ბიზნესის დამოუკიდებლად წარმოების უნარის განსაზღვრა
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
მნიშვნელოვანია საკითხი ბიზნესის დამოუკიდებლად წარმოების უნარის განსაზღვრის შესახებ. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს მრავალი საშუალება ადამიანების დასახ- მარებლად, რათა განსაზღვრონ, შესწევთ თუ არა უნარი და- მოუკიდებლად აწარმოონ ბიზნესი. მოტანილი ტესტი აღე- ბულია მცირე ბიზნესის ერთ-ერთი ამერიკული სახელმძღვა- ნელოდან.74 თუმცა ტესტი არ არის მკაცრად მეცნიერული, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს პრაქტიკული მნიშვნელობა.
თითოეულ პუნქტში მოცემულია თვისებების ის გან- საზღვრა, რომელიც ყველაზე მეტად ახასიათებს კანდიდატს. ციფრების შეჯამების შემდეგ საკუთარი საქმის წარმოების პოტენციალის შეფასება შეიძლება იყოს: ჩინებული ანუ საუ- კეთესო (25-28), ძალიან კარგი (21-24), კარგი (17-20), საშუალო
(13-16), ცუდი (12 და ნაკლები).
Ø ინიციატივიანობა _ ეძებს დამატებით დავალებებს, უაღრესად გულწრფელია (4 ქულა). დავალების შეს- რულებისას საზრიანი და გამჭრიახია (3 ქულა). ას- რულებს სამუშაოთა მოცულობას ხელმძღვანელების მითითების გარეშე (2 ქულა). უინიციატივოა, ელოდე- ბა მითითებებს (1 ქულა).
Ø ურთიერთდამოკიდებულება სხვებთან (კომუნიკაბელუ– რობა) _ პოზიტიური საწყისი, მეგობრული დამოკი- დებულება ადამიანებთან (4 ქულა). ურთიერთობაში სასიამოვნო, თავაზიანი (3 ქულა). ზოგჯერ ძნელია მასთან მუშაობა (2 ქულა). ჭირვეული და არაკომუ- ნიკაბელური (1).
Ø ლიდერობა – ძლიერი, დამაჯერებელი და სანდო (4 ქულა). მოხერხებულად იძლევა ეფექტიან ბრძანე- ბებს (3 ქულა). წინამძღოლი (2 ქულა). მიმყოლი (1).
Ø პასუხისმგებლობა _ დავალებათა შესრულებისას ავ- ლენს პასუხისმგებლობას (4 ქულა). თანახმაა დავა- ლების შესრულებაზე, თუმცა აპროტესტებს (3 ქუ- ლა). დაზარებით, მაგრამ თანხმდება დავალებების შესრულებას (2 ქულა). თავს არიდებს ნებისმიერ დავალებას (1 ქულა).
Ø ორგანიზატორული უნარი _ დიდი უნარი აქვს დაარ- წმუნოს ადამიანები და წარმოადგინოს ფაქტები ლოგიკური თანმიმდევრობით (4 ქულა). უნარიანი ორგანიზატორი (3 ქულა). საშუალო ორგანიზა-ტო- რული უნარი (2 ქულა). ცუდი ორგანიზატორი (1 ქულა).
Ø გაბედულება _ სწრაფი და ზუსტი (4 ქულა). საფუძ- ვლიანი და ფრთხილი, წინდახედული (3 ქულა).
443
სწრაფი, მაგრამ ხშირად უშვებს შეცდომებს (2 ქუ- ლა). ეჭვიანი და მშიშარა (1 ქულა).
- შეუპოვრობა _ მიზანსწრაფული, ძნელად არყევს სიძ- ნელეები (4 ქულა). გამუდმებით თავს ძალას ატანს (3 ქულა). შეუპოვრობის საშუალო დონე (2 ქულა). თითქმის არ გააჩნია შეუპოვრობა (1 ქულა).