ბიზნესი და ადამიანები. მენეჯმენტი

ბიზნესი და ადამიანები. მენეჯმენტი

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 

 

ერთი შეხედვით, თავის ფირმაში ბიზნესმენს საქმე აქვს ძირითადად საქონელთან და ფულთან და კიდევ საქონლის მყიდველებთან. სინამდვილეში ადამიანისე- ულ ურთიერთობათა წრე ბიზნესში გაცილებით უფრო ფართოა საქონლის მყიდველებისა და მომხმარებლების კონტაქტებთან შედარებით, რომელსაც ფირმა აწვდის ბაზარს. ბიზნესი გულისხმობს ბიზნესმენთა მრავალფე- როვან და უწყვეტ კონტაქტებს სხვადასხვა ადამიანებ- თან. ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების ფარ- გლებს გარე ურთიერთობებიც ამ ადამიანებთან. აღსა- ნიშნავია, რომ ხდება როგორც ადამიანების, ასევე ურ- თიერთობების განახლება ერთი ბიზნესოპერაციიდან მეორეზე გადასვლის კვალობაზე და ერთი ოპერაციის პროცესშიც. თითოეულ ადამიანთან საჭიროა თავისებუ- რი მიდგომა, რაც მოითხოვს ფირმის ხელმძღვანელობი- საგან ადამიანებთან მიდგომის დიდი ხელოვნების ფლობას, კომუნიკაბელურობას, ურთიერთობის ჩამოყა- ლიბების უნარს.

ადამიანებს შორის, რომლებთანაც ბიზნესმენს ყვე-

ლაზე მეტად აქვს ურთიერთობა, გამოყოფენ შემდეგ ძი- რითად კატეგორიებს:

Ø საქონლის მომხარებლები (მყიდველები);

Ø წარმოების ფაქტორების მიმწოდებლები _ ადა- მიანები, რომლებთანაც ან რომელთა მეშვეო- ბით ფირმა იძენს მისთვის აუცილებელ ბიზნე- სის რესურსებს;

270

 

Ø დაქირავებული მუშაკები, რომლებიც მონაწი- ლეობენ ფირმის საქმიანობაში მათი შრომის ანაზღაურების წესით;

Ø ბიზნესის თანადამფუძნებლები, პარტნიორები, რომლებთანაც ერთად და რომელთა მონაწილე- ობით ბიზნესმენი ახორციელებს ოპერაციებს;

Ø სახელმწიფო მოხელეები, ჩინოვნიკები, რომ- ლებთანაც ხდება მოქმედებათა შეთანხმება, რო- დესაც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლო- ბით, მოქმედი ნორმატიულ-ინსტრუქციული დო- კუმენტებით, ბიზნესის წარმოების წესებით.

დასახელებული კატეგორიებიდან ყველაზე ახლო და მჭიდრო ურთიერთობები წარმოიშობა ბიზნესმენის მიერ დაქირავებულ ადამიანებთან, რომლებიც შეადგე- ნენ საშემსრულებლო გუნდს. ესენია ფირმის მუშაკები, რომლებიც ასრულებენ ბიზნესოპერაციის სამუშაოთა ფართო წრეს. ფირმის წარმატება დამოკიდებულია ფირ- მის ხელმძღვანელობაზე, თუ როგორ წარმართავს შტატ- ში მყოფ და დროებით მომუშავე ადამიანების საქმიანო- ბას.

ფირმის  პერსონალის, მისი  მუშაკების მმართველო-

ბით (სამმართველო) საქმიანობას უწოდებენ მენეჯ– მენტს,64 რომელიც გულისხმობს მართვას ბიზნესის სფეროში. ამიტომ ბიზნესმენი, რომელიც თავის საქმეში იწვევს  (ქირაობს)  ადამიანებს  მის  დავალებათა შემსრუ-

64 magram qarTuli `marTva~ da inglisuri `menejmenti~ sinonimebi ar arian. marTva gacilebiT ufro farTo cnebaa (saxelmwifos mar- Tva, avtomobilis marTva da sxv.), vidre menejmenti.

271

 

ლებლების, ოპერაციათა მონაწილეების სახით, მათ შო- რის არიან მენეჯერებიც (მმართველებიც). ეს როლი მო- ითხოვს მისგან არა მარტო ბიზნესის არსის, არამედ რე- სურსების მიღების წყაროების და საქონლის გასაღების წესების ცოდნას. ამასთან აუცილებელია საჭირო და პროფესიონალი ადამიანების შერჩევის ხელოვნების და- უფლება, მათი ჩაბმა მუშაობაში, მომუშავეთა შრომის ეფექტიანი გამოყენება და სამართლიანი ანაზღაურება, სამსახურებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ყოვე- ლივე ეს არის მენეჯმენტი ბიზნესში.

მენეჯერის უპირველესი და ყველაზე მთავარი ამოცანაა მუშა კოლექტივის ფორმირება. მცირე ბიზნეს- ში საჭიროა ერთი, ორი ან რამდენიმე თანაშემწე, უფრო დიდ ბიზნესში _ ფირმის კოლექტივი. მაგრამ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში უნდა შეირჩეს საქმიანი ადამიანების საიმედო გუნდი, რომლებთანაც შეიძლება ეფექტიანი მუშაობა კონკურენციის პირობებში. თუ საბ- ჭოურ სახელმწიფოებრივ საწარმოებში სამუშაოზე მი- ღებას განაგებდნენ კადრების განყოფილებები, ხოლო მუშაკის სამუშაოზე მიღების ძირითადი კრიტერიუმი იყო მისი საანკეტო მონაცემები, ბიზნესში სხვაგვარად არის საქმე. ბიზნესმენი ქირაობს რა ადამიანებს, ხელ- მძღვანელობს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა პროფესიონალიზმი, ცოდნა და მუშაობის გამოცდილე- ბის არსებობა, კოლექტივის სხვა წევრებთან შეთავსება- დობა და, რასაკვირველია, პატიოსნება, დაუზარებლობა, გულმოდგინება.

 

272

 

ცალკეული მენეჯერები ხელმძღვანელობენ განსაზ- ღვრული კატეგორიის ადამიანთა შერჩევის წინასწარ შემუშავებული წესებით. ერთ-ერთი ასეთი წესის მი- ხედვით, ყველაზე საუკეთესო თანამშრომლებია ისინი, ვინც კმაყოფილია თავისი სოციალური და ფინანსური მდგომარეობით, ოჯახისმქონე ადამიანები. მაგალითად, იაპონურ ფირმებში ფართოდ გავრცელებულია თანამ- შრომელთა მიღება ოჯახური ტრადიციის გათვალისწი- ნებით (ფირმაში, სადაც მუშაობს ან მუშაობდა მამა, იქ მიდიან შვილებიც).

უცხოურ პრაქტიკაში ბიზნესის სფეროსათვის კად- რების შერჩევისას ფართოდ იყენებენ წინასწარ გასაუბ- რებებს, სამუშაოზე კანდიდატების შერჩევის მრავალეტა- პიან პროცესს, ტესტირებას, რეკომენდაციათა გამოყენე- ბას. წინასწარი ფილტრაციის უფრო ძლიერი საშუალე- ბაა დროებითი შრომითი კონტრაქტები. მუშაკს აფორ- მებენ სამუშაოზე, მაგრამ განსაზღვრული საგამოცდო ვადით და მხოლოდ შემდეგ წყდება საკითხი, გაგრძელ- დეს თუ არ კონტრაქტი უფრო ხანგრძლივ პერიოდზე. ამავე დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, რომ ნებისმიერი ურთიერთობები ადამიანებს შორის ორმხრივია. ღებულობენ რა მუშაკებს სამუშაოზე, მენე- ჯერები ვალდებულნი არიან იფიქრონ არამარტო იმაზე, შეესაბამება თუ არა მუშაკი თავისი ღირსებებითა და ხასიათით მუშაობის პირობებს. უნდა შეიქმნას მუშაო- ბის ისეთი პირობები, გამომუშავდეს ისეთი ურთიერ- თობა თანამშრომლებთან, რომლის დროსაც ეს ურთი-

 

273

 

ერთობა განაწყობს მუშაკს შრომის მაღალი ეფექტიანო- ბისათვის.

გასაგებია, რომ არამარტო წინასწარი შერჩევა და შესაბამისობის შემოწმება იძლევა გარანტიას, რომ ბიზ- ნესმენის მიერ დაქირავებული მუშაკები უეჭველად კე- თილსინდისიერად იშრომებენ. საჭიროა  მენეჯერებსა და მათ თანამშრომლებს შორის ურთიერთობათა იმ სუ- ლისკვეთების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს კე- თილსასურველ ფსიქოლოგიურ კლიმატს კოლექტივში. ამ საქმეში უაღრესად დიდ როლს თამაშობს მენეჯერის უნარი.

ბიზნესმენის წინაშე ყოველთვის დგას პრობლემა: რამდენად და როგორ სიტუაციებში იგი იყოს თავისი მუშაკების მიმართ უფროსის, ლიდერის როლში, ხოლო როგორ სიტუაციებში _ საერთო საქმის ისეთივე მონა- წილე, როგორც ყველა დანარჩენი თანამშრომელი. პირ- ველი პირობა მნიშვნელოვანია ბიზნესოპერაციების კო- ორდინირების პოზიციდან, რაც მოითხოვს ძალაუფლე- ბის თავმოყრას ერთ პიროვნებაში. სხვანაირად ძნელია შემსრულებელთა შეთანხმებული მოქმედებების მიღწე- ვა. მეორე პირობა ხელს უწყობს ადამიანურ ურთიერ- თობათა პრინციპის დაცვას, რომლის თანახმად მენე- ჯერმა თანამშრომელში უნდა დაინახოს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი და არა მხოლოდ ხელქვეითი.

მენეჯერმა მაქსიმალურად უნდა იზრუნოს თანამ- შრომლებს შორის თავისი ავტორიტეტის შენარჩუნები- სათვის, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს არა თავისი პიროვ- ნების წინ წამოწევით, განდიდებით, არამედ თავისი

274

 

ცოდნით, უნარით, გამოცდილებით, ქცევის კულტუ- რით, ინდივიდუალობით იყოს პატივცემული პიროვნე- ბა.

ფირმის ხელმძღვანელობას პრაქტიკულად ყოველ- თვის გააჩნია ისეთი მძლავრი იარაღი, როგორიცაა მუ- შაკთა შრომის ანაზღაურება და სტიმულირება. ურთი- ერთობათა ეს ძალიან მგრძნობიარე ბერკეტი მეპატრო- ნესა და დაქირავებულ მუშაკებს შორის გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ თანამშრომლებმა იგრძნონ უშუალო კავშირი თავიანთ შრომით თავდადებასა და ამისათვის მისაღებ ფულად გასამრჯელოს შორის.

რაც შეეხება ურთიერთობებს ბიზნესმენსა და ბიზ- ნესის თანამონაწილეებს შორის, რომლებიც ეწევიან საქ- მეს თანაბარ პირობებში, წმინდა პარტნიორული ურთი- ერთობებია, რომლებშიც პირველ პლანზე გამოდის ფუნქციების განაწილება, ურთიერთმოქმედების მოწეს- რიგება ბიზნესოპერაციების მომზადების პროცესში. ურ- თიერთობები თანამონაწილეებს (პარტნიორებს) შორის ბიზნესში არ შეიძლება ყალიბდებოდეს ფორმალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით. აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს ურთიერთნდობა, თანადგომის გრძნობა, სა- ერთო გენერალური ხაზის აუცილებლობის გაგება გა- მომდინარე, უპირველეს ყოვლისა, საქმის ინტერესები- დან.

პარტნიორებს  შორის  ბიზნესურთიერთობებში წარ-

მოიშობა საერთო საქმეში ფულადი და შრომითი მონა- წილეობის წილის პრობლემები. საქმე ეხება  შემოსავ- ლის, მოგების განაწილებას პარტნიორებს შორის მონაწი-

275

 

ლეობის ხარისხის შესაბამისად. ამ პრობლემების გადაწ- ყვეტა, რაც ზოგჯერ უაღრესად რთულდება, უნდა ემყა- რებოდეს სამართლიანობისა და ყველა მხარის ინტერე- სების ურთიერთპატივისცემის პრინციპებს, რომლებიც მონაწილეობენ ბიზნესში. ადამიანები, რომლებიც გაერ- თიანებული არიან საქმით, მოვალენი არიან გახდნენ ერ- თნმანეთთან დამეგობრებულები ამ საქმიანობის საფუძ- ველზე.

ხშირად ბიზნესური სტრუქტურების ჩამოყალიბები- სა და მათი საქმიანობის გაშლასთან დაკავშირებით წარ- მოიშობა ხოლმე ერთგვარი დაძაბულობა ბიზნესმენებსა და მათი საქმიანობის მაკონტროლებელ სახელმწიფო მოხელეებს, სხვადასხვა სახელმწიფოებრივი სამსახურე- ბის მუშაკებს შორის. თუ ორივე მხარე მკაცრდ იხელ- მძღვანელებს კანონმდებლობით, ხოლო კანონები სრულყოფილია, მაშინ გაუგებრობები თავიდან იქნება აცილებული. მაგრამ სახელმწიფოებრივი ორგანოების მუშაკებს უყვართ თავიანთი ძალაუფლების დემონ- სტრირება ბიუროკრატიული მანერით, ხოლო ბიზნეს- მენები ზოგჯერ არ იცავენ ბიზნესოპერაციების წარმოე- ბის სახელმწიფოებრივ წესებსა და ნორმებს,  გაურბიან რა გადასახადებს.

საქართველოში ბიზნესისა და კანონმდებლობის თავის კალაპოტში ჩადგომის კვალობაზე ურთიერთო- ბები ბიზნესისა და სახელმწიფოებრივი ხელისუფლე- ბის წარმომადგენლებს შორის შეიძენენ სულ უფრო ცი- ვილიზებულ სახეს და მიიღებენ თანამშრომლობის ხა- სიათს.

276