ბიზნესის ორგანიზაციის ასოციაციური ფორმები

ბიზნესის ორგანიზაციის ასოციაციური ფორმები
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011


დიდმასშტაბიანი   ბიზნესისათვის  დამახასიათებე-

ლია   ორგანიზაციული   ფორმები,  რომლებიც განსხვავ-

დება ზემოთ განხილული მცირემასშტაბიანი ბიზნესის ფორმებისაგან. ეს არის ბიზნესის ორგანიზაციის კრები- თი (ნაკრები) ასოციაციური ფორმები, რომლებიც ყა- ლიბდება საწარმოების ერთობლივი სტრუქტურად გა- ერთიანების საფუძველზე.

233

 

ასოციაციური ორგანიზაციული სტრუქტურების ცალკეული ტიპები ყველაზე მეტად გავრცელებულია განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში. ესენია: კორ- პორაციები, სამეურნეო ასოციაციები, კონცერნები, ჰოლ- დინგური კომპანიები, კონსორციუმი, კარტელი, სინდი- კატი, ტრესტები და სხვ. ზოგიერთი მათგანი ფუნქციო- ნირებს საქართველოს ეკონომიკაშიც.

კორპორაცია წარმოადგებს სააქციო (აქციონერულ) საზოგადოებას, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ფირ- მას მათი საერთო მიზნების ან პრივილეგიების დაცვის მიღწევისათვის. როგორც იურიდიული პირი, კორპორა- ცია პასუხს აგებს მასში შემავალი ყველა საწარმოს ვა- დებსა და გადასახადებზე და გამოდის ბიზნესის დამო- უკდიებელი სუბიექტის სახით. აშშ-ში იქმნება სპეცია- ლური კორპორაციები საშუალო და მცირე ბიზნესისათ- ვის (S _ კორპორაციები). ეს შედარებით მცირე მასშტა- ბის კორპორაციებია, რომლებიც სარგებლობენ ისეთივე საგადასახადო შეღავათებით, როგორც მცირე ფირმები. არსებობს მსხვილმასშტაბიანი სახელმწიფოებრივი კორ- პორაციებიც.

სამეურნეო   ასოციაციები   საწარმოების  (ფირმების)

სახელშეკრულებო გაერთიანებები, რომლებიც იქმნება ერთგვაროვანი ფუნქციებისა და საერთო საქმიანობის კოორდინაციის ერთობლივი შესრულებისათვის. ასოცი- აციები განეკუთვნება გაერთიანებათა ერთ-ერთ მოქნილ ფორმას, რომელიც მინიმალურად ზღუდავს ასოციაცია- ში  შემავალი  წევრების  მოქმედებებს.  ასოციაციის მონა-

 

234

 

წილეები სხვა ნებისმიერ ასოციაციაში შესვლის უფლე- ბით სარგებლობენ.

კონცერნები, ჩვეულებრივ, მონოპოლიური ტიპის სახელშეკრულებო მსხვილ გაერთიანებათა ფორმაა, რო- მელიც იძლევა მსხვილმასშტაბიანი წარმოების კომბინი- რების, კოპერირების შესაძლებლობების გამოყენების საშუ- ალებას საწარმოო-ტექნოლოგიური კავშირების არსებო- ბის მეშვეობით. კონცერნებში პოულობენ ნაწილობრივ განსახიერებას საწარმოო სფეროს ლიკვიდირებული სა- მინისტროები. ეს ორგანიზაციულ-სამეურნეო სტრუქტუ- რები კაპიტალის კონცენტრაციის მასშტაბების, საწარ- მოო სიმძლავრეების, წარმოების დივერსიფიკაციის ფართო შესაძლებლობების მეოხებით ფლობენ განსაზ- ღვრულ სიმყარეს ბაზრის კონიუნქტურის მერყეობის პირობებში. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყ- ნებში კონცერნების წარმოშობა განპირობებული იყო, უპირველეს ყოვლისა, კაპიტალის კონცენტრაციით. კონ- ცერნების უმნიშვნელოვანესი ნიშანი გახდა მასში შემა- ვალი საწარმოების, ფირმების, ბანკების საკუთრების ერთიანობა. ამრიგად, კონცერნის მონაწილეები ურთი- ერთდამოკიდებულნი არიან არა ხელშეკრულებით, არა- მედ არსებითად ეკონომიკური ურთიერთობებით.

ჰოლდინგური კომპანიები ხასიათდებიან  იმით, რომ მათ აქვთ სხვა კომპანიების კონტროლის უფლება  (ე. წ. საკონტროლო პაკეტი) ან მათი აქციებისა და ფუ- ლადო კაპიტალის ფლობის ხარჯზე, ან კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების დირექტორების და- ნიშვნის უფლებასთან დაკავშირებით. ასეთ სააქციო სა-

235

 

ზოგადოებებში ჰოლდინგს აქვს შესაძლებლობა გავლენა იქონიოს საწარმოების სამეურნეო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შედიან ჰოლდინგურ გაერთიანებაში. ეს სა- წარმოები რჩებიან უფლებრივად დამოუკიდებლები, მაგრამ ჰოლდინგს შეუძლია წარმართოს ისინი დიდი კორპორაციის, როგორც მთლიანი სამეურნეო სტრუქ- ტურის ინტერესებისათვის. ამასთან ერთად, ჰოლდინგს შეუძლია განახორციელოს რიგი ფუნქციებისა, რომლე- ბიც დაკავშირებულია საერთო ბიზნეს-საქმიანობასთან. აუცლებლობისა და საერთო სარგებლობის შემთხვევაში ჰოლდინგს შესწევს უნარი განახორციელოს თავისი მო- ნაწილეების საფინანსო სახსრების ცენტრალიზაცია და გადანაწილება.

კონსორციუმი საწარმოთა (ფირმების) დროებით ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც იქმნება კონ- კრეტული ამოცანებისა და პრობლემების გადაწყვეტის, მსხვილი საინვესტიციო, მეცნიერულ-ტექნიკური, სოცი- ალლური, ეკოლოგიური პროექტების განხორციელები- სათვის. კონსორციუმში შეიძლება გაერთიანდნენ რო- გორც მსხვილი, ასევე მცირე (წვრილი) საწარმოები, რომლებსაც სურთ მიიღონ მონაწილეობა ბიზნესის ან სხვა საპროექტო განზრახვაში, მაგრამ არ გააჩნიათ მისი განხორციელების დამოუკდიებელი შესაძლებლობები. კონსორციუმი წარმოადგენს კადრების, სიმძლავრეების, მატერიალური და ფინანსური რესურსების დროებით ინტეგრაციის ეფექტიანი ორგანიზაციულ-სტრუქტურუ- ლი პოტენციალის შექმნის წესს. ფირმებს შეუძლიათ გა- ერთიანდნენ კონსორციუმში მიმზიდველი, საინტერე-

236

 

სო, დიდი მოგების მომტანი პროექტის განხორციელე- ბისათვის, რომელიც მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდე- ბას ხანგრძლივი ვადით რისკის მაღალი დონის პირო- ბებში. კონსორციუმი ყალიბდება სახელშეკრულებო სა- ფუძველზე. კონცერნში შესვლისას, ერთჯერადობის პრინციპისაგან განსხვავებით, საწარმოებს შეუძლიათ იყვნენ ერთდროულად რამდენიმე კონსორციუმის წევ- რი.

კარტელი საწარმოთა სახელშეკრულებო გაერთიანებაა, რომლის საფუძველია შეთანხმება წარმოების მოცულო- ბების კვოტირების, რეალიზაციის ფასების, გაყიდვის პირობების, გასაღების ბაზრის გამიჯვნის შესახებ. კარ- ტელში შემავალი საწარმოები იურიდიულად დამოუკ- დიებელია. ჩვეულებრივ, ისინი ახორციელებენ პრო- დუქციის გასაღების სახელშეკრულებო საწყისებზე, ე. ი. საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულებების შე- საბამისად.

სინდიკატი წარმოადგენს ერთგავროვან საწარმოთა გაერთიანების ფორმას, რომელიც გულისხმობს სინდი- კატის წევრების მომარაგებისა და მათ მიერ წარმოებუ- ლი პროდუქციის გასაღების (ლოგისტიკური საქმიანო- ბის) ცენტრალიზაციას. ამგვარად, სინდიკატის შექმნა იძლევა შესაძლებლობას თავიდან იქნეს აცილებული კონკურენცია მის მონაწილეებს შორის გასაღებისა და ნედლეულის შესყიდვის სფეროებში. დასახელებული მმართველობითი ფუნქციების განსახორციელებლად იქმნება სპეციალური ორგანო ან ეს ფუნქციები გადაე- ცემა სახელშეკრულებო გაერთიანების ერთ-ერთ მონა-

237

 

წილეს, სინდიკატის დირექციას. ორგანო (სტრუქტურუ- ლი ქვედანაყოფი), რომელიც ახორციელებს გასაღებასა და შესყიდვებს, აგროვებს შეკვეთებს სინდიკატის სა- წარმოთა პროდუქციაზე და ანაწილებს მათ ხელშეკრუ- ლებაში დაფიქსირებული კვოტების შესაბამისად. სინდი- კატის წევრების დამოუკიდებლობა ლოგისტიკის (მომა- რაგება-გასაღების) სფეროში იკარგება მთლიანად, წარ- მოების სფეროში კი _ ნაწილობრივ. სინდიკატის საწარმო- ები იურიდიულად დამოუკიდებელნი არიან. სინდიკა- ტის მონაწილეები შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ სა- წარმოები, არამედ კონცერნებიც, ტრესტებიც.

ტრესტები საწარმოთა გაერთიანების ფორმაა, რომ- ლის დროსაც ისინი მთლიანად კარგავენ თავინთ იუ- რიდიულ, სამეურნეო (წარმოება-გასაღების) დამოუკდი- ებლობას და ექვემდებარებიან ერთიან მმართველობას. უნდა აღინიშნოს, რომ ტრესტის კლასიკური განსაზ- ღვრა არ შეესაბამება ამ ორგანიზაციულ-სამეურნეო ფორმის გამოყენების პრაქტიკას ჩვენს ქვეყანაში (სამშე- ნებლო ტრესტები).

ბიზნესის ორგანზიაციის ჩამოთვლილი ასოციაცი- ური ფორმების გარდა არსებობს სპეციფიკური ორგანი- ზაციული სტრუქტურები. საბაზრო ეკონომიკის განვი- თარებული ქვეყნების სამეურნეო ცხოვრების სფეროებ- ში გვხვდება ბიზნესის ორგანიზაციის განსაკუთრებუ- ლი ფორმები.

ოფშორულ კომპანიას უწოდებენ უცხოურ კომპანი- ას, რომელიც რეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში. რიგი ქვეყნების მთავრობები, რომლებიც დაინტერესე-

238

 

ბულნი არიან მოგების მიღებით ოფშორული ბიზნესი- დან, იძლევიან ნებართვას ქვეყანაში ოფშორული ზონე- ბის შექმნისა და ამ ზონებში უცხოური კომპანიებისათ- ვის შეღავათების შეთავაზების თაობაზე. ასეთი შეღავა- თების არსებობა ასტიმულებს კიდევაც ოფშორების შექ- მნას მუშაობის უფლებით მხოლოდ საზღვარგარეთ.

ტრესტი-კომპანიებიც ითვლება ერთ-ერთ სპეციფი- კურ ორგანიზაციულ სტრუქტურად. ესენია ის დაწესე- ბულებები, რომლებმაც მიიღეს სხვა კომპანიების რწმუნე- ბა მათი ქონებისა და ფასიანი ქაღალდების მართვის შე- სახებ. იმ ფონდებთან ერთად, რომლებიც გადაეცემა ტრესტ-კომპანიებს მინდობილობით, მათ შეუძლიათ ფლობდნენ საკუთარ საშუალებებსაც.

ცნობილია მსხვილი და მცირე (წვრილი) ბიზნესის შეხამების ჰიბრიდული ორგანიზაციული ფორმაა _ ფრენშაიზინგი.61 ხშირად საწარმო-დამამზადებელი, ანუ მსხვილი ფირმა (ფრენშაიზერი) შეუთანხმდება მცირე ფირმას (ფრენშაიზი), რომელიც კისრულობს ფრენშაი- ზერის საქონლის გაყიდვის ვალდებულებას, ანუ მის- თვის მომსახურების გაწევას. თანამშრომლობის ასეთ ფორმაში წამყვანი მდგომარეობა უკავია მსხვილ ფირ- მას, რომელიც უყენებს პირობებს მცირე ფირმას, რაც განმტკიცებულია ხელშეკრულებით. საქართველოს სა- მოქალაქო კოდექსის (მიღებულია 1997 წლის 26 ივნისს) თანახმად, «ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადია- ნი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამო-

61 da ara franCaizingi, romelsac iyeneben.

239

 

უკდიებელი საწარმოები ორმხრვივად კისრულობენ, სა- ჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოე- ბას, გასაღებასა და მოსმახურებათა განხორციელებას. ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია ფრენშაიზის მიმ- ღებს წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ფორმით არამატერიალური ქონებრივი უფლებები, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის წარ- მოების, შეძენის, გასაღებისა და საქმიანობის ორგანიზა- ციის კონცეფცია, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭი- როა გასაღებისათვის ხელშესაწყობად… ფრენშაიზის მიმ- ღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური, რომლის ოდენობაც არსებითად გამოითვლება ფრენშაიზინგის სის- ტემის განხორციელებაში შეტანილი წვლილის გათვალის- წინებით, კეთილსინდისიერი ბიზნესმენის გულისხმიერე- ბით აქტიურად განახორციელოს საქმიანობა, მიიღოს მომსახურება და შეიძინოს საქონელი ფრენშაიზის მიმ- ცემის ან მის მიერ დასახელებულ პირთა მეშვეობით, თუკი ეს უშუალო კავშირშია ხელშეკრულების მიზან- თან» (მუხლები 607-609).

ცნობილია მსხვილი ფირმის ფილიალების, შვილო- ბილი კომპანიების საზღვარგარეთ შექმნა. ასეთი ფირმე- ბი ფლობენ ფორმალურ იურიდიულ დამოუკდიებლო- ბას, მაგრამ აქვთ  მჭიდრო  საწარმოო-ტექნოლოგიური და საფინანსო კავშირები ძირითად (მეთაურ, სათაო) ფირმასთან.

საერთაშორისო ფირმები ახორციელებენ ბიზნესს სა- ერთაშორისო მასშტაბით. ასეთი ფირმების ბიზნესოპერა-

240

 

ციები მოიცავენ საქმიანობის ისეთ სახეებს, როგორიცაა ექსპორტი, იმპორტი, კაპიტალის დაბანდება საზღვარგა- რეთ. ტრანსეროვნულ კორპორაციებს უწოდებენ ისეთ ფირმებს, რომლებიც რეგისტრირებულია რამდენიმე ქვეყანაში და აქვთ მსოფლიოს ბევრ საფონდო ბირჟაზე აქციების გამავრცელებელი საზღვარგარეთული ფილია- ლები.