ბიზნესის სტუმულაცია

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

 

პოფესიული ბიზნესის მასტიმულებელ პრინციპებს

განეკუთვნებიან

Ø  წარმატების      ფორმების      მრავალფეროვნების პრინციპი;

Ø ბიზნესში წარმატების ბიზნესმენების საქმიანო-

ბის შედეგებთან შესაბამისობის პრინციპი;

Ø «დაიჭირო წარმატება» მზადყოფნის პრინციპი;

Ø მოტივების მრავალფეროვნების პრინციპი;

Ø ბიზნესში ეგოისტური და საზოგადოებრივი ინ- ტერესების შეხამების პრინციპი.

ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცნე- ბაა წარმატება. იგი წარმოადგენს ბიზნესის ყოველი სუ- ბიექტის საქმიანობის საბოლოო მიზანს. ბიზნესის სუ- ბიექტის წარმატება არის მისი საქმიანობის უმაღლესი

103

 

მიღწევა, მის მიერ თავისი კონკურენტუნარიანობის პო- ტენციალის და თავისი მისიის შესრულების ყველაზე სრული რეალიზაცია. წარმატების ცნებასთან დაკავში- რებულია ისეთი მნიშვნელოვანი ცნებები, როგორიცაა სარგებლიანობა ბიზნესიდან და  ეფექტიანობა  ბიზნეს– ში. ბიზნესი ეფექტიანია, თუ ბიზნესმენთა ძალისხმევა მიმართულია წარმატებისაკენ. ამასთან ერთად ყოველი ბიზნესი ხდება წარმატებული, თუ იგი უზრუნველ- ყოფს სარგებლიანობას (სარფას). ბიზნესის სახის, პარ- ტნიორების და გარიგების ხასიათის არჩევა ყოველთვის განპირობებულია სარგებლიანობით. რამდენადაც ბიზ- ნესმენები სარგებელს (მოგებას) ღებულობენ მეტოქეო- ბის შედეგად, მოგების მიღებას ხშირად აღწევენ კონკუ- რენტების, კონტრაგენტების და მომხმარებლების ხარ- ჯზედაც კი. ასეთ სარგებელს უწოდებენ ცალმხრივ სარ– გებელს. მაგრამ ბიზნესი შეიძლება განვითარდეს მყა- რად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტიპური მოვ- ლენაა ბიზნესის სუბიექტების ურთიერთსარგებლიანო– ბა, ან მრავალმხრივი სარგებლიანობა (მაგალითად, გა- რიგებების მონაწილეების ან პარტნიორების).

ყოველი წარმატება ბიზნესში შეიძლება განისაზ-

ღვროს რაოდენობრივად წარმატების მეტრიკების დახ- მარებით. ჩვეულებრივად ისინი გამოიხატებიან ბიზნე- სის ეფექტიანობის ან ბიზნესის წარმოებაზე დანახარჯების სარგებლიანობის სხვადასხვა მაჩვენებლების საშუალე- ბით. წარმატებები სხვადსხვა გარემოებათა მიხედვით შე- იძლება იყოს:

Ø მიმდინარე (შუალედური) და საბოლოო;

104

 

Ø მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვა- დიანი;

Ø დამსახურებული და დაუმსახურებელი. წარმატება ჩაითვლება გამართლებულად მხოლოდ

იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილია ორი მთავა- რი ამოცანა: 1) ბიზნესმენი აღწევს თავისი საქმიანობის შედეგების საზოგადოებრივ აღიარებას; 2) ეძლევა წარმა- ტების შანსი კონკურენციაში. გამარჯვება კონკურენციაში საზოგადოებრივი აღიარების ფონზე ნიშნავს, რომ ბიზ- ნესის მოცემულმა სუბიექტმა საუკეთესოდ შეძლო კონ- კურენტუნარიანობის თავისი პოტენციალის რეალიზება და პირობების შექმნა მისი შემდგომი განმტკიცებისათ- ვის.

ბიზნესის სუბიექტების წარმატებაში განსახიერდე- ბა მათი იდეალი _ ბიზნესში უმაღლესი მიღწევის სახე, რომელიც იქმნება თითოეული მათგანის წარმოდგენა- ში, ვიდრე ისინი შეუდგებოდნენ საქმის წარმოებას, მი- სიის ფორმულირების პროცესში. ბიზნესის სხვადასხვა სუბიექტს უყალიბდება საკუთარი იდეალი (საქმიანი კომუნიკაციების სიმყარე, შემოსავლებისა და მოგების მაღალი დონე, პოზიტიური საქმიანი და საზოგადოებ- რივი რეპუტაცია და ა. შ.). ბიზნესის ამ სუბიექტებისათ- ვის, შესაბამისად, განსხვავებულია წარმოდგენები ბიზ- ნესის წარმატებების, წარმატების მიღწევის გზების, სარ- გებლიანობისა და ეფექტიანობის შესახებ. ყოველივე ეს განაპირობებს ადამიანთა მოტივების მრავალფეროვნე- ბას ბიზნესის დასაწყებად, რომელთა შორის გამოყოფენ

 

105

 

ეკონომიკურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ჰუმანურ მოტივებს.

თითოეული ბიზნესმენი მიისწრაფვის წარმატები- საკენ, ხელმძღვანელობს რა საკუთარი წარმოდგენებით წარმატების, ბიზნესის სარგებლიანობისა და ეფექტია- ნობის და მოტივების საკუთარი იერარქის შესახებ. ბიზ- ნესმენების ერთი ნაწილი მიისწრაფვის მხოლოდ შემო- სავლების მაქსიმიზაციისაკენ ნებისმიერი საშუალებე- ბით. მეორე ნაწილი კი, აყალიბებს რა ბიზნესის სტრა- ტეგიულ მიზნებს, ხელმძღვანელობს ფინანსურ და ქო- ნებრივ მოტივებთან ერთად აგრეთვე ეთიკური, ფილო- სოფიური, სოციალური, ესთეტიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური მოტივაციებით.

საბოლოო წარმატება ბიზნესის სფეროში ყოველ- თვის დაკავშირებულია იდეალის სრულ განსახიერებას- თან. აქეთკენ მიისწრაფვის ნებისმიერი ბიზნესმენი. მაგ- რამ სინამდვილეში იდეალის მიღწევა ხშირად შეუსრუ- ლებადია სხვადასხვა მიზეზების გამო. თვით იდეალი შეიძლება აღმოჩნდეს სათანადოდ და კორექტულად გა- მოხატული. იგი შეიძლება, პირიქით, საკმარისად იყოს განსაზღვრული, მაგრამ იყოს ფანტასტიკური. დაბო- ლოს, გზა იდეალისკენ ხშირად აღმოჩნდება გართულე- ბული კონკურენტების მოქმედებებთან, უპასუხისმგებ- ლო პარტნიორების, მერყევი კლიენტების საქმიანობას- თან დაკავშირებით და აგრეთვე საგანგებო საზოგადო- ებრივ-პოლიტიკური და ბუნებრივი მიზეზების გამო. ამიტომ ძალიან ხშირად, სახავენ რა გზას იდეალისაკენ, ბიზნესის სუბიექტები კმაყოფილდებიან არა საბოლოო,

106

 

არამედ მიმდინარე (შუალედური) წარმატებით. წარმა- ტება ცხადდება მიმდინარედ, რამდენადაც მის მიღწე- ვასთან არ არის დაკავშირებული ბიზნესის სუბიექტე- ბის მიერ თავისი საბოლოო მიზნების შესრულება. ბიზ- ნესმენის მიმდინარე წარმატებას აგრეთვე უწოდებენ შუალედურს, რამდენადაც იგი განიხილება როგორც სა- ფეხური საბოლოო წარმატების მიღწევისაკენ, რომელიც სინამდვილეში შეიძლება არასდროს იყოს მიღწეული. მიმდინარე წარმატების მიღწევა ითვლება ბიზნესის თანმიმდევრული განვითარების მნიშვნელოვან პირო- ბად. წარმატების გრძელვადიანი ხასიათი მოწმობს ბიზ- ნესის სუბიექტების კონკურენტუნარიანობის განვითა- რების განსაკუთრებით მაღალ დონესა და ბიზნესის შე- დეგების მაღალ შეფასებას გარემოცვის მხრივ. როგორც წესი, წარმატების გრძელვადიანი ხასიათი დამახასია- თებელია ბიზნესის ლიდერებისათვის, რომლებიც დო- მინირებენ ბიზნესის არჩეულ სფეროებში. ასეთებია მსოფლიო ბიზნესის ლიდერები: «ჯენერალ მოტორსი»,

«ფორდ მოტორსი», «ტოიოტა მოტორსი» (საავმტომობი- ლო მრეწველობა), «ექსონ მობილი» (ნავთობქიმია), «ჯენე- რალ ელექტრიკი» (მრავალპროფილიანი ელექტრონული კორპორაცია) და სხვ.

წარმატება _ წარუმატებლობის (იღბლიანობა _ უიღბლობის) ფაქტორის არსებობა აიძულებს ბიზნესმე- ნებს იმოქმედონ იმგვარად, რომ ისინი მუდამ იყვნენ მზად «დაიჭირონ წარმატება», . ი. გამოიყენონ ხელსაყ- რელი გარემოებათა დამთხვევა. «წარმატების დაჭერის» უნარი დამახასიათებელია გონიერი, გერგილიანი, მა-

107

 

ნევრული ადამიანებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსების, აგრეთვე კონკურენტუნარიანობის მთელი პოტენციალის სწრაფი მობილიზება წარმატების მისაღწევად რისკისა და გან- საკუთრებულობის ვითარებაში. შესაბამისად, «წარმატე- ბის დაჭერის» უუნარობა ბიზნესმენთა სერიოზული კონკურენტული ნაკლოვანებაა, რომელიც ხშირად ხელს უშლის მათ მიაღწიონ წარმატებას ბიზნესში. ბიზნესმე- ნები, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ იციან «წარმატე- ბის დაჭერა», იმსახურებენ არა მარტო თანაგრძნობას, არამედ სამართლიან კრიტიკულ შეფასებასაც, ვინაიდან წარუმატებელი საქმიანობა ხშირად კანონზომიერი შე- დეგია იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ პროფესიული უნარები და კომპეტენციები.