ბიზნეს-გეგმის მოკლე შინაარსი

ბიზნეს-გეგმის მოკლე შინაარსი

 

ბიზნეს-გეგმის პირველ განყოფილებას წარმოადგენს მისი მოკლე შინაარსი. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი პოტენციური პარტნიორი მრავალ წინადადებას მიიღებს პარტნიორობაზე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. ამიტომ, პირველი, რასაც იგი წაიკითხავს თქვენს ბიზნეს-გეგმაში, იქნება მისი მოკლე შინაარსი. დასავლეთში მცირე და საშუალო კაპიტალის მფლობელნი, ბანკირები, მენეჯერები ათასობით ბიზნეს- გეგმებს ღებულობენ შეთავაზების სახით. ამიტომ ბიზნეს-გეგმის პირველი განყოფილება ყველა განყოფილებაზე მნიშვნელოვანია. თუ მან განსაკუთრებული კეთილგანწყობილი გავლენა არ მოახდინა მასზე, ვისთვისაც განკუთვნილია ბიზნეს-გეგმა, .ი. ვისაც თქვენ უნდა გამოსთხოვოთ ინვესტიციები და კრედიტები, იგი შემდგომი განყოფილებების კითხვას აღარ დაიწყებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სახსრების გამოყოფაზე.

მოკლე შინაარსი ძალიან შეკუმშული უნდა იყოს. მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ხელის მანქანაზე, კომპიუტერზე ნაბეჭდ 1-2 გვერდს, მაგრამ შედგენილი ისე უნდა იყოს, რომ მთლიანად გადმოსცემდეს თქვენი პროექტის შინაარსს, მის უპირატესობას. მაშასადამე, დასკვნა: მაქსიმალური სიმარტოვე და ლაკონურობა; სპეციალური ტერმინების მინიმუმი.

მოკლე შინაარსის მიზანია: მისცეს საქმიანი წინადადებების შეკუმშული მოკლე შინაარსი და ამით მიიზიდოს ინვესტორის ყურადღება და სტიმული მისცეს მას, ბოლომდე განიხილოს ბიზნეს-გეგმა.

უნდა შევნიშნოთ, რომ მოკლე შინაარსი, მიუხედავად იმისა, რომ პირველ განყოფილებად არის წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმაში, ყველაზე ბოლოს იწერება. მას შემდეგ, როდესაც ბიზნეს-გეგმის ყველა განყოფილებაზე მუშაობა დამთავრებულია და როდესაც თქვენ თქვენს თანამშრომლებთან და გარედან მოწვეულ კონსულტანტებთან

1 ჟურნალი: აშშ: ეკონომიკა, პოლიტიკა, იდეოლოგია №6, 1993 წ. გვ. 88-102 (რუსულ ენაზე).

 

ერთად საბოლოო სინათლეს შეიტანთ ყველა საკითხში. მასში ყველა განყოფილებიდან ერთი-ორი წინადადებით, რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი განმეორებული უნდა იყოს.

მოკლე მიმოხილვას დამოუკიდებელი მნიშვნელობაც აქვს. ხშირად სწორედ ეს დოკუმენტი გამოიყენება დამატებით და საწყის ფინანსირებაზე ბანკში შეკვეთის წარდგენისას.

როგორც წესი, ამ განყოფილებაში ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, თუ ბიზნესისათვის როგორი შესაძლებლობა იშლება, რაშია მისი მიმზიდველობა, თქვენი საქონელი რით იქნება განსხვავებული კონკურენტების საქონლისაგან და მყიდველი რატომ მოინდომებს თქვენი საქონლის ყიდვას და არა კონკურენტისას. მოკლე შინაარსში უნდა ჩანდეს, თუ ვინ იქნება ახალი ბიზნესის სათავეში, როგორია მისი (მათი) ღირსება, ახალი ფირმა როგორ შეაღწევს ბაზარში, როგორია აქ მისი პერსპექტივები და სხვა.

ბიზნეს-გეგმაზე მუშაობის მთელ პერიოდში ყოველთვის თავში უნდა გიტრიალებდეთ ორი კითხვა, რომელიც უწინარეს ყოვლისა საინტერესო იქნება მომავალი პარტნიორისათვის (მკითხველისათვის): «რას მივიღებ ამ ბიზნეს-გეგმის რეალიზაციიდან»? და «როგორია ჩემი ფულების დაკარგვის რისკი»? ორივე კითხვაზე პასუხი უნდა ასახული იყოს, უნდა ჩანდეს მოკლე შინაარსში.

ბიზნეს-გეგმის პირველ განყოფილებაში გამოყოფილი უნდა იყოს შემდეგი პოზიციები:

ა) თქვენი ამოცანები ბიზნესში. აქ უნდა აღწეროთ, თუ რომელ ბიზნესს უნდა მოჰკიდოთ ხელი, აუცილებლად უჩვენეთ, თუ თქვენი პროდუქცია ან მომსახურება რანაირად შეუწყობს ხელს კლიენტის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. გადმოეცით მოკლე ინფორმაცია ტექნოლოგიის შესახებ, სავაჭრო საიდუმლოებების შესახებ, ან უნიკალური მახასიათებლების შესახებ, რომლებიც საშუალებას მოგცემენ, მიაღწიოთ არჩეული საქმიანობის სფეროში ლიდერობას. ეცადეთ, ასეთი აღწერა გადმოსცეთ 25 ან უფრო ნაკლები რაოდენობის სიტყვებით.

ბ) შესაძლებლობები ბიზნესისათვის და მათი რეალიზაციის სტრატეგია. მოკლედ აღწერეთ თუ რა შესაძლებლობები არსებობს ბიზნესისათვის და როგორ გამოიყენებთ მათ თქვენ; აღწერეთ ბაზარში შესვლის სტრატეგია. ეს ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც საკვანძო ფაქტების, პირობების, კონკურენტების მოქმედებაში სუსტი ადგილების (როგორიცაა მათი ინერტულობა, ცუდი სერვისი და ა.შ.), დარგის განვითარებაში ტენდენციებისა და სხვა მოსაზრებების ჩამონათვალი თქვენი ბიზნესის მოსაწყობად არსებული შესაძლებლობების სასარგებლოდ. აღნიშნეთ ამ ბიზნესის პერსპექტივები, ბაზრის სხვა სეგმენტებზე გასვლა, საერთაშორისო ბაზრის ჩათვლით;

გ) გასაღების ბაზარი და პროგნოზი. მოკლედ აღწერეთ დარგი და  გასაღების ბაზარი, გამოჰყავით თუ ვინ არის თქვენი ძირითადი კონკრეტული მომხმარებელი, როგორ უნდა მიეწოდოს საქონელი ან მომსახურება და როგორ გეგმავთ თქვენ რომ მიხვიდეთ (დახვიდეთ) მომხმარებლამდე. ჩართეთ ინფორმაცია ბაზრის სტრუქტურის შესახებ, საბაზრო სეგმენტების ზომისა და ზრდის ტემპების შესახებ, თქვენი გაყიდვების შეფასება ფულად ერთეულში, თქვენი საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების პერიოდი და ფასების სტრატეგია (იმის განმარტების ჩათვლით, თუ რაზე იქნება გაკეთებული სიმძიმე-მისაწვდომ ფასზე, მაღალ ხარისხზე თუ უნიკალურ პროდუქციაზე);

დ) კონკურენციული უპირატესობანი. უჩვენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკურენციული უპირატესობა, რომელიც თქვენ გაქვთ ან რომელიც შეგიძლიათ

 

შექმნათ, როგორც თქვენი ნოვატორული პროდუქციის, მომსახურების და სტრატეგიის შედეგი და სხვა.

ე) პროგნოზული ფინანსური შედეგები. შეაჯამეთ თქვენი საქმიანობის ეკონომიკური და ფინანსური მხარეები (მაგალითად, საერთო წმინდა მოგება, ბიზნესის მომგებიანობის ხანგრძლივვადიანობა და სხვა), შემოსავლებისა და გასავლების თანაბრობის (ტოლობის) მისაღწევად საჭირო დრო, აგრეთვე ნაღდი საშუალებების მოდენის სიმყარე, მოსალოდნელი რენტაბელობა და ა.შ. აუცილებლად ჩართეთ თქვენი ანალიზის მეთოდების ყველაზე წონადი ფაქტორების მოკლე აღწერა, რომლებიც გავლენას მოახდენენ საბოლოო შედეგებზე და ნაღდი ფულადი საშუალებების ბრუნვის ციკლზე;

ვ) თქვენი მმართველობითი გუნდის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი. დაახასიათეთ ფირმის მომავალი ხელმძღვანელის და მისი გუნდის ყველა წევრის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი, აღნიშნეთ წინა მიღწევები, განსაკუთრებით ის, რაც ეხება ბიზნესში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას.

ზ) ინვესტიციების საჭირო თანხა. უჩვენეთ თქვენი პროექტის დასაფინანსებლად აუცილებელი თანხების ფულადი შეფასება, როგორ იქნება კაპიტალი დახარჯული, როგორი ფორმით მიიღებს პარტნიორი (ან კრედიტორი) მის მიერ დაბანდებული სახსრების (საშუალებების) სასურველ უკუგებას.

წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007