ბიზნესის განვითარების პირობები
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
ბიზნესის გარემოში იგულისხმება სხვადასხვა ხასიათის პირობათა (ფაქტორთა) ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნესის განვითარების მიმართულებებზე, მის ტემპებსა და მასშტაბებზე. ნებისმიერი პროფილის ფირმას უწევს მუშაობა განსაზღვრულ გარემოში. სხვანაირად ფირ- მის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა შესაბამი- სი პირობების არსებობა.
ბიზნესის განვითარების გარემო პირობებიდან გამოყო-
ფენ:
- ბიზნესის თავისუფლებასა და მის გრძელვადიან მოტივაციას;
- ეკონომიკურ პოტენციალსა და სტიმულებს;
- სოციალურ უზრუნველყოფას;
- სამართლებრივ (იურიდიულ) გარანტიებს;
- პოლიტიკურ სტაბილიზაციას და სხვ.
ბიზნესის განვითარებაზე მოქმედ ფაქტორებს ყოფენ
შიგა და გარე ფაქტორებად. შიგა ფაქტორებს მიეკუთვნება ისეთი ფაქტორები, რომლებიც ექვემდებარებიან ფირმის მართვა-გამგეობას (მენეჯმენტს). ამ ფაქტორებში შედის:
- საქმიანობის საერთო და კონკრეტული მიზნები;
- სამუშაო გეგმები და პროგრამები (სტრატეგია);
- ბიზნესის ორგანიზაცია, მართვის ფორმები და მე- თოდები;
- მარკეტინგის (ბაზრის კომპლექსური გამოკვლევის) სამსახური;
- შრომის კულტურა;
242
Ø კადრების უზრუნველყოფა;
Ø საქმიანობის შესრულებისადმი კონტროლი და სხვ. გარე ფაქტორები არ ემორჩილებიან ე. წ. შიგა წესრიგს
და მათ მიეკუთვნება:
Ø მიმწოდებლები;
Ø მომხმარებლები;
Ø კონკურენტები;
Ø ეკონომიკური სიტუაცია;
Ø იურიდიული კანონები;
Ø დემოგრაფიული მდგომარეობა;
Ø პოლიტიკური ვითარება და სხვ.
ბიზნესის გარემოს ყოფენ აგრეთვე მიკრო- და მაკროგა- რემოდ (იხ. ნახ. 7.1).
nax. 7.1. biznesis garemo
243
მიკროგარემოში შედის ისეთი ფაქტორები, რომლე- ბიც უშუალო კავშირშია თვით ფირმასთან, მის შესაძ- ლებლობებთან და პირდაპირ გავლენას ახდენენ ბიზნეს–საქმიანობაზე. ეს ფაქტორებია (ძალებია):
1) ფირმის ძალები, რომლებიც მოიცავენ წარმოე- ბას (მომსახურებას), ეკონომიკურ სამსახურს, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას (ლოგისტიკას), ბუღალტერიას, მარკეტინგის სამსახურს, საკადრო სამსახურს და სხვ.;
2) მიმწოდებლები: სხვა ფირმები და ბიზნესმენე- ბი, რომლებიც უზრუნველყოფენ მოცემულ ფირმას მატერიალური და სხვა რესურსებით;
3) მომხარებლები, რომლებსაც ყოფენ ხუთ ტიპად: სამომხმარებლო საქონლის ბაზარი, საწარმოო დანიშნულების საქონლის (წარმოების საშუა- ლებების) ბაზარი, საშუამავლო ბაზარი, ეროვ- ნული (საშინაო) ბაზარი, საერთაშორისო ბაზა- რი;
4) შუამავლები, რომლებიც ეხმარებიან ფირმას ბიზ- ნესის განხორციელებაში, პარტნიორებისა და კლიენტების (მომხმარებლების) მოძებნაში, სა- რეკლამო ღონისძიებების ჩატარებაში, საფინან- სო ოპერაციებში და სხვადასხვა პროცედურე- ბის შესრულებაში;
5) კონკურენტები, რომლებიც უბიძგებენ ფირმას მუშაობის გაუმჯობესებისაკენ და ზღუდავენ მის განვითარებას;
244
6) საკონტაქტო აუდიტორია, რომელმაც ასევე შეიძ- ლება ხელი შეუშალოს ან შეუწყოს ფირმის საქ- მიანობას. საერთოდ, ბიზნესი შეიძლება ვითარ- დებოდეს შვიდი ტიპის საკონტაქტო აუდიტორი- ის ურთიერთობაში. ესენია: საფინანსო წრე (სა- ინვესტიციო კომპანიები, საფონდო ბირჟები, ბანკები და სხვ.), მასობრივი ინფორმაციის სა- შუალებები (ჟურნალ-გაზეთები, რადიოტელეკომ- პანიები), მოქალაქეთა გაერთიანებები (კავშირები, ფონდები), სახელმწიფო დაწესებულებები, ფარ- თო საზოგადოებრიობა («ფაბლიქ რილეიშნზ»), ადგილობრივი საკონტაქტო აუდიტორია (მომხმა- რებელთა საზოგადოებები და სხვა საზოგადოებ- რივი ორგანიზაციები), შიგა საკონტაქტო აუდი- ტორია (მუშა-მოსამსახურეები და სხვ.).
ბიზნესის მაკროგარემო აერთიანებს გაცილებით ფართო სპექტრის ძალებს (ფაქტორებს). მარკოგარემოს შემადგენელი კომპონენტებია:
1) ეკონომიკური გარემო, რომელიც მოიცავს ქვეყ- ნის საწარმოო პოტენციალს, ფულად-საკრედი- ტო სისტემასა და მექანიზმს, მოსახლეობის შე- მოსავლებსა და მყიდველებითუნარიანობას;
2) ბუნებრივი გარემო, რომელიც უშუალო გავლე- ნას ახდენს, საერთოდ, წარმოების სფეროსა და, კერძოდ, ბიზნესის განვითარებაზე. მასში ცენ- ტრალური ადგილი უკავია ენერგეტიკულ რე- სურსებს. ამასთან დაკავშირებით ფრიად მნიშ- ვნელოვანია ბუნებრივი რესურსების მიზნობ-
245
რივად და რაციონალურად გამოყენება არამარ- ტო ბიზნესის, ასევე სოციალური და ეკოლოგი- ური ასპექტების გათვალისწინების თვალსაზ- რისით;
3) დემოგრაფიული გარემო, რომელიც გულის- ხმობს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ შე- მადგენლობას, შობადობისა და მოკვდაობის (დაბერების) ტენდენციებს, მიგრაციულ პროცე- სებს, განათლების დონეს და სხვ.;
4) კულტურული გარემო, რომელიც ნიშნავს ადა- მიანთა შეხედულებებს, ფასეულობებსა და ქცე- ვის ნორმებს. იგი ყალიბდება კონკრეტულ პი- რობებში. კულტურული გარემო აგრეთვე მოი- ცავს ადამიანთა ცალკეული ჯგუფების წეს-ჩვე- ულებებს, ტრადიციებს. კულტურული ფასეუ- ლობანი ვლინდება ადამიანების დამოკიდებულე- ბაში ერთმანეთთან, საზოგადოებასა და ბუნებას- თან;
5) მეცნიერულ-ტექნიკური გარემო, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ბიზნესის გან- ვითარებაზე არსებითი ზეგავლენის მოხდენის თვალთახედვით. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მეოხებით პრინციპულად ახალი მი- მართულებები ჩნდება წარმოების სფეროში და მთლიანად ბიზნესში.
მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს განვითარების ორი ფორმა გააჩნია: ევოლუციური და რევოლუციური. წარმოების ტექნოლოგიური და სხვა მხარეების სრულყო-
246
ფა მეცნიერულ საფუძველზე, რომელიც ხორციელდება მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის თანდათანობითი გან- ვითარებისა და მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების წარმოებაში გამოყენების გზით, არის მეცნიერულ-ტექ- ნიკური პროგრესის ევოლუციური ფორმა. თანდათანო- ბითი განვითარებისა და ცვლილებების საფუძველზე ხორციელდება თვისებრივი ნახტომი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარებაში, რაც უკავშირდება ენერ- გიის, მასალების, ტექნიკის ახალი სახეების შექმნას. ეს არის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის რევოლუციური ფორმა და ამ პროცესს მეცნიერულ-ტექნიკურ რევოლუ- ციას უწოდებენ.
აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის 50-იან წლებიდან იწყება მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქა.
ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერულ-ტექნიკურ სახეს განსაზღვრავს ელექტრონიკა, რობოტექნიკა, ბიოტექნო- ლოგია და ინფორმატიკა. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ძირითად მიმართულებად ითვლება წარმო- ების მექანიზაცია და ავტომატიზაცია ელექტროფიკაცი- ის საფუძველზე.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი მრავალმხრივ გავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებაზე, მის მენეჯ- მენტზე (მართვაზე). ბიზნესის განვითარება პერსპექტი- ვაში უმთავრესად დამოკიდებულია წარმოების ტექნო- ლოგიისა და ორგანიზაციის სრულყოფაზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს როგორც არსებულ მიღწევებს, ასევე ახალ აღმოჩენებსა და მიღწევებს მეცნიერებისა და ტექ- ნოლოგიის დარგში.
247
მაშასადამე, ბიზნესის განვითარებას მომხმარებელ- თა (კლიენტთა) მოთხოვნილების მაქსიმალურად დაკმა- ყოფილების თვალსაზრისით განაპირობებს ერთმანეთზე გადაჯაჭვული შიგა და გარე ფაქტორები, მიკრო- და მაკრო-გარემოს ელემენტთა კომპლექსი.