ბიზნესის დაწყება

ბიზნესის დაწყება

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 

 

 

ნებისმიერ სფეროში მთავარია საქმის დაწყება. რო- გორც ცნობილია, მცირე საწარმოების (ფირმების) სხვა- დასხვა სახის საზოგადოების, კოოპერატივების, სააქციო საზოგადოების 50%-ზე მეტი, ზოგჯერ 2/3 შექმნის მცდელობას წარუმატებლად ამთავრებს საწყის სტადია- ზე. მათ შორის მნიშვნელოვანი ნაწილი იღებს ოფიცია- ლურ იურიდიულ სტატუსს, მაგრამ შემდეგ საქმე არ მიდის, იგი უბრალოდ კვდება. ზოგჯერ ჩანაფიქრი (ბიზნესგეგმა) უფრო ადრე იღუპება, რჩება რა იგი მხო- ლოდ კეთილ სურვილად. ასეთი მდგომარეობა აიხსნება აუცილებელი წანამძღვრების არარსებობით, ადამიანთა შეუთანხმებლობით ბიზნესში ერთად მუშაობისათვის. მატერიალური, ფინანსური, საკადრო, ინტელექტუალუ- რი პოტენციალი და შეუპოვრობა აღმოჩნდება ხოლმე არსებითად საჭიროზე გაცილებით მცირე, რაც თავს იჩენს უკვე პირველი ნაბიჯების გადადგმისას.

ხშირად  ბიზნესმენის  კრახი  განპირობებულია მარ-

ტივი საკითხების უცოდინარობით, საქმის წამოწყების ორგანიზაციული არასრულყოფილებით. ამასთან დაკავ- შირებით დამწყები ბიზნესმენის ყურადღება უნდა მი- ექცეს ზოგიერთ საერთო წესსა და პირობას, რათა თავი- დან იქნეს აცილებული დაწყებული საქმის ჩავარდნა დასაწყისშივე. ბიზნესმენად გახდომის კეთილშობი- ლურ  სწრაფვაში  რომ  არ  განიცადოს ფიასკო, დამწყებმა

392

 

აუცილებლად წინასწარ უნდა იცოდეს რაში ცდება, რა შეცდომებს უშვებს და როგორ შეიძლება ამ შეცდომე-  ბის თავიდან აცილება.

ბიზნესისადმი ინტერესი ახალგაზრდებში გაცილე- ბით დიდია. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ბევრი ბავშვი მშობლების (აშშ და სხვა ქვეყანაში) მიბაძვით თავის კა- რიერას ხედავს ბროკერის, დილერის, ბანკირის და ა. შ. ბიზნესის სფეროში მომუშავეთა სახით. მართალია, ბიზნესში მუშაობის შესახებ ახალგაზრდებს არასაკმა- რისი წარმოდგენა აქვთ, მაგრამ მათ სწრაფვაში აქეთკენ არაფერია ცუდი, მასში ძევს ახალი, საინტერესო საქმის აღქმის მოტივი.

ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როდესაც ადამია- ნი ირჩევს ბიზნესის სფეროს დროებითი სამუშაოს სა- ხით ან სერიოზულად, დიდი ხნით. აი, აქ აუცილებე- ლია ღრმად დაფიქრება, რომ შემდგომ თავიდან იქნეს აცილებული იმედგაცრუება ან, პირიქით, გაკეთდეს მტკიცე, დასაბუთებული ნაბიჯი სამომავლოდ.

ხშირად ნებისმიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი გულისხმობს მისაღები ალტერნატივის არჩე- ვას რამდენიმე ვარიანტიდან. შემთხვევითი არ არის ეკონომიკის ნებისმიერ სახელმძღვანელოში მტკიცება იმის თაობაზე, რომ ეკონომიკური მეცნიერება გვასწავ- ლის იმას, როგორ გაკეთდეს არჩევანი შეზღუდული რე- სურსული შესაძლებლობების გათვალისწინებით. მაგ- რამ ბიზნესის როგორც საქმიანობის სახის არჩევისას ალტერნატივების, მოქმედებათა ვარიანტების რაოდენო- ბა არ არის დიდი. ამ შემთხვევაში მთავარია პასუხი გა-

393

 

ეცეს კითხვას: გახდეს თუ არა ბიზნესმენი. ბიზნესი არა მარტო საქმიანობის სახეობაა, არამედ მოწოდებაცაა, ყველა როდი შეძლებს, . ი. ყველა არ უნდა გახდეს ბიზნესმენი. ცალკეული ადამიანები, რომლებიც გამოხა- ტავენ ბიზნესის სფეროში მუშაობის სურვილს, მაგრამ ვერ ფლობენ სათანადო უნარს, იმუშავებენ ამ სფეროში როგორც დაქირავებული მუშაკები. ისინი უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ და მი- ყავთ საკუთარი საქმე. გამოცდილებით დადასტურებუ- ლია, რომ მხოლოდ ყოველი მეათე ადამიანი ხდება რე- ალურად წარმატებული ბიზნესმენი.

ყველა, ვინც ირჩევს ბიზნესს როგორც საარსებო გზას, საქმიანობის ძირითად სახეობას, ვალდებულია კარგად წარმოიდგინოს რაზე მიდის იგი. ბიზნესმენი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის, ვინც გაბედულად და- ადგება რთულ გზას და მზად არის გაიღოს დიდი მსხვერპლი იდეისა და საინტერესო, მომხიბლავი სამუ- შაოსათვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ გატაცება იყოს არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი, იდე- ალში კი მთელი სიცოცხლის მანძილზე. მაგრამ სურვი- ლებისა და მისწრაფების გარდა, საჭიროა პიროვნების განსაკუთრებული ღირსებები, ფსიქოლოგიური თვისებე- ბი, რომლებიც დამახასიათებელია დაბადებიდან ან ჩა- მოყალიბებულია ბავშვობის წლებში. არსებობს ტესტე- ბის სისტემაც, რომლის მიხედვით ამოწმებენ ადამიან- თა გამოსადეგობას ბიზნესში. რასაკვირველია, მსჯელობა ტესტირების საფუძველზე მეტწილად პირობითია, მაგ- რამ მისი შედეგები გასათვალისწინებელია (იხ. 14.5).

394

 

თვისებების, ღირსებების სტანდარტული ჩამონათ- ვალი, რომლებსაც უნდა ფლობდეს ადამიანი, რომელიც შედის ბიზნესის სამყაროში, არ არის შემუშავებული სრულად არც მეცნიერების, არც პრაქტიკის მიერ, მაგ- რამ პიროვნების ყველაზე ტიპური თვისებები, რომლე- ბიც დამახასიათებელია ბიზნესმენებისათვის, საკმაოდ ცნობილია. ესენია:

Ø ენერგიულობა, რომელიც გაიგება როგორც მოქ- მედების დაუშრეტელი უნარი, ენერგიისა და ძალების მარაგის არსებობა, საქმისთვის მათი დახარჯვის დაუცხრომელი სურვილი, არის ძი- რითადი წანამძღვარი, გადამწყვეტი პირობა ბიზნესმენის ჩამოსაყალიბებლად. ბუნებით დუნე (უსიცოცხლო) ადმიანები, რომლებშიც არ ანთია მგზნებარების ცეცხლი, უბრალოდ, მცირე ფიზიკური და სულიერი ძალები, გამოუსადეგა- რია ბიზნესისათვის;

Ø ინიციატივიანობა, ახალი იდეებისა და ჩანაფიქ- რის გენერირების უნარი, არსებული სიტუაცი- ის შეცვლის მცდელობა ახასიათებს მომავალ ბიზნესმენს მისი შესაძლებლობების პოზიციი- დან ეძიოს და იპოვოს ახალი საქმე, ერთი ბიზ- ნესოპერაციიდან გადავიდეს მეორეზე. ამ თვი- სების გარეშე ბიზნესმენი ვერ გახდება მარადი- ულ მაძიებლად;

Ø შრომისმოყვარეობა, რაც გამოიხატება ადამიანის ბუნებრივ სურვილსა და სწრაფვაში, იშრომოს სისტემატურად და არ დაუშვას უსაქმურობა;

395

 

Ø კომუნიკაბელურობა, თანაზიარობა, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებზე ზემოქმედების უნართან, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მათი ხელმძღვანელობის უნართან, რომლებიც ახასიათებენ ბიზნესმენს, როგორც ბიზნესის ორგანიზატორს. ამ ღირსების გარეშე ძნელია ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას კოლექტიურ ბიზნესში და განახორციელოს ბიზნესოპერაციე- ბის მართვა (მენეჯმენტი);

Ø კომპეტენტურობა, ბიზნესის შესახებ ცოდნისა

და წარმოდგენის მინიმალური დონის არსებო- ბაც კი აარიდებს იმედის სწრაფ გაცრუებას მას- ში, მარცხის საფრთხეს პირველსავე პრაქტიკუ- ლი ნაბიჯების შემდეგ. უნდა ითქვას, რომ გავ- რცელებული რწმენა, რომლის მიხედვით ბიზნე- სის ცოდნა დაიყვანება ასეთ ფრაზამდე: «იაფად იყიდე, ძვირად გაყიდე» განეკუთვნება ბიზნე- სის ძალიან უბადრუკ მოდელთა რიცხვს;

Ø ლტოლვა ნებისმიერი საქმიდან სარგებლის მიღე- ბისაკენ განაპირობებს ადამიანთა ინტერესს ბიზნესისადმი, ახალი და ახალი ოპერაციის ძი- ების წაქეზებას;

Ø რისკის უნარი, რისკის შინაგანი შიშის უქონ- ლობა ბიზნესმენს აძლევს შესაძლებლობას იმოქმედოს განუსაზღვრელობის, საბოლოო შე- დეგის წინასწარ განჭვრეტის დაბალი დონის სიტუაციაში. ამ თვისების გარეშე იგი ხშირად

396

 

გაუშვებს მოგების შანსს რისკზე წასვლის შიშის გამო.

თითოეულ ადამიანს ესაჭიროება თანდაყოლილი

ჭკუა. ბიზნესმენისთვის განსაკუთრებით აუცილებელია თანდაყოლილი ჭკუა, სწრაფი საზრიანობისა და მოხერ- ხების უნარი. ეს საჭიროა დამოუკდიებელი გადაწყვე- ტილებების სწრაფად მიღებისათვის, რომ იგი არ გახ- დეს მოტყუების მსხვერპლი და რთული სიტუაციები- დან გამოვიდეს დაუმარცხებელი.

ბუნებრივია, რომ მცირეა რიცხვი ადამიანებისა, რომლებსაც ბიზნესმენისა და მენეჯერის თვისებების ყველა ჩამოთვლილი «ჯენტლმენური ნაკრები» გააჩ- ნდეს უკვე ბიზნესის დაწყების სასტარტო სტადიაზე. ბევრი შეიძლება შეიძენს ბიზნესის ორგანიზაციის გზა- ზე ან მასში მონაწილეობის მსვლელობაში. ამასთან ერ- თად, საჭირო თვისებების პრაქტიკულად მთლიანად უქონლობის ან უკიდურესად მცირე ოდენობით არსე- ბობის პირობებში უკეთესია თავის შეკავება ბიზნესის დაწყებისაგან.

უნდა აღინიშნოს, რომ წიგნების ავტორები ბიზნე- სის შესახებ არ უკავშირებენ მას სქესის ნიშანს. ეს მიუ- თითებს იმაზე, რომ «სუსტი მდედრობითი სქესი» სავ- სებით უნარიანია იყოს ძლიერი ბიზნესში.

სამწუხაროდ, ძალიან ძნელია ბიზნესის შექმნის მე- თოდების, ტექნოლოგიის, ორგანზიაციის უნივერსალუ- რი რეცეპტების შეთავაზება, რომლებიც ბიზნესმენს მისცემდა ბიზნესის გარემოში შესვლის წინასწარ გარან-

 

397

 

ტიას მისი სრულუფლებიანი წევრის სახით. არ არსე- ბობს ყველა შემთხვევისათვის ოპტიმალური ქცევის წი- ნასწარ გათვალისწინებული გარანტირებული წესები. ბიზნესისათვის რაციონალური სასტარტო სტრატეგიის წინასწარი შემუშავება რთულდება ამოსავალი პირობე- ბის სხვადასხვა ვარიანტების სიმრავლის არსებობით, რომელთაგანაც თითოეულს შეესაბამება ბიზნესის სა- ფუძვლის ჩაყრის თავისი მიზანშეწონილი წესი.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სტრატეგიის, მოქმე- დებათა სახეების გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ბიზნესმენი და როგორია ბიზნესის საწყი- სი ფორმა. ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ბიზნესის ფორმის არჩევა. დამწყებისათვის შეიძლება არჩევანი გაკეთდეს სამი ძირითადი ფორმიდან:

1) ინდივიდუალური, ერთპიროვნული ბიზნესი, რომელიც ხორციელდება საკუთარი ფირმის შექ- მნის გარეშე (წვრილი, მცირემასშტაბიანი ბიზნე- სი);

2) საკუთარი საწარმოს (საზოგადოების) შექმნა იურიდიული პირის სტატუსის მოპოვებით;

3) კოლექტიური საწარმოს (ფირმის) ორგანიზაცია რამდენიმე პარტნიორით და ფირმის ოფიცია- ლური რეგისტრაციით.

საბოლოოდ დამწყებმა ბიზნესმენმა უნდა გადაწ- ყვიტოს ბიზნესი წარმართოს ინდივიდუალური კომერ- ციული საქმიანობის სახით როგორც ფიზიკურმა პირმა, თუ შექმნას თვითონ ან პარტნიორებთან ერთად ოფი-

398

 

ციალური, ქვეყანაში არსებული წესით რეგისტრირებუ- ლი საზოგადოება და გახდეს იურიდიული პირი, ე. ი. იქონიოს საფირმო სახელწოდება, ბეჭედი, თავისი ანგა- რიში ბანკში.

ცხადზე უცხადესია, რომ ინდივიდუალური შრო- მითი საქმიანობა ძირითადად წარმოადგენს ხელოსნო- ბას, მცირე მასშტაბის ბიზნესს უმთავრესად საკუთარი შრომის გამოყენებით. ასეთი კუსტარული ფორმა სავსე- ბით დასაშვებია და რიგ შემთხვევაში მიზანშეწონილიც. მაგრამ იგი განეკუთვნება ბიზნესის ორგანიზაციის შე- დარებით პრიმიტიულ წესს.

არსებობს არჩევანის კიდევ ერთი პრობლემა: იყოს თუ არა ბიზნესის სუბიექტი _ ცალკეულ მოქალაქედ ან მოქალაქეთა კოლექტივად (ჯგუფად); გადაწყვეტილება დამოკიდებულია, ერთი მხრივ, თვით ბიზნესმენის გე- მოვნებაზე და, მეორე მხრივ, დასახული საქმიანობის მასშტაბზე, მის ხელმისაწვდომობაზე და რამდენად მი- საღებია ერთი პირისათვის. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ თუ ფერმერობაში, შუამავლობაში, სავაჭრო და სა- ფინანსო ბიზნესის ფირმებში ერთ ცალკე აღებულ მოქა- ლაქეს ძალუძს შექმნას თავისი საწარმო, უმრავლეს შემ- თხვევაში არ შეიძლება ბიზნესის წარმართვა პარტნიო- რობის გარეშე. ამოცანა მხოლოდ ის არის, რომ შერჩეუ- ლი და გაერთიანებული იქნენ მოცემული საქმის ღირ- სეული კომპანიები, საიმედო ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ საერთო ინტერესებისათვის.

 

 

399

 

დაადგება თუ არა ბიზნესის გზას, ბიზნესმენმა უნ- და აწონ-დაწონოს თავისი ქონებრივი შესაძლებლობები ბიზნესის არჩეულ სახესთან შესაბამისობის თვალსაზ- რისით. ბუნებრივია, რომ ინდივიდუალური ან კოლექ- ტიური ბიზნესმენის როგორც მესაკუთრის ქონებრივი კომპლექსი უნდა იყოს საკმარისი მის საფუძველზე სა- კუთარი საქმის დაწყება-გამართვისათვის. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარი საწარმოსათვის სა- ჭიროა საწარმოო-სამსახურებრივი ფართი, მოწყობილობა, განათება, ორგანიზაციული ტექნიკა, რომ არაფერი ით- ქვას მიწისა და სხვა ბუნებრივი სიმდიდრის შესახებ, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის ცალკეული სახეე- ბისათვის, დამწყები ბიზნესმენის შანსები მსგავსი კომ- პლექსის ქონაზე მცირეა. როგორ უნდა მოიქცეს მსგავს სიტუაციაში იგი?

რეგისტრაციისა და სტატუსის მიღებისთანავე ან მანამდეც კი უნდა იქნეს შეძენილი საჭირო ქონება სა- კუთარ ფულზე. სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაცი- ასთან დაკავშირებით ქონების შეძენის პრინციპული შე- საძლებლობა სათანადო წესებით გათვალისწინებულია კანონში პრივატიზაციის შესახებ. მაგრამ ასეთი შესაძ- ლებლობის რეალიზაცია დამწყებისათვის პრაქტიკუ- ლად არ არის იოლი. ადამიანი, რომელიც იწყებს ბიზ- ნესს უნდა ფლობდეს სათანადო სასტარტო კაპიტალს. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს საჭირო ქონების შეძენის შესაძლებლობა და უფლება, ვინაიდან სახელმწიფო ქო- ნების მესაკუთრეებს შესაბამისი ორგანოების რწმუნე-

 

400

 

ბულების სახით შეუძლიათ გაყიდონ იგი არა იმ შედგე- ნილობითა და არა იმ ფასებით, რომლებიც მისაღებია ბიზნესმენისათვის.

რასაკვირველია, შეიძლება ნასესხები საშუალებე- ბის მიღება ბანკის კრედიტის ან სხვა სახით, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის, რომ ბიზნესმენს საქმე უნდა ჰქონდეს კომერციულ ბანკებთან, რაც მოითხოვს სათანადო გაანგარიშებებს სესხის პროცენტებთან ერ- თად რეალურად გადახდის თაობაზე. სესხისა და პრო- ცენტების დაუბრუნებლობის შემთხვევაში შესაძლებე- ლია დაიკარგოს შეძენილი ქონება და მასთან ერთად იმედიც საკუთარ ბიზნესზე. თუმცა მოვლენათა ხელ- საყრელი განვითარების, სათანადო შემოსავლების სწრა- ფად მიღებისას ბიზნესმენს ძალუძს გაუსწოროს ანგა- რიში კრედიტორებს.

საერთოდ, შეიძლება დამწყებმა პირებმა მიმართონ საარენდო ან ქონების მესაკუთრეებთან ქონებრივ ურ- თიერთობათა ანალოგიურ ფორმებს. ამ შემთხვევაში მე- საკუთრე სთავაზობს ბიზნესმენს განსაზღვრულ საფუძ- ველზე ქონებრივი კომპლექსის სამეურნეო გამოყენების უფლებას, ე. ი. იგი გარკვეული დროითა და ხარისხით ხდება სუბიექტი, რომელიც მართავს ქონებას. ასეთი ურთიერთობები განისაზღვრება კონტრაქტებით, რომ- ლებშიც განისაზღვრება ქონების გამოყენებისა და საქ- მიანობის ცალკეული სახეების განხორციელების ფინან- სური და სხვა პირობები.

 

 

401

 

ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმე- ბის და თავის განკარგულებაში სასტარტო ქონებრივი კომპლექსის მიღების წესის არჩევა ბიზნესის გაშლა-გან- ვითარებისათვის ბევრად განპირობებულია რეალურად არსებული სიტუაციით. მეორე მხრივ, სავსებით შესაძ- ლებელია აღმოჩნდეს, რომ ბიზნესის ორგანიზაცია და- მოკიდებული იყოს ბიზნესის შერჩეულ სახეზე, რომე- ლიც შეიძლება იყოს საწარმოო, სავაჭრო, საფინანსო, სა- დაზრვევო, საშუამავლო.

საწარმოო და ნაწილობრივ სავაჭრო ბიზნესი განა-

პირობებენ კოლექტიურ ფორმას და დაკავაშირებული არიან სოლიდურ, ძვირადღირებულ კომპლექსთან. მაშინ როდესაც სავაჭრო, საფინანსო-საკრედიტო და საშუამავ- ლო ბიზნესის ცალკეული სახეები არ შეიძლება განხორ- ციელდეს ერთპიროვნული და კოლექტიური ბიზნესის ფორმით და არ საჭიროებენ იმდენად მძლავრ ქონებრივ აღჭურვას. რაც შეეხება დამწყების მიერ ბიზნესის სახის არჩევას მისი პირადი უპირატესობათა მინიჭების პოზი- ციდან, ცნობილია, რომ ახალგაზრდებს უფრო იზიდავს სავაჭრო და საშუამავლო ბიზნესი. ამავე დროს, პერ- სპექტივაში უპირატესობა უნდა მიეცეს საწარმოო ბიზ- ნესს. სწორედ ეს გზა განაპირობებს ხანგრძლივ წარმა- ტებას, თუმცა იგი უფრო რთულია.

ბიზნესის ნებისმიერი სახის არჩევისას აუცილებე- ლია ყურადღების კონცენტრაცია განსაზღვრულ საქო- ნელსა და მომსახურებაზე, რომლებიც უნდა გახდნენ დამწყები ბიზნესმენის საქმიანობის ობიექტად, საგნად.

 

402

 

ყოველთვის როდი არის იმის შესაძლებლობა, რომ ზუსტად, ერთმნიშვნელოვნად წინასწარ განიჭვრიტოს თუ როგორ საქონელთან, მომსახურებასთან, სამუშაოთა სახეებთან ექნება საქმე ბიზნესმენს. მაგრამ საქმის დაწ- ყებისას სასურველია რაც შეიძლება უკეთ იცოდეს თუ რასთან ექნება საქმე.