ბიზნესის რესურსები და ფაქტორები

ბიზნესის რესურსები და  ფაქტორები

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 

 

ბიზნესი  როგორც  ეკონომიკური  (სამეურნეო)  საქ-

მიანობის  ერთ-ერთი  სახეობა, საჭიროებს  შესაბამისი სა-

წარმოო (ბუნებრივი, შრომითი, წარმოების საშუალებე- ბის) რესურსების გამოყენებას. რესურსები იხარჯება ნე- ბისმიერი ბიზნესის განხორციელებისას, რომელიც სა- ბოლოო ჯამში წარმოადგენს რესურსების გარდაქმნას

 

 

254

 

ბიზნესის საბოლოო პროდუქტად: პროდუქციად, საქონ- ლად, მომსახურებად.

რესურსები, რომლებიც ჩართულია ბიზნესში, ხდე- ბა მისი ფაქტორები. ბიზნესის ფაქტორები თავისი და- სახელებითა და ბუნებით პრინციპულად არ განსხვავ- დება საერთოდ ცნობილი წარმოების ფაქტორებისაგან: მიწის, შრომის, ფიზიკური (ნივთობრივი) კაპიტალისა- გან. უეჭველია, რომ ბიზნესი _ ეს არის შრომა. ახდენენ რა შრომით ზემოქმედებას ბუნებრივ რესურსებზე (მი- წა) ძირითადი საშუალებების (ფიზიკური კაპიტალი) დახმარებით, ბიზნესში იქმნება მომხმარებლებისათვის აუცილებელი პროდუქცია, მომსახურება, რომლებიც ქმნიან მოგების მიღების აუცილებელ პირობას ბიზნე- სის პროდუქტის გაყიდვის შედეგად.

ბიზნესის განხორციელებისათვის აუცილებელია ძირითადი საშუალებები. უწინარეს ყოვლისა, ესენია: მიწის ნაკვეთები, შენობები, სათავსები, მოწყობილობა, მანქანები და სხვ. ძირითადი საშუალებები აუცილებე- ლია არა მარტო წარმოებისათვის, ამ სიტყვის პირდაპი- რი მნიშვნელობით. ისინი საჭიროა საქონლის შენახვის, ტრანსპორტირების, გაყიდვისათვის, მყიდველების (მომ- ხმარებლების) მომსახურებისათვის, ბიზნესის მართვი- სათვის. ოფისების, სამსახურებრივი სათავსების (შენო- ბების), კავშირგაბმულობის საშუალებების, კომპიუტე- რული ტექნიკის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს სო- ლიდური ბიზნესი.

 

 

255

 

ბიზნესი საჭიროებს საბრუნავ საშუალებებს მატე- რიალური რესურსების სახით, რომლებიც იხარჯება ბიზნესოპერაციების პროცესში. მათ მიეკუთვნება ნედ- ლეული, მასალები, სათბობი, ენერგია. უპირველეს ყოვ- ლისა, ისინი ესაჭიროება ბიზნესმენებს, რომლებიც მათ- გან აწარმოებენ საქონელს. მაგრამ ქაღალდისა და ელექ- ტრონული განათების გარეშე, ოფისში სამუშაო პირობე- ბის შექმნის გარეშე ვერ განხორციელდება ბიზნესი.

ბიზნესისათვის აუცილებელია ფულადი კაპიტა- ლი, უპირველეს ყოვლისა, სასტარტო, საწყისი კაპიტა- ლი. ფული სჭირდებათ ბიზნესმენებს არა თავისთავად, არამედ რეალურად საჭიროა, ფიზიკური კაპიტალი, ძი- რითადი და საბრუნავი საშუალებები. მაგრამ ამ რესურ- სების, ბიზნესის ფაქტორების შესაძენად აუცილებელია ფული.

ბიზნესის ფაქტორებს განეკუთვნება აგრეთვე სა- მეცნიერო-საინფორმაციო რესურსები, რომელთა გარეშე დღეს შეუძლებელია ბიზნესის ეფექტიანად განხორციე- ლება. ბიზნესში წარმატებული მუშაობისათვის საჭიროა ცოდნა, მონაცემები და ცნობები, პროექტები, ტექნოლო- გია, რომელთა გარეშე ვერ განხორციელდება ვერცერთი სოლიდური საქმე.

ბიზნესის, როგორც რესურსების საბოლოო პრო- დუქტად გარდაქმნის პროცესის თვალსაჩინო დახასია- თება შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ბიზნესის პროცე- სის ზოგად სქემაში (ნახ. 7.2). ნახაზზე წარმოდგენილი სქემა პრინციპიული ხასიათისაა, იგი დამახასიათებელია

 

256

 

ბიზნესის ყველა სახისათვის და განასახიერებს (მოი- ცავს) ბიზნესოპერაციის ყველა ელემენტსა და წამყვან მონაწილეს.

 

 

fqw                                      s

 

 

fsf                                      fs

ნახ. 7.2. ბიზნესის ზოგადი სქემა

 

როგორც სქემიდან ჩანს, ბიზნესის განხორციელება- ში მონაწილეობს სამი წამყვანი მოქმედი პირი: თვით ბიზნესმენი, ის, ვინც ამარაგებს მას ბიზნესის რესურსე- ბით წარმოების ფაქტორების სახით; პირები, რომლებიც იძენენ ბიზნესის პროდუქტს (შედეგს) საქონლისა და მომსახურების სახით. საბოლოო ჯამში ბიზნესის შედე- გი არის ის, რომ ბიზნესმენს ძალუძს თავისთვის გან- საზღვრული სარგებლის პირობებში დააკმაყოფილოს მოთხოვნილებათა განსაზღვრული წრე საქონელსა და მომსახურებაზე, თავისი საქონლის () რეალიზაციითა და მის სანაცვლოდ ფულის (ფს) მიღებით საქონლის მყიდველებისაგან.

საქონელი და მომსახურება, რომლებიც წარმოად- გენენ ბიზნესის პროდუქტს, მოიცავენ ნივთების, საგნე- ბის, საქმიანობის სახეების ფართო სპექტრს, რომლებიც სჭირდებათ ადამიანებს, ოჯახებს, ფირმებს, სახელმწი- ფოს. ესენია:

 

257

 

Ø სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება;

Ø წარმოების საშუალებები;

Ø მატერიალური და სულიერი ფასეულობანი;

Ø ინფორმაცია;

Ø ფასიანი ქაღალდები;

Ø  სარემონტო    და   სამშენებლო    სამუშაოები    და სხვ.;

ერთი სიტყვით, საქონლის კატეგორიაში მოიაზრე-

ბა ყველაფერი, რაზეც მომხმარებლები აყენებენ მოთხოვ- ნას, რისთვისაც ისინი მზად არიან გადაიხადონ ფული.

მაგრამ რომ გაიყიდოს საქონელი, იგი უნდა იყოს წარმოებული. საქონლის გარკვეული რაოდენობა ბიზ- ნესმენს უნდა ჰქონდეს მზა სახით გასაყიდად.  მაგრამ თუ ადამიანი ჰყიდის თავის საკუთარ ნივთებს ერთჯე- რადი წესით, ეს არ არის ბიზნესი, უბრალოდ, გაყიდვაა. ბიზნესი არის საქონლის სისტემატური გაყიდვაც, მიღე- ბაც, შექმნაც, მომსახურების გაწევა. შექმნა, დამზადება, წარმოება, შეძენა იმისა, რაც შემდეგ გაიყიდება _ ბიზ- ნესმენის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ბევრად უფრო რთული და არსებითია, ვიდრე გაყიდვის აქტი.

მომხმარებლებზე საქონლისა და მომსახურების შე- თავაზებისათვის (მიწოდებისათვის) ბიზნესმენმა უნდა აამოქმედოს წარმოების ფაქტორები. ნაწილობრივ ამ ფაქტორებს ბიზნესში ჩართავს ხოლმე თვითონ ბიზნესმე- ნი, . ი. იყენებს საკუთარ საშუალებებს. ზოგჯერ იგი ხარჯავს მის კუთვნილ ბუნებრივ, მატერიალურ რე-

 

258

 

სურსებს, წარმოების საშუალებებს. მაგრამ ძირითადად ბიზნესმენები იძულებულნი არიან შეიძინონ წარმოების ფაქტორები (ფქწ) სხვა  მფლობელებისაგან  ფულზე (ფსფ).

საბოლოოდ მიიღება ბიზნესოპერაციის შემდეგი ზოგადი სქემა: ბიზნესმენი საკუთარი ან ნასესხები ფუ- ლით სამეურნეო საქმიანობის (ბიზნესის) განხორციე- ლებისათვის შეიძენს ფაქტორებს (ფწ) ბუნებრივი და შრომითი რესურსების, წარმოების საშუალებების სა- ხით. შემდეგ ეს რესურსები  გარდაიქმნება  საქონლად  და მომსახურებად (ს), რომლებიც აუციელებლია მომ- ხმარებლებისათვის, რომლის შედეგად ბიზნესმენები იღებენ ამონაგებს (ნავაჭრს) _ ფს. საბოლოო ჯამში ბიზ- ნესოპერაციის ლოგიკური ჯაჭვი  იღებს  ასეთ  სახეს: ფსფ _ ფქწ _ ს _ ფს.

ბუნებრივია, რომ ბიზნესმენი მთელ ძალისხმევას წარმართავს იმისათვის, რომ საქონლის გაყიდვიდან მი- ღებული ფული (ფს) აღემატებოდეს ბიზნეს-ოპერაციებ- ზე (მათ განხორციელებაზე) გაწეულ ფულად დანახარ- ჯებს (ფსფ), რომლებშიც შედის საკუთარი რესურსების დანახარჯებიც. ეს არის ბიზნეს-ოპერაციის ეფექტიანო- ბის (მოგებიანობის) ძირითადი პირობა.

ბიზნესის ფაქტორებზე საუბრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აგრეთვე დროის ფაქტორი. ბიზ- ნეს-ოპერაციის ხანგრძლივობა დიდ გავლენას ახდენს მის შედეგიანობაზე (ეფექტიანობაზე). სასურველია,

 

259

 

რომ თითოეული ოპერაციის ხანგრძლივობა იყოს მოკ- ლე; ამასთანავე მცირდება  რესურსების  დანახარჯები და დანაკარგების რისკი. მაგრამ არ შეიძლება დაირღვეს დროითი ტექნოლოგიური რეჟიმი, რასაც შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლისათვის შესათავაზებელი საქონლისა და მომსახურების ხარის- ხზე.

ბიზნესის ფაქტორების დანახარჯების, რესურსების ხარჯების შესახებ მსჯელობისას მხედველობაშია მისა- ღები გადასახადები, რომლებიც შეიტანება სახელმწი- ფოს ხაზინაში ბიზნესმენის მიერ. ისინიც ხომ ფულადი დანახარჯია, რომელიც უნდა მიემატოს  ფსფ-ს,  თუმცა ეს დანახარჯი უშუალოდ არ არის დაკავშირებული ბიზნესის ფაქტორების შეძენასთან. ამასთან ერთად, გა- დასახადი შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესმენის მიერ გა- ღებულ საზღაურად განსაზღვრული საქმიანობის გან- ხორციელების უფლებისათვის, ხოლო გარკვეულწი- ლად _ საფასურად «მუქთი» ბუნებრივი და სხვა რე- სურსების გამოყენებისათვის, რომლებსაც სახელმწიფო, საზოგადოება სთავაზობენ ბიზნესმენებს. ერთდროუ- ლად გადასახადი არის გასამრჯელო ბიზნესის სახელ- მწიფოებრივი მომსახურებისათვის.