ბიზნესის ორგანიზაციული ფორმები
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
ბიზნესის ორგანიზაციის ფორმა ახასიათებს თუ
როგორ გაუკეთოს ორგანიზაცია თავის საქმეს ბიზნეს-
მენებმა, როგორ ურთიერთმოქმედებენ ისინი ერთმა- ნეთთან და ბიზნესის სხვა მონაწილეებთან. ბიზნესის ორგანიზაციის ფორმებს, რომლებიც განმტკიცებულია იურიდიულად, უწოდებენ ბიზნესის ორგანიზაციულ- სამართლებრივ ფორმებს.
საქართველოში ბიზნესის მონაწილეთა (სუბიექ- ტთა) მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორ- მებს აწესრიგებს კანონი «მეწარმეთა შესახებ», რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა 1994 წლის 28 ოქ- ტომბერს.58 საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი კანონი კერძო სამართალში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზეა შესრულებული. ეს კანონი შე- იქმნა ქართველი და გერმანელი იურისტების ერთობ- ლივი მუშაობის შედეგად. იგი წარმოადგენს კონტინენ- ტური ევროპის სამართლებრივი ტრადიციის გაგრძე- ლებას, მის ძირითად პრინციპებს, რომელთაგან ზოგი- ერთი სახელმწიფოს სამართალს ორი ათასწლიანი ის- ტორია აქვს და რომის სამართლიდან მომდინარეობს.
58 kanoni gamoyenebulia 11. 10. 2010 w. mdgomareobiT.
218
პირველად შეიქმნა ე. წ. სავაჭრო კოდექსები XIX საუკუნის დასავლეთ ევროპაში. იმ ეპოქის საზოგადოებ- რივ ურთიერთობებში ვაჭრები თამაშობდნენ უდიდეს როლს. ამიტომ მათი სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება კანონმდებლის მნიშვნელოვან ამოცანად იქცა. სავაჭრო კოდექსები წარმოიშვა ჯერ საფრანგეთში, ხოლო შემდეგ გერმანიაში. XIX საუკუნის მეორე ნახევ- რიდან ეკონომიკურ ურთიერთობებში (ბიზნესში) სულ უფრო მზარდ როლს თამაშობენ აქციონერული (სააქ- ციო) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოე- ბები. მათი სამართლებრივი მოწესრიგება სავაჭრო კო- დექსებში შეუძლებელი იყო. ამიტომ წარმოიშვა ცალკე კანონების მიღების აუცილებლობა. ასე შეიქმნა კანონე- ბი აქციონერთა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა შესახებ. ზოგმა ქვეყანამ ეს საზოგადო- ებები სამოქალაქო კოდექსებში განამტკიცა და იქ მოა- წესრიგა (მაგალითად, შვეიცარია). ასეთივე მოწესრიგე- ბის მცდელობა იყო საქართველოს 1923 წლის სამოქალა- ქო სამართლის კოდექსშიც.
მთელი XX საუკუნის მანძილზე დაგროვდა სათა- ნადო გამოცდილება, რომელიც შესაძლებელს ხდიდა შექმნილიყო ერთიანი ნორმატიული აქტი ბიზნესის სა- მართლებრივი მოწესრიგებისათვის. მეწარმეთა შესახებ კანონის მიღებამდე საქართველოში 1991 წლიდან მოქმე- დებდა კანონი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, რომე- ლიც უფრო პოლიტიკურ-საჯარო ხასიათის აქტი იყო, ვიდრე კერძო სამართლის კანონი. მასში განსაზღვრულ ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმების რეგლამენ-
219
ტაცია სამთავრობო დადგენილებებით და სხვა კანონქვემ- დებარე აქტებით ხდებოდა. სამართლებრივი სახელმწი- ფოსათვის, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობას, ბიზნესმენთა სტატუსი კანონით უნდა იყოს განსაზ- ღვრული და არა კანონქვემდებარე დოკუმენტებით.
ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმე– ბია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხის- მგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგა- დოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგა- დოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი, რომლებიც განიხილება ქვემოთ. აშშ- ში და სხვა ქვეყნებში დამკვიდრებული ტრადიციით, ყველა ამ ორგანიზაციული ფორმის განმაზოგადებელი ცნება არის ფირმა.
საქართველოს კანონში «მეწარმეთა შესახებ» საწარ– მოს ცნება ერთ-ერთი ფუძემდებლური ცნებაა. კანონის სახელწოდებასთან დაკავშირებული ბევრი დისკუსია უმთავრესად ამ ცნებით იყო განპირობებული. რა არის საწარმო? არის იგი სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტი თუ ობიექტი? ეს არ არის მხოლოდ თეორიუ- ლი მნიშვნელობის საკითხი, რომელიც პრაქტიკულ საქ- მიანობაში არ ასრულებს რაიმე გადამწყვეტ როლს. მო- ცემული კანონის მიხედვით, საწარმო არის პირთა და ქონების ორგანიზაციულ-ეკონომიკური ერთიანობა. სა- წარმოს მიეკუთვნება აგრეთვე საწარმოსა და მუშა-მო- სამსახურეთა საქმიანობაც. გარდა ამისა, მას განეკუთვნება არამატერიალური ფასეულობანი, ფაქტობრივი ურთიერ- თობები, საწარმოს ე. წ. ფირმის საიდუმლოებანი. საწარ-
220
მოს ცნება მოიცავს აგრეთვე მატერიალურ ფასეულო- ბებსა (მაგალითად, მიწის ნაკვეთები, ძირითადი საშუა- ლებები, ქარხნები, ფაბრიკები, ავტომანქანები, საქონე- ლი, ნაღდი ფული და ა. შ.) და უფლებებს (კერძოდ, მოთხოვნები, პატენტები, სასაქონლო ნიშნები და ა. შ.); ამ ცნებაში იგულის-ხმება ვალდებულებებიც.
საწარმო არ არის მეწარმის იდენტური. ურთიერ- თობებში საწარმო გამოდის როგორც პირთა, ნივთებისა და უფლებების ორგანიზებულ-ეკონომიკური ერთიანო- ბა, რომელიც შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად გას- ხვისდეს, არენდით გაიცეს და ა. შ. საწარმო არის ბიზნე- სის ორგანიზაციის უნივერსალური ფორმა. იგი ერ- თდროულად არის როგორც სამართლებრივი ურთიერ- თობის სუბიექტი, ასევე ამ ურთიერთობათა ობიექტიც. ამ გაგებით გამოიყენება მეწარმეთა კანონში საწარმოს ცნება. თუმცა ეს არ გამორიცხავს სამართლის სხვა დარ- გებში საწარმოს განსხვავებული ცნების არსებობას, მაგა- ლითად, შრომის, საგადასახადო, საფინანსო და ა. შ. სა- მართალში.
საქართველოს კანონი «მეწარმეთა შესახებ» განამ-
ტკიცებს ბიზნესის სუბიექტების ექვს ორგანიზაციულ- სამართლებრივ ფორმას: ინდივიდუალური მეწარმე, სო- ლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომან- დიტური საზოგადოება, შპს, სააქციო საზოგადოება, კო- ოპერატივი. სპს, კს, შპს, სს და კოოპერატივი არიან იუ- რიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოები (ფირმე- ბი). ამ კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მე- წარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური
221
მეწარმე (ბიზნესმენი) საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი.
ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმე- ბის განსაზღვრისას კანონი მიმართავს შემდეგ პრინციპს: ბიზნესში დასაშვებია საწარმოთა მხოლოდ ის ფორმები, რომლებიც განმტკიცებულია კანონში. მეწარმეთა კანო- ნის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონი სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ არ იცნობდა ამ პრინციპს. მართალია, იგი განამტკიცებდა ათ ორგანი- ზაციულ-სამართლებრივ ფორმას, მაგრამ იქვე მიუთი- თებდა, რომ შესაძლებელი იყო სხვა ფორმის საწარმოე- ბიც, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონ- მდებლობას. ამ ათი ფორმიდან ოთხი ხელოვნურად იყო შეტანილი კანონში და უფრო არაპრაქტიკულ სახეს ატარებდა. კერძოდ, ეს შეეხება ერთი პირის საწარმოს, დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოებას, საზოგა- დოებრივი ორგანიზაციის საწარმოს. ამ ფორმების და- ფიქსირება კანონში მოკლებული იყო სათანადო საფუძ- ველს. მაგალითად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია სა- მოქალაქო სამართლისათვის ისეთივე პირია, როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი. ამი- ტომ მას სრულიად ბუნებრივად შეუძლია დააფუძნოს იურიდიული პირებისათვის ნებადართული ნებისმიე- რი ფორმის საზოგადოება. რაც შეეხება ერთი პირის სა- წარმოს, იგი კანონის მიხედვით იყო შპს-ის ნაირსახეო- ბა, თუმცა პრაქტიკაში მან შეიძინა დამახინჯებული ფორმა, ვინაიდან ერთ პირს არ ჰქონდა შპს-ის დაარსე-
222
ბის უფლება. მის მიერ დაარსებულ საწარმოს აუცილებ- ლად ერთი პირის საწარმო უნდა რქმეოდა. კანონმა «მე- წარმეთა შესახებ» გამოასწორა ეს ხარვეზი და ერთ პირს მისცა შპს-სა და სააქციო საზოგადოების დაარსე- ბის უფლება ისე, რომ ამ შემთხვევაში სრულიად არ არის სავალდებულო იმის მითითება, რომ ეს არის ერ- თი პირის საწარმო. ხელოვნური იყო საწარმოთა ცალ- ცალკე დაყოფა სახელმწიფოებრივ და მუნიციპალურ საწარმოებად. საქართველოში დღეს მოქმედი მმართვე- ლობის ადგილობრივი ორგანოები სახელმწიფოებრივი ორგანოებია. ამრიგად, მოქმედი კანონით გათვალისწი- ნებულია ბიზნესის შემდეგი ორგანზიაციულ-სამარ- თლებრივი ფორმები:
- ინდივიდუალური მეწარმე (ბიზნესმენი) ერთი პირის, როგორც დამოუკიდებელი ფიზიკური პირის, ბიზნესის მოწყობის ფორმაა. იგი არ არის იურიდიული პირი და წარმოიშობა იური- დიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მო- მენტიდან. ინდივიდუალური ბიზნესმენი ვალ- დებულებებისათვის პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში ბიზ- ნესმენი გამოდის როგორც ფიზიკური პირი, სა- კუთარი სახელით. ფიზიკური პირის არა ყო- ველგვარი საქმიანობა ჩაითვლება ბიზნესად და, აქედან გამომდინარე, მისი არა ყოველი აქტიუ- რობა მიიღებს საწარმოს ფორმას. მაგალითად, საკუთარი ან სხვისი ავტომობილის გამოყენება ტაქსად ან ტვირთის გადასაზიდ საშუალებად
223
არ ჩაითვლება ბიზნესად, თუ ამ სატრანსპორ- ტო საშუალების გამომყენებელს არა აქვს დად- გენილი წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მო- წესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე (როგორც ამას კანონი ითვალისწინებს). ეს გუ- ლისხმობს შემდეგს: ფიზიკური პირი რეგის- ტრირებული უნდა იყოს სათანადო რეესტრში. ამისათვის საკმარისია გვარის და სახელის ჩაწე- რა და აღნიშვნა, რომ პირი ინდივიდუალური ბიზნესმენია. მას უნდა ჰქონდეს სათანადო სა- ბუღალტრო ჩანაწერები.
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადო– ება არის ერთ-ერთი ძველი და მეტად გავრცე- ლებული სავაჭრო საზოგადოება. იგი გავრცელე- ბულია დასავლეთში. გერმანიაში მისი მდგომა- რეობა განმტკიცებულია გერმანიის სავაჭრო კო- დექსში. საფრანგეთში ამ საზოგადოების საქმია- ნობა მოწესრიგებულია სავაჭრო კოდექსითა და 1966 წელს მიღებული კანონით სავაჭრო ამხანა- გობათა შესახებ. ინგლისში ამ საზოგადოების მდგომარეობას განამტკიცებს 1890 წლის კანონი ამხანაგობათა შესახებ. რუსეთში ეს საზოგადოე- ბა ცნობილია სრული სამეურნეო ამხანაგობის სახელით. საქართველოს კანონმა სამეწარმეო სა- ფუძვლების შესახებ გაიმეორა რუსული სახელ- წოდება და ამ საზოგადოების სამართლებრივი მდგომარეობა ზოგადი სახით განმტკიცებული იყო ამ კანონით და მთავრობის დადგენილე-
224
ბით «საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო ამხანაგობათა შესახებ დებულების დამტკიცე- ბის თაობაზე» (1992 წლის 7 აგვისტო). «მეწარ- მეთა შესახებ» საქართველოს კანონმა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისაგან განსხვავებით, შე- არჩია სწორი სახელწოდება. არსებითი ამ ფორ- მის საზოგადოებაში არის პარტნიორთა სოლიდა- რული პასუხისმგებლობა საზოგადოების კრე- დიტორების წინაშე. ამიტომ შინაარსის ძირითა- დი ელემენტი სწორადაა ასახული საზოგადოე- ბის სახელწოდებაში. მოქმედი კანონით, სოლი- დარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში რამდენიმე ფიზიკური პირი (პარტნიორი) ერ- თობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა ბიზნესს და საზოგადოების ვალდებულე- ბებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს როგორც სოლიდარული მოვალეები, _ მთელი თავისი ქონებით, უშუალოდ და პირდა- პირ.
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოე– ბა. იგი ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცე- ლებული ფორმაა. იგი არის საზოგადოება, რომ- ლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც. შპს-ის კაპიტალი დაყოფილია წი- ლებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება (პარ-
225
ტნიორი პასუხისმგებელია თავისი წილის _ შე- სატანის ფარგლებში).
- კომანდიტური საზოგადოება პირთა წევრობაზე დაფუძნებულ სავაჭრო საზოგადოებათა ერთ- ერთი მეტად გავრცელებული ფორმაა საფრან- გეთში, გერმანიასა და ინგლისში. რუსული კა- ნონმდებლობის გავლენით სამეწარმეო საქმია- ნობის საფუძვლების შესახებ კანონმაც გაითვა- ლისწინა კომანდიტური (შერეული) სამეურნეო ამხანაგობა. მაგრამ დეტალური სამართლებრი- ვი მოწესრიგება საქართველოში მას არ ჰქონია მეწარმეთა კანონის მიღებამდე. ამ კანონის მი- ხედვით, კომანდიტური საზოგადოება არის სა- ზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი, ერთია- ნი საფირმო სახელწოდებით ეწევა ბიზნესს, თუ ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებ- ლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე გან- საზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შე- მოიფარგლება _ შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუ- ხისმგებლობა შეზღუდული არ არის _ სრული პარტნიორები (კომპლემენტარები). სრული პარ- ტნიორები (კომპლემენტარები) პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, _ მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
- სააქციო (აქციონერული) საზოგადოებები დასავ- ლეთის ქვეყნებში, როგორც წესი, მსხვილი სამ- რეწველო და სავაჭრო საზოგადოებებია. მსოფლი-
226
ოში ცნობილი ფირმები, როგორიცაა «ფორდი»,
«ჯენერალ მოტორსი», «მერსედეს-ბენცი» და ა. შ. ფუნქციონირებენ სააქციო საზოგადოებების ფორმით. სააქციო საზოგადოება არის სამრეწვე- ლო რევოლუციის შედარებით ახალი ეპოქის პირმშო. შპს-საგან განსხვავებით, ის არ არის კა- ნონმდებლობის ხელოვნური ქმნილება. სააქციო საქმე სამეურნეო საქმიანობის ხანგრძლივი გან- ვითარების შედეგია. სააქციო საზოგადოებების ადრეულ ფორმებად მიჩნეულია სავაჭრო კომ- პანიები (1600 წ.), კერძოდ, ბრიტანულ-აღმოსავ- ლეთ ინდური და ჰოლანდიურ-აღმოსავლეთ ინდური სავაჭრო კომპანიები. მაგრამ თანამედ- როვე სააქციო საზოგადოებები გაჩნდა მხო- ლოდ XVIII საუკუნეში საფრანგეთში. ბოლო პე- რიოდში სააქციო (აქციონერულ) საზოგადოე- ბებს დიდი კონკურენტები გაუჩნდა შპს-ების სახით. მაგალითად, გერმანიაში ერთ სააქციო საზოგადოებაზე მოდის 150 შპს.59 დასავლეთის ქვეყნებში სააქციო საზოგადოებები მოქმედებენ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო _ კერძო სა- წარმოების სახით.
საქართველოში პირველად სააქციო საზოგადოების ცნება, როგორც ბიზნესის ორგანიზაციული ფორმა, შე- მოვიდა სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ
59 l. Wanturia, T. niniZe. mewarmeTa Sesaxeb kanonis komentarebi. pirveli gamocema. Tb., 1996, gv., 18.
227
კანონის მიღებით. შემდგომ მთავრობის დადგენილე- ბით განმტკიცდა სააქციო საზოგადოებათა სამართლებ- რივი მდგომარეობა. მაგრამ სრულყოფილი სახით იგი არის მოწესრიგებული მეწარმეთა კანონში: სააქციო სა- ზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი და- ყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაო- დენობის აქციებად. აქცია როგორც ფასიანი ქაღალდი, ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფ- ლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოე- ბის აქციონერები პასუხს აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. აქციები შეიძლება იყოს ჩვეუ- ლებრივი და პრივილეგიური. აქციონერების წილი მო- გებაში განისაზღვრება აქციათა რაოდენობისა და კლა- სის შესაბამისად. აქვს აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი. საწესდებო კაპიტალის მინიმალური ნომინა- ლური ღირებულება შეესაბამება ათი ათასი აშშ დოლა- რის ეკვივალენტს ეროვნული ვალუტით, ხოლო ერთი აქციის (ფასიანი ქაღალდის) ნომინალური ღირებულე- ბაა ერთი აშშ დოლარის ეკვივალენტი. აქციონერთა ქო- ნებრივი უფლებებიდან ყველაზე მთავარია დივიდენ- დების (მოგების ნაწილის) მიღების უფლება სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით. საწარმო, რომელშიც ორ- მოცდაათზე მეტი პარტნიორია, უნდა ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმით. ეს ნაკარნა- ხევია ეკონომიკური პოლიტიკის მოტივებით. ივარაუ- დება, რომ 50 პარტნიორის არსებობა მოგებაზე ორიენ-
228
ტირებულ საზოგადოებებში ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს დიდი კაპიტალის მქონე საწარმოსთან.
- კოოპერატივები ისტორიულად წარმოიშვა XIX საუკუნეში, რაც განაპირობა კაპიტალიზმის გან- ვითარებამ ევროპაში. კოოპერატივის წარმოშო- ბის ძირითადი მოტივი იყო თვითდახმარება, ე. ი. ეს იყო წევრთა ორგანზიაციის ისეთი ფორმა, რომლის ძირითადი მიზანი იყო მასში გაერთი- ანებული პირების მოთხოვნილებათა დაკმაყო- ფილება. ამ მიზნით შეიქმნა პირველი სამომხმა- რებლო კოოპერატივები ინგლისში (1827, 1844 წ.წ.), გერმანიაში (1871 წ.) და სხვ. საქართველოში პირველი სამომხმარებლო კოოპერატივი შეიქმნა თბილისში (1869 წ.). მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კოოპერატივის მოწყობა სიღნაღის მაზრის სოფ. მაჩხაანში XIX საუკუნის 90-იან წლებში. მეწარმეთა კანონში მოცემულია კოოპერატივების შემდეგი დეფინიცია: კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევ- რთა მეურნეობის განვითარებასა და შემოსავ- ლების გადიდების მიზნით შექმნილი საზოგა- დოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.
ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებ- თან უშუალო კავშირშია პარტნიორის და რეგისტრაციის ცნებები. პარტნიორი, კანონის თანახმად, არის ერთ-ერ- თი საზოგადოების წევრი (მონაწილე), რომელსაც აქვს
229
საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული უფლე- ბები და მოვალეობები საზოგადოების მიმართ. «პარ- ტნიორი» არის კრებითი სახელწოდება იმ პირებისა, რომლებიც შეიძლება იყვნენ საზოგადოების დამფუძ- ნებლები ან მოგვიანებით შემოვიდნენ საზოგადოებაში. ეს ტერმინი მეწარმეთა კანონმა პირველად შემოიღო. კა- ნონი სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ პარ- ტნიორს იყენებდა მხოლოდ მოქალაქეთა გაერთიანებე- ბისა და კოლექტიური ბიზნესის აღსანიშნავად, სხვა შემთხვევაში კანონი განამტკიცებდა საზოგადოების წევრის ცნებას.
პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური,
ასევე იურიდიული პირი. ამასთან, იგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, მიუხედავად მოქალაქეო- ბისა, სქესისა, კანის ფერისა, ასაკისა და ა. შ. ამრიგად, პარტნიორი შეიძლება იყოს უცხოელი მოქალაქეც და მოქალაქეობის არმქონე პირი და მას რაიმე სპეციალუ- რი ნებართვის აღება არ სჭირდება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმა, რომელიც ხელს უწყობს უცხოუ- რი ინვესტიციების მოზიდვას და თანაბარ პირობებს უქმნის მათ ქართველ ბიზნესმენებთან ერთად. პარტნი- ორი შეიძლება იყოს არასრულწლოვანი პირიც. სრული ქმედითუნარიაონობის დადგომამდე მისი უფლებამოვა- ლეობები განხორციელდება მისი წარმომადგენლების მიერ. პარტნიორი შეიძლება იყოს ყოველი იურიდიუ- ლი პირიც, მხოლოდ აქ კანონი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს: იურიდიული პირი არ შეიძლება იყოს სოლი- დარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი
230
და კომანდიტური საზოგადოების პერსონალური პასუ- ხისმგებელი პარტნიორი (კომპლემენტარი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მოცემულია იურიდიული პირის ასეთი დეფინიცია: «იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნი- ლი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმო- ნაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკდიებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასა- მართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ».60 ზოგი ქვეყანა იურიდიულ პირად მიიჩნევს ისეთ ორგა- ნიზაციას, რომლებსაც სხვა ქვეყნები ასეთად არ მიიჩნე- ვენ. მაგალითად, გერმანია ღია სავაჭრო ამხანაგობებს არ თვლის იურიდიულ პირად, ხოლო საფრანგეთი აღი- არებს მათ ასეთად.
რეგისტრაცია არის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებისა და მოვლენების შეტანა სპეციალურ სახელ- მწიფო რეესტრში ბიზნესის სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სა- აგენტო (ე. წ. მარეგისტრირებელი ორგანო). კანონი ერ- თმანეთისაგან განასხვავებს ორი სახის რეგისტრაციას: საწარმოს რეგისტრაცია და საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების რეგისტრა- ცია. რეგისტრაციის პირველ სახეს განსაზღვრავს იმპე-
60 saqarTvelos samoqalaqo kodeqsi. Tb., 1997. gv. 9-10.
231
რატიული ნორმა: საწარმოს რეგისტრაცია სავალდებუ- ლოა. საწარმო, როგორც კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სათანადო რეესტრში რეგისტრაციის მომენ- ტიდან ანუ ბიზნესის სუბიექტი წარმოშობილად ით- ვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სუბიექ- ტის არსებობა დგინდება ამონაწერით იურიდიული პი- რების რეესტრიდან. ბიზნესის სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რე- გისტრაციას. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოქვეყნებულად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსებით.
რეგისტრაციისას მომავალმა პარტნიორებმა შეიძ- ლება განახორციელონ საწარმოს ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი ყველა მოქმედება: მოამზადონ წესდება, მოაწერონ ხელი და ა. შ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშ- ნავს, რომ საწარმო შეიქმნა. ამისათვის აუცილებელია სა- წარმოს რეგისტრაცია სათანადო რეესტრში. ბიზნესმე- ნებს რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ საქმიანობა, მაგრამ კრედიტორების წინაშე ისინი პასუხს აგებენ არა როგორც ამა თუ იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოები, არამედ როგორც კერძო პირები. მაგალითად, სამმა პირმა გადაწყვიტა შეექმნა შპს: შეად- გინა წესდება, მოაწერა ხელი, მაგრამ არ გაუტარებია სა- ზოგადოება რეგისტრაციაში. ამასობაში მათ საზოგადოე- ბის სახელით დადეს გარიგებები, რომლებიდანაც წარ- მოიშვა ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში საზოგადო- ება კი არ აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე, ისე რო-
232
გორც შპს (ე. ი. მხოლოდ ქონებით), არამედ პარტნიორე- ბი.
ადრე კანონი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ით- ვალისწინებდა დროებით რეგისტრაციას. საბოლოო რე- გისტრაციამდე იურიდიულ პირს უნდა გაეხსნა ბანკში ანგარიში და თუ მისი საქმიანობის საგანი მოითხოვდა ლიცენზიას (ნებართვას), აეღო იგი. ლიცენზია აუცილე- ბელი პირობა იყო საზოგადოების რეგისტრაციისათვის.
«მეწარმეთა შესახებ» კანონმა უარი თქვა ასეთ წესზე.
საზოგადოება, როგორც იურიდიული პირი, წარმოიშო- ბა მისი რეგისტრაციის მომენტიდან. თუ იმ საქმიანობი- სათვის, რომლის განხორციელებასაც აპირებს იურიდი- ული პირი, მოითხოვება ლიცენზია, იგი მას აიღებს, როგორც უკვე არსებული სუბიექტი. მხოლოდ ამის შემ- დეგ შეუძლია მას მიიღოს ნებართვა _ სავალდებულო საქ- მიანობის განხორციელება. განსხვავებით იურიდიული პირებისაგან, ინდივიდუალური ბიზნესმენი გამოდის როგორც ფიზიკური პირი.