ბიზნეს გეგმების მომზადება სავაჭრო სფეროში 577 235 400

ბიზნეს გეგმების მომზადება სავაჭრო სფეროში განსაკუთრებით რთულია, რადგან ეს დარგი ძალიან დინამიურია. საქონლის ნომენკლატურა ძალიან სწრაფად იცვლება

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე, მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

 

 

სავაჭრო ბიზნესს უწოდებენ საქმიანობას, რომე- ლიც დაკავშირებულია საქონლის ყიდვა-გაყიდვასთან, საქონელგაცვლით, სასაქონლო-ფულად ოპერაციებთან. კომერცია სიტყვის ვიწრო (ძველი) გაგებით ვაჭრობაა, ხოლო კომერსანტი _ ვაჭარი, ადამიანი, რომელიც ვაჭ- რობს, მაგრამ რადგან ხანგრძლივი დროის განმავლობა- ში ჩვენთან ვაჭრობა პრაქტიკულად იყო სახელმწიფო- ებრივი, კომერსანტებს უწოდებდნენ კერძო ან იატაკქვე- შა მოვაჭრეებს და მეტწილად კომერციას აიგივებდნენ სპეკულაციასთან. გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ სა- კუთარი წარმოების საქონლის გაყიდვა, სურსათის სა- კოლმეურნეო (ამჟამად აგრარულ) ბაზარზე, რომლის დროსაც მწარმოებელი და გამყიდველი ერთი და იგივე პირი იყო.

საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლასთან დაკავ- შირებით შეიცვალა ნეგატიური დამოკიდებულება კო- მერციისადმი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი- ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაჩნდა კომერციის ფაკულტეტი შესაბამისი საგნების წაკითხვითა და სპე- ციალისტების მომზადებით (2006 წლამდე). ამასთან სიტყვა «კომერციამ» და მისგან წარმოებულმა «კომერ- ციულმა საქმიანობამ» შეიძინეს რამდენადმე განსხვავე-

164

 

ბული აზრი და ფართო გაგებით კომერციაში იგულის- ხმება არა მარტო საკუთრივ ვაჭრობა, არამედ ბიზნესის სხვა სახეებიც. ამის გამო ცნებებს «კომერცია» და «ბიზ- ნესი» (მაგალითად, კომერციული ბანკი), შესაბამისად,

«კომერსანტი» და «ბიზნესმენი» სინონიმებადაც კი აღიქმება.

სავაჭრო ბიზნესის პრინციპული სქემა არსებითად უფრო მარტივია საწარმოო ბიზნესის სქემასთან შედა- რებით სავაჭრო ბიზნესზე მოქმედი ძირითადი ფაქტო- რების ნაკლები რაოდენობის გამო, ვიდრე საწარმოო ბიზნესში. გამარტივებული სახით სავაჭრო ბიზნესის სქემა წარმოდგენილია ნახ. 4.2-ზე:

 

 

ნახ. 4.2. სავაჭრო ბიზნესის პრინციპული სქემა ბიზნესმენი შეისყიდის საქონელს () საქონლის

მფლობელისაგან, უფრო ხშირად მწარმოებლისაგან. სა- ქონელი ბიზნესმენისათვის (კომერსანტისათვის) წარმო- ადგენს ბიზნესის ძირითად, განმსაზღვრელ ფაქტორს. კომერსანტი უხდის შესყიდული  საქონლისათვის  (ს) მის მესაკუთრეს ფულად თანხას (ფქ), რომელიც დამო- კიდებულია საქონლის მოცულობასა და მის შესასყიდ საბაზრო ფასზე. მაგალითად, თუ კომერსანტმა შეისყი- და ბანანის პარტია 50 ტონა ფასით 500 დოლარი ერთი ტონისათვის, მაშინ უნდა გადაიხადოს 25.000 დოლარი.

 

165

 

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ბიზ- ნესმენი შეისყიდის საქონლის დიდ პარტიას საბითუმო ფასებით, რომელიც ხშირად საბაზრო საცალო ფასებზე ბევრად დაბალია, რომლის მიხედვითაც შემდეგ ხდება შესყიდული საქონლის რეალიზაცია ჩვენს მაგალითზე, ვთქვათ, რომ საცალოდ გაყიდვისას კომერსანტი ბანა- ნის მთელ პარტიას ყიდის _ ერთი კგ ფასი ერთი დო- ლარი, . ი. მისი ნავაჭრი (ფს) შეადგენს 50.000 დოლარს. დიდი შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა რომ ბიზ- ნესმენი მიიღებს ამ ოპერაციის შედეგად 50.000 _ 25.000

= 25.000 დოლარ მოგებას. ჯერ ერთი, გასათვალსიწინე- ბელია თვითონ ბიზნესმენის და მის მიერ დაქირავე- ბულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების დანახარჯები; მე- ორე, მხედველობაშია მისაღები ბიზნესის ხარჯები, რომლებიც განპირობებულია საქონლის ტრანსპორტი- რებითა და შენახვით; მესამე, უნდა იქნეს გათვალისწი- ნებული დანახარჯები სავაჭრო სათავსისა და მოწყობი- ლობის არენდასა და შენახვაზე. თუ ისინი ეკუთვნის ბიზნესმენს, მაშინ დანახარჯებში შედის ამორტიზაცია. დაბოლოს, საჭიროა გადასახადების  გათვალისწინება. ასე რომ, რეალურად, მოცემული მაგალითის მიხედ- ვით, ბიზნესმენი მიიღებს არა 25.000-ს, არამედ 10.000- მდე მოგებას.

სავაჭრო გარიგების ძირითადი ფორმულაა: «საქო- ნელი _ ფული»  (საქონლისათვის  ფული)  გაყიდვისას და «ფული _ საქონელი» (ფულისათვის საქონელი) შეს- ყიდვისას. ვაჭრობა მოიცავს ე. წ. ბარტერულ, საქონელ- გაცვლით გარიგებებს, რომლებიც ხორციელდება ფორ-

166

 

მულით: «საქონელი _ საქონელი» (საქონლისათვის _

სხვა საქონელი ან მომსახურება).

ფორმულა საკმაოდ მარტივია, მაგრამ,  როგორც ჩანს სავაჭრო ბიზნესის გამარტივებული სქემის კომენ- ტარისა და ასევე გამარტივებული მაგალითიდან, ამ ბიზნესის ნამდვილი სურათი გაცილებით რთულია.

სავაჭრო ბიზნესი მოიცავს ნებისმიერი სახისა და ტიპის საქონლის მოძებნას, შესყიდვას, მისი დაცულო- ბის უზრუნველყოფას, საქონლის ტრანსპორტირებას, მიტანას სავაჭრო წერტში, გაყიდვას და მყიდველის, მომხმარებლის სავაჭრო და ზოგჯერ გაყიდვის შემდგომ მომსახურებასაც. მაგალითად, შინ მიტანა, გამართვა, დეფექტების აღკვეთა. ვაჭრობა მოიცავს სავაჭრო გარი- გებების გაფორმებასაც. ასე რომ, სავაჭრო ბიზნესი მოი- ცავს საქმიანობის ყველა სახეს, რომლებიც უშუალოდ განეკუთვნება საქონლის ყიდვა-გაყიდვას, გაცვლას ფულზე, ფულისა _ საქონელზე ან საქონლისა _ საქო- ნელზე. მართალია, სავაჭრო ბიზნესის საფუძველს შე- ადგენს ყიდვა-გაყიდვის სასაქონლო-ფულადი ოპერაცი- ები, გაცვლა, სავაჭრო ბიზნესში ამოქმედებულია იგივე ფაქტორები და რესურსები, რაც საწარმოო ბიზნესში, მაგრამ ნაკლები მასშტაბით.

სავაჭრო ბიზნესი, როგორც ბიზნესის სახეობა, გუ- ლისხმობს საქონლის უფრო მეტი ფასით გაყიდვის შე- საძლებლობას შესყიდვის ფასთან შედარებით და ამ გზით მოგების მიღებას. ასეთი შესაძლებლობა არსე- ბობს, თუმცა სინამდვილეში მოგების მიღება ხდება არა ისე მარტივად, როგორც ჩანს ერთი შეხედვით. იგი მი-

167

 

იღწევა დიდი ძალისხმევის, ზრუნვის, გარჯის შედე- გად.

საშინაო და მსოფლიო ფასების, აგრეთვე საქართვე- ლოს სხვადასხვა რეგიონში ფასების მნიშვნელოვანი სხვაობის პირობებში სახელმწიფო სავაჭრო საწარმოე- ბის პრივატიზების ბაზაზე წარმოშობილ კომერსანტებს, როგორც იტყვიან, ბედმა გაუღიმა «ვიყიდე იაფად _ გავყიდე ძვირად» რეცეპტის მიხედვით. მაგრამ ამ მოჩ- ვენებითი იღბლიანობის უკან იმალება ვაჭარი _ კომერ- სანტის (ბიზნესმენის) მკაცრი ცხოვრება. მართალია, მართლმსაჯულება ახალი კანონმდებლობის შესაბამი- სად არ დევნის მოქალაქეებს ასეთი «ბიზნესისათვის», მაგრამ ადრე მას სპეკულაციას უწოდებდნენ. ერთი და იმავე საქონელზე ფასთა სხვაობის შედეგად მოგების მიღება არ ეწინააღმდეგება კანონს საბაზრო ეკონომიკის დროს.

ოფიციალური სავაჭრო ბიზნესის კერებია  მაღაზიე-

ბი, ბაზრები, ბირჟები, გამოფენა-გაყიდვები, აუქციონე- ბი, სავაჭრო სახლები, სავაჭრო ბაზები, ვაჭრობის სხვა დაწესებულებები, მათ შორის ფარდულები (ჯიხურები). სახელმწიფო ვაჭრობის საწარმოთა პრივატიზაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯგუფური (კოლექტიური) სავაჭრო ბიზნესის მატერიალური ბაზა. სავაჭრო ბიზნესის განვითარებისათვის შეიქმნა ფართო შესაძლებლობები მაღაზიების გამოსყიდვის (შესყიდ- ვის) ან აშენების, გახსნის და საკუთარი სავაჭრო წერტის მოწყობით. მაგრამ მაინც ახალგაზრდობისთვის მაგის- ტრალური  გზა  არ  არის  სავაჭრო  ბიზნესი.  მომავლის

168

 

პერსპექტივის პოზიციიდან ასეთი გზაა საწარმოო-ბიზ- ნესი, რომელიც იძლევა წარმატების მნიშვნელოვნად მეტ შანსს.