სამომხმარებლო ბიზნესი
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
როგორც აღინიშნა, ბიზნესის სუბიექტები არ შემო- იფარგლება მხოლოდ ბიზნესმენებით (იხ. ნახ. 2.2). ბიზ- ნესის სუბიექტებს ბიზნესმენებთან ერთად განეკუთვნე- ბიან:
Ø საქონლის, მომსხურების, სამუშაოს ინდივიდუ- ალური და კოლექტიური მომხმარებლები;
Ø მუშაკები, რომლებიც ახორციელებენ შრომით საქ- მიანობას დაქირავების წესით საკონტაქტო ან სხვა საფუძველზე, აგრეთვე მათი პროფესიული კავშირები;
Ø სახელმწიფო და მუნიციპალური ხელისუფლე- ბისა და მართვის ორგანოები, როდესაც ისინი გამოდიან გარიგების (ბიზნესმენებისთვის სამ- თავრობო შეკვეთების მიცემა, ფასების, სპეცია- ლურ სამუშაოთა შესრულებისას შეღავათების შედგენილობისა და მოცულობის განსაზღვრა და სხვ.) უშუალო მონაწილეებად, აგრეთვე სა- ხელმწიფო მოსამსახურეები (მოხელეები);
Ø საერთაშორისო და ეროვნული საზოგადოებრი- ვი ორგანიზაციები, რომლებიც ფლობენ დირექ-
83
ტიულ უფლებამოსილებებს, და მათი თანამ- შრომლები.
მომხმარებლები თავიანთი სამომხმარებლო ინტე- რესების რეალიზებას ახდენენ საქონლის, მომსახურე- ბის მწარმოებლებთან და გამყიდველებთან კონტაქტე- ბის დამოუკდიებლად დამყარების გზით კონტრაგენტე- ბის სარგებლობის მაქსიმიზაციის საწყისებზე. მომხმა- რებლებისათვის სარგებლობა (სარფა) მოაქვს საქონელს, მომსახურებას, სამუშაოს, რომლებიც საუკეთესოდ აკმა- ყოფილებენ მათ მოთხოვნილებას. ახდენენ რა თავიან- თი სამომხმარებლო ინტერესების რეალიზებას, ღებუ- ლობს რა სარგებელს გარიგებიდან საქონლის შეძენით, მომსახურების ანაზღაურებით, მომხმარებლები აკეთე- ბენ თავის სპეციფიკურ სამომხმარებლო ბიზნესს.
სამომხმარებლო ბიზნესის ცნებაში მოიაზრება მომ- ხმარებელთა მოქმედებები და ურთიერთობები მათი მო- ნაწილეობით ბაზარზე და საქონლის უშუალო მოხმარე- ბის სფეროში, სარგებლის მიღება მათთვის გაწეული მომ- სახურებიდან და მათი შეკვეთით შესრულებული სამუ- შაოებიდან. სამომხმარებლო ბიზნესის სუბიექტებია სა- ბოლო და შუალედური მომხმარებლები, ობიექტები კი
– პირადი და საწარმოო მოხმარების საგნები. დოვლათის პირადი მოხმარების ცნებაში გაიგება
ადამიანების მიერ სხვადასხვა დოვლათის გამოყენება მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, რაც უშუა- ლოდ არ არის დაკავშირებული მათ პროფესიულ საქმი- ანობასთან. თუ ადამიანი იყენებს ფანქარს ან ავტოკა- ლამს (პასტას), რომ ბლოკნოტში ჩაიწეროს თავისი ნა-
84
თესავების დაბადების თარიღები, მაშინ ეს საგნები, რო- გორც წესი, პირადი მოხმარების ობიექტებია. ასეთებია აგრეთვე კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაც- ხოვრებო დანიშნულების ობიექტები.
დოვლათის საწარმოო მოხმარების ცნებაში გაიგება მოხმარების საგნების გამოყენება ახალი მატერიალური დოვლათის შექმნის, მომსახურების გაწევის, სამუშაოს შესრულებისათვის. საწარმოო მოხმარების ობიექტები, როგორც წესი, ღებულობენ შრომის საშუალებების ან შრომის საგნების ფორმას. თუ ადამიანი იყენებს სამუშა- ოს ადგილზე და პროფესიული მიზნებისათვის ფანქარს ან ავტოკალამს (პასტას), მაშინ ეს საგნები არა პირადი მოხმარების, არამედ საწარმოო მოხმარების საგნებია.
სამომხმარებლო ბიზნესი არ არის პროფესია. იგი
გულისხმობს ადამიანთა საყოველთაო ჩართვას საქმიან ურთიერთობებში. რეალურ ცხოვრებაში ადამიანთა დიდი უმრავლესობა არამარტო დოვლათის მომხმარებლები, არამედ მისი პროფესიული შემქმნელებიცაა. მომხმარებ– ლები ბიზნესის სუბიექტის ყველაზე მრავალრიცხოვანი კატეგორიაა, ვინაიდან მომხმარებელია ყველა ადამიანი. რომ იცხოვროს და იარსებოს, ადამიანმა მუდმივად რა- ღაც უნდა მოიხმაროს და დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები. ადამიანები განიცდიან მოთხოვნი- ლებას სხვადასხვა მატერიალურ და არამატერიალურ დოვლათზე (კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, მოხმა- რებისა და მომსახურების სხვა საგნები), აგრეთვე მოთ- ხოვნილებებს სხვადასხვა მოქმედებებზე: სოციალური მოთხოვნილებები (ურთიერთობა, ზრუნვა, ყურადღება,
85
მონაწილეობა, დაკავშირებულობა კოლექტივთან), სული- ერი მოთხოვნილებები, მოთხოვნილებები უსაფრთხოება- სა და ხვალინდელი დღის რწმენაზე.
მომხმარებლები (მყიდველები) განსხვავდებიან ერ- თმანეთისაგან დოვლათის მოხმარების ტექნოლოგიით (ინდივიდუალური მომხმარებლები, ოჯახები ან საოჯა- ხო მეურნეობები, არაფორმალური სამომხმარებლო ჯგუფები და კოლექტივები), სქესის მიხედვით (მამაკა- ცები და ქალები), ასაკის მიხედვით, განათლების დო- ნით, სოციალურ-პროფესიული სტატუსის მიხედვით, პი- როვნების ფსიქოლოგიური ტიპის მიხედვით, ცხოვრე- ბის სტილით და სხვ.
სამომხმარებლო ბიზნესის საფუძველია მოხმარების საგნებსა და ობიექტებზე კერძო საკუთრება. წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებასთან ერთად ისინი წარ- მოადგენენ კერძოსაკუთრებითი ურთიერთობების ორ ურ- თიერთდაკავშირებულ მხარეს. ერთის გარეშე არ არსერ- ბობს მეორე, და პირიქით. არიან რა მესაკუთრეები, მომ- ხმარებლებს აქვთ უფლება განაცხადონ პრეტენზია სა- მომხმარებლო კრედიტის მიღებაზე ან შევიდნენ (გაწევ- რიანდნენ) სამომხმარებლო საზოგადოებებში, მომხმა- რებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებებში35 და სხვა გაერთიანებებში. მომხმარებლების მოქმედებები მატერიალური და არამატერიალური დოვლათით მათი
35 saqarTveloSi pirvelad Seiqmna momxmarebelTa Tbilisis sa- qalaqo sazogadoeba 1989 wels `vniiks~-is saqarTvelos filialis iniciativiTa da misi direqtoris g. SublaZis xelmZRvanelobiT (ix. gaz. `zaria vostoka~. 15. 03. 1993).
86
მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ყველა შემთხვე- ვაში არ არის ბიზნესი, ხშირად ეს მოქმედებები განი- საზღვრებიან მარტივად როგორც მომხმარებელთა ქცე– ვა. ასეთი მოქმედებები მიმართულია სამომხმარებლო დოვლათის შეძენისა და გამოყენების საუკეთესო პირო- ბების ძებნაზე, დოვლათის შეძენაზე პირადი (ოჯახუ- რი, ჯგუფური) გამოყენებისათვის და მის პრაქტიკულ გამოყენებაზე. საქონლის, მომსახურების მომხმარებელ- თა აღიარება მატერიალური და არამატერიალური დოვ- ლათის გარიგების ბიზნესმენთა თანაბარუფლებიან პარტნიორებად მომხმარებელთა ქცევის საქმიანი ხასია- თის აღიარების და, მაშასადამე, ბიზნესის სუბიექტების რიცხვისადმი მომხმარებელთა მიკუთვნების ტოლმნიშ- ვნელოვანია.
გარიგების ორივე მხარე (მყიდველებიც, გამყიდვე- ლებიც) დაინტერესებულნი არიან ამ გარიგების განხორ- ციელებით. ამასთან სამომხმარებლო ბიზნესი წარმოად- გენს ერთდროულად გამაწონასწორებელ ძალას, და სტი- მულატორსაც მთლიანად ბიზნესის მიმართ. ამასთან დაკავშირებით ბიზნესმენები იძულებულნი არიან ანგა- რიში გაუწიონ არა მარტო მომხმარებელთა მოთხოვნი- ლებასა და მოთხოვნას, არამედ უნდა აღიქვან მომხმა- რებლებიც როგორც ბუნებრივი პარტნიორები გარიგე- ბის მიხედვით. თავის მხრივ, ბიზნესის სუბიექტებს გა- აჩნიათ შესათავაზებელ საქონელზე მომხმარებელთა მოთხოვნის (გადახდისუნარიანი მოთხოვნილების) აქტი- ვიზაცის წესების თავისი არსენალი, რომელიც თავისი ხარისხის, შინაარსისა და ასორტიმენტის მიხედვით შე-
87
იძლება არ შეესაბამებოდეს მომხმარებელთა საბოლოო მოთხოვნას. მაგალითად, ასე ხდება საქონელზე ე. წ. აჟიოტაჟური მოთხოვნის შექმნის პროცესში, რომელიც უნდა გაიყიდოს დადგენილ ვადაში, ვარგისიანობის ვა- დის გასვლასთან მორალურ მოძველებასთან დაკავშირე- ბით. ანალოგიურად ხდება მოთხოვნის თავსმოხვევის პროცესშიც რეკლამის ან აგრესიული PR (საზოგადოე- ბასთან ურთიერთობის სამსახურის) დახმარებით. მოთ- ხოვნის თავსმოხვევაში განსაკუთრებით გამოირჩევიან მოდების კანონმდებლები _ მოდური ტანსაცმლისა და ექსკლუზიური კოსმეტიკის სალონების მფლობელები. ასეთი ურთიერთმოქმედების პროცესში ხორციელდება გარიგებები მომხმარებლებსა და ბიზნესმენებს შორის, ამასთან გარიგების თითოეული მხარე მიისწრაფვის სა- კუთარი სარგებლის მაქსიმიზაციისაკენ.
მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება დამო- კიდებულია მიწოდების მოცულობასა და სტრუქტურა- ზე, რაც უნდა უზრუნველყონ ბიზნესმენებმა. მაგრამ ბიზნესმენებიც დამოკიდებულნი არიან მომხმარებელ- თა მოთხოვნაზე ანუ გადახდისუნარიან მოთხოვნილე- ბაზე. ბიზნესმენთა წარმატებებს თავის ბიზნესში მთლიანად განსაზღვრავს მიწოდებული დოვლათის აღიარების ხარისხი მომხარებელთა მიერ. მოთხოვნის თავსმოხვევაც კი ემყარება ბიზნესმენების მიერ მომხმა- რებელთა მოლოდინის დინამიკის გაგების ხარისხს. სა- ბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ხელისუფლებისა და მარ- თვის ორგანოები უფრო კეთილგანწყობით ეკიდებიან არა ბიზნესმენებს, არამედ მომხმარებლებს. მომხმარე-
88
ბელთა ინტერესები დაცულია კანონით და ბევრ ქვეყა- ნაში 1961 წლიდან აღინიშნება მომხმარებელთა მსოფ- ლიო დღე. საქართველოშიც მიღებულია კანონი «მომ- ხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ», მაგრამ ამ მხრივ, სამწუხაროდ, მინიმუმიც კი არ კეთდება. ცივი- ლიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო არის მომხმარებელ- თა მიერ მოხმარების ობიექტებისა და საგნების შერჩე- ვის უფლების, ბიზნესმენთა არაკეთილსინდისიერი მოქმედებებისაგან დაცვისა და კომპენსაციების მიღების უფლების, მისაწოდებელი საქონლისა და მომსახურე- ბის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლების გარანტი. ამრიგად, დღეს სწორედ მომხმარებლები განსაზღვრა- ვენ ფირმების ერთი ნაწილის აყვავებას, ხოლო მეორე ნაწილის გაკოტრებას. ამიტომ ფართოდ გავრცელებუ- ლია ტერმინი «მომხმარებლების ძალაუფლება», გამო- ნათქვამი «მომხმარებელი ყოველთვის მართალია».
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში არ არის კა- ნონი, რომელიც დაიცავდა ბიზნესის სუბიექტებს მათ- ზე და მათ პროდუქციაზე არაობიექტური, მეტისმეტად შარიანი, სკანდალური და აგრესიულად განწყობილი მომ- ხმარებლების დაუსაბუთებელი თავდასხმებისაგან, რომ- ლებსაც აქვთ ადგილი პრაქტიკულად ყველგან. რატომ- ღაც ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენები არ საჭიროებენ დაცვას, რადგან მათთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლებს (კლიენტებს). ცნობილია ასეთი გამო- ნათქვამი: «არ არის კლიენტი _ არ არის ბიზნესი». ამას- თან კავშირშია ადამიანთა მოთხოვნილებების გაზრდის კანონზომიერება, რომელიც განაპირობებს მოთხოვნის
89
წინ გასწრებას მიწოდებასთან შედარებით, რაც სტი- მულს აძლევს მოხმარების საგნებისა და ობიექტების ერთობლიობის განვითარებას და კონკურენტული გა- რემოს სრულყოფას.