ბიზნესის დაგეგმვის თავისებურებები მართვის რეგიონული (ადგილობრივი) ორგანოების სისტემაში და მუნიციპალური მენეჯმენტი

ბიზნესის დაგეგმვის თავისებურებები მართვის რეგიონული (ადგილობრივი) ორგანოების სისტემაში და მუნიციპალური მენეჯმენტი

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 

 

საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრების (საბაზ- რო ეკონომიკის გარდამავალი პერიოდის) და საქართვე- ლოს რეგიონების (ავტონომიური წარმონაქმნების, ქა- ლაქების, რაიონების) სუვერენიზაციის პირობებში ეკო- ნომიკური (მეურნეობრივი, სამეურნეო) რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მმართველობითი საქმი- ანობის (მართვის) სრულყოფა სხვადასხვა რგოლში. სა- ბაზრო ურთიერთობათა ფორმირება დაკავშირებულია მეურნეობრიობის (ეკონომიკური გაძღოლის) ახალ ფორმებთან, რომლებიც ემყარებიან საკუთრების მრა- ვალფეროვან ფორმებს, რაც გულისხმობს რადიკალურ ცვლილებებს სამეურნეო მექანიზმსა და რეგიონული მართვის მეთოდებში, განსაკუთრებით მიკროდონეზე.

რეგიონებში _ ავტონომიურ და ადგილობრივ (მუ- ნიციპალურ) წარმონაქმნებში ჯერ-ჯერობით სათანა- დოდ არ არის გაცნობიერებული მართვის სისტემის ხა- სიათი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში. ხშირად რეგიონები ცდილობენ გააძლიერონ დამოუკდიებლობა (მაგალითად, გასული საუკუნის 90-იანი წლების აჭარის რეგიონი) და არ ითვალისწინებენ იმას, რომ ასეთი ავ- ტარკია ზიანს აყენებს სახელმწიფოებრივ და მუნიციპა- ლური მართვის ერთიან სისტემას. ამასთან ერთად ყვე- ლა სახის მმართველობითი საქმიანობის ზუსტი საკა-

321

 

ნონმდებლო ბაზის უქონლობა, განსაკუთრებით ეკონო- მიკისა და ბიზნესის სფეროში, ამცირებს მართვის რეგი- ონულ და ადგილობრივი ორგანოების პასუხისმგებლო- ბას, ინიციატივიანობას და გერგილიანობას (ფხიანობას), რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის ეფექტი-  ან ფუნქციონირებაზე.

საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრება-ფორმირება ცალკეულ მუნიციპალურ წარმონაქმნებში (ქალაქებში, რაიონებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში), რომლებ- საც გააჩნიათ თავისებური ბუნებრივ-კლიმატური, ის- ტორიული, ეროვნულ-რელიგიური თავისებურებები, მო- ითხოვს აწონილ-დაწონილ და კარგად მოფიქრებულ მიდგომას, საკუთრების სხვადასხვა ფორმების ფუნქცი- ონირებისა და მართვის მექანიზმის ღრმა თეორიულ გააზრებას. ამიტომ ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მუნიციპალლური მენეჯმენტი _ მუნიციპალური მართვის მეცნიერება, რომელიც უყა- ლიბებს შესაბამის მენეჯერებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ მათ გაანალიზონ ეკონომიკური (ბიზნესის) ოპერაციები, როგორც ცალკეულ საწარმოებში, ასევე კონკრეტულ ტერიტორიაზე და დაიწყონ მეცნიერულ კვლევათა მეთოდების გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა მიმართულებებში.

ტრადიციული გაგებით ბიზნესგეგმის  ჩამოყალიბე-

ბის საფუძველია ან დამუშავების პროცესში არსებული კონკრეტული პროექტი, ან რაიმე ჩანაფიქრი, რომელსაც

322

 

არ გააჩნია მოქმედი ბიზნეს-ობიექტების გაფართოების ან ახალი ობიექტების შექმნის ერთმნიშვნელოვანი გა- დაწყვეტილება. ამიტომ ასეთ სამუშაოთა ძირითადი შემკვეთებია საწარმოების (ფირმების) ხელმძღვანელობა (მენეჯერები) ან ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც მზად არიან დააფინანსონ ანალოგიური სამუშაოები. ბიზნეს- გეგმის ელემენტების გამოყენება მთლიანად შეესაბამება ხელისუფლების ეროვნული რეგიონული ორგანოების მდგომარეობის სპეციფიკას. მართალია ამ ორგანოების როლი ეკონომიკური პროცესების მართვაში არსებითად შეიცვალა, მაგრამ მათი გავლენა ამ პროცესებზე გარდა- მავალ პერიოდში ფრიად მნიშვნელოვანია.

თუ ახლო წარსულში სახელმწიფოებრივი საკუთ- რების დომინირებისას ხელისუფლების რეგიონული ორგანოები იყენებდნენ პირდაპირი ადმინისტრირების მეთოდებს, საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერი- ოდში ეს ორგანოები ეწევიან აქტიურ მუშაობას სოცია- ლურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე მოქნილი ოპერატიული რეაგირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მექანიზმის შექმნა-გამოყენებისათვის, რომელიც ყალიბდება საკუთ- რების სხვადასხვა ფორმების სუბიექტების ეკონომიკუ- რი საქმიანობის (ბიზნესის) შედეგად. ამ საფუძველზე ვითარდება მჭიდრო თვისებრივად ახალი ურთიერთო- ბები საქონელმწარმოებლებთან, რაც გამოიხატება რეგი- ონული ადმინისტრაციის სპეციფიკური მონაწილეობით ბიზნესის დაგეგმვაში.

 

 

323

 

ხელისუფლების რეგიონული ორგანოები პასუხის- მგებელია საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ობიექტე- ბის (საწარმოების) მნიშვნელოვანი ნაწილის განვითარე- ბისათვის. ასეთი ობიექტების თითოეული მათგანის მი- ხედვით ბიზნეს-გეგმის დამუშავება წარმოადგენს მათი განვითარების ერთადერთ რაციონალურ გზას საბაზრო ურთიერთობათა სისტემაში. ამასთან ბიზნესგეგმებში უნდა იქნეს გათვალისწინებული ფირმის დარგობრივი პროფილი, რეგიონული ბაზრის განვითარების პერსპექ- ტივები, შემოსავლების დინამიკა და ბიზნესის შესაბა- მისი სახეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ცვლი- ლებათა აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესათავაზებელი პროდუქციისა და მომსახურების კონ- კურენტუნარიანი დონე. ასეთი დამუშავება განაპირო- ბებს ობიექტების ადაპტაციას ახალ ეკონომიკურ პირო- ბებთან და მათ ფინანსურ უზრუნველყოფას.

ბიზნესის მრავალფეროვნება, რომლის განვითარე- ბაში მონაწილეობენ ხელისუფლების რეგიონული ორ- განოები (კერძოდ, შეკვეთა ბიზნესგეგმის დამუშავებაზე არ შეიძლება გაფორმდეს თუ მისი დაფინანსება არაა გათვალისწინებული ხარჯთაღრიცვაში და არაა შეთან- ხმებული ადგილობრივ ადმინისტრაციასთან), მოით- ხოვს დიფერენციულ მიდგომას და ფინანსური, ტექნი- კურ-ეკონომიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინფორ- მაციის სპეციალურ შეგროვებას.

ბიზნეს-გეგმის რეგიონული შეკვეთის მიხედვით დამუშავების ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება განხილუ-

 

324

 

ლი იქნეს კვების პროდუქტების რეგიონული ბაზრის ორგანიზაცია შეკვეთების მიხედვით.

ბიზნეს-გეგმის    ერთ-ერთ    განყოფილებაში    უნდა

იყოს მოცემული ძირითადი მწარმოებლების დახასია- თებები, რომლებიც მოქმედებენ სასაქონლო რეგიონულ ბაზარზე ან შესწევთ უნარი  გავიდნენ  მასზე,  აგრეთვე იმ საქონელ-მწარმოებელთა შეფასებაც, რომლებიც გან- ლაგებულია მოცემულ რეგიონში, და იმათიც, ვინც ეწე- ვა შესაბამის საქმიანობას მის ფარგლებს გარეთ. ამ მიზ- ნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფორმა, რომელიც წარმოდგენილია 9.1 ცხრილში.

ცხრილის მონაცემები (ინფორმაცია) გროვდება მიმწოდებლებისათვის, რომლებთანაც დამყარებულია ტრადიციული კავშირები და ხელშეკრულების დარღვე- ვის რისკის ხარისხი საშუალო დონეზე ნაკლებია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

325

 

ცხრილი 9.1

რეგიონის საქონელმწარმოებელთა დახასიათება

 

#  

regioni, sawarmo (firma)

warmoebis mocu- loba, aTasi lari mocemuli regio-

nis bazarze miwodebis mocu- loba, aTasi lari

sawarmoo sim- Zlavreebi, aTasi lari TviTRirebuleba, lari gasacemi fasi, lari datvirTvis koeficienti, %
1              
2              
da a.

S.

             
sul              

 

შუამავალი ორგანიზაციებისათვის პროდუქციის ანალოგიური სახის მიხედვით მონაცემებს იღებენ ერ- თობლივი მუშაობის დაგროვილი გამოცდილებიდან გა- მომდინარე ძირითადი მსხვილი ორგანიზაციების (5-7) და სხვა ორგანიზაციების ჯგუფების გამოყოფით, რო- მელთა მიწოდების მოცულობა თანხაში საორიენტაცი- ოდ უნდა შეადგენდეს რეგიონში მოცემული პროდუქ- ტის საქონელბრუნვის საერთო მოცულობის არა უმეტეს 10-12%. ამ ორგანიზაციებისათვის მონაცემები გროვდება

9.2 ცხრილის ფორმით.

9.2 ცხრილში აკუმულირებულია მონაცემები რეგი- ონალ ბაზარზე იმპორტული წარმოების შესაბამისი პრო- დუქციის არსებობის შესახებ (ამასთან ბიზნესგეგმაში უნდა იქნეს გათვალისწინებული ურთიერთანგარიშსწო- რების პირობები, ექსპორტიორი ქვეყნების კანონმდებ- ლობის თავისებურებები, რომლებიც ეხება მოცემული პროდუქციის წარმოებასა და გატანას).

326

 

პროდუქციის მოცულობის შესაბამისი მაჩვენებლე- ბის შეჯამებით მიიღება რეგიონული ბაზრის გაჯერე- ბის დახასიათება, რაც რეგიონში სასურსათო პოლიტი- კის განსაზღვრისა და ადმინისტრაციის სტრატეგიის შე- მუშავების ამოსავალი პუნქტია მოსახლეობის (უპირვე- ლეს ყოვლისა ქალაქის მოსახლეობის) კვების პროდუქ- ტებით მომარაგებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

327

 

cxrili 9.2 produqciis miwodebis daxasiaTeba saSuamavlo organizaciebis

mier  20  w.

 

# registraciis ad- gili, sawarmo miwodebis mocu- loba, aTasi lari produqciis war- moebis adgili xarisxis sertifi- katis arseboba sabiTumo fasi, la- ri ra droidanaa re- gionuli bazris mudmivi monawile
1            
2            
da a. S.            
sul            
saSualo                         Se- wonili maCve-

nebeli

           

 

მარკეტინგულ კვლევათა საფუძველზე  ტარდება ამა თუ იმ საქონელმწარმოებლებთან და მიმწოდებლებ- თან თანამშრომლობის პერსპექტივების ანალიზი. გარ- და ამისა, ამ კვლევათა ფარგლებში შეფასება ეძლევა რეგიონში საერთო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარე- ობას და მოთხოვნისა და შემოსავლების მულტიპლიკატო- რების მეშვეობით განისაზღვრება პოტენციური მოთხოვ- ნის შესაძლო მოცულობა. აგრეთვე განიხილება შესაბა- მისი პროდუქტის მოხმარების ტრადიციები და რეგი- ონში ჩამოყალიბებული თავისებურებები, რაც აძლევს შესაძლებლობას ბიზნესგეგმის შემმუშავებლებს (შემ- ქმნელებს) განახორციელონ დროული და ქმედითი სა- რეკლამო კამპანიები, დააზუსტონ პირობები და აწარ-

328

 

მოონ დამატებითი მოლაპარაკებები ბაზრის მონაწილე- ებთან.

პროდუქტების სხვა რეგიონებიდან მიწოდებისას ტარდება შესაბამისი პროდუქციის ფასის სატრანსპორ- ტო კომპონენტის (შემადგენლის) ანალიზი. ბიზნესგეგ- მაში გაითვალისწინება ცალკე განყოფილება, რომელიც ასაბუთებს გადაზიდვების ეფექტიანი ორგანიზაციის სქემას, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო ხარ- ჯების მინიმიზაციას და პროდუქციის შეუფერხებელ მიწოდებას. საკუთარი ტრანსპორტის გამოყენებით ბიზ- ნესგეგმაში ასახულ უნდა იქნეს პარკის  მდგომარეობა  და მისი განვითარების პერსპექტივები.

ბიზნესგეგმის ცალკე განყოფილებაში საბუთდება ურთიერთმოქმედებისა და უცხოელ პარტნიორთა პრო- ექტის რეალიზაციაში მონაწილეობის ხარისხის ფორმე- ბის შერჩევა. შეფასება ეძლევა რეგიონში იმპორტშემცვე- ლი წარმოების ორგანიზაციის შესაძლებლობას, მათ შო- რის უცხოური ფირმების მონაწილეობით.

პროდუქტების რეგიონული ბაზრის შექმნის ბიზ- ნესგეგმის დამუშავების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოცემული პროდუქციით (საქონ- ლით) ვაჭრობის პროცესის ორგანიზაციის საკითხებს, არსებული სავაჭრო ქსელის მოთხოვნებთან შეხამების შესაძლებლობისა და ახალ სავაჭრო საწარმოთა შექმნის პირობების შეფასებას. მოცემულ განყოფილებაში განიხი- ლება საბითუმო და საცალო ვაჭრობის ოპტიმალური თანაფარდობის ვარიანტები: განისაზღვრება რეგიონუ- ლი ადმინისტრაციის აუცილებელი მონაწილეობის ხა-

329

 

რისხი სასურსათო (კვების პროდუქტების) ბაზრის სხვა- დასხვა რგოლში; განიხილება განსაკუთრებით საიმედო პარტნიორებთან საფირმო მაღაზიების შექმნის შესაძ- ლებლობა და მიზანშეწონილება.

პროექტის წარმატებული რეალიზაცია ბევრად და- მოკიდებულია მარკეტინგული საქმიანობის, სარეკლამო კამპანიის სწორად ორგანიზაციაზე, ადგილობრივი სპე- ციფიკის გათვალისწინებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესაძლებლობებსა და მოსახლეობის მზადყოფნაზე მხარი დაუჭირონ მოცემული რეგიონი- სათვის პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციის ზოგი- ერთ ახალ ფორმებს.

ბიზნესგეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია პროექტის ორგანიზატორებისა და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობათა საკითხების ახსნა-განმარ- ტება. დაინტერესების არარსებობისას მათი მონაწილეო- ბა პროექტის განხორციელებაში შემოიფარგლება საერ- თო ორგანიზაციული საკითხებით.

ბიზნესგეგმაში აუცილებლად აისახება ადგილობრი- ვი თვითმმართველობის შესახებ კანონის მოთხოვნები, ადგილობრივი და ავტონომიური წარმონაქმნების ხე- ლისუფლების საკანონმდებლო აქტები, დადგენილებე- ბი, განკარგულებები, ინსტრუქციები, რომლებიც ხელს უწყობენ შესაბამისი სასაქონლო ბაზრის შექმნას. მასში საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინება რეგიონთა- შორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება. რეგიონული    სასაქონლო    ბაზრის    ორგანიზაციის ბიზნესგეგმის თავისებურებად ითვლება პროექტის სა-

330

 

ბიუჯეტო ეფექტიანობის უფრო სრული გაანგარიშების აუცილებლობა, რომელიც გამოიყოფა დამოუკიდებელ განყოფილებად. მოცემული პროექტის განხორციელებას- თან დაკავშირებით მასში განისაზღვრება რეგიონის ბიუ- ჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების (გასავლების) შედ- გენის მოცულობა, მათი თანაფარდობა დაფინანსების სა- ერთო მოცულობასთან, სახსრების დაბრუნების ვადები და პირობები, რეალიზაციის არაპირდაპირი (ირიბი) შე- დეგები.

ბიუჯეტის შედგენილობაში გაითვალისწინება: რე- გიონულ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსულობები და გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის რეალიზაციასთან; ხელფასიდან შემოსავლებზე გადასა- ხადი, რომელიც დარიცხულია პროექტში გათვალისწი- ნებული სამუშაოებისა და მომსახურების შესრულები- სათვის; საწარმოებიდან (ფირმებიდან) საგადასახადო შე- მოსულობათა ნამატი, რომელიც დაკავშირებულია პრო- ექტის რეალიზაციის გავლენით განპირობებულ მათ ფინანსურ მდგომარეობასთან.

რეგიონულ ბიუჯეტში შესაძლო საგადასახადო შემო-

სულობების მაჩვენებლები მოცემულია 9.3 ცხრილში პროექტის განხორციელების თითოეული წლისათვის, აგრეთვე მისი რეალიზაციის დამთავრების შემდეგ პე- რიოდზე.

 

 

 

 

 

331

 

ცხრილი 9.3

გადასახადების ყოველწლიური შემოსულობა რეგიონულ ბიუჯეტში

 

# maCvenebeli reali- zaciis period-

ze

realiza- ciis Sem- deg pe-

riodSi

saSua- lod we- liwadSi
1 damatebuli Rirebule-

bis gadasaxadi

     
2 mogebis gadasaxadi      
3 qonebis gadasaxadi      
4 sxva gadasaxadebi da anaricxebi socialur

saWiroebebze

     
5 damatebiTi sagadasaxa- do Semosulobebi, rom- lebic dakavSirebulia proeqtis realizacias-

Tan

     
  sul gadasaxadebi da

mosakreblebi

     

 

ბიუჯეტში შემოსულობათა გაანგარიშება კეთდება პროექტის დამუშავების მომენტში მოქმედი ნორმატიუ- ლი ბაზის შესაბამისად. ამასთან საჭიროა განისაზ- ღვროს ბიუჯეტის ეფექტიანობის მაჩვენებლები.

პროექტის სრული მოცულობით საბიუჯეტო ფი- ნანსირებაში მართვის რეგიონული ორგანოების მონაწი- ლეობის შემთხვევაში ბიუჯეტის ეფექტიანობა განისაზ- ღვრება თანხობრივი შემოსულობებით  საგადასახადო და სხვა გადასახდელებისაგან, აგრეთვე საწარმოთა გან- კარგულებაში დარჩენილი წმინდა მოგებით. ამასთან

 

332

 

ხარჯების შედგენილობაში ჩაირთვება პროექტის ყველა საინვესტიციო დანახარჯი.

ბიუჯეტის ეფექტიანობის შეფასებისას გაითვალის-

წინება არა მარტო რეგიონის ფინანსური ინტერესები, არამედ სოციალური ეფექტიც პროექტის რეალიზაციი- დან.

რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების (საბინაო, ეკოლოგიური და ა. შ.) რეალიზა- ციის საფინანსო სქემების დამუშავებისათვის გამოიყე- ნება რამდენიმე სხვა მიდგომა, მაგრამ მეთოდურ სა- ფუძვლად რჩება ბიზნესგეგმა.

მართვის რეგიონულ (ადგილობრივ) ორგანოებს გა- ნეკუთვნება სხვანაირი როლი საწარმოების ბიზნესგეგმე- ბის დამუშავების ორგანიზაციაში. ამ მხრივ ფრიად მნიშვნელოვანია რეგიონის დონეზე ხელისუფლების რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების აქტიური მუშაობა საწარმოებში (ფირმებში) საინვესტიციო საქმია- ნობისადმი საბაზრო მიდგომების შესამუშავებლად. საქ- მე ის არის, რომ გარე და შიგა ფაქტორების ფართო სპექტრი განსაზღვრავს საქონელმწარმოებელთა დამო- უკდიებელი ორგანიზაციების (ფირმების) მმართველო- ბითი რგოლების ქცევის თავისებურებებს. ეს დაკავში- რებულია კომერციული საკრედიტო რესურსებთან მუ- შაობის სათანადო გამოცდილების უქონლობასთან, არა- თანმიმდევრულობასთან მოხმარებასა და დაგროვებაში დაბალანსებული პოლიტიკის ფორმირებაში და სხვ. ამიტომ საშუალო და მცირე ფირმებისათვის მჭიდრო

 

333

 

ურთიერთობას ხელისუფლების ადგილობრივ ორგანო- ებთან ხშირად არსებითი მნიშვნელობა აქვს მათი ფუნ- ქციონირებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია რეგიონნებში ბიზნეს-ინ- კუბატორების როლი, რომლებიც ხელს უწყობენ მცირე ფირმებს შეღავათიანი კრედიტების შეთავაზებისა და საქმიანობის ხელსაყრელი პირობების შექმნის თვალ- საზრისით.

საწარმოები (ფირმები), რომლებიც განლაგებულია მცირე და საშუალო ქალაქებში და არ წარმოადგენენ ეროვნული ან რეგიონული მნიშვნელობის ობიექტებს, ცდილობენ მოიპოვონ ადგილობრივი თვითმმართვე- ლობის ორგანოების მხარდაჭერა ინოვაციურ წამოწყება- თა განხორციელებისათვის. მაგრამ ხელისუფლების ად- გილობრივი ორგანოების წინაშე დგება არჩევანის სა- კითხი:

Ø როგორ საწარმოებს და რა ფორმით გაუწიოთ მხარდაჭერა;

Ø რა თანმიმდევრობით და როგორ იქნეს მონაწი-

ლეობის მიღება მათ საქმიანობაში;

Ø როგორ ჩამოყალიბდეს და დაცულ იქნეს რეგი- ონის ინტერესები ეროვნულ დონეზე.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ «სახელმწი- ფო ბიზნესის» ხმარება ნონსენსია, ვინაიდან ბიზნესი კერძო საქმიანობაა (კერძო სექტორია) და სახელმწიფო და მისი ორგანოები შეიძლება გამოდიოდნენ კერძო სა- წარმოების (ფირმების) შემკვეთის როლში (მაგალითად,

 

334

 

სამკერვალო საწარმოს მიერ სამხედრო ტანსაცმლის შე- კერვა თავდაცვის სამინისტორს შეკვეთითა და ანაზღა- ურებით). აგრეთვე ნონსენსია «კერძო ბიზნესი», ვინაი- დან ბიზნესი, როგორც წესი, კერძო საქმიანობაა.

რეგიონში გამაერთიანებელი ამოცანის საფუძვე- ლია, ერთი მხრივ, საინვესტიციო კლიმატის ფორმირე- ბა, რომელიც შეესაბამება აღწარმოებითი პროცესების ორგანიზაციის საბაზრო სტანდარტებს, მეორე მხრივ, ეკო- ნომიკური საქმიანობის (ბიზნესის) რეგიონულ თავისე- ბურებათა მრავალფეროვნების მაქსიმალურად გათვა- ლისწინება.

ხელისუფლების რეგიონულ და ადგილობრივ ორ- განოებთან მუშაობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ მათ მიერ ინვესტირების ისეთი ინსტრუმენტის გამოყენება, რო- გორიცაა საწარმოს (ფირმის) ბიზნესგეგმა, აუცილებე- ლია დაზუსტდეს უკანასკნელის ადგილი რეგიონის (რაიონების, ქალაქების) საინვესტიციო პოლიტიკის სა- ერთო სქემაში. რეგიონული (ადგილობრივი) ადმინის- ტრაციის თვალსაზრისით ამა თუ იმ საწარმოს (ფირ-  მის) მხარდაჭერის ამოსავალი პირობაა ყველა საინვეს- ტიციო პროექტის კომპლექსური ანალიზი, რომელთა რეალიზაცია გათვალისწინებულია მოცემულ რეგიონ- ში. განსახილველი პროექტის ხასიათის მიხედვით ად- მინისტრაციის შეკვეთით შეიძლება მომზადდეს დოკუ- მენტების ოთხი ტიპი, რომლებიც ახასიათებენ რეგიო- ნის საინვესტიციო მიმზიდველობას.

 

 

335

 

პირველი და ყველაზე განმაზოგადებელი დოკუ- მენტია საინვესტიციო კლიმატის დახასიათება მთლია– ნად რეგიონში. ეს დოკუმენტი შეიძლება ემყარებოდეს ექსპერტების სპეციალურად შერჩეული ჯგუფების საან- კეტო გამოკითხვის მონაცემებს. მოცემული სკალით ხდება მრავალი ფაქტორის შეფასება, რომლებიც გან- საზღვრავენ წარმოების (ბიზნესის) ძირითადი ელემენ- ტების ეკონომიკური პოტენციალის დონეს (მიწისა და ბუნებრივი რესურსების, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოტენციალის, საკადრო უზრუნველყოფის ჩათვლით). ასეთი გამოკვლევის შედეგად განისაზღვრება განსა- ხილველი რეგიონების რეიტინგი.

მეორე დოკუმენტი ასახავს (მხარის, რაიონის, ქა- ლაქის) ეკონომიკის შედარებით (სტრუქტურულ) ანა– ლიზს. მისი მომზადება ემყარება სტატისტიკური ინ- ფორმაციის დამუშავებას მთლიანად დარგების და ცალ- კეული საწარმოების განვითარების მდგომარეობისა და დინამიკის შესახებ, რომლებიც მოქმედებენ შესაბამის ტერიტორიაზე. გამოკვლევათა შედეგად ყალიბდება ინ- ვესტირების პრიორიტეტული ობიექტების ჩამონათვა- ლი და ფაქტიურად განისაზღვრება პროექტის რეალი- ზაციაში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების დაინტერესების დონე.

მესამე დოკუმენტი ბიზნესგეგმის პროექტი. მოცე- მულ სტადიაზე მაჩვენებელთა შეზღუდული წრის მი- ხედვით მუშავდება ბიზნესგეგმის შემცირებული ვარი- ანტი თითოეული პროექტისათვის, რომელსაც აქვს ინ-

 

336

 

ვესტიციების მიღების პრეტენზია. ბიზნესგეგმის პროექ- ტის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი განყოფილება, სადაც მოცემულია პროექტის დაფინანსების სქემები ვა- რიანტებითა და ფინანსური სახსრების გამოყენებისა და დაბრუნების პირობათა განსაზღვრა, რისკის ხარისხის შეფასება პროექტის განხორციე-ლების სხვადასხვა სტა- დიაზე, ორგანიზატორების მზადყოფნა და მომზადება პროექტის სრული რეალიზაციისათვის და ა. შ.

საბოლოო მეოთხე დოკუმენტია სრული ბიზნეს– გეგმა კონკრეტული პროექტების მიხედვით. რეალური კომერციულად მიმზიდველი პროექტების წინ წაწევაში ადმინისტრაციის მონაწილეობის ოპტიმალური ფორმაა ბიზნესგეგმებთან ერთობლივი მუშაობა არა იმდენად შორეული წყაროებიდან (უცხოურის ჩათვლით) ინვეს- ტიციების მოზიდვის რეალური სქემის შერჩევის ნა- წილში, რამდენადაც რეგიონის მოსახლეობისა და იუ- რიდიული პირების სახსრების გამოყენება, უცხოური კრედიტების მიღება, მით უმეტეს აქციების საკონტრო- ლო პაკეტის გაყიდვა რეგიონის გარე (მ. შ. საზღვარგა- რეთულ) პარტნიორებზე, აყენებს საკითხს კომერციუ- ლი ინტერესების დომინირების, დასაქმებული პერსონა- ლის განსაზღვრული ნაწილის შეცვლის (ან შემცირე-  ბის) შესახებ. ამრიგად, საწარმო (ფირმა) უპირატესობებ- თან ერთად ღებულობს (ზოგჯერ და მოულოდნელად) დამატებით პრობლემებს.

რეალური  ბიზნესგეგმების  დამუშავება  ხელისუფ-

ლების  ადგილობრივ ორგანოებთან  ერთობლივი საქმია-

 

337

 

ნობით ხელს უწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომი- კურ განვითარებას. ასეთი გეგმების დასაბუთებული დამუშავება, მათი ეფექტიანი განხორციელება დამოკი- დებულია ეფექტიანი მართვის შესაბამის სისტემაზე. რე- გიონული სოციალურ-ეკონომიკური სისტემების მარ- თვის შემსწავლელ მეცნიერულ დისციპლინად კი მოი- აზრება მუნიციპალური მენეჯმენტი. როგორც ყველა ეკონომიკური დისციპლინა იგი გულისხმობს ეკონომი- კური პროფილის სპეციალისტების (მენეჯერების) სწავ- ლების პროცესს.

ცნება «მენეჯმენტი» განიხილება თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში როგორც მართვის ყველაზე ეფექტიანი ტიპი, რომელიც პასუხობს საბაზრო ეკონო- მიკის ამოცანებს. იგი თავისი არსით ნიშნავს მართვას ბიზნესის სფეროში ანუ ბიზნესის მართვას. ამ შემთხვე- ვაში უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მიიღება კო- მერციული ორგანიზაციების (საწარმოების, ფირმების) მართვა.

ტერმინები «მუნიციპალური», «ადგილობრივი» გა- მოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო- ების მიმართ ყველა დონეზე, მათ შორის საწარმოების, ორგანიზაციების (ფირმების), საკუთრების ობიექტების დონეზე, რომლებიც იმყოფებიან მუნიციპალური წარ- მონაქმნების ფარგლებში. ცნება «მუნიციპალური სა- კუთრება» გულისხმობს მუნიციპალური წარმონაქმნე- ბის (რეგიონების, ქალაქების, რაიონების და სხვ.) სა- კუთრებას. მუნიციპალურ საკუთრებას განაგებს თვით-

338

 

მმართველობის ადგილობრივი ორგანო. მუნიციპალურ წარმონაქმნებს აქვთ ადგილობრივი ბიუჯეტი, რომე- ლიც ფორმირდება, მტკიცდება და გამოიყენება ადგი- ლობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ. ისი- ნი ახორციელებენ აგრეთვე კონტროლსაც ბიუჯეტის გამოყენებაზე საკონტროლო ფუნქციებში მართვის სა- ხელმწიფოებრივი ორგანოების მონაწილეობის პირო- ბებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზი უნდა  გაესვას იმ გარემოებას, რომ ქართული «მართვა» და ინგლისუ- რი «მენეჯმენტი»67 სინონიმები არ არის. «მართვა» გაცი- ლებით უფრო ფართო ცნებაა,  ვიდრე  «მენეჯმენტი»  და მას იყენებენ როგორც საზოგადოებაში, ასევე ბუნებაში. ამიტომ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, დაწყებუ- ლი ცენტრალური ორგანოებით და დამთავრებული ად- გილობრივი თვითმმართველობის ორგანოებით, გამოი- ყე-ნება «მართვა»: «სახელმწიფოებრივი მართვა», «მუნი- ციპალური მართვა», ვინაიდან ამ სტრუქტურებში სა- ბაზრო ეკონომიკის დროს მართვის სისტემაში საზოგა- დოებრივ-პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრი დომინირებს. რაც შეეხება ეკონომიკისა და ბიზნესის სა- კითხებს, ისინი მეტწილად მართვის ნაცვლად ხდება რეგულირების საგანი (ობიექტი).

როგორც აღინიშნა მუნიციპალური მენეჯმენტის ობიექტია რეგიონული (ადგილობრივი) სოციალურ- ეკონომიკური სისტემები (საკითხები). კერძოდ, მუნიცი-

67 ix. 8.2.

339

 

პალური მენეჯმენტის საკითხთა წრეში მოიაზრება მუ- ნიციპალური წარმონაქმნის ენერგო-წყალმომარაგება, სოციალური ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის უზრუნ- ველყოფა სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და კულტურული მომსახურებით, რეგიონული ბაზრის  ფორმირება  და სხვ. ამრიგად, უაღრესად დიდია მუნიციპალური მენეჯ- მენტის მნიშვნელობა რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სისტემაში ბიზნესის ეფექტიანად წარმართვისათვის.