საფინანსო ბიზნესი
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
ბიზნესის განსაკუთრებული სახეა საფინანსო ბიზ– ნესი. იგი გამოიყოფა ბიზნესის დამოუკიდებელ სახედ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ყიდვა-გაყიდვის ფრიად სპე- ციფიკური საქონელია ფული, უცხოური ვალუტა, ფასი- ანი ქაღალდები. ამასთან მხედველობაშია მისაღები არა მარტო და არა იმდენად უცხოური ვალუტის ლარზე ყიდვა-გაყიდვა, თუმცა ესეც საფინანსო გარიგებაა. საფი- ნანსო ბიზნესში მთავარია ოპერაციათა გაცილებით ფართო წრე, რომელიც მოიცავს ფულის, ფულადი სახ- სრების, ფასიანი ქაღალდების სხვა სახეების გაყიდვისა და გაცვლის ყველა მრავალფეროვნებას ფულზე, უცხო- ურ ვალუტაზე, ფასიან ქაღალდებზე.
ერთი შეხდედვით, ფულის ფულზე გაყიდვა ჩანს უცნაურად და უაზროდაც კი, მაგრამ იგი იძენს აზრს, თუ ამჟამინდელი ფულის გაყიდვა-გაცვლა ხდება სამო- მავლოზე. ამაში იგულისხმება საკრედიტო ოპერაციე- ბიც. თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მართებულია მსჯე- ლობა არა წმინდა საფინანსო, არამედ საფინანსო-საკრე- დიტო ოპერაციებზე. ამრიგად, საფინანსო ანუ საფინან- სო-საკრედიტო ბიზნესი გულისხმობს ფულისა და ფა- სიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას, რომელიც უზრუნ- ველყოფს მოგების მიღებას.
169
საფინანსო-საკრედიტო ბიზნესის გამარტივებული პრინციპული სქემა მოცემულია ნახ. 4.3-ზე.
საფინანსო ბიზნესის ოპერაციის არსი არის ის, რომ ბიზნესმენი იძენს ბიზნესის ძირითად ფაქტორს ფულა- დი სახსრების (ფულის, უცხოური ვალუტის, ფასიანი ქაღალდების) სახით ფულად თანხაზე (ფფ) ფულადი სახსრების მფლობელებთან. შეძენილი ფულადი სახ- სრები (ფს) შემდეგ იყიდება კლიენტებზე განსაზღვრუ- ლი საზღაურით (ფვ), რომელიც აღემატება ფფ-ს, რის შედეგადაც წარმოიშობა მოგება.
ff fv
ნახ. 4.3. საფინანსო ბიზნესის პრინციპული სქემა
საკრედიტო ბიზნესის შემთხვევაში ბიზნესმენი მოიზიდავს ხოლმე ფულად ანაბრებს (ფს), უხდის რა ანაბრების მფლობელებს გასამრჯელოს სადეპოზიტო პროცენტის (ფფ) სახით ანაბრის შემდგომი დაბრუნების გათვალისწინებით. მოზიდული ფული (ფს) შემდეგ გა- იცემა კლიენტებზე სესხად საკერედიტო პროცენტით (ფპ), რომელიც აღემატება სადეპოზიტო პროცენტს. სხვაობა სადეპოზიტო და საკრედიტო პროცენტს შორის შეადგენს ბიზნესმენი- კრედიტორების მოგების წყაროს. საფინანსო ბიზნესის პრინციპული სქემა, როგორც აღინიშნა, გამარტივებულია და მასში ჩანს მხოლოდ მთა- ვარი იდეა, მისი მთავარი მონაწილეები. ამიტომ ბუნებ- რივია, რომ საფინანსო-საკრედიტო ბიზნესი, მისი ფაქტო-
170
რები, რესურსები, პროცესები გაცილებით რთული და მრავალწახნაგოვანია მოცემულ სქემასთან შედარებით. მაშასადამე, საფინანსო-საკრედიტო ბიზნესი განეკუთ- ვნება ყველაზე ფაქიზ და რთულ ბიზნესს, მას აქვს ღრმა ისტორიული ფესვები მევახშეობაში, რომელიც ცნობილი იყო ძველი საბერძნეთის დროიდან.
იმასთან დაკავშირებით, რომ აქციების და სხვა ფა- სიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ფართოდ ვრცელდე- ბა, ვითარდება საკრედიტო ურთიერთობები, ფართოვ- დება სავალუტო ოპერაციები, გაჩნდა კომერციული ბან- კების ფართო ქსელი, ხორციელდება ლარის შიგა კონ- ვერტირება, მოსალოდნელია საქართველოში საფინანსო ბიზნესის აქტიური ზრდა. როგორც ცნობილია, საბჭოთა პერიოდში საფინანსო-საკრედიტო ბიზნესი პრაქტიკუ- ლად აკრძალული იყო, როგორც სხვა სახის ბიზნესი, და მკაცრად ისჯებოდა მისი ყოველი გამოვლინება.
საფინანსო-საკრედიტო ბიზნესი ყოფილი საბჭოთა ადამიანებისათვის იოლი ასათვისებელი არ არის იმი- ტომ, რომ, ჯერ ერთი, იგი ითვლებოდა დანაშაულებ- რივ საქმიანობად, მეორე მხრივ, იგი რიგითი მოქალაქი- სათვის ნაკლებად გასაგებია, ვიდრე საქონლის ყიდვა- გაყიდვა. თუმცა ჩრდილოვანი (ფარული) სავალუტო ოპერაციები ყოველთვის არსებობდა და მევახშეობაც ხორციელდებოდა. რასაკვირველია, საკუთარი საფინან- სო საქმის დაწყება რამდენადმე რთულია ვაჭრობასთან შედარებით, მაგრამ საფინანსო-საკრედიტო ბიზნესის მონაწილედ გახდომა ყველა მსურველს შეუძლია კო- მერციული ბანკების, საფონდო ბირჟების, საფინანსო
171
ინსტიტუტების საშუალებით, თუ ჩადებს ფულს ფასიან ქაღალდებში.
საკრედიტო-საფინანსო ბიზნესს შეუძლია მოუტა- ნოს მოგება მოქალაქეს არანაკლები ოდენობით, ვიდრე სავაჭრო ბიზნესს, მაგრამ ბიზნესის მოცემული სახეობა უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებს ბიზნესმენებს, ფუ- ლადი სახსრების გამყიდველებსა და მყიდველებს. სა- ფინანსო ბიზნესის გამოცდილება საქართველოში ცხად- ყოფს მის მონაწილეთა მაღალ რისკს, ვინაიდან ჯერ კი- დევ ჩვენი მოქალაქეებისათვის ეს ბიზნესი ახალია და არაჩვეულებრივი.