ბიზნესის ევოლუციური პრინციპები

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

 

ბიზნესის ევოლუციური პრინციპებია:

Ø ბიზნესის უფრო მარტივი ფორმებიდან უფრო

რთულ ფორმებისაკენ თანმიმდევრული განვი- თარების პრინციპი;

Ø ბიზნესის ისტორიული სპეციფიკის პრინციპი საბაზრო ეკონომიკაში;

Ø  კაპიტალის     პირველდაწყებითი     დაგროვების

პრინციპი.

ბიზნესი წინააღმდეგობრივი მოვლენაა, მაგრამ ის- ტორიულად არაწარმავალია. შეუძლებელია ბიზნესის გაუქმება, როგორც ვარაუდობენდნენ ბიზნესის კრიტი- კული კონცეფციის მომხრეები. ისტორიამ არ იცის ბიზ- ნესის ლიკვიდაციის არც ერთი წარმატებული ცდა. პი- რიქით, ბიზნესი მუდმივად ვითარდება უფრო მარტივი ფორმებიდან უფრო რთული ფორმებისაკენ. თანამედ- როვე საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა ადამიანთა სა- ზოგადოების ევოლუციის შედეგად. კერძოდ, ბიზნესის მარტივი ფორმებიდან რთული ფორმებისაკენ ხან-

115

 

გრძლივი ევოლუციის პროდუქტია. კატეგორია «ბა- ზარს» გააჩნია სხვადასხვა მნიშვნელობა. ბაზარი უპირ- ველეს ყოვლისა ბიზნესის სუბიექტების უშუალო ურ- თიერთმოქმედების სფერო და გარიგებების განხორციე- ლების ადგილია (როგორც წესი, ვაჭრობის ადგილი, მოთხოვნისა და მიწოდების დაკავშირება).

საბაზრო გარიგებები შეიძლება ჩატარდეს ფიზიკუ- რად, და მაშინ ბაზრის მაგალითად გამოდგება ყველა- სათვის ცნობილი სასურსათო ან სამშენებლო მასალე- ბის ბაზარი. მაგრამ გარიგებები შეიძლება განხორციელ- დეს უნაღდო ფულადი ანგარიშსწორების, აგრეთვე კომუ- ნიკაციის თანამედროვე საშუალებების (ტელეფონი, ფაქ- სი, ტელექსი, ტელეკომუნიკაციური სისტემები, ინტერ- ნეტის გლობალური ქსელის ჩათვლით) გამოყენებით.

ბაზარი განიხილება როგორც საზოგადოების ცივი- ლიზებულობის თანამედროვე დონის შესაბამისი ბიზ- ნესის სუბიექტების საქმიანი ურთიერთმოქმედების წე- სი. მისი ნიშნებია ელექტრონული კომერცია, სატელევი- ზიო და სატელეფონო მაღაზიები, საკრედიტო და სადე- ბეტო პლასტიკური ბარათები, რომელთა დახმარებით შეიძლება შესრულდეს ნებისმიერი ფულადი ანგარიშ- სწორება, და მრავალი სხვა. ბაზარი წარმოადგენს მრა- ვალსექტორულ წარმონაქმნს. ბაზრის სექტორები მისი ნა- წილებია, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ბიზნესის ობიექტების თავისებურებათა მიხედვით. ასე- თი სექტორებია წარმოების საშუალებების, მოხმარების საგნების, სამუშაო ძალის, მომსახურების, ინფორმაციის, ინტელექტუალური შრომის პროდუქტების, ინვესტიცი-

116

 

ების, ფასიანი ქაღალდების ბაზრები. ბაზრის ყველა ეს სექტორი დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამასთან ურ- თიერთობებს, რომ-ლებიც ყალიბდებიან თითოეულ მათგანზე, გააჩნიათ თავისებურებები, რომლებიც განპი- რობებულია განსხვავებებით ბიზნესის სახეების მიხედ- ვით.

ბაზრის სექტორებთან ერთად გამოყოფენ მის სეგ- მენტებს. ბაზრის სეგმენტი39 ბაზრის ნაწილია, რომელიც შექმნილია მომხმარებელთა მოლოდინების კრიტერიუმე- ბის მიხედვით. ბიზნესის ერთი და იგივე სუბიექტი, ემ- სახურება მომხმარებლებს, რომლებსაც გააჩნიათ სხვა- დასხვა ასაკი, სქესი, სამომხმარებლო ტრადიციები და სხვ. მომხმარებელთა თითოეული ჯგუფი აყალიბებს ბაზრის სეგმენტს, რომლის არსებობას ანგარიში უნდა გაუწიონ ბიზნესმენებმა. ბაზრის  სეგმენტს,  რომელიც არ არის ათვისებული ბიზნესის სუბიექტების მიერ, უწოდებენ საბაზრო (ბაზრის) ნიშას. საბაზრო ნიშების მოძებნა და ათვისება კონკურენტი ბიზნესმენების ძი- რითადი პრაქტიკული ამოცანაა, რომლებიც მიისწრაფ- ვიან ბაზარზე თავიანთი მდგომარეობის განმტკიცები- საკენ.

ბაზრის ერთ-ერთი დანიშნულებაა ის, რომ იგი წარმოადგენს ბაზრის სუბიექტების საქმიანობით გაც- ვლის სფეროს. თუ საქმიანი ურთიერთობები მოიცავენ ბიზნესის სუბიექტების საბაზრო კომუნიკაციებს, მათ უწოდებენ საბაზრო ურთიერთობებს. ბაზარი ადამია-

39 bazari da bazris segmentacia marketingis Seswavlis sakiTxia.

117

 

ნებს შორის საზოგადოებრივი კავშირის ფორმაა, რომ- ლებიც აკეთებენ (ეწევიან) ბიზნესს მთელ მსოფლიოში. გამოყოფენ ბიზნესის ორ საბაზრო ფორმას. საქმიანობის შედეგებით გაცვლა ხორციელდება:

Ø ნატურალური (ბარტერული, ფულის გარეშე) საქონელგაცვლის საშუალებით. ამ შემთხვევაში დომინირებს ბიზნესის მარტივი სასაქონლო (ბარტერული) ფორმა;

Ø ან საქონლის ყიდვა-გაყიდვის (საქონელმიმოქცე- ვის) საშუალებით, . ი. ფულის გამოყენებით. ამ შემთხვევაში დომინირებს ბიზნესის სასაქონ- ლო-ფულადი ფორმა.

ეკონომიკის ტიპი, რომელშიც ბიზნესის სასაქონ- ლო-ფულად ფორმას გააჩნია გაბატონებული მნიშვნე- ლობა, ცნობილია საბაზრო ეკონომიკის სახელწოდებით. ქვეყნებს, რომლებშიც გაბატონებულია (ჭარბობს) ბიზ- ნესის მოცემული ფორმა, უწოდებენ საბაზრო ეკონომი– კის ქვეყნებს. საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ბიზნესი- სათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

Ø ბიზნესის თითოეული სუბიექტის  ეკონომიკუ- რი თავისუფლება, რაც შესაძლებელია მხოლოდ იძულებითი შრომის ფორმების არარსებობისას;

Ø ბიზნესის სფეროში ყველა ადამიანის უფლება- უნარიანობის _ უნარის არსებობა იყოს ბიზნეს- მენი და ბიზნესის მფლობელი კანონიერ საფუძ- ველზე;

Ø სასაქონლო-ფულადი ბაზრის აბსოლუტური დომინირება გარიგებათა ბაზარზე;

118

 

Ø საკუთრების ყველა ტიპის თანასწორობა;

Ø საქონლის, მომსახურების, სამუშაოთა ეროვნუ- ლი და მსოფლიო ბაზრების რეგულირება ბიზ- ნესის სტაბილური განვითარებისთვის.

საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ნებისმიერი ადამი- ანი არის არა მარტო მოხმარების საგნებისა და თავისი სამუშაო ძალის მესაკუთრე, მას საკმაოდ მარტივად შე- უძლია გახდეს  წარმოების  საშუალებების  მესაკუთრე და ბიზნესის მფლობელი. ამისათვის საკმარისია, მაგა- ლითად, შეიძინოს რომელიმე ფირმის აქციები ან აქციე- ბის პაკეტი ან გახდეს კერძო, კოლექტიური ან წილობ- რივი ფირმის (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზო- გადოების) დამფუძნებელი. ამ მხრივ არანაირ პრინცი- პულ დაბრკოლებას არ შეიცავს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების კანონმდებლობა.

ბიზნესის სასაქონლო-ფულადი ფორმისთვის დამა- ხასიათებელია ისეთი კატეგორიები, როგორიცაა ფასი, მოგება და კაპიტალი. ფასი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულების ფულადი გამოხატულებაა. მის სიდიდეზე გავლენას ახდენს ხარჯების სიდიდე, რომ- ლებიც ხმარდება საქონლის წარმოების, ტრანსპორტი- რებისა და რეალიზაციის პროცესს, აგრეთვე თანაფარ- დობა საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მიწოდებასა და მათზე მოთხოვნას შორის. მოგება ბიზნესისაგან შე- მოსავლის ნაწილის (შემოსავლიდან დანახარჯების გა- მოკლებით) ფულადი ფორმაა. მოგების მიმღებები არი- ან მხოლოდ ბიზნესის სუბიექტები. კაპიტალი ეკონომი- კური კატეგორიაა, რომელიც გამოხატავს ბიზნესის ამა

119

 

თუ იმ სუბიექტის საკუთრების ობიექტების ფულად შე- ფასებას. კაპიტალად იქცევა საკუთრების ის ობიექტები, რომლებიც გამოიყენება ბიზნესში. საკუთრების ასეთ ობიექტებს მიეკუთვნებიან უძრავი ქონება, მოძრავი ქო- ნება, ფულადი დაგროვება. ბიზნესის სუბიექტების მო- გების ნაწილს, რომელიც არ გამოიყენება პირადი მოხ- მარებისათვის, არამედ გადაიქცევა საკუთრების ობიექ- ტებად, რომლებიც გამოიყენება ბიზნესის შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისათვის, უწოდებენ კაპი- ტალის დაბანდებას (კაპიტალდაბანდებას) ანუ ინვეს– ტიციას.

ბიზნესის სასაქონლო-ფულადმა ფორმამ დაიწყო გაბატონებულ ფორმად გადაქცევა გასული საუკუნის მხოლოდ შუა პერიოდში. ეს გადასვლა განპირობებული იყო იმით, რომ აღნიშნულ ისტორიულ პერიოდში გან- ვითარებული ქვეყნების მოსახლეობამ მიიღო ბიზნესში მონაწილეობის შესაძლებლობა ბიზნესის იურიდიუ- ლად დამოუკიდებელი პირის სახით შრომის საზოგა- დოებრივი დანაწილების მეოხებით.