ბიზნეს გეგმების შეკვეთა 577 235 400

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

აგენტი _ იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ანხორციელებს (აფორმებს) ყიდვაგაყიდვის გარიგებებს სხვა პირის (პრინციპალის) ინტერესებისათვის. იგი არ ხდება ყიდვაგაყიდვის ობიექტის მესაკუთრე და იღებს გასამრჯელოს მის მიერ ორგანიზებული გარიგებების მოცულობის მიხედვით. როგორც წესი, აგენტები არ შეიძლება იყვნენ ერთდროულად გამყიდველისა და მყიდველის წარმომადგენლები ერთსადაიმავე გარიგებაში. განახვავებენ წარმოების, გასაღების, შესყიდვის აგენტებს.

ადამიანის ფაქტორი _ ადამიანის პირადულფსიქოლოგიური თავისებურებებისა და სოციალურკულტურული მახასიათებლების (ნიშნების) ერთობლიობა. გამოიყენება აგრეთვე ადამიანისეული ფაქტორი.

ალტრუიზმი _ უანგარო ზრუნვა სხვისი კეთილდღეობისათვის, მზაობა სხვას შესწირო პირადი ინტერესები.

ამხანაგობა _ ორგანიზაციული ფორმა ბიზნესში, რომელიც კომერციულ საქმიანობას ეწევა. იგი, როგორც წესი, ითვლება იურიდიულ პირად. განასხვავებენ მის ორ სახეს: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება).

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა _ სამართლებრივი აქტების კომპლექსი, რაც მიმართულია კონკურენტული გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისათვის ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, მონოპოლიზმისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა.

ბევრ ქვეყანაში დადგენილია საქონლის (მომსახურების) კონკრეტული ბაზრის მონოპოლიზაციის დასაშვები დონე. ჩვეულებრივ, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა კრძალავს კორპორაციების მიერ შეთანხმებას ბაზრების გაყოფადანაწილების, აგრეთვე ფასების შესახებ.

არენდა _ მესაკუთრის მიერ შენობანაგებობების, მოწყობილობის და სხვ. დროებით გადაცემა ქირის გადახდით (მაგალითად, შენობის გაქირავება). იგი ლათინურად ნიშნავს გაქირავებას. ხელშეკრულება, რომელიც იდება ამ პირობით, არენდაა და არა იჯარა (იხ. იჯარა).

445

 

აქცია _ ფასიანი ქაღალდის სახეობა, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის მონაწილეობას ფირმის, ბანკის კაპიტალში (სააქციო ფონდში) აქციონერული საზოგადოების ფორმის სახით. აქცია იძლევა უფლებას დივიდენდის სახით მოგების ნაწილის მიღებაზე.

აქციონერული საზოგადოება _ ბიზნესის ორგანიზაციის ფორმა საზღვარგარეთ. საწესდებო კაპიტალი ყალიბდება მონაწილეთა შენატანების გზით, რომლებიც ფორმდება შესაბამისი დოკუმენტებით. აქცია იძლევა უფლებას აქციონერული საზოგადოების შემოსავლის ნაწილის (დივიდენდის) მიღებაზე და, როგორც წესი, მოცემული საზოგადოების საქმიანობის მართვაში მონაწილეობაზე, ხოლო აქციონერული საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში _ მისი ქონების წილის მიღებაზე (იხ. სააქციო საზოგადოება).

 

ბაზარი _ 1) ბიზნესის სუბიექტების საქმიანი ურთიერთმოქმედების წესი; 2) ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოების (ფირმების) ეფექტიან ფუნქციონირებას მოგების მიღებით დაინტერესების საფუძველზე. ბაზარი სამეურნეო კავშირის ფორმაა პროდუქციის მწარმოებლებს, ბიზნესის ყველა სუბიექტს შორის საქონლის, კაპიტალის, ტექნოლოგიების, სამუშაო ძალის და ა. . ყიდვაგაყიდვის პროცესების მეშვეობით.

ხშირად ბაზარს, რომელიც უშუალო კავშირშია წარმოებასთან, განაწილებასთან, გაცვლასა და მოხმარებასთან, განიხილავენ ვიწრო გაგებით როგორც სასაქონლო გაცვლის (მიმოქცევის) სფეროს. ასეთი გაგება ზღუდავს ბაზრის ფარგლებს და ხდება მისი გაიგივება ვაჭრობასთან. ცნება «ბაზარი» გაცილებით უფრო ფართოა თავისი მახასიათებლებით, ვიდრე ცნება «ვაჭრობა», შესაბამისად,

«ბაზრის კონიუნქტურა», ვიდრე «ვაჭრობის კონიუნქტურა».

ბაზრის ძირითადი ელემენტებია: მოთხოვნა, მიწოდება და

ფასი.

ბაზრის ნიშა _ ბაზრის სეგმენტი, რომელიც არ არის ათვისებული ბიზნესის სუბიექტების მიერ.

ბაზრის სეგმენტი _ ბაზრის ნაწილი მომხმარებელთა მოლოდინების კრიტერიუმების მიხედვით შექმნილი, რომელიც ემყარება მომხმარებელთა ტიპოლოგიას.

 

446

 

ბაზრის სექტორები _ ბაზრის ნაწილები, რომლებიც განსხვავდებიან ბიზნესის ობიექტების თავისებურებათა (მოხმარების საგნების, ფასიანი ქაღალდების და სხვა ბაზრები) მიხედვით.

ბალანსი _ ორი ნაწილის (მხარის) რაოდენობრივი თანაფარდობა, რომლებიც ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს, რადგან ერთი და იმავე რაოდენობის ფულის, საქონლის მიღებასა და ხარჯვას წარმოადგენენ. მაგალითად, ფირმის შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსი.

ბარტერული გარიგება _ გარიგების სახე, როდესაც საქონელი და მომსახურება იცვლება სხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფულადი ანაზღაურების გარეშე (იხ. სასაქონლო მიმოქცევა).

ბენჩმარკინგი _ პროცესი, რომლის საშუალებით ფირმა პერმანენტულად ახორციელებს თავისი მახასიათებლების შედარებას ბიზნესის ლიდერებთან მსოფლიო მასშტაბით და ახდენს თვითშეფასებას, რომ მიიღოს საკუთარი ბიზნესმახასიათებლების გასაუმჯობესებლად აუცილებელი ინფორმაცია.

ბიზნესგეგმა _ ფირმის სამეურნეო საქმიანობის (ბიზნესის) გეგმა, რომელსაც უკავია შუალედური მდგომარეობა მის სტრატეგიულ და ტაქტიკურ (წლიურ) გეგმებს შორის. ბიზნესგეგმა მოიცავს საორგანიზაციო, მარკეტინგის, წარმოების, საფინანსო გეგმებს. ბიზნესგეგმას ფრიად აქტუალური მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორების მიერ ფირმის საქმიანობის (პროექტების) დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ბიზნესი _ სამეურნეო საქმიანობა და საქმიანი ურთიერთობა მის მონაწილეებს შორის, რომლებიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით (იხ. მეწარმეობა). არის წვრილი (საოჯახო), მცირე, საშუალო და დიდი (მსხვილი) ბიზნესი.

ბიზნესის სუბიექტი _ ბიზნესმენი, ბიზნესმენთა ჯგუფები, ან კოლექტივები ან ფირმები.

ბიზნესმენი _ პიროვნება, რომელიც ეწევა ბიზნესს. როგორც წესი, იგი არის მესაკუთრე, კაპიტალის მფლობელი, შეიძლება იყოს ფირმის პატრონი. იგი ქირაობს თავისი ფირმის ყველა მუშაკს, პრეზიდენტის ჩათვლით (იხ. მეწარმე).

ბირჟა _ მუდმივმოქმედი, ორგანიზებული საბითუმო ბაზრის განვითარებული ფორმა. არის სამი სახის: სასაქონლო ბირჟა, ფასიანი ქაღალდების (საფონდო) ბირჟა, შრომის ბირჟა.

 

 

447

 

 

გაკოტრება _ მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს მევალის (კრედიტორის) მოთხოვნები საგადამხდელო სახსრების უკმარისობის გამო. გაკოტრების სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფირმა (საწარმო), რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებებს კრედიტორებისა და ბიუჯეტის წინაშე. საწარმოო გაკოტრებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა ამ ფაქტს ცნობს სასამართლო.

გარიგება _ ყიდვაგაყიდვის აქტი, რომელიც აფიქსირებს შეთანხმებას მისი რეალიზაციის პირობების, ვადების და ადგილის შესახებ. ბირჟაზე იგი ფორმდება ბროკერების მეშვეობით.

გლობალური ინტერნაციონალიზაცია _ საერთაშორისო ბიზნესის განვითარება არა საერთაშორისო კონტრაქტების სისტემის მეშვეობით, არამედ ურთიერთდაკავშირებული ფირმების (კომპანიების) ჯგუფის შიგნით, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა ქვეყანაში; ზოგჯერ უწოდებენ შიგასაფირმო კავშირების ინტერნაციონალიზაციას.

 

 

დაგეგმვა _ მიზნებისა და მათი მიღწევისათვის აუცილებელ ღონისძიებათა (საშუალებათა) განსაზღვრის პროცესი. მას აგრეთვე უწოდებენ მარტივად გეგმის შემუშავების (შედგენის) პროცესს.

დებიტორი _ იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ფულადი ან მატერიალური დავალიანება.

დივიდენდი _ სააქციო (აქციონერული) საზოგადოების მოგების ნაწილი, რომელიც ყოველწლიურად ნაწილდება აქციონერებს შორის გადასახადების გადახდის, წარმოების გაფართოებისა და სადაზღვევო ფონდში ანარიცხების შემდეგ.

დისტრიბურორი _ საბითუმო ფირმა, რომელიც ახორციელებს მსხვილი მწარმოებელი ფირმებისაგან ბითუმად შესყიდული საქონლის გაყიდვას.

 

 

 

 

448

 

 

ეკონომიკა _ (ბერძნ. ეკონომიკოს, ინგლ. ეკონომიკს) ამა თუ იმ ქვეყნის (რეგიონის) ან მისი რომელიმე დარგის (სფეროს) მეურნეობა და მეცნიერება ეკონომიკის შესახებ (ეკონომიკური თეორია).

ემბარგო _ სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში საქონლის და სხვა ფასეულობათა შემოტანის ან ქვეყნიდან გატანის აკრძალვა. იგი წარმოადგენს კვოტის ფორმას.

ეფექტიანი _ ეფექტის, შედეგის მომცემი. მისი სინონიმებია _ შედეგიანი, რეზულტატიანი. მაგალითად, ეფექტიანი ბიზნესი, კაპიტალური დაბანდების ეფექტიანობა, სამკურნალო საშუალებების (მედიკამენტების) ეფექტიანობა.

ეფექტური _ ეფექტის, შთაბეჭდილების მომხდენი. მაგალითად, ეფექტური ქალი, ეფექტური სპექტაკლი. ხშირად იყენებენ ეფექტიანის სინონიმად, რაც უმართებულოა.

ექსპორტი _ საქონლის და სხვა ფასეულობათა გატანა საგარეო ბაზარზე

(საზღვარგარეთ) სარეალიზაციოდ.

 

 

ვალუტა _ 1) ცალკეული ქვეყნის ფულადი ერთეული (დოლარი, ლარი, ფრანკი, მარკა და ა. .); 2) ქვეყნის ფულადი ნიშნები, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებაში.

ვენჩურული კაპიტალი _ კაპიტალი დაბანდებული ახალ საწარმოში, რაც დაკავშირებულია რისკთან (მაგალითად, ახალი პროდუქტის დამუშავებასა და წარმოების ორგანიზაციაში).

ვენჩურული საწარმო _ მცირე საწარმო, რომელიც სპეციალდება მეცნიერულტექნიკური დამუშავებისა და მისი წარმოებაში დანერგვის სახით, როგორც წესი, მეცნიერებატევად დარგებში.

 

 

 

 

 

 

449

 

 

თავისუფალი ეკონომიკური ზონა _ ქვეყნის რეგიონი (ქალაქი, რაიონი), რომელსაც აქვს უცხოეთთან (უმთავრესად მეზობელ ქვეყანასთან ან ქვეყნებთან) დამოუკიდებელი ეკონომიკური ურთიერთობის უფლებამოსილება. ასეთ პირობებში იქმნება ხელსაყრელი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები ნედლეულის, საქონლის, მოწყობილობის, ტექნოლოგიების იმპორტექსპორტისათვის.

თვითღირებულება _ პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯების ფულადი გამოხატულება. თვითღირებულებაში შედის ნედლეულის, სათბობის, ელექტროენერგიის ღირებულება, ძირითადი ფონდების ამორტიზაცია, ხელფასის, წარმოების ორგანიზაციისა და მართვის (მენეჯმენტის) ხარჯები.

 

 

იმიჯი _ სახე, რეპუტაცია, შეხედულება ფართო პუბლიკისა, მომხმარებლებისა და კლიენტებისა ფირმის (საწარმოს) პრესტიჟის, მისი საქონლისა და მომსახურების შესახებ. კარგი იმიჯის შექმნა ბაზარზე ფირმის საქონლის წინ წაწევის, კონკურენციაში უპირატესობათა მიღწევის ერთერთი მთავარი პირობაა. გამოყოფენ ფირმის იმიჯს, მარკის იმიჯს, საქონლის იმიჯს.

იმპორტი _ საქონლის, ტექნოლოგიების და კაპიტალის შემოტანა ქვეყანაში საშინაო ბაზარზე სარეალიზაციოდ.

ინდივიდუალური საწარმო _ ბიზნესის უმარტივესი ორგანიზაციული ფორმა, ერთი პირის საწარმო როგორც ფიზიკური პირის ბიზნესის მოწყობის ფორმა. იგი უნდა იყოს რეგისტრირებული სათანადო რეესტრში.

ინვესტირება _ კაპიტალის დაბანდება განსაზღვრულ საწარმოში, საქმეში

(პროექტში) მოგების (შემოსავლის) მიღების მიზნით.

ინოვაცია _ ახალი იდეებისა და საქონლის დამუშავებისა და გავრცელების პროცესი.

ინფორმაცია _ სოციალურეკონომიკური, სამეცნიეროტექნიკური და სხვა ხასიათის ცნობების, მონაცემების ერთობლიობა, რომლებიც აუცილე

450

 

ბელია სამეურნეო და მმართველობითი (მენეჯმენტური) გადაწყვე ტილებების მისაღებად. ამიტომ ბიზნესის მართვის (მენეჯმენტის) ინფორმაციულ უზრუნველყოფას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ინფრასტრუქტურა _ რაიმე სისტემის შემადგენელი ნაწილები, რომლებსაც დაქვემდებარებული, დამხმარე როლი აკისრია. განასხვავებენ წარმოების, ბიზნესის და სხვა ინფრასტრუქტურას. წარმოების ინფრასტრუქტურაში მოიაზრება ყველა სახის ტრანსპორტი, ენერგეტიკული ქსელი, ვაჭრობა და ა. . ბიზნესის ინფრასტრუქტურაში შედის  მისი გარე გარემოს ფართო სპექტრი, ბიზნესის სუბიექტები, მომხმარებლები (კლიენტები), მარკეტინგის, ლოგისტიკის სამსახუ

რები და სხვ.

იჯარა _ მესაკუთრის მიერ შენობანაგებობების, მოწყობილობის და სხვ. დროებით გადაცემა, როდესაც მოიჯარე ასრულებს იჯარის გამცემის (მეიჯარის) შეკვეთას და შედეგები მეიჯარის საკუთრება ხდება, ხოლო სამუშაოს შესრულებისათვის მოიჯარე იღებს გასამრჯელოს (საფასურს), არაბულად იგი ნიშნავს გასამრჯელოს სამუშაოს შესრულებისათვის. ხშირად მას აიგივებენ არენდასთან, რაც არასწორია.

 

 

კომანდიტური საზოგადოება _ შერეული საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად ეწევა ბიზნესს შპს და სოლიდარობის პრინციპით (კომანდიტები, კომპლემერანტები).

კომერცია _ საქმიანობა, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია შემოსავლების, მოგების მიღებაზე. კომერციულ საქმიანობას ახასიათებს თავისებურებები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებსა და რგოლებში. მაგალითად, ვაჭრობაში იგი წარმოადგენს მოგების მიღების მიზნით საქონლის რეალიზაციის უზრუნველყოფის სამუშაოთა კომპლექსს, რომლებიც შეესაბამებიან მომხმარებელთა მოთხოვნას. ვიწრო გაგებით კომერციას აიგივებენ ვაჭრობასთან. ფართო გაგებით კი იგი განიხილება, როგორც მოგებაზე გამიზნული საქმიანობა _ ბიზნესი. ამიტომ ცნებებს «კომერცია» და «ბიზნესი», «კომერსანტი», «ბიზნესმენი» ხმარობენ ერთიდაიმავე მნიშვნელობით.

კომერციალიზაცია _ საქმიანობის დაქვემდებარება მოგების მიღების მიზნისადმი.

 

451

 

კომივოიაჟორი _ ფირმის (საწარმოს) მიმომსვლელი აგენტი, რომელიც სთავაზობს საქონელს მყიდველებს (კლიენტებს) ნიმუშების, კატალოგების და სხვ. საშუალებით. მისი მუშაობის მთავარი ფორმაა პირადი კონტაქტები კლიენტებთან.

კონკურენცია _ 1) მეტოქეობა ფირმებს შორის საქონლის წარმოებისა და რეალიზაციის პირობებისათვის; 2) საბაზრო სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არის მრავალი მწარმოებელი (გამყიდველი) და მრავალი მყიდველი.

კონსალტინგი _ სპეციალური კომპანიების საქმიანობა, რომლის დროსაც წარმოებს კლიენტთა კონსულტირება ფირმის შექმნისა და რეგისტრაციის, საქონლისა და მომსახურების ბაზრის მარკეტინგული კვლევისა და პროგნოზირების, ინოვაციებისა და საკითხთა ფართო წრის შესახებ.

კონსიუმერიზმი _ მოქალაქეთა და სახელმწიფო დაწესებულებათა ორგანიზებული მოძრაობა მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ძირითადად იგი გულისხმობს ზემოქმედების გაძლიერებას საქონლის (მომსახურების) მწარმოებლებსა და გამყიდველებზე. ამ მიზნით ბევრ ქვეყანაში შექმნიალია მომხმარებელთა საზოგადოებები (ასოციაციები) და 15 მარტი აღინიშნება როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მსოფლიო დღე. 1985 . გაეროს გენერალურმა ასაბლეამ დაამტკიცა «სახელმძღვანელო პრინციპები მომხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის».

კონცერცნი _ სხვადასხვა პროფილის (დარგის) საწარმოების, სავაჭრო ფირმების, ბანკების, სატრანსპორტო და საფინანსო კომპანიების გაერთიანება. იგი წარმოადგენს ბიზნესის ერთერთ ორგანიზებულ ფორმას, რომელშიც მონაწილე კომპანიები ფორმალურად ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, მაგრამ ექვემდებარებიან კონცერნის საფინანსო სამსახურის კონტროლს.

კოოპერატივი _ წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული საზოგადოება, რომლის ძირითადი ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და არა მოგების მიღება.

კორპორაცია _ ორგანიზაციის აქციონერული ფორმა, რომელსაც, როგორც წესი, აქვს მრავალმხრივი ხასიათი და აერთიანებს სამრეწველო, სამეცნიერო, სავაჭრო, საფინანსო და სხვ. საწარმოებს (ფირმებს). კონცერნისაგან განსხვავებით, კორპორაცია შეიძლება იყოს კომერციული და არაკომერციულიც, . . რომელიც არ ითვალისწი

 

452

 

ნებს მოგების მიღებას. იქმნება მრავალეროვნული (ტრანსეროვნუ

ლი) კორპორაციები.

კრედიტორი _ მევალე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ქონებრივი პრეტენზიები მოვალის მიმართ.

 

 

ლიზინგი _ გრძელვადიანი არენდა, რაც გამოიხატება მანქანების, მოწყობილობის, საწარმოო ნაგებობების, ნოუჰაუს მრავალმხრივი მომსახურების გამოყენების უფლების გადაცემაში. მსოფლიო პრაქტიკაში ლიზინგი ფართოდ გამოიყენება ელექტრონულგამოსათვლელი მანქანების (კომპიუტერების), მოწყობილობის, ტრანსპორტის და ა. . არენდის (გაქირავების) დროს.

ლობიზმი _ განსაზღვრული ჯგუფის ბრძოლა სხვა ჯგუფის ინტერესების წინააღმდეგ (ლობირება) საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით (ეკონომიკურ, სოციალურ, ეროვნულ, პოლიტიკურ და ნებისმიერ სხვა სფეროში). ლობირება ფრიად გავრცელებული მოვლენაა ცივილიზებულ სამყაროში. კანონი ლობიზმის შესახებ აშშში 50 წელზე მეტია რაც მოქმედებს. ანალოგიური კანონი მიღებულია ინგლისში, კანადაში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში. მაგალითად, თუ ბიზნესში წარმოიშობა ეთიკის ნორმების, პიროვნებათაშორისი კომერციული ურთიერთობის პრობლემები, მაშინ სახელმწიფოს წინაშე აუცილებლად დადგება საზოგადოების ინტერესების დაცვის პრობლემაც.

ლოგისტიკა _ მეცნიერება ნედლეულის, მასალების, მზა პროდუქციის მარაგის ტრანსპორტტირების, სასაწყობო და სხვა მატერიალური და არამატერიალური ოპერაციების მართვის შესახებ, რომლებიც სრულდება ნედლეულისა და მასალების მწარმოებელ საწარმომდე დაყვანის, მათი შიგასაქარხნო გადამუშავების, მზა პროდუქტების მომხმარებლამდე დაყვანის პროცესში.

 

 

 

 

 

 

 

453

 

 

მარაგი _ ფირმის საბრუნავი საშუალებების ნაწილი, რომელიც მოიცავს საწყობებში არსებულ არარეალიზებულ მზა პროდუქციას, ნედლეულს, ნახევარფაბრიკატებს და სხვა მატერიალურ რესურსებს.

მართვა _ მიზანმიმართული ზემოქმედება მართვის პროცესის მონაწილეებზე (ცალკეულ მუშაკებზე ან ჯგუფებზე) წინასწარ განსაზღვრული (დაგეგმილი) შედეგების მისაღწევად (მართვის სუბიექტი _ მმართველი ქვესისტემა მოქმედებს მართვის ობიექტზე _ მართულ ქვესისტემაზე).

მართვის მეთოდები _ სამმართველო (მმართველობითი) საქმიანობის განხორციელების, მართვის ობიექტებზე ზემოქმედების წესები (ხერხები, ილეთები) დასახული მიზნების მისაღწევად. განასხვავებენ მართვის ეკონომიკურ, სოციალურფსიქოლოგიურ და ადმინისტრაციულ (ორგანიზაციულგანკარგულებით) მეთოდებს. ბიზნესის მართვის მეთოდების სისტემაში წამყვანი ადგილი უკავია ეკონომიკურ მეთოდებს.

მართვის მექანიზმი _ მართვის პრინციპების, ფუნქციებისა და მეთოდების ერთობლიობა.

მართვის პრინციპები _ ძირითადი ამოსავალი დებულებები, წესები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ პრაქტიკულ საქმიანობაში. მართვის პრინციპებს გააჩნიათ ობიექტური ხასიათი, რაც ამ პრინციპებს განასხვავებს მართვის (ხელმძღვანელობის) სტილისაგან. ხელმძღვანელობის სტილში იგულისხმება ამა თუ იმ ხელმძღვანელის (მენეჯერის) ქცევის მანერა ხელქვეითებთან ურთიერთობაში, მისთვის დამახასიათებელი მეთოდები.

მართვის ფუნქციები _ მმართველობითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. გამოყოფენ მართვის (მენეჯმენტის) შემდეგ ძირითად ფუნქციებს: დაგეგმვა, ორგანიზაცია (ორგანიზება), მოტივაცია და კონტროლი.

მარჟა _ სხვაობა გაყიდვის ფასსა და შესყიდვის ფასს შორის საქონლის ერთეულზე.

მარკეტინგი _ საწარმოს (ფირმის) ბაზარზე ორიენტირებული წარმოებაგასაღების საქმიანობის ორგანიზაციის მეთოდოლოგიური სისტემა. იგი არის საქონელზე (მომსახურებაზე, იდეაზე) მოთხოვნის წინას

 

454

 

წარ შესწავლაპროგნოზირება და მისი დაკმაყოფილების ხელშეწყობა მოგების მისაღებად გაცვლის საშუალებით.

მარკეტოლოგი _ მარკეტინგის თეორეტიკოსი, . . ის, ვინც მუშაობს ბაზრის კვლევის სფეროში. ეს ტერმინი გავრცელებულია და მას იყენებენ მარკეტინგის პრაქტიკოსი მუშაკების მიმართაც, რაც არ არის მართებული. პრაქტიკოს სპეციალისტებს უნდა ვუწოდოთ მარკეტერები _ ჭეშმარიტი დასავლური ტერმინი როგორც მენეჯერი, ფაინდერი და სხვ.

მედია _ კომუნიკაციების არხების ერთობლიობა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებების (გაზეთები, ჟურნალები), სამაუწყებლო საშუალებების (რადიო, ტელევიზია) და სხვათა ჩათვლით.

მენეჯერი _ განსაზღვრული კატეგორიის ადამიანი, რომლის პროფესიული საქმიანობაა მართვა. ამერიკული გაგებით იგი პროფესიონალი მმართველია ბიზნესის სფეროში, რომელსაც ქირაობს ბიზნესმენი.

მენეჯერებს ყოფენ ოთხ ჯგუფად: პირველი _ ბიზნესის მეფე. ასეთები ერთეულებია და ისინი კარგადაა ცნობილი საქმიან წრეებში (მაგალითად, ლი იაკოკა აშშში, რომელმაც გაკოტრების პირას მდგომი კომპანია «კრაისლერი» ჩაიბარა და ააყვავა); მეორე _ ბიზნესის გროსმაისტერი. ისინი ცოტათი მეტნი არიან და მათაც იცნობენ თავიანთ წრეში. ასეთი კატეგორიის მენეჯერები კორპორაციების პრეზიდენტებია; შემდეგ მოდიან ბიზნესის ოსტატები _ მენეჯერების ძირითადი მასა; არიან ბიზნესის მოყვარულებიც, რომლებიც რჩებიან ბიზნესში ან მიდიან მისგან საერთოდ.

მენეჯმენტი _ 1) მატერიალური, ინტელექტუალური, ფინანსური რესურსების მართვის სისტემა (ხელოვნება) ბიზნესის სფეროში მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევის მიზნით. იგი მარტივად გულისხმობს დასახული მიზნის მიღწევას სხვა ადამიანების შრომის, ინტელექტის, ქცევის, მოტივების გამოყენებით; 2) მეცნიერება ბიზნესის მართვის შესახებ, ცოდნის დამოუკიდებელი დარგი, რომელიც უზრუნველყოფს მართვის პროცესის (დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივაციის, კონტროლს) ეფექტიან განხორციელებას.

მეწარმე _ საქმიანი ადამიანი, რომელიც მოგების მიღების მიზნით ეწევა ბიზნესს პირადი სახსრებისა და რისკის საფუძველზე. ეს ტერმინი შემოღებულ იქნა ფრანგი ეკონომისტების მიერ ორასი წლის წინათ. მეწარმე ბიზნესმენისაგან განსხვავებით თვითონ მართავს თავის

 

 

455

 

ფირმას, ვინაიდან თვითონ არის საკუთარი საქმიანობის (ბიზნესის)

ავტორი და შემოქმედი.

მეწარმეობა _ ინოვაციური ბიზნესი, რომელსაც ახორციელებენ მოქალაქეები (პარტნიორთა ჯგუფები) მოგების (შემოსავლის) მიღების მიზნით პირადი რისკისა და ქონებრივი პასუხისმგებლობის საფუძველზე. იგი მართლზომიერი და არაერთჯერადი (უწყვეტი) საქმიანობაა. მეწარმეობისაგან განსხვავებით ბიზნესში ჩაითვლება ნებისმიერი ერთჯერადი კომერციული გარიგებები და ოპერაციები. ამიტომ ბიზნესი უფრო ფართო ცნებაა და იგი მოიცავს მეწარმეობასაც.

მოგება _ საწარმოს (ფირმის) საქმიანობის (საქონლის წარმოების, მომსახურების და სხვ.) ეფექტიანობის (საფინანსო შედეგების) განმაზოგადებელი მაჩვენებელი. განისაზღვრება როგორც სხვაობა მიღებულ შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის (იხ. რენტაბელობა).

მოთხოვნა _ მომხმარებელთა (მყიდველთა) მოთხოვნილების ნაწილი საქონელსა და ფასიან მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფილია ფულადი საშუალებებით, ანუ გადახდისუნარიანი მოთხოვნილება.

მონიტორინგი _ ბიზნესის გარე გარემოს მუდმივი სკანირება, რომელიც სრულდება მენეჯერების მიერ ფირმაში მიმდინარე მართვის, ანუ მარკეტინგის გეგმის ორგანიზაციის მიზნით.

მონოპსონია _ საბაზრო სიტუაცია, რომლის დროსაც ბაზარზე არსებობს მხოლოდ ერთი მყიდველი ზოგიერთი სასაქონლო პოზიციისათვის. მრავალეროვნული კორპორაცია _ ფირმა, რომელიც ფლობს და მართავს რამდენიმე ქვეყანაში განლაგებულ საწარმოებს. მას ტრანსეროვნულ კორპორაციასაც უწოდებენ (იხ. ტრანსეროვნული კორპო

რაცია).

მსოფლიო ბანკი _ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც კრედიტებს იძლევა არა მოგების მისაღებად, არამედ მასში გაწევრიანებული ქვეყნის ტექნოეკონომიკური დახმარების აღმოსაჩენად.

მცირე ბიზნესი _ მცირე საწარმოების (ფირმების) ერთობლიობა. ბიზნესი, რომელსაც შედარებით მცირე კაპიტალდაბანდებით შეუძლია სწრაფად გაზარდოს ეკონომიკაში საქონელმწარმოებელთა არმია. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ყველაზე რეალური და შედეგიანი ღონისძიებაა მცირე ბიზნესის ფართო განვითარება. მცირე ბიზნესის განვითარება მეტწილად ემყარება მეწარმეობას (პროდუქციის, მომსახურების ახალი სახეობების წარმოებასა და რეალიზაციას).

 

456

 

 

ნეგატიური მოთხოვნილება _ პრობლემური სიტუაცია, როდესაც ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტების პოტენციური მომხმარებლები უგულებელყოფენ ზოგიერთ საქონელს ან მომსახურებას (მაგალითად, ვეგეტარიანელები _ ხორცს და ხორცის პროდუქტებს).

ნორმატიული მეთოდი _ მეთოდი, რომელიც ემყარება სხვადასხვა ნორმისა და ნორმატივების გამოყენებას. ასეთი ნორმები და ნორმატივებია: კრედიტის, არენდის გადასახადის ნორმები, საქონლის მარაგის ნორმატივები და სხვ.

ნოუჰაუ _ ტექნიკური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც გაფორმებულია სპეციალური ტექნიკური დოკუმენტაციის, საწარმოო გამოცდილების სახით და აუცილებელია დაუპატენტებელი საქონლის წარმოებისა და მომსახურების დასანერგად.

ნუვორიში _ (ფრანგ. ახალი მდიდარი) – სწრაფად გამდიდრებული ადამიანი, მდიდარი მეტიჩარა, რომელიც გასულია საზოგადოების მაღალ ფენებში.

 

 

ოლიგოპოლია _ სფერო (დარგი), რომელშიც სულ რამდენიმე გამყიდველია.

ორგანიზაციული დარვინიზმი _ კონცეფცია, რომლის მიხედვით ორგანიზაცია (ფირმა) რომ გადარჩეს (გაუძლოს კონკურენციას და არ გაკოტრდეს), უნდა შეეგუოს (შეეწყოს) გარე გარემოს ცვლილებებს.

ოფშორული კომპანია _ კომპანია, რომელიც წარმართავს ბიზნესს ქვეყნის ტერიტორიის გარეთ (სადაც იგი რეგისტრირებულია).

 

 

პოლიტიკა _ საერთო ორიენტირები სამოქმედოდ და გადაწყვეტილებათა მისაღებად, რომლებიც აადვილებენ მიზნების მიღწევას.

 

457

 

პრივატიზება _ სახელმწიფო ქონების (საწარმოების, მოწყობილობის, ფასიანი ქაღალდების და სხვ.) გადაცემა ცალკეული პირების ან პირთა ჯგუფებისათვის კერძო საკუთრებაში. ხორციელდება გაყიდვის და აქციონირების გზით.

 

რეგიონული ბაზარი _ ქვეყნის ცალკეული ტერიტორიული ქვედანაყოფის (ქალაქის, რაიონის, მხარის) ბაზარი. აგრეთვე, ამ მნიშვნელობით გამოიყენება ცნება «ადგილობრივი ბაზარი».

რეკლამა _ სპეციფიკური ინფორმაცია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა პოტენციურ მყიდველთა ინფორმირება გასაყიდი საქონლის, შემოთავაზებული მომსახურების, მათი სამომხმარებლო თვისებებისა და სარგებლიანობის შესახებ. რეკლამა ხელს უწყობს საქონლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, გაყიდვების მოცულობის ზრდას, ახალი საქონლის ბაზარზე დანერგვას და მის ახალ სეგმენტებზე შეღწევას. რეკლამა ძირითადად გადაიცემა მედიის დახმარებით.

რენტაბელობა _ ფირმის (საწარმოს) შემოსავლიანობა, მოგებიანობა. ბიზნესის შედეგიანობის (ეფექტიანობის) მაჩვენებელი გაიანგარიშება სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად, მრეწველობაში _ საწარმოს საბალანსო მოგების შეფარდებით რეალიზებული პროდუქციის სრულ ღირებულებასთან, ხოლო საცალო ვაჭრობაში _ მოგების შეფარდებით საქონელბრუნვასთან (გაყიდვების მოცულობასთან).

რისკი _ შესაძლო ზარალი (დანაკარგები) ან წაგება რაიმე საქმიანობის

(ბიზნესის) შედეგად.

 

 

სააქციო საზოგადოება _ საზოგადოება, რომელსაც აქვს აქციებად დაყოფილი კაპიტალი. აქციონერთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მთავარია დივიდენდების (მოგების) მიღება შეძენილი აქციების პროპორციულად. იგი, როგორც წესი, ყველაზე მსხვილი საზოგადოებაა ბიზნესში. საქართველოში მოქმედი კანონით გათვალისწინებული საქციო საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს აქციონერულ საზოგადოებას.

 

 

458

 

საბაზრო ეკონომიკა _ ეკონომიკა, რომელიც ფუნქციონირებს სასაქონლოფულად ურთიერთობათა კანონების საფუძველზე. მისთვის დამახასიათებელია ბიზნესის თავისუფლება და კონკურენცია, ისეთი საბაზრო ინფრასტრუქტურის არსებობა, როგორიცაა: სასაქონლო, ფასიანი ქაღალდების ბირჟები და შრომის ბირჟა. იგი შერეული ეკონომიკაა (კერძო, საზოგადოებრივი, სახელმწიფო სექტორების ერთობლიობა, სადაც დომინირებს კერძო სექტორი ანუ ბიზნესი).

საბაზრო ეკონომიკის დროს ერთერთი მთავარი პრობლემაა მოსახლეობის სოციალური დაცვა ფასების ზრდის, უმუშევრობის და სხვა ნეგატიური მოვლენებისაგან, რაც რეგულირდება სახელმწიფო კანონმდებლობით. სახელმწიფო არეგულირებს ბიზნესს, ახორციელებს ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას.

საბაჟო _ სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც კონტროლს უწევს ქვეყნის საბაჟო საზღვარზე ტვირთის, საქონლის, ფასეულობების, საფოსტო გზავნილების და სხვ. გატანა_შემოტანას. საბაჟო დაწესებულებების ფუნქციებში შედის აგრეთვე ქვეყნის საგარეო ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა ფორმის კონტროლი და დაცვა. ამასთანავე, მათ ევალებათ საბაჟო წესების დარღვევების გამოვლენა და ბრძოლა კონტრაბანდულ საქმიანობასთან.

საბითუმო ვაჭრობა _ საქონლის გაყიდვა საწარმოებზე (ფირმებზე) მოსახლეობისათვის შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აგრეთვე სამრეწველო გადამუშავებისა და ექსპორტისათვის. ამრიგად, იგი გამოდის მოსაშუალე რგოლის როლში საქონლის მწარმოებლებსა და საცალო სავაჭრო საწარმოებს (ფირმებს შორის).

საბრუნავი საშუალებები _ რესურსები, რომელთაც იყენებენ საწარმოო მარაგის შექმნისა და დანახარჯების ავანსირებისათვის პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში. ეს საშუალებები მუდმივად იმყოფება ბრუნვაში და ემსახურება წარმოების და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას. მრეწველობაში ეს არის ნედლეულის, მასალების მარაგი, ვაჭრობაში _ საქონლის მარაგი და სხვ.

საკუთრება _ ქონების და ინტელექტუალური შრომის პროდუქტების ფლობის, გამოყენების და განკარგვის უფლება, რომელიც დაცულია კანონით.

სამომხმარებლო კალათა _ მოხმარების ფასეულობათა მინიმალური ნაკრები, რომელიც აუცილებელია ოჯახისა და მისი წევრების მინი

 

459

 

მალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

სამსახურებრივი ეტიკეტი _ ურთიერთმისალმების, გაცნობის, წარდგენის, ხელქვეითებთან, კოლეგებთან კავშირურთიერთობის, საქმიანი მოლაპარაკებების, კორესპონდენციების წარმოების წესები; აგრეთვე მოთხოვნები ჰაბიტუსის, ჩაცმულობის, ქცევის მანერის, მეტყველებისადმი.

სასაქონლო მიმოქცევა _ საქონლის გაცვლის პროცესი, რომელიც ხორციელდება ფულის მეშვეობით ( _ _ ).

სასაქონლო მიწოდება _ საქონლის ის მასა, რომელიც გატანილია ბაზარზე სარეალიზაციოდ ან შეიძლება გამოიტანონ ბაზარზე გასაყიდად წარმოებისა და ტრანსპორტირების არსებულ შესაძლებლობათა გათვალისწინებით.

მიწოდებას კონკრეტულად მიეკუთვნება ყველა საქონელი, რომელიც იმყოფება მიმოქცევის სფეროს არხებში, აგრეთვე საქონელი გზაში, სამრეწველო საწარმოთა საწყობებში არსებული მზა პროდუქციის მარაგი, საქონელი საბითუმო და საცალო ვაჭრობის საწარმოების საწყობებსა და ბაზებში.

სერტიფიკატი _ ოფიციალური დოკუმენტი, წერილობითი მოწმობა, რომელიც ადასტურებს ამა თუ იმ ფაქტს. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ: 1) საქონლის წარმოების სერტიფიკატი ადასტურებს საქონლის მწარმოებელ ქვეყანას, ანუ რომელი ქვეყნიდან შესრულდა საქონლის ექსპორტი; 2) პროდუქციის ხარისხის სერტიფიკატი ადასტურებს მოცემული პარტიის საქონლის ხარისხს, მის შესაბამისობას სტანდარტების მოთხოვნებთან.

სტანდარტიზაცია _ ერთიანი ნორმების, წესების, მოთხოვნების შემუშავება, დადგენა და გამოყენება, რომელთა მეშვეობით ხდება საქმიანობის რეგლამენტირება ამა თუ იმ სფეროში (დარგში). იგი ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა საქონლის ხარისხის მართვის, ტექნოლოგიის სრულყოფის ამაღლების სისტემაში. სტანდარტიზაციას ქვეყანაში წარმართავს შესაბამისი სახელმწიფო სამსახური.

სტრატეგია _ მიზნების მიღწევის საყოველთა, ყოველმხრივი გეგმა

(პროგრამა), რომელიც გათვლილია გრძელვადიან წარმატებაზე.

 

 

 

 

460

 

 

ტარიფი _ ფასის ნაირსახეობა სხვადასხვა სახის მომსახურებისათვის, რომელიც გაეწევა საწარმოს (ფირმას) და მოსახლეობას. მაგალითად, საზღვარგარეთიდან საქონლის შემოტანის, მგზავრების გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, საფოსტო გზავნილების და ა. .

ტაქტიკა _ მოკლევადიანი სტრატეგია მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვეულებრივ მუშავდება საშუალო რგოლის მენეჯერთა დონეზე.

ტენდერი _ ფასეულობათა მომავალი ვაჭრობების (გაყიდვების) შესახებ ინფორმირება, ან სატენდერო დოკუმენტაციის კომპლექტი, ან წინადადება გაყიდვებში მონაწილეობის მისაღებად.

ტრანსეროვნული კორპორაცია _ მასშტაბური გაერთიანება ბიზნესის სფეროში, რომელიც კაპიტალის მიხედვით ეროვნულია, ხოლო საქმიანობის არეალით _ საერთაშორისო. სხვა ქვეყნებში ასეთი კორპორაცია (ფირმა) ბიზნესს ანხორციელებს საკუთარი ფილიალების (განყოფილებების), შვილობილი კომპანიების ფართო ქსელის შექმნით.

 

 

უკუკავშირის სისტემა _ მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობის (საქმიანობის) შედეგების შესახებ მონაცემების (ინფორმაციის) მიღებას, რომლებიც გამოიყენება დასახული გეგმების (პროგრამების) შესრულების მიმდინარეობის შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირებისათვის. მართვის დონეების სემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ქვემდგომი რგოლების მიერ უმაღლესი რგოლისათვის.

 

 

ფაინდერი _ სიახლის მაძიებელი, მოსაზრებული, ახალი პროფესიის წარმომადგენელი ადამიანი. მის ფუნქციებში შედის პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრებისა და ახალი სახის საქონლის გამოყენების სფეროების გამოძებნა, საჭირო საქონლის შეძენაში ხელშეწყობა,

 

461

 

ბაზრის ახალი სეგმენტების შექმნის საშუალებების დადგენა და სხვ. ასეთი პროფესია მოითხოვს ფართო დიაპაზონის ეკონომიკურ და ტექნიკურ ცოდნას, სხვადასხვა ენაზე მოპალარაკებების, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საქმიანი კონტაქტების დამყარების უნარს.

ფასი _ საქონლის ღირებულების ფულადი გამოხატულება. ფასი დამოკიდებულია პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის (მიმოქცევის) ხარჯებზე, მის სამომხმარებლო თვისებებზე, ხარისხსა და ბაზრის კონიუნქტურაზე. საბაზრო ურთიერთობათა პირობებში საქონლის ფასი ყალიბდება ძირითადად მოთხოვნამიწოდების თანაფარდობის საფუძველზე.

ფინანსები _ ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა ფულადი სახსრების შექმნისა და გამოყენების პროცესში. წარმოიშვა რეგულარული სასაქონლოფულადი გაცვლის პირობებში. XIII_XIV საუკუნეებში ტერმინს ხმარობდნენ ფულადი გადასახადებისა და თვით ფულადი თანხების აღსანიშნავად.

ფირმა _ სამეურნეო (სამრეწველო ან სავაჭრო) საწარმო, რომელიც სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით. ფირმა შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე საწარმოს. ბიზნესის სფეროში ყველა მის ორგანიზაციულ ფორმას ზოგადად უწოდებენ ფირმას.

ფრენშაიზინგი _ სახელშეკრულებო ურთიერთობათა სისტემა, რომლის საფუძველზე მსხვილი, ავტორიტეტული ფირმა განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს მცირე ფირმას (საწარმოს), რაც გამოხატულებას პოულობს საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და რეალიზაციის დროს საკუთარი სავაჭრო (სასაქონლო) მარკით სარგებლობაში. ფრენშაიზერი ყოველმხრივ ხელს უწყობს მცირე ფირმას, რისთვისაც იღებს გარკვეულ გასამრჯელოს. იხმარება აგრეთვე ფრანჩაიზინგი, რაც არ არის მართებული.

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება _ ბიზნესის ერთერთი ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციული ფორმა, როდესაც მისი მონაწილენი ამ საზოგადოების ვალდებულებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ საკუთარი შენატანების (წილის) ფარგლებში.

შერეული (საბაზრო) ეკონომიკა _ ეკონომიკური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური თავისუფლების, საზოგადოებრივი ცხოვრების სოციალიზების, აგრეთვე შრომითი ენერგიისა და ბიზ

462

 

ნესის გამოვლინების მრავალფეროვანი ფორმების ისტორიულ სინთეზს. იგი წარმოადგენს არა დროებით, არამედ ახალ, დაბალანსებულ და მყარ სისტემას. მის საფუძველზე იქმნება შესაბამისი პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც ემყარება ინტერესთა შეხამებასა და საზოგადოებრივ თანხმობას. შერეულ ეკონომიკას აგრეთვე უწოდებენ მრავალწყობიან ეკონომიკასაც, რასაც არ იზიარებს ზოგიერთი მეცნიერი.

 

 

ჩრდილოვანი ეკონომიკა _ 1) კანონსაწინააღმდეგო ეკონომიკური საქმიანობა (ნარკობიზნესი, კონტრაბანდა, უკანონო სავალუტო ოპერაციები, გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება და სხვ.); 2) არაკანონსაწინაარმდეგო, მაგრამ არარეგისტრირებული სამეურნეო საქმიანობა (ბიზნესი). ამიტომ მას აგრეთვე უწოდებენ ფარულ ეკონომიკასაც.

 

 

ცხოვრების დონე _ მოსახლეობის მატერიალურ, სოციალურ და კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რომელიც განპირობებულია ქვეყანაში წარმოებისა და მოხმარების მიღწეული დონით. ცხოვრების დონის განსაზღვრისათვის გამოიყენება ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ერთობლიობა, რომლებიც ასახავენ შრომის პირობებსა და სამუშაო დროის ხანგრძლივობას, შრომითი ანაზღაურებისა და მოხმარების ფონდების სიდიდეს, მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფას, თავისუფალ დროს და მისი რაციონალურად გამოყენების პირობებს, განათლების, ჯანმრთელობის, კულტურისა და სხვა დარგების განვითარების დონეს.

 

 

 

 

 

 

463

 

 

ძირითადი მომხმარებელი _ მომხმარებელი, რომელიც შეძენილ საქონელსა და გაწეულ მომსახურებას საკუთარი, არაკომერციული მიზნებისათვის იყენებს.

ძირითადი საშუალებები _ მატერიალურსაგნობრივ ფასეულობათა ერთობლიობა, რომელიც ხანგრძლივი დროის (ერთ წელზე მეტი) განმავლობაში მოქმედებს, თავის ნატურალურ ფორმას სრულიად ინარჩუნებს და ცვეთის შესაბამისად კარგავს თავის ღირებულებას. მასში შედის: შენობანაგებობები, მანქანადანადგარები, გადამცემი მოწყობილობა, გამოთვლითი ტექნიკა და პროგრამული საშუალებები (კომპიუტერები), ტრანსპორტი, ინსტრუმენტები, საწარმოო და სამეურნეო ინვენტარი (ოფისის მოწყობილობა, მუშა და პროდუქტიული პირუტყვი, მრავალწლიანი ნარგავები და სხვ.). ძირითად საშუალებებში შეიტანება (სტატისტიკაში) შრომის არა ყველა საშუალება, არამედ მხოლოდ ის, რომელიც ღირს არა ნაკლები 300 ლარი.

 

 

წესდება _ დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საწარმოს (ფირმის) სამეურნეო საქმიანობის (ბიზნესის) მიზანს. წესდების რეგისტრაციის (დამტკიცების) დღიდან ფირმა ხდება იურიდიული პირი.

 

ხანგრძლივი სარგებლობის საქონელი _ საქონელი, რომელიც გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში (არანაკლებ ერთი წლისა); იგულისხმება როგორც სამოხმარებლო, ასევე საწარმოო დანიშნულების საქონელი.

 

 

ჯობერი _ საბითუმო ფირმა, რომელიც ასრულებს საქონლის ცალკეული დიდი პარტიებით სწრაფ შესყიდვაგაყიდვის ოპერაციებს.

 

464

 

 

ჰეჯირება (ჰუჯირება) _ ფასების არახელსაყრელი ცვლილებებისაგან რისკის დაზღვევის ფორმა იმ კონტაქტებისა და კომერციული ოპერაციების მიხედვით, რომლებიც ითვალისწინებენ საქონლის მიწოდებას (გაყიდვას) მომავალ პერიოდში.

ჰოლდინგი _ მეთაური (სათავო) კომპანია, რომელიც მართავს ან აკონტროლებს სხვა კომპანიების (ფირმების) საქმიანობას. იგი შეიძლება საკუთარ საწარმოო პოტენციალს არ ფლობდეს და საწარმოო (სამეურნეო) საქმიანობას არ ეწეოდეს.