ბიზნესის დაფინანსება

ბიზნესის დაფინანსება

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 

 

 

ბიზნესი მჭიდრო კავშირშია ფინანსებთან. ფინანსები ნიშნავს ფულად სახსრებს, მათ მოძრაობას, ფულად შემოსავ- ლებსა და ხარჯებს, ფულად ურთიერთობებს ბიზნესმენებსა და ბიზნესის სხვა მონაწილეებს, მათ შორის ფირმებსა და სა- ხელმწიფოს შორის. ფულადი სახსრების მიღება და გამოყე- ნება ყველა საწარმოს (ფირმის) საზრუნავი საგანია.

თითოეული ბიზნესმენი იძულებულია იყოს გარკვეულ- წილად ფინანსისტიც. მან უნდა იცოდეს სად და რამდენი იხარჯება ფული, როგორია მასზე მოთხოვნილება, გამომდი- ნარე ფირმის რეალური საფინანსო მდგომარეობისა (დასახუ- ლი ბიზნესოპერაციების ჩატარების გეგმით) და ბიზნესპრო- ექტების განხორციელებიდან. მან კარგად უნდა წარმოიდგი- ნოს, რამდენი ფული არის სალაროში, ფირმის საბანკო ანგა- რიშზე, საიდან და რა ოდენობით არის მოსალოდნელი ფუ- ლადი სახსრების მიღება. დაბოლოს, ბიზნესმენმა სისტემა- ტურად უნდა შეადაროს ფინანსური სახსრების შემოსულობა (შემოსვლა) და ხარჯვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესის წარმოება შე- უძლებელია ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და კონ- ტროლის გარეშე. საფინანსო მენეჯმენტის დაბალი დონის პირობებში ბიზნესი თითქმის განწირულია მარცხისა და გა- კოტრებისათვის. ამრიგად, ფულის თვლის უნარი საკუთარ ჯიბეში ბიზნესმენის განუყოფელი ღირსებაა.

საერთოდ, ფინანსები მარტო შემოსავლებისა და ხარჯე- ბის ბალანსი არ არის. იგი ამავე დროს ბიზნესის სტრატეგია და ტაქტიკაა მათ ფინანსურ ასპექტში. ფინანსური ანალიზის

412

 

ხელოვნების ფლობა ფირმის ხელმძღვანელობას (ბიზნესმენს) აძლევს შესაძლებლობას არა მარტო კარგად გაერკვეს საფი- ნანსო მოქმედებებში, არამედ შეარჩიოს კიდევაც მოქმედებათა საუკეთესო პროგრამა (სტრატეგია), რომელიც უზრუნველ- ყოფს საწარმოს (ფირმის) ფინანსურ სტაბილურობასა და რენტაბელობის (მოგებიანობის) მაღალ დონეს.

ბევრი ადამიანი ვარაუდობს, რომ ბიზნესმენებს ფული სჭირდებათ აგარაკების მშენებლობის, მდიდრული ლიმუზი- ნების შესყიდვის, ძვირფასეულობათა შეძენისა და ფუფუნე- ბით ცხოვრებისათვის. მართალია, შეძლებულ, მდიდარ ადა- მიანებს უყვართ ფუფუნების საგნები, მაგრამ ბიზნესმენები- სათვის ყოველივე ეს მეორადია და პირველ ადგილზე  საქ- მის ფინანსური ინტერესებია. ასე რომ არ იყოს, არ იქნებოდა არც შემოსავლები, მოგება და, შესაბამისად, ბინის, აგარაკის, ავ- ტომობილის ყიდვის შესაძლებლობაც.

როგორც ცნობილია, საკუთარი საქმის დაწყებისათვის აუცილებელია სასტარტო კაპიტალი. ფირმის საწარმოო და დამხმარე სათავსების, ოფისების, მოწყობილობის  შესყიდვა ან არენდა მოითხოვს ფულად სახსრებს. რიგ შემთხვევაში აუცილებელია მასალების, ხელსაწყოების, ინფორმაციის შე- ძენა. ფირმის რეგისტრაცია, გაფორმება, საწესდებო კაპიტა- ლი აგრეთვე საჭიროებს ფულს. სანამ ფირმა არ არის ჯეროვ- ნად ცნობილი, საჭიროა მისი რეკლამირება. ვიდრე ფირმა დაიწყებდეს შემოსავლების მიღებას, საჭიროა ფულადი სახ- სრები იმათი შრომის ასანაზღაურებლად, ვინც უკვე დაქირა- ვებულია და მუშაობს. ბიზნესმენს ფული სჭირდება სხვა ხარჯების გასაწევადაც (მივლინება, კადრების სწავლება და ა. შ.).

მომუშავე ფუნქციონირებადი ფირმისათვის აუცილებე- ლია საბრუნავი ფულადი კაპიტალი. მყიდველიდან ფულა-

 

413

 

დი სახსრების შემოსვლამდე ფირმის მიერ შექმნილი და გა- ყიდული საქონლის საზღაურის სახით ბიზნესმენმა უნდა გასწიოს მიმდინარე ხარჯები, განახორციელოს ფულადი გა- დახდები. ესაა ხარჯები ნედლეულის, მასალების, ნახევარ- ფაბრიკატების შესყიდვაზე, ენერგიის, მომსახურების, ინ- ფორმაციის ანაზღაურებაზე, თანამშრომელთა ხელფასის გა- ცემაზე. ფირმის პროდუქტის მყიდველებიდან ფულადი სახ- სრების მიღების შემდეგ, საბრუნავი საშუალებების ხარჯები უკვე შეიძლება დაიფაროს ფულად შემოსულობათა ხარჯზე, მაგრამ გაიზრდება ხარჯებიც, ვინაიდან გადასახდელია გა- დასახადები, დასაბრუნებელია სესხი, შესატანია კრედიტის გამოყენების პროცენტი, ასანაზღაურებელია შრომის, მასალე- ბის, ფულის საკუთარი დანახარჯები.

მაშასადამე, ბიზნესში საქმიანობის მთელი პერიოდის

განმავლობაში საჭიროა საბრუნავი (მიმდინარე) ფულადი კა- პიტალი შრომის ანაზღაურების, მასალების შესყიდვისათვის, მატერიალური მარაგის შექმნის, გადასახადების გადახდის ჩათვლით, აგრეთვე მიმდინარე დამხმარე (ზედნადები) ხარ- ჯების გასაწევად.

ფინანსურ რესურსებზე ფირმის საჭიროებათა მნიშვნე- ლოვან ნაწილს შეადგენს მოთხოვნილება ძირითად კაპი- ტალზე. ბიზნესის განხორციელების, ბიზნესოპერაციების ჩა- ტარების კვალობაზე ცვდება კუთვნილი ძირითადი საშუა- ლებები შენობები, სათავსების, მოწყობილობის სახით. ამ სა- შუალებათა ცვეთის კომპენსირება უნდა მოხდეს ამორტიზა- ციის სახით. თუ ძირითად საშუალებებს იღებენ არენდით, აუცილებელია მუდმივად საარენდო საზღაურის შეტანა. გარ- და ამისა, ბიზნესმენს უწევს ახალ-ახალი ძირითადი საშუა- ლებების შეძენა, რაზეც საჭიროა ფული.

 

 

414

 

ძირითადი საშუალებების ხარჯების თავისებურება  არის ის, რომ ხშირად ამ ხარჯების გაწევა ხდება ბიზნესში ასეთი საშუალებების გამოყენებამდე. მაგალითად, თუ ასაშე- ნებელია ახალი შენობა, ხარჯები მშენებლობაზე დიდი ხნით უსწრებს დროს, როდესაც შენობა მოემსახურება ბიზნესს. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ხარჯების გაწევისას. გარ- და ამისა, სატვირთო ავტომობილის შეძენისას ბიზნესმენი იხდის მთელ მის ღირებულებას მაშინათვე, მაშინ როდესაც მისი გამოყენების უკუგება ხორციელდება თანდათანობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ფირმის მოთხოვნილებები ფინანსურ რესურსებზე იყო- ფა გრძელვადიან და მოკლევადიან მოთხოვნილებებად. გრძელვადიანი ფინანსური რესურსები, ჩვეულებრივ, საჭი- როა ხანგრძლივი ვადის განმავლობაში და ხშირად დაკავში- რებულია ძირითადი საშუალებების შეძენასთან. მოკლევადიანი ფინანსური რესურსები საჭიროა მიმდინარე ბიზნესოპერაციე- ბის განსახორციელებლად და დაკავშირებულია საბრუნავი საშუალებების ხარჯებთან.

ფირმის მიერ ფულადი სახსრების მიღებას უწოდებენ მისი ბიზნესის დაფინანსებას. დაფინანსება ბიზნესის ფინან- სური უზრუნველყოფის, რესურსებზე მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებაა. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი განსაზღვრავს ასეთი მიზნებისათვის და შესაბამისი ვადით მისთვის საჭირო ფულად სახსრებს და რა ოდენობითაა ისი- ნი აუცილებელი, აგრეთვე გამოავლენს ფულადი სახსრების დაბრუნების შესაძლებლობებს, იგი იწყებს დაფინანსების წყა- როების ძიებას.

საფინანსო საშუალებების წყაროები ბიზნესისათვის იყოფა შიგა და გარე წყაროებად. შიგა წყაროებია ფულადი სახსრების შემოსულობანი, რომლებიც დაკავშირებულია

 

415

 

ფირმის საქმიანობის და მისი საკუთარი ქონების გაყიდვის შედეგებთან. გარე წყაროები უზრუნველყოფენ სახსრების მი- ღებას საფინანსო რესურსების სხვა მფლობელებიდან: ბანკები- დან, ფირმებიდან, სახელმწიფოსაგან.

დაფინანსების ყველაზე დიდი შიგა წყაროა შემოსავალი საკუთარი სამეურნეო საქმიანობიდან ფირმის მიერ საქონ- ლისა და მომსახურების გაყიდვიდან ამონაგების (ნავაჭრის) სახით. ფირმის მთლიანი შემოსავალი დაფინანსების ორი სხვადასხვა სახის წყაროა. პირველადი მათ შორის განპირო- ბებულია შემოსავლიდან წარმოებისა და მიმოქცევის ხარჯე- ბის ანაზღაურების აუცილებლობით, რაც შეიძლება დახასი- ათდეს როგორც ფირმის საქონლისა და მომსახურების თვითღირებულების დაფინანსება. დაფინანსების მეორე წყა- როს საერთო შემოსავლიდან წარმოადგენს წმინდა (ნარჩენი) მოგება, რომელიც რჩება ფირმის განკარგულებაში მთლიანი მოგებიდან მოგების გადასახადის ამოღების შემდეგ. ფირმას შეუძლია წმინდა მოგება გამოიყენოს ნებისმიერი ხარჯების დასაფინანსებლად ბიზნესის ხარჯების გამოკლებით. ხში- რად მოგებიდან, რომელიც რჩება ფირმას, ფინანსდება კაპი- ტალდაბანდებები ბიზნესის განვითარებისათვის, ხარჯები სოციალურ–კულტურულ საჭიროებებზე, სააქციო დივიდენ- დების გაცემაზე, ფირმის მუშაკთა მატერიალურ წახალისება- ზე. შიგა დაფინანსების კიდევ ერთი სახეა ფირმის დამფუძ- ნებელთა დაბანდებები საწესდებო ფონდში. შიგა დაფინანსე- ბას შეიძლება მიეკუთვნოს ფინანსური შემოსულობები ფირ- მის აქციების გაყიდვიდან. საკუთარი ქონების არენდით გა- ცემა და საარენდო საზღაურის მიღება ან ქონების გაყიდვა შეიძლება გახდეს შიგა დაფინანსების კიდევ ერთი წყარო.

ბიზნესის გარე დაფინანსების წყაროები კიდევ უფრო მრავალფეროვანია. მათ ერთობლიობას ყოფენ ორ ჯგუფად.

 

416

 

სავალო დაფინანსება წარმოადგენს ფულადი თანხის მიღებას ვალში მისი დაბრუნებისა და კრედიტის პროცენტის გადახ- დის ვალდებულებით. ფაქტობრივად, ასეთი დაფინანსება სესხია. უნაცვალგებო (მუქთი) დაფინანსება არის ფინანსური რესურსების შეთავაზება ხელშეწყობის, დახმარების მიზნით საქველმოქმედო შემოწირულობების, სუბსიდიების სახით. უნდა აღინიშნოს, რომ ქველმოქმედთა მიმართ სახელწოდება

«სპონსორები» არაკორექტულია. სპონსორები ის პირებია, რომლებიც ეხმარებიან ბიზნესმენებს სესხის შეთავაზების სა- შუალებით.

ბიზნესის    სავალო    დაფინანსება    არსებობს   მრავალი ფორმით, რომელთაგან ძირითადია:

1)   საბანკო კრედიტი ბანკის მიერ ფირმებსა და ინდივი-

დუალურ ბიზნესმენებზე გაცემული სესხია განსაზ- ღვრული ვადითა და განსაზღვრული საკრედიტო პროცენტით. ასეთი კრედიტები შეიძლება იყოს მოკ- ლევადიანი და გრძელვადიანი. კრედიტი შეიძლება გაიცეს როგორც სავალო ვალდებულება, რომელიც ცნობილია თამასუქის სახელწოდებით. საბანკო კრე- დიტის ერთ-ერთი ორიგინალური ფორმა ის არის, რომ ბანკი უფლებას აძლევს ფირმას ხარჯოს ფული. ასეთ კრედიტს უწოდებენ ოვერდრაფტს, რაზეც აგ- რეთვე ბანკს უნდა გადაეხადოს პროცენტები.

კრედიტის, როგორც ბიზნესის დაფინანსების წყაროს თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ ბანკები, როგორც საფინანსო ბიზნესის მონაწილეები, თვი- თონ იღებენ ფულს კრედიტით თავისი მეანაბრეე- ბისაგან. ამასთან, ისინი უხდიან მეანაბრეებს სადეპო- ზიტო პროცენტს, რომელიც გაცილებით ნაკლებია მათ საკუთარ საკრედიტო პროცენტზე, რაზეც აქვთ

 

417

 

კიდევაც მოგება. ამრიგად, საბანკო ბიზნესისათვის დაფინანსების წყარო ხდება ბანკის მეანაბრეების ფულადი სახსრები.

მაშასადამე, საბანკო კრედიტი წარმოადგენს სავა- ლო დაფინანსების განმსაზღვრელ ფორმას თანამედ- როვე ბიზნესში. ზოგჯერ ბიზნესის კრედიტორების როლში გამოდიან ფირმები ან ცალკეული პირებიც;

2) სავაჭრო კრედიტი, რომელსაც აგრეთვე უწოდებენ კო- მერციულ კრედიტს, გულისხმობს იმას, რომ ფირმა იძენს საქონელს ფულადი გადახდის გადავადებით. ეს კი უდრის ვალის აღებას საქონლის გამყიდველი- დან საქონლის ღირებულების თანაბარი თანხის ოდენობით. ფირმა, რომელიც იძენს საქონელს, მყიდ- ველთან დადებული კონტრაქტის თანახმად იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს მას მიღებული საქონ- ლის ღირებულება განსაზღვრულ ვადაში და გადა- უხადოს საქონლის სახით გაცემული კრედიტის პროცენტი. სავაჭრო კრედიტს უმეტესად იყენებენ საქონლის საბითუმო მყიდველები, თუმცა არ არის გამორიცხული მისი გამოყენება საქონლის გაყიდვი- სას საცალო მყიდველებზეც. ამ შემთხვევაში მიღე- ბულია ითქვას საქონლის შესყიდვის შესახებ განვა- დებით გადახდის საფუძველზე. სავაჭრო კრედიტი, რომელმაც ფართო გავრცელება ჰპოვა, ორივე მხარი- სათვის ხელსაყრელია. საქონლის გამყიდველი (მწარმოებელი) იგებს იმით, რომ აჩქარებს ბრუნვას, ყიდის უფრო მეტ საქონელს და ამით ზრდის თავის მოგებას. მყიდველი კი იძენს საქონელს ადრე, ვიდ- რე დააგროვებს აუცილებელ სახსრებს შესყიდვი- სათვის, რაც აგრეთვე აძლევს მას სარგებელს.

 

418

 

ბიზნესის დაფინანსებისათვის შეიძლება გამოიყენონ ობლიგაციები, აქციები, სახელმწიფოს სუბსიდიები და სხვ.