კულტურა ბიზნესის სფეროში

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

 

მნიშვნელოვანია საკითხი ბიზნესის დამოუკიდებლად წარმოების უნარის განსაზღვრის შესახებ. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს მრავალი საშუალება ადამიანების დასახ- მარებლად, რათა განსაზღვრონ, შესწევთ თუ არა უნარი და- მოუკიდებლად აწარმოონ ბიზნესი. მოტანილი ტესტი აღე- ბულია მცირე ბიზნესის ერთ-ერთი ამერიკული სახელმძღვა- ნელოდან.74 თუმცა ტესტი არ არის მკაცრად მეცნიერული, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს პრაქტიკული მნიშვნელობა.

თითოეულ პუნქტში მოცემულია თვისებების ის გან- საზღვრა, რომელიც ყველაზე მეტად ახასიათებს კანდიდატს. ციფრების შეჯამების შემდეგ საკუთარი საქმის წარმოების პოტენციალის შეფასება შეიძლება იყოს: ჩინებული ანუ საუ- კეთესო (25-28), ძალიან კარგი (21-24), კარგი (17-20), საშუალო

(13-16), ცუდი (12 და ნაკლები).

 

Ø ინიციატივიანობა _ ეძებს დამატებით დავალებებს, უაღრესად გულწრფელია (4 ქულა). დავალების შეს- რულებისას საზრიანი და გამჭრიახია (3 ქულა). ას- რულებს სამუშაოთა მოცულობას ხელმძღვანელების მითითების გარეშე (2 ქულა). უინიციატივოა, ელოდე- ბა მითითებებს (1 ქულა).

Ø ურთიერთდამოკიდებულება სხვებთან (კომუნიკაბელუ– რობა) _ პოზიტიური საწყისი, მეგობრული დამოკი- დებულება ადამიანებთან (4 ქულა). ურთიერთობაში სასიამოვნო, თავაზიანი (3 ქულა). ზოგჯერ ძნელია მასთან მუშაობა (2 ქულა). ჭირვეული და არაკომუ- ნიკაბელური (1).

Ø ლიდერობა ძლიერი, დამაჯერებელი და სანდო (4 ქულა). მოხერხებულად იძლევა ეფექტიან ბრძანე- ბებს (3 ქულა). წინამძღოლი (2 ქულა). მიმყოლი (1).

Ø პასუხისმგებლობა _ დავალებათა შესრულებისას ავ- ლენს პასუხისმგებლობას (4 ქულა). თანახმაა დავა- ლების შესრულებაზე, თუმცა აპროტესტებს (3 ქუ- ლა). დაზარებით, მაგრამ თანხმდება დავალებების შესრულებას (2 ქულა). თავს არიდებს ნებისმიერ დავალებას (1 ქულა).

Ø ორგანიზატორული უნარი _ დიდი უნარი აქვს დაარ- წმუნოს ადამიანები და წარმოადგინოს ფაქტები ლოგიკური თანმიმდევრობით (4 ქულა). უნარიანი ორგანიზატორი (3 ქულა). საშუალო ორგანიზა-ტო- რული უნარი (2 ქულა). ცუდი ორგანიზატორი (1 ქულა).

Ø გაბედულება _ სწრაფი და ზუსტი (4 ქულა). საფუძ- ვლიანი და ფრთხილი, წინდახედული (3 ქულა).

 

443

 

სწრაფი, მაგრამ ხშირად უშვებს შეცდომებს (2 ქუ- ლა). ეჭვიანი და მშიშარა (1 ქულა).

  • შეუპოვრობა _ მიზანსწრაფული, ძნელად არყევს სიძ- ნელეები (4 ქულა). გამუდმებით თავს ძალას ატანს  (3 ქულა). შეუპოვრობის საშუალო დონე (2 ქულა). თითქმის არ გააჩნია შეუპოვრობა (1 ქულა).

 

 

 

ბიზნესის მორალურ-ეთიკურ პრინციპებთან ბიზნესის სფეროში ქცევის კულტურასთან ერთად არსებობს კეთილი ტონის წესები, რომელთა დაცვა ნებისმიერ სამსახურში, მათ შორის ბიზნესშიც აუცილებელია. კორექტული ქცევის ნორ- მებსა და წესებს თავის კოლეგებთან ურთიერთობებში, ქცე- ვის წესსა და ფორმებს სამსახურებრივი კონტაქტების პრო- ცესში უწოდებენ სამსახურებრივ ეტიკეტს. იგი მოიცავს ურთი- ერთმისალმების, წარდგენის, გაცნობის, ხელქვეითებთან, კო- ლეგებთან, მენეჯერებთან კავშირურთიერთობის, საქმიანი მო- ლაპარაკებების, მიწერ-მოწერის წარმოების წესებს. ეტიკეტი ნიშნავს აგრეთვე მოთხოვნებს ჰაბიტუსის (გარეგანი შესახე- დაობის), ჩაცმულობის (ტანსაცმლის), ქცევის მანერის, მეტ- ყველებისადმი.

 

 

ბიზნესის ეთიკასთან და მორალთან დაკავშირებულია მისი კულტურა, ზოგჯერ კი მათ აიგივებენ ერთმანეთთან. ბიზნესის კულტურას ხშირად უკავშირებენ წარმოდგენას ბიზ- ნესმენთან ქცევის წესისა და ფასეულობების შესახებ. კულ- ტურის ცნებაში აისახება ადამიანთა აღზრდა, განათლება, სულიერი სამყარო, მათი უნარი, შეითვისონ ადამიანისეული ცივილიზაციის მიღწევები. კულტურა ახასიათებს საზოგა- დოების სულიერი განვითარების დონეს, მის იდეალებს, ადამიანებთან კონტაქტში შესვლის უნარს (კომუნიკაბელო- ბას).

ბიზნესის კულტურა გულისხმობს ბიზნესოპერაციების ერთმანეთთან ურთიერთკავშირის ატმოსფეროს, მოპყრობა- დამოკიდებულების ხასიათს, ერთგულებას თავისი ფირმი- სადმი, ბიზნესის, მისი პროდუქტის ხარისხს. თანამედროვე წარმოდგენით ბიზნესის კულტურა ერთ მთლიანობაში აერ- თიანებს ბიზნესის ცალკეული მონაწილეების კულტურას და მთლიანად ბიზნესმოქმედებათა კულტურას, რომელსაც ზოგჯერ ფირმის კულტურას უწოდებენ.

განასხვავებენ ფირმის შიგა და გარე კულტურას. შიგა კულტურა ახასიათებს საქმის მონაწილეთა შორის ურთიერ-

 

436

 

თობებს, ქცევის წესსა და სტილს მათ ურთიერთობაში ფირ- მის შიგნით. გარე კულტურა ასახავს ბიზნესმენების მიმწო- დებლებთან, მომხმარებლებთან (მყიდველებთან) და სხვა პი- რებთან კულტურულ ურთიერთობათა პრინციპების დაცვას, რომლებთანაც წარმოიშობა კონტაქტები ბიზნესოპერაციების განხორციელების პროცესში. კულტურა შეიძლება იყოს ღია და დახურული. ღიას უწოდებენ ბიზნესმენთა საჯარო, საყო- ველთაო დათვალიერებაზე გამოტანილ, საჩვენებელ კულ- ტურას. დახურული (ჩაკეტილი) კულტურა წარმოადგენს ბიზნესმენთა ქცევის არააფიშირებულ, ჭეშმარიტ წესს.

ბიზნესის სფეროში ქცევის კულტურა ძირითადად აღი- არებულია საზოგადოებაში, მაგრამ იგი არ არის წერილობით ჩამოყალიბებული და ოფიციალურად გამოცხადებული ქცე- ვის ნორმის მოთხოვნათა სახით, რომლებიც ათვისებულია ბიზნესმენების მიერ.

ბიზნესის კულტურას გააჩნია სამი მხარე:

1) ბიზნესმენის შეხედულება ბიზნესის ფასეულობათა შესახებ. თითოეულ ბიზნესმენს გარკვეულად აქვს წარმოდგენილი ბიზნესის მიზნები და ფლობს ფასე- ულობათა საკუთარ სკალას, რომლის შესაბამისად იგი მსჯელობს მომხმარებლების, კლიენტების, მის სა- ქონელზე მოთხოვნის, საქონლის ხარისხის, მოსა- ლოდნელი შემოსავლებისა და მოგების შესახებ;

2) ფასეულობათა შესახებ წარმოდგენიდან გამომდინა- რე, დადგენილი ქცევის წესები და ნორმები ბიზნე- სოპერაციათა დაგეგმვისა და ჩატარებისას. მაგალი- თად, დიდი შემოსავლების მომტანი კლიენტების პირველი კლასის მომსახურების წესი შეიძლება შედგებოდეს მათთან კონტაქტების შენარჩუნების, მათი სურვილების გამოვლინების, მათთვის საჭირო

 

437

 

საქონლის აქტიური შეთავაზების, გაყიდვისშემდგომი მომსახურებისაგან;

3) ბიზნესმენის კონკრეტული ქცევა ბიზნესოპერაცია-  თა შესრულებისას, რომლის პროცესში იგი პრაქტი- კულად ანხორციელებს შემუშავებულ კულტურუ- ლი ქცევის წესებსა და ნორმებს.

ბიზნესის კულტურას საერთო ნიშნებთან ერთად აქვს ნათლად გამოსახული დარგობრივი ხასიათი. მაგალითად, გამოყოფენ წარმოების კულტურას, ვაჭრობის კულტურას, მომსახურების კულტურას, კორპორაციულ კულტურას. აღ- სანიშნავია ის, რომ ბიზნესის კულტურა არ ყალიბდება ცალ- მხრივად, არ არის დამოკიდებული მხოლოდ თვით ბიზნეს- მენზე. მასში შეხამებულია ერთ მთლიანობაში გაერთიანე- ბით ფირმის, მისი მუშაკების, ბიზნესოპერაციის მონაწილეე- ბის, ფირმის კლიენტების (მყიდველების) კულტურა.

საქართველოს განვითარებად ბიზნესში აშკარად ჩანს საერთო კულტურის ზოგიერთი ნაკლოვანება, რაც ვლინდე- ბა არა მარტო ცალკეული ბიზნესმენის ინდივიდუალურ ქცევაში, არამედ მთლიანად ბიზნესის სფეროში. მაგალითად, შეიჩნევა უმთავრესად გატაცება სავაჭრო და საშუამავლო ბიზნესით, მაშინ როდესაც საწარმოო ბიზნესს უკავია მცირე ადგილი ფასეულობათა სკალაში. ბიზნესმენები ამჯობინებენ მოგების რაც შეიძლება სწრაფად მიღებას, თუნდაც მცირე ოდენობით, დიდი მოგების მიღების გრძელვადიანი ლოდი- ნის ნაცვლად.

ფართოდ  გავრცელებულია  ბრმა  იღბლის  რწმენა,  .  წ.

«ლატარიის ბედი». ადამიანები მზად არიან ჩადონ (დააბან- დონ) ფული ნებისმიერ საქმეში, რომელიც არ საჭიროებს პირდაპირ მონაწილეობას, მაგრამ მოსალოდნელია სავარაუ- დო მოგების მიღება დაპირებების საფუძველზე. ხშირად ასე-

 

438

 

თი საქმის ინიციატორებისა და ორგანიზატორების მცირე ჯგუფი და მათთან დაახლოებული «შემთხვევითი წარმატე- ბის რაინდთა»72 ჯგუფი იჯიბავენ სოლიდურ თანხას ყველა დანარჩენი მონაწილის ხარჯზე. ასეთი სიტუაციის მოწმე გახდა საქართველოს ბევრი მოქალაქე ბანკებში ანაბრების შე- ტანისას ტელევიზიისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა სა- შუალებებით არარეალური რეკლამირების საფუძველზე.

ბუნებრივია, რომ უნდა გავიდეს განსაზღვრული ხან- გრძლივი დრო და დაგროვდეს გამოცდილება მაღალი კულ- ტურის ფორმირებისათვის საქართველოს ბიზნესის სფერო- ში.

 

72 e. w. nuvoriSebis jgufi.

439