ბიზნესი შრომის ბაზარზე

 ბიზნესი შრომის ბაზარზე

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

 

შრომის ბაზარი, ანუ სამუშაო ძალის ბაზარი, წარ- მოადგენს ბაზრის სექტორს, რომელზეც ურთიერთობა- თა სუბიექტებია სამუშაო ძალის გამყიდველები და მყიდველები. ბაზრის ამ სექტორზე ერთმანეთს ხვდები- ან სამუშაოს მიმცემები და დაქირავებული მუშაკები. ამგვარად, შრომის ბაზარია დაქირავებულ-შრომითი ბიზნესის სუბიექტებისა და ბიზნესის სუბიექტებს შო- რის უშუალო საქმიან ურთიერთობათა სფერო.

საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევის, სამუ- შაოთა შესრულების პროცესები ვერ განხორციელდება მანამ, სანამ მუშაკთა სამუშაო ძალა არ შეერთდება წარ- მოების მატერიალურ ფაქტორთან _ წარმოების საშუა- ლებებთან. სამუშაო ძალისა და წარმოების საშუალებე- ბის შეერთებას აქვს საკვანძო მნიშვნელობა ნებისმიერი ფირმისათვის, მიუხედავად იმისა, თუ რა საქმიანობას ეწევა ფრიმა. ფირმის საქმიანობის ორგანიზაციისათვის ბიზნესმენი იყენებს დაქირავებულ მუშაკებს, რომლებიც წარმოადგენენ დაქირავებულ-შრომითი ბიზნესის სუბი- ექტებს. საქმიანი ურთიერთობები ბიზნესმენებსა (სამუ- შაოს მიმცემთა) და დაქირავებულ მუშაკებს შორის შე- ადგენენ საქმიან ურთიერთობათა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს საზოგადოებაში, და მოცემულ ურთიერთობათა სტაბილურობაზე, პროგნოზირებადო- ბასა და ეფექტიანობაზე დამოკიდებულია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონე, არამედ საზო- გადოების სოციალური მდგრადობის ხარისხიცა და სა-

206

 

ზოგადოების წევრთა უნარიანობის განვითარების მას- შტაბებიც.55

ბიზნესს შრომის ბაზარზე ახორციელებს სუბიექ- ტების ორი კატეგორია _ სამუშაოს მიმცემები, რომლე- ბიც არიან საწარმოო, სავაჭრო, საფინანსო, საინფორმა- ციო, საინვესტიციო ან სხვა კონკრეტული ბიზნესის სუ- ბიექტები, და შუამავლები შრომის ბაზარზე. ბიზნესმე- ნებს (სამუშაოს მიმცემთ) და დაქირავებულ მუშაკებს სა- მუშაო ძალის ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობებში შეუძ- ლიათ შეასრულონ სამუშაო ძალის მყიდველებისა და გამყიდველების ფუნქციები. ამასთან ერთად სამუშაო ძალის ყიდვა-გაყიდვის გარიგებაში შეიძლება მონაწი- ლეობდნენ სპეციალიზებული სახელმწიფო და არასა- ხელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სამუშაო ძალის მიგრაციის ხელშეწყობის ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით (პერსონალის შერჩევა და სპეციალური მომზადება სამუშაოს მიმცემი- თათვის, სამუშაო ძალის ყიდვა-გაყიდვის გარიგების მხარეთა ინფორმირება და კონსულტირება).

მაშასადამე, შრომის ბაზარზე საქმიანობას ეწევიან შუამავლები, რომლებიც წარმოადგენენ მომსახურების ფართო ნაკრებს და ამიტომ ითვლებიან სავაჭრო, საინ- ფორმაციო, მათ რიცხვში საგანმანათლებლო, საექსპერ- ტო და საკონსულტაციო ბიზნესის სუბიექტებად. ჩვეუ-

55  Sromis  bazris  dawvrilebiTi  Seswavla  disciplina  `Sromis bazris~ sagania. disciplina `biznesis safuZvlebSi~ ganixile- ba  mxolod  biznesis  saxeebi  da  Taviseburebebi  Sromis  bazar- ze.

207

 

ლებრივად ყველა ამ სახეს, სავაჭრო ბიზნესის გამოკლე- ბით, ასრულებენ ერთი და იგივე ორგანიზაციები. სხვა- დასხვა ქვეყანაში ასეთი ორგანიზაციები ფუნქციონირებენ დასაქმების ცენტრების, შრომის ბირჟების, შრომითი მოწყობის ბიუროს, რეკრუტინგული სააგენტოების სა- ხელწოდებით.

ორგანიზაციები, რომლებიც ასრულებენ საინფორ- მაციო-საკონსულტაციო ან სხვა დამხმარე როლს სამუ- შაო ძალის ყიდვა-გაყიდვის გარიგებების განხორციელე- ბისას, განეკუთვნებიან შრომის ბაზარზე შუამავლების პირველ ტიპს. შრომის ბაზარზე შუამავლების მეორე ტიპს განეკუთვნებიან ორგანიზაციები, რომელთა საქმი- ანობაა სამუშაო ძალის გამყიდველის ან მყიდველის ფუნქციების პირდაპირი შესრულება (ნახ. 5.1). ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესმენები (სამუშაოთა მიმცემები) და დაქირავებული მუშაკები სამუშაო ძა- ლის ყიდვა-გაყიდვის გარიგებაში შედიან არა უშუა- ლოდ, არამედ შუამავლის მეშვეობით. ისინი სამუშაო ძალის მყიდველების ან გამყიდველების უფლებამოსი- ლების დელეგირებას ახდენენ ბიზნესის სხვა სუბიექ- ტებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

208

 

 

ნახ. 5.1. შუამავლები შრომის ბაზარზე

 

დასაქმების ცენტრების (შრომის ბირჟების) შესახებ პირველი მოხსენიება განეკუთვნება XIV საუკუნის შუა პერიოდს, მაგრამ მოცემული ორგანიზაციები გადაიქ- ცნენ ბიზნესის სისტემის სრულუფლებიან ელემენტად მხოლოდ XX საუკუნეში. ამჟამად დასაქმების ცენტრები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს:

Ø დროებით უმუშევარი მოქალაქეების (უმუშევ-

რების) აღრიცხვა;

Ø დროებით უმუშევარი მოქალაქეების დახმარება შრომითმოწყობაში;

Ø უმუშევარი მოქალაქეების ინფორმირება შრო-

მის ლოკალური და ეროვნული ბაზრების მდგომარეობის შესახებ და ვაკანსიების არსებო- ბის შესახებ;

 

 

209

 

Ø დროებით უმუშევარ მოქალაქეებზე ფულადი დახმარების გაცემა, მათი გადამზადების ორ- განზიაცია და ანაზღაურებად საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულებაში ჩაბმა მათი ხან- გრძლივი უმუშევრობის შემთხვევაში;

Ø მოქალაქეებისთვის ხელშეწყობა, რომლებსაც სურთ სამუშაო ადგილის შეცვლა;

Ø ბიზნესმენებისთვის ხელშეწყობა მუშაკთა მო- ძებნაში ვაკანსიების შესავსებად;

Ø  სამუშაო  ძალის  ბაზრის  დინამიკის  ანალიზი და პროგნოზირება;

Ø მოქალაქეთა დასაქმების პროგრამების დამუშავე-

ბა და განხორციელება;

Ø უმუშევარი მოქალაქეების და იმ პირების პრო- ფესიული ორიენტირება, რომლებმაც მიიღეს სა- მუშაოს მიმცემთა გაფრთხილება მოსალოდნელი დათხოვნების შესახებ;

Ø უმუშევარი მოქალაქეების სწავლება ახალი პროფე- სიების დასაუფლებლად, რომელთა მიხედვით არსებობს სამუშაოს მიღების შესაძლებლობა (ან მათი გაგზავნა სპეციალიზებულ სასწავლო და- წესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ გა- დამზადების პროგრამებს);

Ø სამუშაოს მიმცემთა, დაქირავებული მუშაკების და უმუშევარი მოქალაქეების კონსულტირება ყველა საკითხზე, რომლებიც დაკავშირებულია საქმიანი ურთიერთობების განვითარებასთან შრომის ბაზარზე.

210

 

თავდაპირველად დასაქმების ცენტრები წარმოიშო- ბიან როგორც კომერციული ფირმები (კომპანიები) შეზ- ღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით. მაგრამ უკვე XX საუკუნის დასაწყისში ზემო- ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულება დაიწყეს აგრეთ- ვე სახელმწიფო დაწესებულებებმაც. ამჟამად საბაზრო ეკონომიკის ყველა განვითარებულ ქვეყანაში არასახელ- მწიფო ფირმებთან ერთად არსებობენ დასაქმების ხელ- შეწყობის სახელმწიფო ცენტრები ან სამსახურები, რომ- ლებიც წარმოადგენენ ერთდროულად ეკონომიკის რეგუ- ლირების სახელმწიფოებრივი სისტემის ელემენტებსაც, და ამასთან ერთად სპეციალიზებულ ორგანიზაციებს შრომის ბაზარზე. შრომის ბაზარზე მოქმედი დასაქმების სახელმწიფო და არასახელმწიფო ცენტრები (სამსახურე- ბი) წარმოადგენენ შუამავლებს ბიზნესმენებსა და დაქი- რავებულ მუშაკებს შორის.

ეკონომიკის რეგულირების სახელმწიფოებრივი სისტემის ელემენტის სახით სახელმწიფო სამსახურები (დასაქმების ცენტრები) ასრულებენ ანალიტიკურ, საკონ- ტროლო ფუნქციებს, აგრეთვე ახორციელებენ მოსახლეო- ბის დასაქმების ხელშეწყობის, მოსახლეობის შრომისუ- ნარიანობის მიგრაციის, მოსახლეობის პროფესიული მომზადებისა და შრომისუნარიანობის ადაპტაციის, ადა- მიანთა სოციალური განვითარების სახელმწიფო პროგრა- მებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს დასაქმების სახელმწიფო ცენტრები (სამსახურები) ასრულებენ სოცი- ალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყ- ნებში (გერმანია, სკანდინავის ქვეყნები). ამ მხრივ სა-

211

 

ქართველოში, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, ჯერჯე- რობით არაფერი კეთდება.

მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო სამსახურის (ცენტრის) ფუნქციებში საკვანძო მნიშვნელობა აქვთ დროებით უმუშევარი მოქალაქეების დახმარებებსა და შრომით მოწყობას. დასაქმების ცენტრის მოვალეობაში შედის შესაფერისი სამუშაოს მოძებნა. ტერმინის _ «შე- საფერისი სამუშაო» აზრი არის ის, რომ დასაქმების სამ- სახური იღებს ვალდებულებას უმუშევარს მისცეს შე- საძლებლობა დასაქმდეს სამუშაოს იმ სახეში, რომელიც შეესაბამება მის პროფესიულ ცოდნას, ჩვევებს. სამუშა- ომ შესაფერის სამუშაო ადგილზე ხელი უნდა შეუწყოს ადამიანისთვის სოციალური კომფორტის უზრუნველ- ყოფას, მის განვითარებას მუშაკის და როგორც პიროვ- ნების სახით. მაგრამ სხვადასხვა ადამიანი თავისებუ- რად ეკიდება შესაფერისი სამუშაოს წინადადებებს. ზო- გიერთი ადამიანი ამჯობინებს უარი თქვას შრომითი მოწყობის წინადადებებზე და მუდმივად მიიღოს უმუ- შევრობის დახმარება. ამიტომ სახელმწიფო ითვალისწი- ნებს შეზღუდვებს ქცევაში შრომის ბაზარზე. მაგალი- თად, გერმანიაში უმუშევარ მოქალაქეს მხოლოდ ორ- ჯერ შეუძლია უარი თქვას შესაფერის სამუშაო ადგილ- ზე, შემდეგ მას არა აქვს უფლება მიიღოს უმუშევრობის დახმარება. ამრიგად დასაქმების სამსახური და უმუშე- ვარი მოქალაქე ერთმანეთთან დებენ თავისებურ გარი- გებას: დასაქმების სამსახური იღებს ვალდებულებას შესთავაზოს შესაფერისი სამუშაო, ხოლო მუშაკი იღებს ვალდებულებას უარი თქვას ასეთ წინადადებაზე არა

212

 

უმეტეს ორჯერ. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეორე უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა უმუშევრობის დახმარების გაცემა. ასეთი დახმარების გაცემის მიზანია სოციალური დაძაბულობის მოხსნა, რომელიც იწყება ქვეყანაში მოქალაქეთა უმუშევარობასთან დაკავშირე- ბით.

საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში დასაქმების სახელ- მწიფო ცენტრებთან (შრომის ბირჟებთან) ერთად შუა- მავლების პირველ ტიპს შრომის ბაზარზე განეკუთვნე- ბიან მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის კერძო სამსახურებიც. ისინი ასრულებენ დასაქმების ხელშეწ- ყობის ყველა ფუნქციას, გარდა უმუშევრობის სახელმწი- ფო დახმარებისა. დასაქმების სახელმწიფო ცენტრებისაგან განსხვავებით, რომლებიც სამუშაოს მოძებნის მომსახუ- რებას უფასოდ ეწევიან, არასახელმწიფო ორგანიზაციე- ბი ფუნქციონირებენ ანაზღაურების საფუძველზე. შუა- მავლების პირველ ტიპს განეკუთვნებიან აგრეთვე რეკრუ– ტინგული სააგენტოები. ეს სააგენტოები არასახელმწიფო ორგანიზაციებია, რომლებიც მუშაობენ კონკრეტული სამუშაოს მიმცემთა შეკვეთით, რომლებიც დაინტერესე- ბულნი არიან თავიანთი ფირმების ვაკანსიების შევსე- ბით. რეკრუნტინგული სააგენტოები ახორციელებენ მო- ნაცემთა ბაზების ფუნქციონირებას არსებული და ფორ- მირებადი ვაკანსიების მიხედვით, აგრეთვე _ სამუშაო ადგილების მაძიებელთა მიზანმიმართულ მომზადებას არსებული და პროგნოზული ვაკანსიებისათვის.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ცნობილი მოღვაწე ბილ გეიტსი თავის წიგნში «ბიზნესი აზრის

213

 

სიჩქარით» აღნიშნავს, რომ კორპორაცია Microsoft-ს ემ- სახურება 110 რეკრუტინგული სააგენტო.56 ამ სააგენტო- ებს შეუძლიათ ხარისხიანად შეარჩიონ საჭირო პერსო- ნალი, აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტაცია გაუ- წიონ კანდიდატს, მოძებნონ უნიკალური სპეციალისტე- ბი შრომის ბაზარზე, აგრეთვე შეასრულონ მთელი რიგი სასარგებლო ფუნქციები. ყველა მომსახურების ამ სახეს განსაზღვრავენ როგორც «ხარისხიან შერჩევას». რეკრუ- ტინგული ფირმები (კომპანიები) უადვილებენ მუშაო- ბას საწარმოების (ფირმების) კადრების სამსახურებს. ბოლო წლებში რეკრუტინგულმა ბიზნესმა სწრაფ გან- ვითარებას მიაღწია პრაქტიკული საქმიანობის ისეთ სხვადასხვა დარგებში, როგორიცაა პროგრამირება, საზო- გადოებრიობასთან კავშირები, შოუ-ბიზნესი, პროფესიუ- ლი სპორტი. რეკრუტინგული კომპანიები ჩვეულებრი- ვად სპეციალიზდებიან ან საუკეთესო სპეციალისტე-  ბის, ან მაღალი დონის პროფესიული მენეჯერების შერ- ჩევაში. მათ ექმნებათ სირთულეები მაშინ, როდესაც აუ- ცილებელია «ტიპური» სპეციალისტების, ე. ი. გავრცელე- ბული პროფესიების წარმომადგენელთა შერჩევა.

ბოლო დროს ფართო გავრცელება ჰპოვა ე. წ. ელე– ქტრონული რეკრუტინგის პრაქტიკამ, რომელიც ემყარე- ბა ინტერნეტის შესაძლებლობებს პერსონალის შერჩევი- სა და მოძიების ხაზით. ელექტრონული რეკრუტინგი უზრუნველყოფს დაინტერესებული კანდიდატების ყვე- ლაზე სწრაფ შეტყობინებას სამუშაო ადგილებზე ვაკან-

56 i. b. rubini. dasax. wigni. gv. 279.

214

 

სიების არსებობის შესახებ, რაც ხორციელდება რეკრუ- ტინგული სააგენტოს ვებ-საიტის საშუალებით.

შრომის ბაზრაზე შუამავლობის მეორე ტიპია სხვა- დასხვა ფირმის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო ძალის ყიდვა-გაყიდვის ორგანიზაციასთან და რომელიც ხორციელდება სამუშაოს მიმცემთა ან დაქი- რავებული მუშაკების სახელით. შესაძლებელია სამუშა- ოს მიმცემთა მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება არა ინდივიდებთან (ინდივიდუალური ხელშეკრულე- ბა), არამედ დაქირავებულ მუშაკთა უფლებამოსილ (რწმუნებულ) გაერთიანებებთან. პრაქტიკაში სამუშაო ძალის გამყიდველის ფუნქციას ერთ საუკუნეზე მეტია ასრულებენ დაქირავებულ მუშაკთა პროფესიული კავში- რები.57

თანამედროვე პროფესიული კავშირები (პროფკავში- რები) თავდაპირველად ჩამოყალიბდნენ საბაზრო ეკონო- მიკის ქვეყნებში სწორედ როგორც ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ უნარი ეფექტიანად მოელაპარაკონ სამუშაოს მიმცემებს პრეტედენტების სამუშაო ადგილ- ზე შრომითი მოწყობის პირობების შესახებ. შემდგომ პროფკავშირებმა დაიწყეს სხვა ფუნქციების შესრულე- ბაც, რომლებიც დაკავშირებული იყო დაქირავებულ მუშაკთა სხვადასხვა სოციალური პრობლემის (რომლე- ბიც არ იყო დაკავშირებული უშუალოდ სამუშაოს ძა- ლის ყიდვა-გაყიდვის გარიგებასთან) გადაწყვეტასთან. ასეთი საკითხების რიცხვში შედიოდნენ:

57 i. b. rubini. dasax. wigni. gv. 280.

215

 

Ø მუშაკთა კოლექტიური დასვენების ორგანიზა- ცია;

Ø საბავშვო ბაღების შექმნა;

Ø ფულადი სახსრების შეგროვება და მისი შემ- დგომი გადანაწილება ურთიერთდამხმარე სა- ლაროს მეშვეობით;

Ø მასობრივი ღონისძიებების (მათ შორის გაფიც- ვების) ჩატარება.

პროფკავშირები, როგორც წესი, ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი ორგანიზაციებია, რომლებიც აერთია- ნებენ მუშაკებს დარგობრივი პრინციპით. კოლექტიური ხელშეკრულებები, რომელთა სუბიექტები პროფკავშირე- ბია, შეიცავენ დაქირავებულ მუშაკებსა და სამუშაოს მიმცემთა შორის ურთიერთმოქმედების პირობების სტანდარტულ ჯგუფებს. პროფკავშირების საშუამავლო საქმიანობამ შრომის ბაზარზე მიიღო ისეთი განვითარე- ბა, რომ, მაგალითად, აშშ-ის მრეწველობის ზოგიერთ დარგში (საავტომობილო მშენებლობა, ელექტროტექნი- კური მრეწველობა, ნავთობქიმიური მრეწველობა) სამუ- შაო ადგილზე პრეტედენტს ფაქტიურად არა აქვს უფ- ლება მოეწყოს სამუშაოზე დამოუკიდებლად პროფკავში- რული ორგანიზაციის გარეშე.

ბიზნესმენები _ სამუშაოს მიმცემები ხშირად ამჯო-

ბინებენ საქმე ჰქონდეთ არა უშუალოდ სამუშაო ადგი- ლების მაძიებლებთან, არამედ პროფკავშირულ ორგანი- ზაციებთან (ადგილკომებთან), რომლებთანაც შეიძლება არა მარტო შეთანხმება სამუშაოს მიმცემთა და დაქირავე- ბულ მუშაკთა ურთიერთმოქმედების ტიპურ პირობებზე.

216

 

ხშირად მათთან თანხმდებიან სამუშაოს მიმცემთათვის ხელსაყრელ კოლექტიური ხელშეკრულებების დადების შესახებაც. ამ შემთხვევაში დაქირავებულ მუშაკთა პროფ- კავშირები, არსებითად, გადაიქცევიან ხოლმე ჩვეულებ- რივი საშუამავლო ორგანიზაციებიდან მთელი ერთობ- ლივი გასაყიდი სამუშაო ძალის თითქოს მესაკუთრედ.

საქართველოში, როგორც მთლიანად საბჭოთა კავ-

შირში, თითქმის მთელი 70 წელი პროფკავშირები ას- რულებდნენ, უპირველეს ყოვლისა, ფუნქციებს, რომელ- თა მიზანი იყო დაქირავებული მუშაკების დახმარება სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწ- ყვეტის საქმეში. ამიტომ დღეს არსებობს მცდარი წარმოდ- გენები ბიზნესის სისტემაში პროფკავშირების რაღაც დაც- ვით _ საგანმანათლებლო როლის შესახებ. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში დაქირავებულ მუშაკთა პროფკავშირებს შეუძლიათ თანდათანობით შეასრულონ ეფექტიანი შუამავლის როლი შრომის ბა- ზარზე. ჯერჯერობით საქართველოში სათანადოდ არ არის გარკვეული პროფკავშირების როლი.