ბიზნესი საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურების ბაზარზე

ბიზნესი საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურების ბაზარზე

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

 

არსებობენ მომსახურების სპეციფიკური სახეები, რომლებიც ბიზნესის სუბიექტების მიერ გაეწევა სხვა ბიზნესმენებს, მომხმარებლებსა და დაქირავებულ მუშა- კებს. ბიზნესის სუბიექტების საქმიანობის მნიშვნელოვა- ნი სფეროა კონსალტინგი, ანუ საკონსულტაციო საქმია- ნობა. სიტყვა «კონსულტანტი» ლათინური წარმოშობი- საა და ნიშნავს «მრჩეველს».

კონსალტინგი წარმოადგენს მომსახურების გამო- ცალკავებულ ფორმას და პრაქტიკულად ძალიან გავ- რცელებულია. ამჟამად ამ სფეროში საქმიანობს ასი ათა- სობით ბიზნესმენი და მათი რიცხვი მუდმივად იზ- რდება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აშშ საკონ- სულტაციო ფირმების რიცხვი ყოველწლიურად იზ- რდება 70-80-ჯერ, ხოლო გასაწევი მომსახურების მოცუ- ლობა _ 120-130-ჯერ. ამერიკული ბიზნესის ამ სფეროში დღეს დასაქმებულია დაახლოებით 700 ათასი ადამია- ნი.54

ბიზნესის აღნიშნული სპეციფიკური ფორმის წარ- მოქმნის მიზეზად მიჩნეულია შრომის დანაწილების პროცესის განვითარება საბაზრო ეკონომიკაში. მოთხოვ- ნა საკონსულტაციო მომსახურებაზე და მისი მიწოდება არსებობდნენ ყოველთვის, მაგრამ კონსალტინგური საქ- მიანობის გამოყოფა სპეციალიზებული პროფესიული

54 i. b. rubini. dasax. wigni. gv. 269.

199

 

საქმიანობის განსაკუთრებულ ნაირსახეობად  დაიწყო XX საუკუნის მეორე ნახევარში. თავდაპირველად მყარი მოთხოვნა წარმოიშვა საქმიან რჩევებზე, შემდეგ _ პრო- ფესიულ ხელშეწყობასა და დახმარებაზე ბიზნესის გან- ვითარებაში, ხოლო ბოლოს _ საქმიანობის მუდმივ სის- ტემურ თანხლებაზე. საკონსულტაციო მომსახურებაზე კლიენტთა მოთხოვნის მიზეზებია:

Ø პრობლემის საკუთარი ძალებით გადაწყვეტის შეუძლებლობა;

Ø ცალკეულ ღონისძიებათა განხორციელება, რომ-

ლებიც მოითხოვენ სპეციალისტების კვალიფიკა- ციის მაღალ დონეს (მაგალითად, ბიზნესგეგმის ექ- სპერტიზა, სტრატეგიის შემუშავება, საბაზრო შესაძლებლობათა მოძიება და სხვ.);

Ø პერსნონალის სწავლება მუშაობის პროცესში;

Ø  გადაწყვეტილებათა   სწრაფად    მიღების    აუცი- ლებლობა მუდმივად ცვალებად პირობებში. კონსალტინგური საბაზრო ნიშა შეივსო ფირმებით,

რომლებიც მისაღებ პროფესიულ დონეზე არიან მზად გაუწიონ საჭირო მომსახურება კლიენტებს (მომხმარებ- ლებს). ამ ფირმებს გააჩნიათ სხვადასხვა ორგანიზაცი- ულ-სამართლებრივი ფორმა მცირე ფირმიდან დახურულ სააქციო საზოგადოებამდე. პრაქტიკულად გამოიყოფა საკონსულტაციო საქმიანობის ისეთი სახეები, როგორი- ცაა იურიდიული კონსულტირება, საპროქტო კონსულ- ტირება, საფინანსო კონსულტირება, საგადასახადო კონ- სულტირება, მმართველობითი (მენეჯმენტური) კონ- სულტირება.

200

 

არსებობს სხვადასხვა მიდგომა საკონსულტაციო მომსახურებისადმი. მენეჯმენტის კონსულტანტების ასო- ციაციების ევროპის ფედერაცია კონსალტინგური მომსახუ- რების ობიექტებს ფირმის შიგნით ყოფს 8 ჯგუფად:

Ø ზოგადი მენეჯმენტი;

Ø ადმინისტრირება;

Ø მარკეტინგი;

Ø წარმოება;

Ø ფინანსური მენეჯმენტი;

Ø ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ.

დიდი ბრიტანეთის კონსულტანტების ასოციაცია გამოყოფს თანამედროვე საკონსულტაციო ბიზნესის 63 სახეს.

კონსალტინგი არსებითად განიხილება როგორც მმართველობითი (სამმართველო) საქმიანობის ელემენ- ტი მმართველობით გადაწყვეტილებათა დასაბუთებისა და მომზადების ნაწილში. საკონსულტაციო მომსახურე- ბის გაწევა გულსიხმობს ექსპერტული კონსულტაციის, პროცესული კონსულტაციის, სწავლების კონსულტაცი- ის მეთოდების გამოყენებას, რომლებიც ხშირად გამოი- ყენებიან ერთობლივად.

ექსპერტული კონსულტაცია ნიშნავს კონსალტინ- გური ფირმის მიერ დიაგნოსტიკის განხორციელებას, გა- დაწყვეტილებების დამუშავებას და რეკომენდაციებს კლიენტებისათვის მათ დასანერგად. თვითონ კლიენტის როლი დაიყვანება, როგორც წესი, კონსულტანტისთვის ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა- სა და მისი საქმიანობის შედეგების შეფასებაში.

201

 

პროცესულ კონსულტაციისას კონსალტინგური ფირმა აქტიურად ურთიერთმოქმედებს კლიენტთან პროექტის ყველა ეტაპზე. იგი წააქეზებს კლიენტს გა- მოთქვას თავისი მოსაზრებები, წინადადებები, განახორ- ციელოს საკუთარი პრობლემების დამოუკიდებელი ანა- ლიზის მცდელობა. კონსალტინგური ფირმის როლი ჩვე- ულებრივად მდგომარეობს ამ წინადადების თავმოყრა- ში, გადაწ-ყვეტილებათა შეფასებაში, რომლებიც მიღე- ბულია კლიენტთან ერთობლივი მუშაობის პროცესში, და მათი ბიზნესის განვითარების რეკომენდაციების სისტემად მოყვანაში.

სწავლების კონსულტაცია მოიცავს სხვადასხვა იდეების შეგროვებასა და პრობლემების ანალიზთან ერ- თად კლიენტების ორგანიზაციების მუშაკთა თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც იძ- ლევიან შესაძლებლობას კლიენტებისათვის შეიქმნას აუცილებელი ინტელექტუალური პირობები ნოვატო- რული საქმიანობის განვითარებისათვის.

საკონსულტაციო ბიზნესს, როგორც წესი, თან ახ- ლავს კლიენტისთვის რიგი თანმხლები მომსახურების გაწევა, რომელთა რიცხვში მნიშვნელოვან როლს ასრუ- ლებენ შეფასებითი საქმიანობა და აუდიტორული საქ- მიანობა, რომლებიც მიეკუთვნებიან ექსპერტული მომ– სახურების ჯგუფს. ექსპერტული მომსახურების ცნება- ში მოიაზრება ფირმების საქმიანობა, რომელიც დაკავ- შირებულია კლიენტთა ორგანიზაციების ფუნქციონირე- ბის რეალური თვისებრივი მახასიათებლების და რაოდე- ნობრივი პარამეტრების განსაზღვრასთან. შეფასებით საქ

202

 

მიანობას ეწევიან ფირმები, რომლებიც სპეციალიზდე- ბიან საწარმოთა (. წ. ბიზნესის შეფასება), ფასიანი ქა- ღალდების, ქონების, ინტელექტუალური საკუთრების ღირებულების, აგრეთვე მიყენებული ზარალის განსაზ- ღვრაზე. საქმიანობის ეს სახე სარგებლობს ბაზარზე მზარ- დი მოთხოვნით. იგი აუცილებელია ბიზნესის სახეების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების რეს- ტრუქტურიზაციის, ფირმის ლიკვიდაციის მსვლელობა- ში.

აუდიტორული საქმიანობა წარმოადგენს მომსახურე- ბის გაწევას ინფორმაციის მისაღებად ფირმის რეალური ფინანსურ-სამეურნეო მდგომარეობის შესახებ. სარწმუ- ნო ფინანსური ინფორმაციის არსებობა შესაძლებელს ხდის ფირმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შედე- გების პროგნოზირებას, განსაკუთრებით ფინანსების დარგში, აგრეთვე რისკების შემცირებას ბიზნესის სფე- როში. აუდიტორული საქმიანობა, ანუ აუდიტი, პროფე- სიული საქმიანობის (ბიზნესის) დამოუკდიებელი სახეა, რომლის შინაარსია საწარმოების (ფირმების) ბუღალ- ტრული-ფინანსური ანგარიშგების ექსპერტიზის ჩატარე- ბა, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესის, გადასა- ხადების გადახდის სისწორისა და დასაბუთებულობის შემოწმება.

აუდიტორული  საქმიანობის  მიზანია  ბიზნესის სუ-

ბიექტების ბუღალტრული (ფინანსური) ანგარიშგების უტყუარობის ხარიხისა და მათი ფინანსური და სამე- ურნეო ოპერაციების შემოწმება სახელმწიფოში (მაგა- ლითად, საქართველოში) მოქმედ ორგანიზაციის წესის

203

 

შესაბამისად. განასხვავებენ შიგა აუდიტს, რომელსაც ატარებენ ფირმის საკუთარი (შიგა) სტრუქტურული ქვედანაყოფები, და გარე აუდიტი, რომელიც ყოველ- თვის ტარდება გარეშე (დამოუკდიებელი) აუდიტორუ- ლი ფირმების მიერ. ფირმის დამფუძნებლები (მფლობე- ლები) ხშირად იყენებენ გარე აუდიტს მათ მიერ დაქი- რავებული მენეჯერების ეფექტიანობის ხარისხის შეს- წავლისათვის. გარე აუდიტორის ფუნქციაა კლიენტის საქმიანობის შემოწმების განხორციელება შემდეგი სა- კითხების მიხედვით:

Ø ინფორმაციის უტყუარობა, რომელიც წარმოდ- გენილია შემოწმებული ფირმის ხელმძღვანე- ლობის მიერ;

Ø წარმოდგენილი ანგარიშგების ობიექტურობა;

Ø ფირმის საქმიანობის შესახებ ცნობების სისრუ- ლე;

Ø ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების სისწო- რე ფირმაში;

Ø ფირმის სააღრიცხვო (ბუღალტრული) მონაცე- მების კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.

ბიზნესის სუბიექტის გარე აუდიტორული შემოწ- მების შედეგია აუდიტორის დასკვნა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს ოფიციალურ მოწმობას და მას აქვს იური- დიული მნიშვნელობა ფირმისათვის, რომელმაც გაიარა აუდიტორული შემოწმება, ასევე ბაზრის ყველა მონაწი- ლეებისთვისაც (მათ შორის სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი (მუნიციპალური) ორგანოებისათვის, სასა-

204

 

მართლო ორგანოებისათვის). უცხოელი ინვესტორები, რომლებიც თავიანთ საშუალებებს აბანდებენ, მაგალი- თად, ერთობლივ საწარმოებში, მოითხოვენ მათთვის ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენას, რომლის სისწო- რე დადასტურებულია დამოუკიდებელი აუდიტორული ორგანიზაციის მიერ. ამრიგად, აუდიტორიული ორგა- ნიზაციების მიერ ჩატარებულ შემოწმებას, როგორც ობიექტურ და მიუკერძოვებულ შემოწმებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.