ ინტერნაციონა- ლისტად მიჩნეულია ბიზნესი, რომელმაც არ იცის საზ- ღვრები და ეროვნებები. შეიძლება სახელმწიფოებს შო- რის არ იყოს დიპლომატიური კავშირურთიერთობა, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ბიზნეს-ურთიერთობა ასეთი სახელმწიფოების ფირმებს შორის.
მაშასადამე, ბიზნესი მრავალწახნაგოვანი ცნებაა. იგი წარმოადგენს საქმიანობას, რომელიც ხორციელდე- ბა კერძო პირების, საწარმოების (ფირმების, კომპანიე- ბის) მიერ ბუნებრივი დოვლათის მოპოვების, საქონლის (მომსახურების) წარმოების, შეძენის და გაყიდვის ან სხვა საქონელზე ან ფულზე გაცვლისათვის, რაც იწვევს დაინტერესებული პირების ან საწარმოების (ორგანიზა- ციების) ურთიერთსარგებლობას. ამ თვალსაზრისით, თუ საქმეში მონაწილე ერთი მხარე ღებულობს მოგებას მეორე მხარის ზარალის ხარჯზე, ეს ბიზნესი არ არის, არამედ უბრალოდ მოტყუებაა.
ბიზნესის განსაზღვრათა უმრავლესობაში აღინიშ- ნება, რომ ესაა მოქალაქეთა ან მოქალაქეთა ჯგუფის, კერძო პირების და საწარმოების საქმიანობა. ამით აქ- ცენტი კეთდება იმაზე, რომ ბიზნესი ემყარება წარმოე- ბის ფაქტორებზე (მიწა, შრომა, კაპიტალი) კერძო სა- კუთრებას. სიტყვა «კერძო საკუთრება” გულისხმობს არასახელმწიფოებრივ საკუთრებას, ე. ი. მოიცავს საოჯა-
15
ხო, ჯგუფურ, აქციონერულ და სხვა საკუთრებას. ბიზ- ნესის მიკუთვნება საქმიანობის კერძო, არასახელმწიფო- ებრივ ფორმებზე სავსებით მართებული და კანონზომი- ერია. მაგრამ ბიზნესში სახელმწიფოს მონაწილეობის მთლიანად უარყოფა არაა საჭირო. სახელმწიფოს შეუძ- ლია დააბანდოს თავისი სახსრების ნაწილი ბიზნესში. სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელები- სას, რომლებიც ფინანსდება ბიუჯეტიდან, სახელმწიფო შეკვეთის შემსრულებელი შეიძლება იყოს ბიზნესი სა- ხელმწიფოს ფულზე (მაგალითად, თავდაცვის სამინის- ტროს შეკვეთების შესრულება ფირმის მიერ). რიგ შემ- თხვევაში ბიზნეს-საქმიანობას სახელმწიფო მხარს უჭერს ეკონომიკურად, კერძოდ, ეხმარება მცირე ბიზ- ნესს, ფერმერულ მეურნეობას.
ბიზნესის თაობაზე რუსულ კანონმდებლობაში არ მოიპოვება ზუსტი განსაზღვრა. რუსულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ტერმინი ბიზნესი აღნიშნავს სამეწარ- მეო საქმიანობის ნებისმიერ სახეს3 და ერთ-ერთი სქელ- ტანიანი წიგნი (544 გვ.) «ბიზნესის (მეწარმეობის) საფუძ- ვლები», რომელიც რეკომენდებულია სახელმძღვანე- ლოდ4 რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიე- რების სამინისტროს მიერ, შედგება მხოლოდ 6 თავისა- გან:
- ბიზნესის ეკონომიკური არსი;
16
- კომერციული საქმიანობის სამართლებრივი მე- ქანიზმი;
- კომერციულ სამართალურთიერთობათა სუბი- ექტები;
- კონკურენცია და მონოპოლისტური საქმიანო- ბის შეზღუდვა;
- კომერციული საქმიანობის სახელშეკრულებო რეჟიმი;
- საწარმოო საქონლის რეალიზაცია და საწარმოო
აქტივების სავაჭრო ბრუნვა;
- ფასიანი ქაღალდების ბაზარი.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველი თავი «ბიზნესის ეკონომიკური არსი» იწყება იმის გან- ხილვით, თუ რა არის კომერციული საქმიანობა და სხვა თავების სათაურების მიხედვითაც ძირითადი აქცენტი კეთდება კომერციულ საქმიანობაზე. ამასთან კომერცი- ული საქმიანობა (კომერცია) მოიაზრება როგორც ნების- მიერი საწარმოს _ საქონელმწარმოებლის საწარმოო _ სამეურნეო საქმიანობის შემადგენელი ნაწილი ან საქმი- ანობის გამოცალკევებული დამოუკიდებელი სახე (ვაჭ- რობა, მათ შორის საბირჟო, სავაჭრო შუამავლობა, საბან- კო საქმიანობა და ა. შ.). ამრიგად, რუსულ ლიტერატუ- რაში კომერციული საქმიანობა ძირითადად განიხილება ვიწრო გაგებით (როგორც ვაჭრობა). ადრე გამოცემულ რუსულ ეკონომიკურ ენციკლოპედიაში (1999 წ.) საერ- თოდ არ არის შეტანილი «ბიზნესი» და შეტანილია
«კომერცია» (საქონლისა და მომსახურების გაყიდვის
17
საქმიანობა მოგების მიღების მიზნით, სამეწარმეო საქ- მიანობა მოგების მიღების მიზნით, სამეწარმეო საქმია- ნობა, გვ. 301) და «მეწარმეობა».
ბიზნესი როგორც პროცესი გულისხმობს განსაზ- ღვრულ ფუნქციებს: ფინანსებისა და აღრიცხვის წარ- მართვას, საკადრო და მატერიალურ-ტექნიკურ (ლოგის- ტიკურ) უზრუნველყოფას, საწარმოო და სხვა სამეურ- ნეო საქმიანობას, მარკეტინგულ საქმიანობას, სამეცნიერო- კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებს (იხ. ნახ. 1.1).
ბიზნესს განიხილავენ აგრეთვე როგორც კონკრე- ტული სამეურნეო (ეკონომიკური) საქმიანობის კონკრე- ტულ სახეობას, რომელიც ორგანიზებულია განსაზღვრუ- ლი სტრუქტურის ფარგლებში, რომლის მიზანსა და შე- დეგს წარმოადგენს შემოსავლის (მოგების) მიღება. ამ- გვარად, ნებისმიერ ბიზნესს გააჩნია თავისი ეკონომი- კურ-ორგანიზაციული ფორმა საწარმოს სახით.5 საწარ- მო, მიისწრაფვის რა გამორჩეულ იქნეს ბაზარზე მსგავ- სი საწარმოებისაგან, ქმნის და არეგისტრირებს თავის განსხვავებებს საფირმო სახელწოდებისა და ატრიბუტე- ბის სახით. ამ შემთხვევაში ბიზნესის ცნება უფრო ფარ- თოა: ბიზნესი განიხილება არა მხოლოდ როგორც საქ- მიანობის პროცესი, არამედ როგორც საკუთრების ობი- ექტიც, რომელიც შეიძლება გაიყიდოს, დაიზღვიოს, და- გირავდეს, ერთმა მეორეს უანდერძოს. ამ მხრივ ბიზნე- სი ხდება გარიგების ობიექტი, საქონელი.
18
ბიზნესს როგორც საქონელს გააჩნია რიგი თავისე- ბურებები:
- ეს არის საინვესტიციო საქონელი, ე. ი. საქონელი, რომელშიც დაბანდება ხორციელდება მომავალში უკუ- გების მიზნით;
19
20
- ბიზნესი წარმოადგენს სისტემას, მაგრამ შეიძ- ლება გაიყიდოს როგორც მთელი სისტემა, ასევე მისი ნაწილებიც (ელემენტებიც);
- მოთხოვნილება მოცემულ საქონელზე დამოკი- დებულია პროცესებზე, რომლებიც მიმდინარე- ობენ როგორც თვით ფირმის შიგნით, ასევე გა- რე გარემოშიც;
- სახელმწიფოს მონაწილეობის აუცილებლობა არა მარტო ბიზნესის (წარმოება-გასაღების) მე- ქანიზმის რეგულირებაში, არამედ ბიზნესის სფეროში საბაზრო ფასების ფორმირებაში (ეს და- კავშირებულია ბიზნესის მდგრადობის განსა- კუთრებულ მნიშვნელობასთან საზოგადოებაში სტაბილურობისათვის).
ბიზნესის განსაკუთრებული შემთხვევაა მეწარმეობა (სამეწარმეო საქმიანობა). იგი უშუალო კავშირშია ადამია- ნის _ მეწარმის პიროვნებასთან, რომელიც ახორციე- ლებს ბიზნესს მოგების მიღების მიზნით საკუთარი სახ- სრებისა და პირადი რისკის საფუძველზე.
ცნება «მეწარმე» სამეცნიერო ტერმინოლოგიაში შე- მოიტანა და ამ ფენომენის კვლევაში პირველი ნაბიჯები გადადგა ფრანგმა ეკონომისტმა რიჩარდ კანტილონმა (წარმოშობით ირლანდიელმა), რომელიც ცხოვრობდა XVIII საუკუნის დასაწყისში.6 კანტილონის მიხედვით, მეწარმე არის ადამიანი შემოსავლების სხვადასხვა წყა-
21
როებით _ გლეხი, ხელოსანი, ვაჭარი და ა. შ., რომელიც იძენს რა სხვის საქონელს (წარმოების საშუალებებს) არ- სებული ფასით, იმედი აქვს გაყიდის თავის საქონელს უფრო მეტი ფასით. მეწარმისათვის დამახასიათებელი თვისებაა რისკი საწარმოო-სამეურნეო საქმიანობაში. მი- სი ძირითადი ეკონომიკური ფუნქცია არის მიწოდების მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანა სხვადასხვა სა- საქონლო ბაზარზე. კანტილონის გარდა, ამა თუ იმ კონ- ტექსტში და ანალიზის თავისებური მიდგომით მოცე- მულ კატეგორიას ეხებიან ა. სმითი, ჟ. ბ. სეი, კ. მარქსი და სხვა ეკონომისტები, რომლებიც მოღვაწეობდნენ XVIII_XIX საუკუნეებში. მაგალითად, ჟ. სეი მეწარმეს განსაზღვრავდა როგორც «პირს, რომელიც თავისი ხარ- ჯითა და რისკით თავის სასარგებლოდ იწყებს რაიმე პროდუქტის წარმოებას».7 სეის მიხედვით, მეწარმის ფუნქციები მოიცავს წარმოების ფაქტორების შეერთებას, ინფორმაციის შეგროვებასა და აუცილებელი გამოცდი- ლების დაგროვებას გადაწყვეტილებათა მისაღებად გა- ნუსაზღვრელ სიტუაციაში. კანტილონისაგან განსხვავე- ბით, რომელიც მეწარმის საქმიანობაში პირველ ადგილს აკუთვნებდა გაცვლის ფუნქციას, ჟ. სეი უფრო აღნიშნავ- და მეწარმის მნიშვნელობას წარმოების ფაქტორების გა- ერთიანებაში.
მეწარმის როგორც ადამიანის თანამედროვე გაგე-
ბამ, რომელიც ხარჯავს ამაზე (რაიმე ახლის შექმნა, რა-
22
საც გააჩნია ღირებულება) აუცილებელ დროსა და ძა- ლას, კისრულობს მთელ ფინანსურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რისკს, ღებულობს რა სანაცვლოდ ფულს და მიღწეულით კმაყოფილებას»8 გაიარა გამოკვლევათა მთელი რიგი სერიებისა, რომლებიც აშუქებენ და აზუს- ტებენ მეწარმის ცალკეულ ფუნქციებსა და როლს საზო- გადოებრივი კვლავწარმოების პროცესში.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი მეც- ნიერული ნაშრომები, როგორიცაა ჯ. კლარკის «სიმ- დიდრის განაწილება», ჟ. შუმპეტერის «ეკონომიკური განვითარების თეორია». მაგალითად, ჯ. კლარკი სეის სამფაქტორიან ფორმულაში სვამს მეოთხე ფაქტორს და მიიჩნევს, რომ სწორედ სამეწარმეო საქმიანობას მოაქვს კაპიტალისტისათვის მოგება: «თავისუფალი კონკურენ- ცია მიისწრაფვის მისცეს შრომას ის, რაც იქმნება შრო- მით, კაპიტალისტებს _ ის, რაც იქმნება კაპიტალით, ხოლო მეწარმეებს _ ის, რაც იქმნება კოორდინირების ფუნქციით».9
ი. შუმპერტის მიხედვით, მეწარმის საქმიანობა მდგომარეობს «ახალი კომბინაციების» განხორციელება- ში, რომელთა შორის ძირითადია: «ახალი, მომხმარებლე- ბისათვის უცნობი დოვლათის დამზადება, წარმოების (ტექ- ნოლოგიების) ახალი წესების აღმოჩენა და უკვე არსებუ- ლი დოვლათის კომერციული გამოყენება, გასაღების
23
ახალი ბაზრების ათვისება, ნედლეულის ახალი წყარო- ების გამოყენება, დარგის სტრუქტურის შეცვლა».10 შუმ- პეტერს მიაწერენ წარმოების მეოთხე ფაქტორად მეწარ- მეობის გამოყოფას. აქ, ბუნებრივია, იგულისხმება მე- წარმული უნარი. მოცემულ პრობლემაში ფ. ხაიეკმა და- ინახა ახალი მიჯნა, დაიწყო რა იმის მტკიცება, რომ მე- წარმეობა _ «ესაა ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობათა ძიება და შესწავლა, ქცევის მახასიათებელი და არა საქ- მიანობის სახე».11
ეკონომიკური კატეგორიის _ «მეწარმის» თანამედ- როვე განმარტებანი ერთმანეთისაგან უმნიშვნელოდ განსხვავდება. ფართოდ გავრცელებულ სახელმძღვანე- ლოში _ «მენეჯმენტის საფუძვლები» მ. მესკონი თანაავ- ტორებთან ერთად მეწარმის მახასიათებლად მიიჩნევს პირად რისკს, რეაქციას ფინანსურ შესაძლებლობებზე, ხანგრძლივად და შეუპოვრად მუშაობის სურვილს, რომ ანგარიში არ გაუწიოს დასვენებას.12
ა. ხოსკინგი მეწარმეს აკუთვნებს «პირს, რომელიც წარმართავს საქმეს თავის ხარჯზე, პირადად მართავს ბიზნესს და კისრულობს პირად პასუხისმგებლობას აუ- ცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფისათვის, და- მოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებებს. მისი
24
გასამრჯელოა სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღე- ბული მოგება და კმაყოფილების გრძნობა, რომელსაც იგი განიცდის თავისუფალი მეწარმეობის საქმიდან. მაგრამ ამასთან ერთად მან თავის თავზე უნდა აიღოს დანაკარგის მთელი რისკი მისი საწარმოს გაკოტრების შემთხვევაში.13 საქართველოში გამოცემულ ცნობარში მეწარმედ ჩაითვლება «ადამიანი, რომელიც მიდის რის- კზე ახალი ორგანიზაციის შექმნისას ან ახალი იდეის, პროდუქტის ან მომსახურების დანერგვის დროს მოგე- ბის მიღების მიზნით».14 ამგვარად, მეწარმის ყველაზე დამახასიათებელ თვისებებს მიეკუთვნება:
- საქონლის ან მომსახურების წარმოების ერთიან პროცესში მიწის, კაპიტალის და შრომის რე- სურსების შეკავშირების (შეერთების) ინიციატი- ვა;
- ძირითადი, მაგრამ პირველ რიგში არა რუტი- ნული, გადაწყვეტილებების მიღება;
- ახალი საქონლის შექმნის, ახალი ტექნოლოგიე- ბის ათვისების, ბიზნესის ორგანიზაციის ახალი ფორმების დანერგვის იმანენტურობა;
- სწრაფვა რისკისაკენ როგორც თავისუფლების შეგრძნების განუყოფელი ელემენტისაკენ.
ცნება «მეწარმესთან» მჭიდროდ დაკავშირებულია
მეწარმეობის, სამეწარმეო საქმიანობის არსი და შინაარსი.
ეკონომიკურ ლიტერატურაში გვხვდება მოცემული კა- ტეგორიის სხვადასხვა დეფინიცია. მეწარმის ენცკლოპე- დიურ ცნობარში აღნიშნულია, რომ ესაა «მოქალაქეთა თავისი სახელით, საკუთარი ქონებრივი პასუხისმგებ- ლობით ან იურიდიული პასუხისმგებლობით განხორ- ციელებული ინიციატივური დამოუკიდებელი საქმია- ნობა, რომელიც მიმართულია მოგების ან პირადი შემო- სავლის მიღებაზე».15 მოცემული განმარტება თითქმის არ განსხვავდება იმ განმარტებებისაგან, რომლებიც ახა- სიათებენ თვით მეწარმეს. ამერიკელი ავტორები რ. ხიზრიჩი და მ. პიტერსი გვთავაზობენ მოკლე განსაზ- ღვრას: «მეწარმეობა რაიმე ახლის შექმნის პროცესია, რომელსაც გააჩნია ღირებულება».16 ამით ისინი მკით- ხველს აძლევენ შემოთავაზებული ფორმულირების და- ზუსტების შესაძლებლობას. უფრო სრულად მოცემული კატეგორიის განმარტება გადმოცემულია შემდეგნაი- რად: მეწარმეობა არის «მოქალაქეთა ინიციატივიანი, დამოუკდიებელი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისა- ხავს მოგების მიღებას, შემოსავლის გაზრდას. მეწარმეო- ბას თავისი რისკისა და ქონებრივი პასუხისმგებლობის საფუძველზე ახორციელებენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. მეწარმეობას მიეკუთვნება სამე- ურნეო საქმიანობის (ბიზნესის) ნებისმიერი სახეობა, თუ იგი საკანონმდებლო აქტებით არ არის აკრძალუ- ლი. მეწარმეობა მოიცავს საწარმოო, სავაჭრო-შემსყიდ-
ველ, ინოვაციურ, საკონსულტაციო და სხვა საქმიანო- ბას, კომერციულ შუამავლობას, აგრეთვე ფასიანი ქა- ღალდების ოპერაციებს».17 ადამიანთა აქტივობის ამ სპე- ციფიკური სახეობის ეკონომიკური ინტერპრეტაცია გა- შუქებულია დამხმარე სახელმძღვანელოში _ «საბაზრო მეწარმეობა». კერძოდ, იგი დახასიათებულია როგორც საქმიანობა, «რომელიც დაკავშირებულია სახსრების და- ბანდებასთან მოგების მიღების მიზნით პირადი გამორ- ჩენის საზოგადოებრივ სარგებლობასთან შეხამების სა- ფუძველზე».18 რისკისა და სიახლეებისაკენ მისწრაფე- ბის თაობაზე მოხსენიებულია სხვა დამხმარე სახელ- მძღვანელოშიც _ «ეკონომიკა და ბიზნესი»: «საქმიანობის სახე, რომელიც დაკავშირებულია ახალი საქმის ორგანი- ზაციასთან, ახალშემონაღების რეალიზაციასთან საკუ- თარი სახსრების ჩადებისა და მეწარმის მიერ პირადი რისკის გაწევის გზით».19
«მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მი- ხედვით, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზო- მიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორ- ციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად».20 ბევრ ქვეყანაში სამეწარმეო საქ- მიანობად არ ჩაითვლება ფიზიკური პირების სახელოვ-
27
ნებო, სამეცნიერო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტატთა), სასოფლო-სამე- ურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა. სასოფლო-სამე- ურნეო და სატყეო-სამეურნეო წარმოებები შეიძლება არ- სებობდეს კანონში გათვალისწინებული ორგანიზაცი- ულ-სამართლებრივი ფორმით, თუ მათი მფლობელი რეგისტრაციაში გატარდება. რეგისტრაცია სავალდებუ- ლოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლო- ბელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც.
აღსანიშნავია სამეწარმეო საქმიანობის დახასიათება, რომელიც მოტანილია ერთ-ერთ სახელმძღვანელოში და რომელიც მიჩნეულია მოცემული კატეგორიის ეკონომი- კური ასპექტების მრავალფეროვნების ყველაზე ადეკვა- ტურ ასახვად: «წარმოების ფაქტორების (რესურსების) ორგანიზაცია და შეერთება მატერიალური დოვლათისა და მომსახურების შექმნისათვის, რომლებიც აკმაყოფი- ლებენ საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს, მეწარმის სა- კუთარი მატერიალური ინტერესების რეალიზაციის სა- ბოლოო მიზნით».21
ცნებების _ «მეწარმისა» და «სამეწარმეო საქმიანო-
ბის» დაზუსტება იძლევა შესაძლებლობას, განისაზ- ღვროს მეწარმეობის სუბიექტები სხვადასხვა ორგანიზა- ციული ფორმების როგორც ფიზიკური და იურიდიუ- ლი პირები, საბაზრო ურთიერთობათა მონაწილეები, რომლებიც ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და
კისრულობენ სრულ იურიდიულ და ეკონომიკურ პასუ- ხისმგებლობას ამ საქმიანობის შედეგებისათვის. მეწარ- მეობის ობიექტად გამოდის საქმიანობის განსაზღვრუ- ლი საქმე, რომელიც მიმართულია მოგებისა და საქმია- ნობის პროცესისაგან კმაყოფილების მიღებაზე.
ამგვარად, ბიზნესი და მეწარმეობა თავისი არსით მოგების მიღებაზე გამიზნული საქმიანობაა, რის გამოც რიგ ქვეყნებსა (გერმანია, რუსეთი და სხვ.) და ლიტერა- ტურაში ეს ცნებები ერთმანეთთან გაიგივებულია (გა- მოიყენება როგორც სინონიმები). დასავლეთში ბიზნესს ყოფენ ოთხ კატეგორიად: წვრილი, მცირე, საშუალო და დიდი (მსხვილი) ბიზნესი. ხშირად მეწარმეობას მიიჩნე- ვენ ახალი საქმის დაწყებად და მას მიაკუთვნებენ წვრილ (საოჯახო) და მცირე ბიზნესს. ბიზნესის კატე- გორიებად დაყოფას საფუძვლად ედება საწარმოს (ფირ- მის) მომუშავეთა (დასაქმებულთა) რაოდენობა და სამუ- შაოთა მოცულობა (ბრუნვა). მაგალითად, საქართველოს კანონში «მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ» (1999 წ. 29 ივლისი) განსაზღვრულია მცირე საწარმოთა სტატუსი _ დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა და საწარმოს წლიური ბრუნვა არ აღემატება შემდეგ ოდე- ნობას:
1) მრეწველობაში _ 40 დასაქმებულსა და 500 ათას
ლარს;
2) მშენებლობაში _ 20 დასაქმებულსა და 300 ათას ლარს;
3) სოფლის მეურნეობაში _ 20 დასაქმებულსა და
150 ათას ლარს;
29
4) საბითუმო და საცალო ვაჭრობაში _ 10 დასაქმე- ბულსა და 50 ათას ლარს.
მართალია, ბიზნესი და მეწარმეობა ემსახურებიან ერთნაირი მიზნის მიღწევას, მაგრამ არაა მართლზომიე- რი მათი გაიგივება. ჩვენი აზრით, ამასთან დაკავშირე- ბით ყველაზე მართებული პოზიცია უკავია ცნობილ ამერიკელ პროფესორს პიტერ დრუკერს. იგი აღნიშნავს, რომ ყოველი წვრილი ბიზნესი არ არის სამეწარმეო საქ- მიანობა, ანუ არ წარმოადგენს მეწარმეობას. მას მოაქვს შემდეგი მაგალითი: ცოლ-ქმარი, რომლებიც ხსნიან გას- ტრონომიულ მაღაზიას ან მექსიკურ რესტორანს, განსაზ- ღვრულ რისკს ეწევიან, მაგრამ ისინი აკეთებენ იმას, რაც ადრე კეთდებოდა და არ ქმნიან არც ახალ სამომხმარებ- ლო მოთხოვნას, არც მის დაკმაყოფილების ახალ წყაროს. ამიტომ ისინი, რისკის გაწევის მიუხედავად, არ არიან მეწარმეები. ამავე დროს, «მაკდონალდსის» რესტორნე- ბის ქსელის ორგანიზაცია წარმოადგენს წმინდა მეწარმე- ობას. «მაკდონალდსის» კომპანიამ იხელმძღვანელა მე- ნეჯმენტის პრინცეპებითა და მეთოდებით («რას აფასებს კლიენტი?»), მოახდინა «პროდუქტის» სტანდარტიზება, დაამუშავა ტექნოლოგიური პროცესი და გამოიყენა ახა- ლი ინსტრუმენტები პერსონალის შესაბამისი მომზადე- ბით, შეძლო მკვეთრად აემაღლებინა კაპიტალდაბანდე- ბის უკუგება, შეექმნა ახალი ბაზარი და ახალი მომხმა- რებელი.22 ამრიგად, საქმიანობის მასშტაბი არ არის გან-
30
მსაზღვრელი ნიშანი. არსებითია ის, რომ მეწარმეობა გუ- ლისხმობს ბიზნესის ისეთნაირად წარმართვას, რომ შე- იქმნას ახალი ბაზარი და ახალი მომხმარებელი. ე. ი. მე- წარმეობა ინოვაციური ბიზნესია. პ. დრუკერი მეწარმეო- ბად მიიჩნევს კომპანია «ჯენერალ ელექტრიკის» საქმია- ნობას (რომელიც შეიქმნა 100 წლის წინათ), ბრიტანული საცალო სავაჭრო კომპანია «მარქს ენდ სპენსერის» საქმი- ანობას,23 რომელიც გამოირჩევა დასავლეთ ევროპაში ბო- ლო 50 წლის მანძილზე ნოვატორობით და სხვ.
გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, მეწარმეობა მარ- თლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა. არამარ- თლზომიერად იგულისხმება ისეთი საქმიანობა, რომე- ლიც ან პირდაპირ არის აკრძალული კანონით (მაგალი- თად, ნარკოტიკების დამზადება-გასაღება), ან საქმიანობი- სათვის საჭიროა სახელმწიფოს ნებართვა (აზარტული თა- მაშების ორგანიზაცია და სხვ.), აგრეთვე არაეთიკური, ამო- რალური ქმედებანი. არამართლზომიერად შეიძლება ჩა- ითვალოს აგრეთვე საქმიანობა, რომელიც შეიძლება არაეთიკურ, ამორალურ ქმედებად იქნეს მიჩნეული. მა- გალითად, XIX საუკუნის 30-იანი წლების გერმანიის სა- სამართლოები ბორდელების მშენებლობას ამორალურ საქმიანობად თვლიდნენ და ამ მოტივით ეს საქმიანობა არამართლზომიერად ითვლებოდა. აქვე უნდა აღინიშ-
23 k. marqsi _ filosofiis doqtori da `kapitalis~ avtori. erT dros materialuri gaWirvebis gamo muSaobda Rile- bis, nemsebis, qsovilebis naWrebis da sxva wvrilmani sa- qonlis gamyidvelad inglisSi londonis bazris daxlze spenserTan erTad (inglisur enas cudad flobda).
31
ნოს ცნობილი ფინანსისტისა და ბიზნესმენის ჯ. სორო- სის ერთ-ერთი დასკვნის შესახებ: «ცხოვრებასა და ბიზ- ნესში წარმატებისთვის არ არის სავალდებულო მორა- ლური მოთხოვნების დაცვა. უფრო პირიქით, მათ შეუძ- ლიათ ხელის შეშლა».24
არაერთჯერადობა ნიშნავს იმას, რომ, მოქმედებები უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად და გეგმაზო- მიერად. ე. ი. მეწარმეობა ბიზნესისაგან განსხვავებით, არის სისტემატური, პერიოდული (სეზონური), უწყვე- ტი საქმიანობა, მაშინ როდესაც ბიზნესი მოიცავს ერ- თჯერად ბიზნესოპერაციებსაც. ამიტომ ბიზნესი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მეწარმეობა და იგი მოიცავს ამ უკანასკნელსაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეწარმეც საქმიანი ადამია- ნია და აღიარებულია პატიოსან ადამიანად, ეკონომიკის ჯენტლმენად. ცნობილია, რომ ამერიკულ ინდუსტრიას XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაუყარეს ისეთმა გამბედავმა მეწარმეებმა, როგორებიც იყვნენ: როკფელერი (ნავთობის ბიზნესი), მორგანი (ფოლადის ბიზნესი და საბანკო საქმე), მელო- ნი (ალუმინის ბიზნესი), ჰენრი ფორდი (საავტომობი- ლო ბიზნესი) და სხვ.
ბიზნესმენისაგან განსხვავებით, რომელიც ქირაობს საკუთარი ფირმისათვის სპეციალისტებს, მათ შორის მე-
24 cit. a. orlovi. adamiani (wigni mesame), moskovi, 2002, gv. 64 (ru- sul enaze).
32
ნეჯერებსაც25 ფირმის პრეზიდენტის ჩათვლით, მეწარმე თვითონ წარმართავს საკუთარ საქმეს (ე. ი. ასრულებს მენეჯერის ფუნქციებს), რამდენადაც არის მისი უშუა- ლო შემოქმედი (ფირმის მიზნების ჩამოყალიბება, მათი მიღწევის საშუალებების განსაზღვრა და ა. შ.) და ბიზ- ნესგეგმის ავტორი.
ბევრის შეგნებაში, თუ საქართველოს დღევანდელი მოსახლეობის უმრავლესობაში არა, ბიზნესი ჩვენთან მოვიდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრე- ბასთან დაკავშირებით. იმის შესახებ, რომ მეწარმეობა (როგორც აღინიშნა, ტერმინი «მეწარმეობა» ხმარებაში შემოვიდა 200 წლის წინათ, ხოლო ტერმინი «ბიზნესი» _ გაცილებით გვიან) საქართველოში ადრეც არსებობდა, ცნო- ბილია მხოლოდ მათთვის, ვინც იცის ან შეისწავლა ჩვე- ნი ისტორია. ისტორია კი უდავოდ ადასტურებს, რომ პოსტსაბჭოურ საქართველოში მეწარმეობისა და ბიზნე- სის აღმოცენება კი არ მიმდინარეობს, არამედ მათი აღორძინება ხდება. საქმე ის არის, რომ გასაბჭოებამდე წარმატებულ საქმიანობას ეწეოდნენ ისეთი ქართველი მეწარმეები, როგორებიც იყვნენ: დ. სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ა. ხოშტარია, მ. ლაღიძე და სხვ. XX საუკუნის 30-იან წლებში ჩვენთან აიკრძალა ყოველგვა- რი კერძო საქმიანობა (ბიზნესი).
საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის კრიზისი- დან გამოყვანისა და მისი აღორძინების მთავარი მაგის-
25 sakiTxebi menejerebis saqmianobisa da menejmentis rogorc biznesis marTvis Sesaxeb Seiswavleba `menejmentis safuZ- vlebSi~.
33
ტრალური გზაა მცირე ბიზნესის განვითარება, რომე- ლიც არ საჭიროებს მასშტაბურ დაბანდებებს. ამიტომ ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირი- თადი საკითხი უნდა იყოს ბიზნესის ყოველმხრივი მხარდაჭერა.
საქართველოს კონსტიტუციის (1995 წ.) თანახმად სა- ხელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი ბიზნესის და კონკურენციის განვითარებას. აკრძალუ- ლია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვე- ბული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები და- ცულია კანონით (მუხლი 30/2).
რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, თანამედროვე გაგებით იგი ბიზნესის სინონიმი გახდა, ვინაიდან კო- მერციული ორგანიზაციების საქმიანობა უშუალოდ მი- მართულია მოგების მიღებაზე (მაგალითად, კომერციუ- ლი ბანკები, კომერციული სასწავლებლები და სხვ.).