ბიზნესი და მორალი

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

 

 

ბიზნესის ეთიკასთან და მორალთან დაკავშირებულია მისი კულტურა, ზოგჯერ კი მათ აიგივებენ ერთმანეთთან. ბიზნესის კულტურას ხშირად უკავშირებენ წარმოდგენას ბიზ- ნესმენთან ქცევის წესისა და ფასეულობების შესახებ. კულ- ტურის ცნებაში აისახება ადამიანთა აღზრდა, განათლება, სულიერი სამყარო, მათი უნარი, შეითვისონ ადამიანისეული ცივილიზაციის მიღწევები. კულტურა ახასიათებს საზოგა- დოების სულიერი განვითარების დონეს, მის იდეალებს, ადამიანებთან კონტაქტში შესვლის უნარს (კომუნიკაბელო- ბას).

ბიზნესის კულტურა გულისხმობს ბიზნესოპერაციების ერთმანეთთან ურთიერთკავშირის ატმოსფეროს, მოპყრობა- დამოკიდებულების ხასიათს, ერთგულებას თავისი ფირმი- სადმი, ბიზნესის, მისი პროდუქტის ხარისხს. თანამედროვე წარმოდგენით ბიზნესის კულტურა ერთ მთლიანობაში აერ- თიანებს ბიზნესის ცალკეული მონაწილეების კულტურას და მთლიანად ბიზნესმოქმედებათა კულტურას, რომელსაც ზოგჯერ ფირმის კულტურას უწოდებენ.

განასხვავებენ ფირმის შიგა და გარე კულტურას. შიგა კულტურა ახასიათებს საქმის მონაწილეთა შორის ურთიერ-

 

436

 

თობებს, ქცევის წესსა და სტილს მათ ურთიერთობაში ფირ- მის შიგნით. გარე კულტურა ასახავს ბიზნესმენების მიმწო- დებლებთან, მომხმარებლებთან (მყიდველებთან) და სხვა პი- რებთან კულტურულ ურთიერთობათა პრინციპების დაცვას, რომლებთანაც წარმოიშობა კონტაქტები ბიზნესოპერაციების განხორციელების პროცესში. კულტურა შეიძლება იყოს ღია და დახურული. ღიას უწოდებენ ბიზნესმენთა საჯარო, საყო- ველთაო დათვალიერებაზე გამოტანილ, საჩვენებელ კულ- ტურას. დახურული (ჩაკეტილი) კულტურა წარმოადგენს ბიზნესმენთა ქცევის არააფიშირებულ, ჭეშმარიტ წესს.

ბიზნესის სფეროში ქცევის კულტურა ძირითადად აღი- არებულია საზოგადოებაში, მაგრამ იგი არ არის წერილობით ჩამოყალიბებული და ოფიციალურად გამოცხადებული ქცე- ვის ნორმის მოთხოვნათა სახით, რომლებიც ათვისებულია ბიზნესმენების მიერ.

ბიზნესის კულტურას გააჩნია სამი მხარე:

1) ბიზნესმენის შეხედულება ბიზნესის ფასეულობათა შესახებ. თითოეულ ბიზნესმენს გარკვეულად აქვს წარმოდგენილი ბიზნესის მიზნები და ფლობს ფასე- ულობათა საკუთარ სკალას, რომლის შესაბამისად იგი მსჯელობს მომხმარებლების, კლიენტების, მის სა- ქონელზე მოთხოვნის, საქონლის ხარისხის, მოსა- ლოდნელი შემოსავლებისა და მოგების შესახებ;

2) ფასეულობათა შესახებ წარმოდგენიდან გამომდინა- რე, დადგენილი ქცევის წესები და ნორმები ბიზნე- სოპერაციათა დაგეგმვისა და ჩატარებისას. მაგალი- თად, დიდი შემოსავლების მომტანი კლიენტების პირველი კლასის მომსახურების წესი შეიძლება შედგებოდეს მათთან კონტაქტების შენარჩუნების, მათი სურვილების გამოვლინების, მათთვის საჭირო

 

437

 

საქონლის აქტიური შეთავაზების, გაყიდვისშემდგომი მომსახურებისაგან;

3) ბიზნესმენის კონკრეტული ქცევა ბიზნესოპერაცია-  თა შესრულებისას, რომლის პროცესში იგი პრაქტი- კულად ანხორციელებს შემუშავებულ კულტურუ- ლი ქცევის წესებსა და ნორმებს.

ბიზნესის კულტურას საერთო ნიშნებთან ერთად აქვს ნათლად გამოსახული დარგობრივი ხასიათი. მაგალითად, გამოყოფენ წარმოების კულტურას, ვაჭრობის კულტურას, მომსახურების კულტურას, კორპორაციულ კულტურას. აღ- სანიშნავია ის, რომ ბიზნესის კულტურა არ ყალიბდება ცალ- მხრივად, არ არის დამოკიდებული მხოლოდ თვით ბიზნეს- მენზე. მასში შეხამებულია ერთ მთლიანობაში გაერთიანე- ბით ფირმის, მისი მუშაკების, ბიზნესოპერაციის მონაწილეე- ბის, ფირმის კლიენტების (მყიდველების) კულტურა.

საქართველოს განვითარებად ბიზნესში აშკარად ჩანს საერთო კულტურის ზოგიერთი ნაკლოვანება, რაც ვლინდე- ბა არა მარტო ცალკეული ბიზნესმენის ინდივიდუალურ ქცევაში, არამედ მთლიანად ბიზნესის სფეროში. მაგალითად, შეიჩნევა უმთავრესად გატაცება სავაჭრო და საშუამავლო ბიზნესით, მაშინ როდესაც საწარმოო ბიზნესს უკავია მცირე ადგილი ფასეულობათა სკალაში. ბიზნესმენები ამჯობინებენ მოგების რაც შეიძლება სწრაფად მიღებას, თუნდაც მცირე ოდენობით, დიდი მოგების მიღების გრძელვადიანი ლოდი- ნის ნაცვლად.

ფართოდ  გავრცელებულია  ბრმა  იღბლის  რწმენა,  .  წ.

«ლატარიის ბედი». ადამიანები მზად არიან ჩადონ (დააბან- დონ) ფული ნებისმიერ საქმეში, რომელიც არ საჭიროებს პირდაპირ მონაწილეობას, მაგრამ მოსალოდნელია სავარაუ- დო მოგების მიღება დაპირებების საფუძველზე. ხშირად ასე-

 

438

 

თი საქმის ინიციატორებისა და ორგანიზატორების მცირე ჯგუფი და მათთან დაახლოებული «შემთხვევითი წარმატე- ბის რაინდთა»72 ჯგუფი იჯიბავენ სოლიდურ თანხას ყველა დანარჩენი მონაწილის ხარჯზე. ასეთი სიტუაციის მოწმე გახდა საქართველოს ბევრი მოქალაქე ბანკებში ანაბრების შე- ტანისას ტელევიზიისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა სა- შუალებებით არარეალური რეკლამირების საფუძველზე.

ბუნებრივია, რომ უნდა გავიდეს განსაზღვრული ხან- გრძლივი დრო და დაგროვდეს გამოცდილება მაღალი კულ- ტურის ფორმირებისათვის საქართველოს ბიზნესის სფერო- ში.

 

 

ცნებებს «ეთიკა», «მორალი», «ქცევის კულტურა» უპირა- ტესად მიაკუთვნებენ ადამიანთა შორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა (საერთაშორისო ბიზნესის) სფეროს. გარკვე- ულწილად მათ აკავშირებენ აგრეთვე სამსახურებრივ ურთი- ერთობებთან სახელმწიფოებრივ ორგანიზაციებში. ჩვენი მო- ქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ ბიზნესის სფეროში მორალი, ეთიკა, კულტურა აუცილებლობას არ წარმოადგენენ. უკეთეს შემთხვევაში, მიაჩნიათ, რომ ცალკეუ- ლი ბიზნესმენები ხელმძღვანელობენ მორალის პრინციპე- ბით, როდესაც გამოდიან ქველმოქმედისა და სპონსორის როლში.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სწორედ ბიზნესმენისათ- ვის აუცილებელია პატიოსანი ადამიანის იმიჯი, რომელიც ხელმძღვანელობს ყოველდღიურ ცხოვრებაში მაღალი მორა- ლური პრინციპებით. მაგრამ ეს უნდა იყოს არა  მოჩვენები- თი, არამედ რეალური სახე, რაც დასტურდება ადამიანისეუ- ლი, რელიგიური, საზოგადოებრივი მორალის ნორმების მკაცრი დაცვით. სამწუხაროდ, ქართველ ბიზნესმენთა დიდმა ნაწილ- მა ჯერჯერობით ვერ გააცნობიერა, რომ ბიზნესში ქცევის მო- რალურ-ეთიკური პრინციპები და კულტურა მუდმივი, გრძელვადიანი წარმატების საწინდარია, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მოტყუებით მოპოვებულ მოგების სიხარულთან შედარებით.

მოგების მაქსიმიზაციისაკენ სწრაფვა კანონის ფარგლებ- ში კარგად უნდა იყოს შეხამებული ისეთ ფასეულობასთან როგორიცაა ალტრუიზმი. ალტრუიზმი გულისხმობს უანგარო

428

 

ზრუნვას სხვისი კეთილდღეობისთვის, მზადყოფნას სხვას შესწირო თავისი პირადი ინტერესები. ბიზნესის სფეროში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სოციალური პასუხის- მგებლობის ცნება, რაც უშუალო კავშირშია სწორი ქცევის არ- ჩევანთან. სწორედ ეთიკას აქვს საქმე პრინციპებთან, რომლე- ბიც განსაზღვრავენ სწორ და არასწორ ქცევას.

თანამედროვე გაგებით მორალი წარმოადგენს ადამიან- თა ქცევის პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობას საზოგა- დოებაში. ამასთან, მხედველობაში მიიღება არა მარტო წმინდა საყოფაცხოვრებო, არამედ საყოფაცხოვრებო, შრომითი ქცე- ვაც. მორალი ახასიათებს ადამიანურ ურთიერთობათა კულ- ტურასა და ზნეობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ თუ ადამიანთა ქცევის ბევრი სამოქალაქო ნორმა მკაცრად განსაზღვრულია კანონებით, ხოლო სამსახურებრი- ვი ქცევის ნორმები _ დებულებებითა და ინსტრუქციებით, მორალური ნორმები ემყარება არაიურიდიულ დოკუმენ- ტებს. მათი საფუძველია სინდისი და პატიოსნება. მორალი არის მთავარი ღირსება, რომელიც ახასიათებს ადამიანთა კა- ცობასა და წესიერებას, იგი ძნელია თავს  მოახვიო  ვინმეს,  იგი უნდა მომდინარეობდეს შიგნიდან, გულიდან, და ემყა- რებოდეს საკუთარ რწმენას.

ბიზნესისა და მორალის კავშირი  გამომდინარეობს თვით ბიზნესის არსიდან. ბიზნესი, ბუნებრივია, გულისხმობს მუდმივ კონტაქტებს, ურთიერთობებს, მოლაპარაკებებს, შე- თანხმებებს მრავალ ადამიანთან. როგორც ცნობილია, ბიზ- ნესმენის მოქმედებათა ორბიტაში მოქცეულია პარტნიორთა, დაქირავებულ მუშაკთა, საქონლის მიმწოდებელთა და მომ- ხმარებელთა მეტად დიდი რაოდენობა. ყველა მათთან და თითოეულთან ცალ-ცალკე უნდა დამყარდეს ურთიერთობე- ბი, რომლებიც დაფუძნებულია არა მხოლოდ და არა იმდე-

 

429

 

ნად იურიდიულ დოკუმენტებზე, რამდენადაც რწმენაზე, ურ- თიერთნდობაზე. ამასთან შეიძლება ენდო მხოლოდ იმ ადა- მიანებს, რომლებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამი- ანისეული მორალის პრინციპები.

ბიზნესი მოიცავს ადამიანებს შორის საქონლით, ფუ- ლით, მომსახურებით, საქმიანობის შედეგებით, რესურსებით გაცვლის ფართო სპექტრს. სამართლიანი გაცვლის განმსაზ- ღვრელი პრინციპია მისი ეკვივალენტობა, ტოლფასიანობა გაცვლაში მონაწილე ორივე მხარისათვის. ამ წესის წმინდა დაცვა უნდა იყოს პატიოსანი ბიზნესის პირველი პრინციპი. ეკვივალენტური გაცვლისას არცერთი მისი მონაწილე არ ზა- რალობს. უფრო მეტიც, თითოეული იგებს, მაგრამ არა სხვის ხარჯზე, არამედ იმის შედეგად, რომ მას უფრო სჭირდება ის პროდუქტი, რომელსაც იგი იძენს თავისი პროდუქტის გაც- ვლით.

სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბიზნესისათვის სიტყვა «პატიოსანის» დამატება ზედმეტია იმ თვალსაზრისით, რომ მოტყუება უც- ხოა მისთვის. საქმე ის არის, რომ ბიზნესი ინიციატივიანი, დამოუკიდებელი, საკუთარი საშუალებებისა და რისკის სა- ფუძველზე განხორციელებული საქმიანობაა მოგების მისაღე- ბად. მოგება კი წარმოიშობა ბუნებრივად, როდესაც ბიზნესის დანახარჯები მცირეა შექმნილი საქონლის საბაზრო ფასთან შედარებით. ამრიგად, ცხადია, რომ ბიზნესის არცერთი ნიშა- ნი არ არის დაკავშირებული მოტყუების აუცილებლობასთან, უპატიოსნო ქცევასთან, მორალის ნორმების დარღვევასთან.

ბიზნესი თავისი არსით პატიოსანია, რასაც ადასტუ- რებს ამ სფეროში უამრავი გარიგებების განხორციელება ჯენ- ტლმენური შეთანხმებით რაიმე დოკუმენტებში ფიქსაციის გარეშე. უფრო მეტიც, ბევრი გარიგება ბიზნესის მონაწილე-

 

430

 

ებს შორის იდება პირდაპირ მოწმეთა გარეშე. ასეთ შემთხვე- ვაში ერთადერთი გარანტიაა ბიზნესის მონაწილეთა პატიოს- ნება და წესიერება. არსებობს ასეთი გამოთქმა: «სიტყვის ფა- სი» და ეს ფასი უნდა იყოს ყველაზე მყარი. სიტყვა მიეცი _ შეასრულე იგი. ცნობილია ქართული ანდაზა: «სიტყვის გა- ტეხას თავის გატეხა სჯობიაო».

ბიზნესი რომ უნდა იყოს თავისი ბუნებით პატიოსანი,  არ გამორიცხავს უპატიოსნო ბიზნესის ფაქტების არსებობას. სამწუხაროდ, ზოგიერთი ბიზნესმენის სურვილია შემოსავა- ლი და მოგება მიიღოს არა მომხმარებელთა მოთხოვ-ნილე- ბების დაკმაყოფილების, არამედ მოტყუების, უპატიოსნობის გზით. ასეთი ბიზნესმენებისათვის არ არსებობს არც ადამია- ნური, არც რელიგიური, არც მოქალაქეობრივი, საზოგადოებ- რივი მორალი. პირიქით, მათი მორალია მოტყუება, მომხვე- ჭელობა, მექრთამეობა, ქურდობა.

უპატიოსნობა და არაკეთილსინდისიერება ბიზნესში ყველაზე მეტად დამახასიათებელია ბიზნესის დაწყების ად- რეული სტადიისათვის და მოწმობს, უპირველეს ყოვლისა, მის მოუმწიფებლობაზე, არასრულყოფილებაზე. დამწყებ ბიზნესმენს ძალიან სჭირდება პირველდაწყებითი, სასტარტო კაპიტალი. ამ კატეგორიის ადამიანებში ჩნდება აზრი, თით- ქოს საჭირო კაპიტალის შოვნის მიზანი ამართლებს მისი მი- ღების ნებისმიერ საშუალებებს. ამის გამო მერყევი მორალის ადამიანები ხდებიან უპატიოსნო ბიზნესის მონაწილეები. აუ- ცილებელი სახსრების უქონლობა არ უნდა გახდეს უპასტი- ოსნო ბიზნესის არსებობის გამართლების საბაბი. სავსებით შესაძლებელია ბიზნესის დაწყება სათანადო მორალურ-ეთი- კური პრინციპების საფუძველზე.

ამორალურ  ბიზნესთან  ბრძოლა  და  მისი გავრცელების

თავიდან    აცილება    წარმოადგენს    მწვავე  საზოგადოებრივ

 

431

 

პრობლემას. საქართველოს პირობებში იგი გართულებულია იმით, რომ საბჭოური სისტემა ახლო წარსულში ბოჭავდა ყოველგვარ სამეურნეო ინიციატივას და ბევრმა ადამიანმა თავისუფლება გაიგო თავისებურად: ბიზნესის სფეროში მიზ- ნის მისაღწევად ყველა საშუალება მისაღებია.

პატიოსანი, ჯანსაღი ბიზნესის განვითარებისათვის შე- საბამისი კანონმდებლობის სრულყოფასა და დახვეწასთან ერთად, აუცილებელია მორალური პასუხისმგებლობის გრძნობის აღზრდა ადამიანებში, დაწყებული საბავშვო ასაკი- დან. ადამიანი, რომელშიც ღრმადაა გამჯდარი სამართლიანო- ბის რწმენა და აღზრდილია უპატიოსნო საქციელისათვის სირცხვილის გრძნობით, ხელ-მძღვანელობს ათ მცნებაში და- ფიქსირებული რელიგიური პრინციპებით, ვერ მოაწყობს თა- ვის ბიზნესს სხვათა მოტყუებაზე.

ბიზნესის როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის ნაწი- ლის ბუნებრივი ევოლუცია, რომელიც ემყარება ეკონომიკური კულტურის პროგრესს, მოწმობს, რომ ბიზნესი უნდა იყოს და- კავშირებული ზნეობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესს არ ექნება მომავალი.