სადაზღვევო ბიზნესი
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
სიცოცხლის, ქონების, ფასეულობათა დაზღვევა არ ითვლებოდა ბიზნესად ყოფილ სსრ კავშირში, მათ შო- რის საქართველოშიც, რადგან იგი აღიარებული იყო მხოლოდ სახელმწიფოებრივ დაზღვევად. საბჭოური დაზღვევა იყო საყოველთაო, იძულებითი ან ნახევრა- დიძულებითი და ამიტომ მინიმალური დამოკიდებუ- ლება თუ ჰქონდა ბიზნესთან.
სახელმწიფოებრივი სავალდებულო დაზღვევა ამ- ჟამად შენარჩუნებულია სოციალური დაზღვევის ფორ- მით. იგი წარმოადგენს საწარმოებისა (ფირმების) და მოქალაქეების შემოსავლის ნაწილის ამოღებას, მათ სა- ფუძველზე საშუალებების შექმნის მიზნით, რომლებიც განკუთვნილია იმ პირების დასახმარებლად, რომლებ- საც არა აქვთ შესაძლებლობა მიიღონ შრომითი შემო- სავლები ან, უბრალოდ, საჭიროებენ დახმარებას. უპირ- ველეს ყოვლისა, ესაა სახელმწიფოებერივი საპენსიო უზ- რუნველყოფა და სამედიცინო დაზღვევა, რაც არ მიე- კუთვნება ბიზნესს.
ბიზნესთან უშუალო დამოკიდებულება აქვს ისეთ ფორმებს, როგორიცაა ქონების დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა. ბიზნესს საქმე აქვს მსგავსი დაზღვევის მხო- ლოდ ნებაყოფლობით ფორმებთან. საბაზრო ურთიერ- თობებზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოში ჩაისახა სადაზღვევო ბაზარი, რომელზეც ყიდვა-გაყიდ- ვის საგანია განსაკუთრებული მომსახურება სადაზღვევო
173
დაცვის სახით. ასეთ ბაზარზე პოულობს თავის ად- გილს სადაზღვევო ბიზნესი.
სადაზღვევო ბიზნესის პრინციპული სქემა გამოსა- ხულია ნახ. 4.4-ზე.
ბიზნესმენი, რომელიც გამოდის სადაზღვევო მომ- სახურების გამყიდველის როლში, სთავაზობს პირადად ან შუამავლების _ დაზღვევის აგენტების _ მეშვეობით ასეთი მომსახურების შეძენას მის პოტენციურ მყიდ- ველს. სადაზღვევო მომსახურება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს საქონელს, იყიდება ფულზე (ფს). ფულზე (ფს) სადაზღვევო ფირმა (კომპანია) გას- ცემს მზღვეველზე დოკუმენტს _ სადაზღვევო მოწმო- ბას დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების სახით. დოკუ- მენტი ადასტურებს სადაზღვევო მომსახურების მყიდ- ველის ან მისი მემკვიდრის უფლებას მზღვეველის მი- ერ სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების დაკარგვის ან მოვალეების მიერ კრედიტის დაუბრუნებლობის შემ- თხვევაში მიიღოს სადაზღვევო ფირმისაგან დანაკარგების ფულადი კომპენსაცია (ფკ). სადაზრვევო დოკუმენტის წარდგება, რომელიც იძლევა დანაკარგების კომპენსაციის გარანტიას, არის სადაზღვევო მომსახურება (მ), რომელ- საც უწევს მყიდველს სადაზღვევო ფირმა ამ მომსახუ- რებას. სადაზღვევო გარანტია ანიჭებს მზღვეველს სიმ- შვიდეს, კმაყოფილებას, რწმენას. ყოველივე ამისათვის ბიზნესმენი იმსახურებს გასამრჯელოს, რომელიც ჩვეუ- ლებრივად განასახიერებს სადაზღვევო ფირმას, კომპანი- ას, საზოგადოებას.
174
fs
fk
ნახ. 4.4. სადაზღვევო ბიზნესის ზოგადი სქემა
ყველაზე ცნობილია დაზღვევის სამი სახე: სიცოც- ხლისა და ჯანმრთელობის, ქონების, პასუხისმგებლობის დაზღვევა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევი- სას სადაზღვევო ფირმა (აგენტი) კისრულობს ვალდე- ბულებას გასცეს დასაზღვევ პირზე განსაზღვრული თანხა ჯანმრთელობის დაკარგვის მიხედვით, რომელიც განპირობებულია უბედური შემთხვევით. სიცოცხლის დაკარგვისას ხელშეკრულებაში შეთანხმებული თანხა ეძლევა დაზღვეულის მემკვიდრეებს. ქონების დაზღვე- ვისას წარმოებს მისი შეფასება და სადაზღვევო კონ- ტრაქტში დგინდება დაკარგული ქონების (ხანძრის შე- დეგად, ავტომობილის ავარიის ან მოპარვის შემთხვევა- ში და სხვ.) ღირებულების კომპენსაციის წილი მიყენე- ბული ზარალის მიხედვით.
პასუხისმგებლობის დაზღვევის ცნებაში გაიგება დავალიანების დაზღვევა, ე. ი. მოვალეების პასუხის- მგებლობა. ვთქვათ, ბანკმა მსესხებელს მისცა კრედიტი, არსებობს რისკი, რომ მსესხებელი აღმოჩნდება უპასუ- ხისმგებლო პირი და არ დაფარავს კრედიტს დადგენილ
175
ვადაში, არ გადაიხდის კრედიტის პროცენტს. რომ იყოს დაზღვეული, ამ შემთხვევაში ბანკი დებს სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულებას, რომელშიც დგინდება დანაკარგების ანაზღაურების პირობები კრედიტების დაუფარაობასთან დაკავშირებით.
სადაზღვევო კომპანიებმა (ბიზნესმენებმა) კარგად იციან, რომ სადაზღვევო შესატანი (ფს), რომელიც შეაქვს მზღვეველს, უნდა აღემატებოდეს საკომპენსაციო თან- ხას (ფკ), რომელიც იხარჯება სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის ასანაზღაურებლად. სხვანაირად ბიზნეს- მენი ვერ მიიღებს ვერავითარ მოგებას. მთელი გაანგა- რიშება სადაზღვევო საქმეში იმაზეა დამყარებული, რომ უბედური შემთხვევების, ხანძრის, ავარიის, ქურდობის წარმოშობის ალბათობა შედარებით მცირეა. ე. ი. მზღვე- ველთა უმრავლესობას არ ექნება საფუძველი დანაკარგე- ბის ანაზღაურების მიღებისათვის, ვინაიდან მათთვის ფკ=0. ფული (ფს), რომელიც გადაიხადეს ამ მზღვევე- ლებმა, მთლიანად გადადის ბიზნესმენთან და მასთან რჩება. ეს ფული გამოიყენება იმათი სადაზღვევო ანაზ- ღაურებისათვის, ვინც იზარალა, და როგორც მოგების წყარო. ამასთან ერთად, სადაზღვევო ფირმები აკეთებენ ყველაფერს, რათა მიაღწიონ ზარალის კომპენსაციისათ- ვის გამოყოფილი თანხის მინიმუმამდე შემცირებას.
176