ბიზნესი სამომხმარებლო მომსახურების ბაზარზე
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
სამომხრაებლო მომსახურებას უწოდებენ ისეთ
მომსახურებას, რომელსაც უწევენ ბიზნესის სუბიექტე-
ბი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, როგორც წესი, ადამიანთა საბოლოო პირად მოთხოვნილებათა დაკმა- ყოფილების მიზნით. როგორც საწარმოო მომსახურებაც, მომსახურების ეს ჯგუფიც არასასაქონლო ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენთა ძალისხმევა, რომლე- ბიც მუშაობენ საბაზრო ეკონომიკის სამომხმარებლო სექტორში, მიმართულია უშუალოდ არა საქონლის შექ- მნაზე, არამედ მის საბოლოო მომხმარებლამდე დაყვა- ნის პირობების უზრუნველყოფაზე. ამიტომ თვით სექ- ტორი, რომლის შიგნით ფუნქციონირებენ აღნიშნული ბიზნესმენები, შეიძლება განისაზღვროს როგორც საბო- ლოო სამომხმარებლო ბაზარი.
ადამიანთა პირად მოთხოვნილებათა ერთობლიო- ბა შედგება საბოლოო მოთხოვნილებათა ცალკეული ბლოკებისა და ჯგუფებისაგან. გამოყოფენ შემდეგ ბლო- კებს:
Ø ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები _ ე. ი.
მოთხოვნილებები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრების ფიზიოლოგიურ საფუძ- ვლებთან, მათ შორის მოთხოვნილებები სამედიცი-
181
ნო მომსახურებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და დასვენებაზე;
Ø ფიზიკური მოთხოვნილებები _ მოთხოვნილებე- ბი, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანთა ფიზიკურ არსებობასთან, მათ შორის მოთხოვ- ნილებები საჭმელზე, ტანსაცმელზე, კომუნიკა- ციურ მომსახურებაზე და სხვ.;
Ø ჰუმანიტარული (სულიერი) მოთხოვნილებები, მოთხოვნილებები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანთა სულიერ-ასოციაციურ განვითარე- ბასთან, მათ საგანმანათლებლო, მეცნიერულ და კულტურულ დონის ამაღლებასთან, ესთეტიკუ- რი სიამოვნების მიღებასთან ხელოვნების ნა- წარმოებებთან გაცნობის პროცესში;
Ø საერთო სოციალური მოთხოვნილებები, ე. ი. ადამიანთა მრავალმხრივი სოციალური ცხოვრე- ბის მოთხოვნილებები, მათ შორის მოთხოვნილე- ბები საოჯახო მეურნეობის წარმოებაზე, ბავ- შვთა აღზრდასა და საოჯახო ურთიერთობათა განვითარებაზე, მოთხოვნილება შრომაზე;
Ø სოციალურ-პოლიტიკური მოთხოვნილებები, ე. ი. მოთხოვნილებები სოციალური და პოლიტი- კური თვითგამოხატვის ფორმების გამოვლენასა და განვითარებაზე, სოციალურ და პოლიტი- კურ აქტივობაზე, მოთხოვნილებები სოციალუ- რი გარანტიების მიღებაზე, პირად უსაფრთხოე- ბაზე უფლების, არჩევანის თავისუფლებაზე
182
უფლების, დაცვაზე უფლების, სრული სოცია- ლური თანასწორობის უფლების ჩათვლით.
ადამიანთა პირად მოთხოვნილებებს ყოფენ ორ ძი- რითად ჯგუფად:
1) მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება გა- ნაპირობებს ადამიანის როგორც ეკონომიკურ, სოციალურ და ცხოვრების სხვა სფეროებში საქ- მიან ურთიერთობების სუბიექტისა და მრავალ- ფეროვანი მოქმედების შემსრულებლის აღწარ- მოებას. მათ განსაზღვრავენ როგორც მარტივი აღწარმოების მოთხოვნილებებს;
2) მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება გა- ნაპირობებს ადამიანის განვითარებას, აგრეთვე მისი საქმიანობის სფეროების გაფართოებას, მი- სი ქმედითუნარიანი ბავშვების ჩართვას საქმია- ნობაში, მის საქმიანობაში შემოქმედებითი (კრე- ატიული) საწყისების განმტკიცებას. მათ უწო- დებენ განვითარების მოთხოვნილებებს.
XX საუკუნის მეორე ნახევარში სამომხმარებლო მომსახურების ბაზრის სწრაფი განვითარების მიზეზე- ბისა და პირობების მეცნიერული განსაზღვრის დასაბუ- თებისათვის საბაზრო ორიენტაციის ეკონომიკის ქვეყ- ნებში ფრიად მნიშვნელოვანია მოთხოვნილებათა გაზ– რდის კანონის მოქმედება. ეს ეკონომიკური კანონი მოქ- მედებს ადამიანთა საზოგადოების განვითარების სხვა- დასხვა ისტორიულ პერიოდში, მაგრამ მხოლოდ საბაზ- რო ეკონომიკის პირობებში მოთხოვნილებათა გაზრდის კანონი იძენს არსებობის ადეკვატურ ფორმას. სწორედ
183
საბაზრო ეკონომიკაში ხდება შესაძლებელი საქმიან ურ- თიერთობათა თავისუფალი განვითარება და ბიზნესის სუბიექტების მიერ თავიანთი ეგოისტური და საზოგა- დოებრივი ინტერესების რეალიზაციის ფორმების სრულყოფა.
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, რომლებიც გა- ნეკუთვნებიან ზემოხსენებულ ორივე ჯგუფს, იწვევს ადამიანის კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებას მისი საქმიანობის ყველა, მათ შორის ბიზნესის სფერო- ში. ამიტომ ადამიანთა პირადი მოთხოვნილებების დაკ- მაყოფილება განიხილება არა მარტო როგორც პირადი მოხმარება (ან საოჯახო მოხმარება), არამედ როგორც ადამიანთა მომზადების პროცესიც შემდგომი შემოქმე- დებითი საქმიანობისათვის ან დაქირავებული მუშაკის, ან ბიზნესმენის, ან სახელმწიფო მოსამსახურის (მოხე- ლის) სახით. ეს მოვლენა განისაზღვრება როორც საწარ– მოო მოხმარება.
თითოეულ კონკრეტულ პროცესში ორივე მხარის
– პირადი და საწარმოო მოხმარების _ მოთხოვნილება- თა დაკმაყოფილების გამოყოფა იძლევა შესაძლებლობას გამოვლინდეს ბიზნესის ყველა სუბიექტის საქმიანობაში საერთო ნიშნები, რომლებიც დამახასიათებელია სპეცი- ალიზებული სხვადასხვა მომსახურების გასაწევად. ამ შემთხვევაში ძირითადი თავისებურებაა კლიენტები- სათვის შესაბამისი მომსახურების გაწევის შინაარსისა და ტექნოლოგიების ერთტიპურობა. განსხვავებები წარ- მოიშობიან მხოლოდ ბიზნესმენების საქმიანობის მას-
184
შტაბებში (წვრილი, მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნე- სი).
ადამიანთა ზემოთჩამოთვლილ თითოეულ მოთხოვნი- ლებათა (ფიზიოლოგიური, ფიზიკური, ჰუმანიტარული, ქცევითი და სოციალურ-პოლიტიკური მოთხოვნილებე- ბი) დაკმაყოფილება ხდება ბიზნესმენებისა და ფირმე- ბის განსაზღვრულ მოქმედებათა დახმარებით. ზოგი- ერთ სამომხმარებლო მომსახურებას ეწევიან ბიზნესის სუბიექტები, რომლებიც ერთდროულად ემსახურებიან საბოლოო სამომხმარებლო მომსახურების ბაზართან ერთად ეკონომიკის საწარმოო, სავაჭრო, საფინანსო და საინფორმაციო სექტორებს, ხოლო სხვა მომსახურებას საბოლოო მომხმარებლებს უწევენ სპეციალიზებული ფირმები. მაგალითად, სადაზღვევო კომპანიები ბევრს მუ- შაობენ კორპორაციულ კლიენტებთან პასუხისმგებლო- ბის დაზღვევისა და ხელახალი დაზღვევის დარგში. მა- თი საქმიანობის არსებითად მნიშვნელოვანი მხარეა მო- ქალაქეთა პირადი დაზღვევა. მოქალაქეებს სადაზღვევო კომპანიები უწევენ მომსახურებას სიცოცხლის ვადიან დაზღვევაში, ჯანმრთელობის დაზღვევაში, ქონების (ბი- ნების, სახლების, ავტომობილების, ხანგრძლივი მოხმა- რების საგნების) დაზღვევაში.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის სახელმწი- ფოებში სამომხმარებლო მომსახურების ბაზარზე მუშა- ობს ყველა რეგისტრირებული სპეციალიზებული ფირ- მების 40-დან 75%-მდე.52 როგორც წესი, ამ ფირმებს გა-
52 i. b. rubini. dasax. wigni. gv. 259.
185
აჩნიათ ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები (ზოგჯერ _ კოოპერატივების, ნაკლებად _ შპს და კომანდიტური საზოგადოების, პრაქტიკულად არას- დროს _ სააქციო საზოგადოების სახით). ამ ბაზრის შიგ- ნით ბიზნესი თითქმის მთელი მოცულობით ტრადიცი- ულად განეკუთვნება მცირე ბიზნესის სფეროს. საბო- ლოო მომხმარებლებზე ორიენტტირებული სპეციალიზე- ბული ფირმების საქმიანობის ძირითადი მიმართულებე- ბია:
Ø წვრილი სარემონტო ბიზნესი როგორც საქონ- ლის გაყიდვისშემდგომი მომსახურების ელე- მენტი, საგარანტიო სარემონტო სახელოსნოები- სა და ატელიების საქმიანობის ჩათვლით;
Ø სასტუმრო ბიზნესი (სტუმართმოყვარეობის ინ- დუსტრია);
Ø დასვენების ინდუსტრია, სანატორიულ-საკურორ- ტო ბიზნესის ჩათვლით;
Ø გასართობების ბიზნესი (სატრენაჟორო დარბა- ზები, საბილიარდო და სხვა გართობის დარბა- ზები);
Ø იმიჯის ფორმირებისა და შენარჩუნების ინდუს- ტრია (სილამაზის სალონები, საპარიკმახერო, კოსმეტიკის კაბინეტები და სხვ.);
Ø სასპორტო ბიზნესი, როგორც გართობების ინ- დუსტრიის ნაწილი;
Ø სამედიცინო ბიზნესი;
186
Ø ბიზნესი ხელოვნების სფეროში (საგამოფენო, სატელევიზიო ბიზნესი, შოუ-ბიზნესი, კინო- ბიზნესი).
სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ტურისტუ- ლი ბიზნესი. მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში ტურიზ- მი ვითარდება როგორც სისტემა, რომელიც ქმნის ყვე- ლა შესაძლებლობას მოცემული ქვეყნისა და მისი ხალ- ხის ისტორიასთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, სუ- ლიერ და რელიგიურ ფასეულობებთან გაცნობისათვის.
ამჟამად ტურიზმის ინდუსტრია მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე დინამი- კურად განვითარებადი ფორმაა. ექსპერტთა პროგნოზე- ბით 2015 წლისათვის ბოლო 20 წლის საშუალოწლიური ზრდის ტემპების (5,1%) შენარჩუნებისას (მოსალოდნე- ლია ზრდის ტემპების გაზრდაც) საერთაშორისო მოგ- ზაურობათა რიცხვი გადაამეტებს ერთ მილიარდს.
ბიზნესის ზემოთჩამოთვლილი მიმართულებები სამომხმარებლო მომსახურების ბაზარზე საქართველოს ეკონომიკაშიც ვითარდება, მაგრამ ჯერჯერობით არ არ- სებობს ამ ბაზარზე მომუშავე ბიზნესის სუბიექტების წახალისების მოფიქრებული სისტემა. პირველ რიგში ეს უნდა გაკეთდეს ინდივიდუალური (წვრილი) ბიზნესმე- ნის სტატუსის მქონეთა მიმართ.