ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
კონკურენტული გარემოს ანალიზი ხდება სამეურ- ნეო სუბიექტების მიერ ბაზარზე გასავლის შესაძლებლო- ბის და მიზანშეწონილობის განსაზღვრისათვის, ასევე ბა- რიერების გადალახვისათვის საჭირო ღონისძიებების შესა- მუშავებლად. სასაქონლო ბაზარზე კონკურენტული გა- რემოს ძირითად პარამეტრებად ითვლება:
Ø სასაქონლო ბაზრის პროდუქტიული საზღვრე- ბი;
Ø სასაქონლო ბაზრის სუბიექტები (მყიდველები- სა და გამყიდველების რაოდენობა და შემად- გენლობა);
Ø სასაქონლო ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები;
Ø ბაზრის მოცულობა;
Ø სამეურნეო სუბიექტების ხვედრითი წილი ბა- ზარზე;
Ø სასაქონლო ბაზრის რაოდენობრივი და ხარის- ხობრივი მაჩვენებლები;
Ø სამეურნეო სუბიექტის საბაზრო პოტენციალი. სასაქონლო ბაზრის პროდუქტიული საზღვრების
დადგენა წარმოადგენს საქონლის (მისი სამომხმარებლო თვისებების), საქონელშემცვლელების განსაზღვრას და სასაქონლო ჯგუფის ფორმირებას (საქონლის ჯგუფები, რომლებიც გაერთიანებულია ერთ სასაქონლო ბაზარში) მომხმარებელთა მოთხოვნის და გამყიდველთა აზრის საფუძველზე.
361
ბა:
ბა:
საქონლის სამომხმარებლო თვისებებს მიეკუთვნე-
- ფუნქციური თვისებები;
- ფიზიკური პარამეტრები (წონა, გაბარიტები და სხვ.);
- ტექნიკური და საექსპლოატაციო მახასიათებ- ლები (ელექტროენერგიის და წყლის მოხმარება და სხვ.).
საქონელშემცვლელობის კრიტერიუმებად ითვლე-
- პროდუქციის ფუნქციური შემცვლელობა, პრო- დუქციის სამომხმარებლო თვისებების მსგავსება, აუცილებელია მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფების გათვალისწინება და მწარმოებლების დიფერენციული მიდგომა ამ საკითხისადმი;
- ფასი;
- ფირმის დანახარჯები წარმოებაში ახალი პრო- დუქციის დასანერგად.
მომხმარებელთა შეხედულებით საქონლის ურთი-
ერთშენაცვლებადობის (შემცვლელობის) მაგალითია, ცემენტის ბლოკების და აგურის ფუნქციური ეკვივა- ლენტობა. მწარმოებელთა თვალსაზრისით კი საქონ- ლის ურთიერთშენაცვლებადობისათვის აუცილებელია შეფასდეს:
- ბაზარზე შეღწევის დრო;
- ბაზარზე შეღწევის სირთულე (საჭიროა განი- საზღვროს ახალი საქონლის წარმოებისათვის საჭირო ხარჯები. წარუმატებლობის შემთხვევა-
362
ში _ ზარალი) და ბაზარზე შეღწევის ალბათობა. ეს ალბათობა მეტია, რაც უფრო დიდია ბაზარ- ზე მოსალოდნელი ამონაგები.
სასაქონლო ბაზარზე კონკურენტული გარემოს ანა- ლიზისათვის ფრიად მნიშვნელოვანია ბიზნესის სუბი- ექტების გამოკვლევა და ბაზრის გეოგრაფიული საზ- ღვრების დადგენა. გამოვლინდება ყველა გამყიდველი, რომლებიც ფუნქციონირებენ სასაქონლო ბაზარზე. გა- ნისაზღვრება მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებიც სა- ქონელს შეიძენენ კონკურენტი გამყიდველისაგან. მომ- ხმარებელთა დაჯგუფება ხდება კონკურენტული საქონ- ლის შეძენის მიხედვით.
სასაქონლო ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების ცნებაში მოიაზრება ტერიტორია, სადაც მყიდველებს შეუძლიათ შეიძინონ საქონელი. ამ საზღვრების იქით საქონლის შეძენის ასეთი ეკონომიკური პირობები არ არსებობს. თუ მომხმარებლები თვლიან, რომ სხვა გეოგ- რაფიულ რეგიონში იყიდება მათთვის საჭირო საქონე- ლი, მაშინ ეს რეგიონი ითვლება ერთ გეოგრაფიულ რე- გიონად.
ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისათ- ვის აუცილებელია განისაზღვროს:
Ø წარმოების (გაყიდვის) სხვა პუნქტები;
Ø კონკრეტულ პუნქტში ფასის გაზრდის შემთხვე- ვაში სხვა პუნქტით შეცვლის შესაძლებლობა;
Ø საქონლის გადაზიდვის ხარჯები;
Ø საქონლის გადაზიდვის დრო (მეტად აქტუა- ლურია კვების პროდუქტებისათვის).
363
სასაქონლო ბაზრის რაოდენობრივი მახასიათებელია კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში საქონლის რეალი- ზაციის მოცულობა გარკვეულ დროში გამოსახული ღი- რებულებით ან ნატურალურ მაჩვენებლებში. ცალკეული სამეურნეო სუბიექტების ხვედრითი წილი მოცემულ სა- საქონლო ბაზარზე განისაზღვრება:
Ø მათ მიერ მიწოდებული (რეალიზებული) სა- ქონლის მოცულობა შეფარდებული ბაზარზე მიწოდებულ, რეალიზებულ საქონლის მთლიან მოცულობასთან.
სასაქონლო ბაზრის სტრუქტურა ხასიათდება რაო- დენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლებით. რაო- დენობრივი მახასიათებლებია:
Ø ბაზარზე გამყიდველთა რაოდენობა;
Ø ბაზრის ათვისების ხვედრითი წილი;
Ø საბაზრო კონცენტრაციის მაჩვენებელი. საბაზრო კონცენტრაციას ახასიათებს საბაზრო კონ-
ცენტრაციის კოეფიციენტი.68 გამოითვლება შემდეგნაი- რად: მსხვილი მიმწოდებლების მიერ მიწოდებული (რე- ალიზებული) პროდუქციის შეფარდება მთლიანი რეალი- ზაციის მოცულობასთან. საბაზრო კონცენტრაციის მაჩ- ვენებლის გამოთვლით შეიძლება წინასწარ განისაზ- ღვროს ბაზრის მონოპოლიზაციის ხარისხი, სამეურნეო სუბიექტების თანაბარი (არათანაბარი) განაწილება. ბა-
68 cnobilia herfindel-girSmanis koeficienti, romelic asaxavs gan- sxvavebebs ekonomikur subieqtebs Soris rogorc miwodebis mas- Stabebis, aseve TviT bazarze subieqtebis raodenobis mixedviT.
364
ზარზე მრავალი მიმწოდებლის დროს საბაზრო კონცენ- ტრაციის კოეფიციენტი მცირეა.
ბაზრის ხარისხობრივი მაჩვენებლებია:
Ø პოტენციური კონკურენტებისათვის შექმნილი ბარიერები, მათი გადალახვის ხარისხი;
Ø რეგიონთაშორისო და საერთაშორისო ვაჭრობი-
სათვის ღია ბაზარი. პოტენციური კონკურენტებია:
Ø ის სამეურნეო სუბიექტები, რომლებსაც გააჩნი- ათ მოცემული საქონლის წარმოებისათვის მატე- რიალურ-ტექნიკური ბაზა, ტექნოლოგია და სა- თანადო კადრები, მაგრამ არ აწარმოებენ ამ სა- ქონელს;
Ø სამეურნეო სუბიექტები, რომლებიც აწარმოებენ იგივე საქონელს, მაგრამ მიაწოდებენ, სხვა ბა- ზარს;
- ბაზარში შემავალი ახალი სამეურნეო სუბიექ- ტები.
პოტენციურმა კონკურენტმა ბაზრის ათვისებისას უნდა გადალახოს შემდეგი სახის ბარიერი:
1. ეკონომიკური და ორგანიზაციული სახის ბარი-
ერი:
- ინვესტიციების სფეროში სახელმწიფო პო- ლიტიკა;
- გადასახადების დონე;
- ფულადი _ საკრედიტო პოლიტიკა;
- სამეურნეო სუბიექტების პოტენციალი;
365
- მოგების საშუალოდარგობრივი ნორმა;
- საქონლის სასიცოცხლო ციკლი და სხვ.
2. ადმინისტრაციული ბარიერი:
- გამყიდველების საქმიანობის შეზღუდვა ხე- ლისუფლების მხრიდან (ცალკეული სახის საქმიანობის ლიცენზირება);
- კვოტირება;
- საქონლის შემოტანის (გატანის) შეზღუდვა;
- აუცილებელი კომუნიკაციის საშუალების არსებობა (ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა) და სხვ.
3. ეკოლოგიური ბარიერი, ეკოლოგიური უსაფრ- თხოების დაცვა.
- მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილების დონე.
- კაპიტალდაბანდების საჭიროება:
- საწარმოო სიმძლავრეების რეკონსტრუქცია;
- ტექნიკური გადაიარაღების და ახალი მშე- ნებლობის ღირებულება;
- ახალი საქონლის ასათვისებლად საჭირო კა- პიტალდანახარჯები;
- კაპიტალდაბანდების ანაზღაურების ვადა და სხვ.
6. ბაზრის სტრუქტურა:
- კონკურენციის დონე;
- პოტენციური კონკურენტების წარმოების მასშტაბები და სხვა
366
- ირიბი ფაქტორები _ უახლოესი 3-5 წლის გან- მავლობაში ბაზარზე ახალი სამეურნეო სუბიექ- ტების გამოჩენა.
სხვა რეგიონებიდან (ქვეყნებიდან) სამეურნეო სუ- ბიექტების შესვლა სასაქონლო ბაზარზე მნიშვნელოვ- ნად ამცირებს ადგილობრივი სამეურნეო სუბიექტების ხვედრით წილს ბაზარზე, ე. ი. ამცირებს მათ საბაზრო კონცენტრაციას და, პირიქით, რეგიონთაშორისო (საერ- თაშორისო) ბაზარზე გასვლა ზრდის ადგილობრივი სა- მეურნეო სუბიექტების კონცენტრაციას. ბაზრის ორიენ- ტაციას რეგიონთაშორისო და საერთაშორისო ვაჭრობა- ზე განსაზღვრავენ იმპორტის ხვედრითი წილის მიხედ- ვით. ამ მაჩვენებლის მიხედვით განსაზღვრავენ აგრეთ- ვე სამამულო საქონელმწარმოებლების კონკურენციისა- გან დაცვის ღონისძიებებს.
ბაზრის კონცენტრაციასა და კონკურენციაზე გავ- ლენას ახდენს ე. წ. «ღია» ბაზარი. ერთი მხრივ «ღია» ბაზარი ამცირებს სამამულო საქონელმწარმოებლების საბაზრო კონცენტრაციას და გარკვეულად ზრდის კონ- კურენციას, რაც განაპირობებს სამამულო წარმოების სა- ქონლის ხარისხის გაუმჯობესებას. მეორე მხრივ, «ღია» ბაზარი სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის დაბალი დონის დროს გამოიწვევს იმპორტის ხვედრი- თი წილის ზრდას და სამამულო წარმოების ბაზრიდან განდევნას. ამიტომ აქტუალური ხდება «ღია» ბაზრის სახელმწიფო რეგულირების საკითხი. სამამულო წარმო- ების დაცვის და კონკურენტუნარიანობის დონის შენარ-
367
ჩუნების ინტერესები შეთავსებადია მაშინ, როდესაც ბა- ზარზე იმპორტის ხვედრითი წილი 1/3 შეადგენს.
სამეურნეო სუბიექტების საბაზრო პოტენციალი გულსიხმობს სამეურნეო სუბიექტების შესაძლებლობას გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს საქონელმიმოქცე- ვის საერთო პირობებზე ან(და) ხელი შეუშალოს სხვა სამეურნეო სუბიექტების ბაზარზე შეღწევას. საბაზრო პოტენციალის ძირითადი მაჩვენებლებია საწარმოს კონ- კურენტუნარიანობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრე- ბა როგორც სასაქონლო მასის კონკურენტუნარიანობის ინდექსისა და წარმოების ეფექტიანობის ინდექსის წარ- მოებული.
სამეურნეო (ეკონომიკური) სუბიექტების ინტეგრა- ლურ მაჩვენებლად მიჩნეულია მათ მიერ დადგენილი ფასი, რომელიც აღემატება კონკურენტის ფასის დონეს მოცემულ ბაზარზე. ინტეგრალური მაჩვენებელია ასევე მონოპოლიური ფასი. როდესაც მოცემული სწარმო (ფირმა) საქონლის ხარისხის გაუმჯობესების გარეშე ზრდის ფასს, ამით ამცირებს საქონლის კონკურენტუნა- რიანობის ინდექსს. ასეთი მოქმედებით მან შეიძლება დაკარგოს ბაზარზე თავისი ადგილი. საწარმოს მიერ ფასის მომატება დასაშვებია, როდესაც:
Ø მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ხარისხის მაჩვენებლები;
Ø ფასი არაელსატიკურია და საწარმოსათვის
ხელსაყრელია ფასის გაზრდა, რადგან გაყიდვის
368
მოცულობის შემცირების მიუხედავად, გაყიდ- ვის ამონაგები იზრდება.
369