ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, საწარმოო ბიზ– ნესს უნდა მიეკუთვნოს ისეთი ბიზნესი, რომლის სა- ფუძველს შეადგენს წარმოება, როგორც მატერიალური, ასევე ინტელექტუალური, სულიერი წარმოების ჩათ- ვლით. საწარმოო ბიზნესი51 განეკუთვნება ყველაზე რთულ, სერიოზულ, საზოგადოებრივად აუცილებელ და ამავე დროს ბიზნესის ძნელ სახეობას. ამითაა გარ- კვეულწილად განპირობებული ის ფაქტი, რომ პოს- ტსაბჭოურ ქართულ ბიზნესში საწარმოო ბიზნესს ექცე- ვა გაცილებით ნაკლები ყურადღება, ვიდრე ბიზნესის სხვა სახეებს, რომლებსაც ძალუძთ უფრო სწრაფად და იოლად მოგების მოტანა.
ბევრი ადამიანის წარმოდგენით, ბიზნესი ასოცირ- დება ვაჭრობასთან და არა წარმოებასთან, რაც დიდი შეცდომაა. ბიზნესი ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებუ- ლია წარმოებასთან. რომ არ იყოს საწარმოო ბიზნესი, სავაჭრო ბიზნესი დაკარგავდა მატერიალურ, ნივთობ- რივ საფუძველს და იქნებოდა მხოლოდ იმპორტული საქონლით ვაჭრობა (სამწუხაროდ ჯერჯერობით ასეა ჩვენთან).
საწარმოო ბიზნესში მთავარია საგნების (ნივთე- ბის), ფასეულობების, ფართო გაგებით _ დოვლათის შექ- მნა. ასეთი ბიზნესის განმსაზღვრელი ნაწილია პროდუქ-
51 da ara samewarmeo biznesi, rac nonsensia (ix. T. Sengelia. Ta- namedrove biznesis safuZvlebi. Tb., 2007. gv. 27).
158
ციის, მატერიალური მომსახურების, ინფორმაციის, სუ- ლიერ (ინტელექტუალურ) ფასეულობათა წარმოება, რომლებიც შემდგომ განკუთვნილია მყიდველებზე, მომხმარებლებზე სარეალიზაციოდ (გასაყიდად). საწარ- მოო ბიზნესის პირობებში ბიზნესმენები მოწოდებული არიან მოაწყონ და განახორციელონ წარმოება, რომელიც არის მათი ძირითადი ფუნქცია. ეს სრულიად არ ნიშ- ნავს იმას, რომ ბიზნესმენები თვითონ აკეთებენ ყველა- ფერს. მათ შეუძ-ლიათ, აქვთ უფლება გამოიყენონ წარ- მოებისათვის თავიანთი ნათესავები, კოლეგები, დაქი- რავებული მუშაკები. საწარმოო ბიზნესის პრინციპული სქემა, რომელიც გამომდინარეობს ბიზნესის ზოგადი სქემიდან წარმოდგენილია ნახ. 4.1-ზე.
fs sZ
m s
fm fs
fZ Zs
nax. 4.1. sawarmoo biznesis principuli sqema
საწარმოო ბიზნესის განხორციელება დაკავშირებუ- ლია ბიზნესმენის მიერ წარმოების მთელი რიგი ფაქტო- რების შეძენის აუცილებლობასთან, რომელთაგანაც ნახ. 4.1-ზე გამოსახულია მხოლოდ მთავარი. რომ დამზად-
159
დეს პროდუქცია (საქონელი), აუცილებელია ბიზნეს- მენს ჰქონდეს საბრუნავი საშუალებები მასალების სა- ხით, საიდანაც მზადდება პროდუქცია, და ენერგია, რო- მელიც საჭიროა მასალების გადამუშავებისათვის. გარდა ამისა, წარმოებაში შეიძლება საჭირო იყოს ნახევარფაბრი- კატები, ე. ი. მზა შემადგენელი ნაწილები, რომლებიც გა- მოყენებული იქნება საქონლის დამზადებისას (მაგალი- თად, ლურსმანი, შურუპი, ღილი და სხვ.). ყველა ეს რე- სურსი ნახაზზე აღნიშნულია m ასოთი. აუცილებელი მა- სალების შეძენა ხდება საბრუნავი საშუალებების მესა- კუთრეებისაგან ფულადი თანხის (ფმ) გადახდით, რომე- ლიც დამოკიდებულია მასალების რაოდენობასა და მათ ფასზე.
წარმოების პროცესისათვის საჭიროა ძირითადი სა- შუალებები (ძს) სამუშაო სათავსოების, მანქანების, მოწ- ყობილობის, ინსტრუმენტების, ხელსაწყოების სახით. თუ ბიზნესმენს ესენი არა აქვს, მაშინ უნდა შეიძინოს ან დროებით მაინც უნდა აიღოს არენდით. წარმოები- სათვის საჭირო ძირითადი საშუალებებისათვის მათ მე- საკუთრეებს უნდა გადაუხადონ ფულადი თანხა, რომე- ლიც დამოკიდებულია ძირითადი საშუალებების რაო- დენობასა და ფასზე. ძირითადი საშუალებების არენდი- სას საზღაური დამოკიდებულია აგრეთვე მათი გამოყე- ნების ვადაზე.
შეძენილი და საკუთარი ძირითადი საშუალებები გამოიყენება წარმოების პროცესში ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მათი ცვეთის კვალობაზე იზრდება წარმოებული საქონლის ღირებულება. ეკონომისტები ამ
160
სიდიდეს ძირითადი საშუალებების ამორტიზაციას უწოდებენ.
წარმოება მოითხოვს სამუშაო ძალას (სძ). ხშირად ეს
არის დაქირავებული მუშაკები, რომელთა შრომა უნდა ანაზღაურდეს. ანაზღაურება დამოკიდებულია დაქირავე- ბულ მუშაკთა რაოდენობაზე, ხელფასის სიდიდესა და სამუშაო დროზე, რომლის განმავლობაში იწარმოებოდა საქონელი. ხარჯები შრომის ანაზღაურებაზე აღნიშნუ- ლია ნახ. 4.1-ზე ფს ასოთი. ამ ხარჯს ემატება თვით ბიზ- ნესმენის ხელფასიც.
ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად იცნობენ ეკონო- მიკასა და ბიზნესს, ხშირად არ ესმით, რატომ უნდა ანაზღაურდეს თვითონ ბიზნესმენების შრომა და ჩაით- ვალოს ბიზნესის ფაქტორებზე გაწეულ ხარჯებში. ზოგ- ჯერ ამ დანახარჯებს ჩართავენ ხოლმე მოგებაში მისი ნაწილის სახით, უწოდებენ რა მას ნორმალურ მოგებას. ბიზნესის რესურსების ნებისმიერი დანახარჯები შედის წარმოების ხარჯებში და უნდა აუნაზღაურდეს რესურ- სების მფლობელს, მესაკუთრეს. მოცემულ შემთხვევაში, მაგალითად, ბიზნესმენი ხარჯავს თავის შრომას და ამისათვის უნდა მიიღოს ანაზღაურება საქონლის გა- ყიდვის ამონაგებიდან (ნავაჭრიდან).
რესურსების აღნიშნულ დანახარჯებთან ერთად გაიწევა სხვა ხარჯებიც, კერძოდ, ინფორმაციის შეძენა- ზე, მასალებისა და მზა პროდუქციის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე, მოწყობილობისა და სათავსების რემონტზე, კავშირგაბმულობის და ბევრ სხვა მომსახუ- რებაზე.
161
საწარმოო ბიზნესის ბოლო სტადიაა საქონლის (ს) გამოშვება, რომელიც იყიდება ან უშუალო მომხმარე- ბელზე, ან სავაჭრო საწარმოებზე (ფირმებზე). ამის შე- დეგად ბიზნესმენი ღებულობს ამონაგებს (ნავაჭრს) სა- ქონლის გაყიდვიდან (ფს), რომელიც დამოკიდებულია წარმოების მოცულობაზე, საქონლის გაყიდვის მოცულო- ბასა და ფასზე, რომლის მიხედვითაც იგი გაიყიდა.
ბიზნესმენის ამოცანა არის ის, რომ წარმოება ანაზ- ღაურდეს, ე. ი. შემოსავალმა (ფს) გადაამეტოს დანახარ- ჯებს (ფმ, ფძ, ფს), დამატებით ხარჯებსა და გადასახა- დებს.
საწარმოო ბიზნესი ყველაზე მეტად დაკავშირებუ- ლია საწარმოს (ფირმის) შექმნის იურიდიულად გაფორ- მების აუცილებლობასთან. ამისათვის საჭიროა მიწის ნაკვეთების, საწარმოო სათავსების, ფართის, ყველა იმ ფაქტორისა და რესურსის არსებობა, რომლებზეც იყო საუბარი საწარმოო ბიზნესის სქემის განხილვისას. მოთ- ხოვნილება ამდენ მრავალფეროვან ფაქტორებზე, პირო- ბებზე, რომელთაგანაც ბევრი ძნელად ხელმისაწვდომია, აფერხებს საწარმოო ბიზნესის განხორციელებას საქარ- თველოში. რასაკვირველია, არის სხვა გარემოებებიც, რომლებიც ხელს უშლიან საწარმოო ბიზნესის განვითა- რებას: შინაგანი სტიმულების არარსებობა და დამწყები ბიზნესმენების კვალიფიკაციის დაბალი დონე, სიძნელე- თა გადალახვის შიში, უფრო ხელსაყრელი საქმიანობისა და შემოსავლის იოლი წყაროების არსებობა.
დღეს ყველაზე კანონზომიერია განვითარდეს სა- წარმოო ბიზნესი, რომელსაც ხვალ და ზეგ ექნება სტა-
162
ბილური წარმატება, შემოსავლები, მოგება დამწყები ბიზნესმენისათვის. ასე, რომ, ვისაც აინტერესებს პერ- სპექტიული საქმე, იგი არჩევანს გააკეთებს საწარმოო ბიზნესზე. როგორც აღინიშნა საქართველოში დაიწყო მოძრაობა _ «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს» _ სახით. ამას უნდა დაემატოს _ «სოფლის მეურნეობა გა- დაარჩენს საქართველოს», რომელსაც ჩვენი ქვეყნისათ- ვის აქვს არსებითი მნიშვნელობა.
ერთხელ კიდევ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოო ბიზნესი არ არის მარტო საწარმოო-ტექნიკუ- რი დანიშნულების სამრეწველო და სასოფლო-სამეურ- ნეო პროდუქციის ან სამომხმარებლო საქონლის გამოშ- ვება. ეს არის კიდევ სამშენებლო სამუშაოები, ტვირთი- სა და მგზავრების გადატანა-გადაყვანა (რომლებიც მო- ნაწილეობენ წარმოების პროცესში), ინფორმაციის წარ- მოება, წიგნების, ჟურნალების, გაზეთების გამოშვება. ფართო გაგებით, საწარმოო ბიზნესი არის ნებისმიერი სასარგებლო პროდუქტის შექმნა, რომელიც აუცილებე- ლია მომხმარებლებისათვის და შეიძლება გაიყიდოს განსაზღვრული ფასით ან გაიცვალოს სხვა საქონელზე.