ბიზნეს ოპერაციების შესახებ
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა
ბიზნესის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა უპირატესობის მინიჭება მოკლე დროში სწრაფი შედე- გების მომტანი საქმეებისათვის. ბიზნესის სუბიექტების (ბიზნესმენის, ფირმის) მოქმედებების ერთობლიობას ერთი საქმის დაწყებიდან დასრულებამდე უწოდებენ ბიზნესოპერაციას. «ბიზნესოპერაცია» და «ბიზნესგარიგე- ბა» გამოიყენება ადეკვატური მნიშვნელობით.
ბიზნესმენის (ფირმის) მიერ ბიზნესოპერაცია როდი ხორციელდება მკაცრი თანმიმდევრობით. ჩვეულებრივ, ხორციელდება რამდენიმე საქმე. ერთ-ერთი მათგანი მხოლოდ იწყება, მეორე _ შუა პროცესშია, მესამე _ დასრულების სტადიაშია. ერთდროულად ჩასატარებე- ლი ბიზნესოპერაციათა რაოდენობა აგრეთვე შეიძლება იცვლებოდეს. თუ ოპერაცია საკმაოდ მასშტაბურია და მოითხოვს დიდ დროს, სახსრებს, ძალისხმევას, მაშინ ბიზნესმენი იფარგლება ერთი ოპერაციით. მაგრამ თუ არის შესაძლებლობა, დრო, რესურსები, მაშინ ერთბა- შად აწარმოებს რამდენიმე ოპერაციას.
ბიზნესოპროცესის დანაწილება ცალკეულ ოპერა- ციებად მიზანშეწონილი და აუცილებელია იმ თვალ- საზრისით, რომ ბიზნესის დაგეგმვა, მოქმედებათა პროგრამის შედგენა, სავაჭრო რესურსების გაანგარიშე- ბა, მოსალოდნელი შედეგის შეფასება მოხერხებულია ჩატარდეს ერთი ბიზნესოპერაციის ან ოპერაციათა ერ-
286
თი კატეგორიის მიმართ. მაშინაც კი, როდესაც ბიზნეს- საქმიანობა იმდენად უწყვეტია და ერთგვაროვანი, რომ რთულია დაადგინო ცალკეული საქმის (ბიზნესოპერა- ციის) დასაწყისი და დასასრული, მაინც უნდა გამოი- ყოს საქმიანობა დროის განსაზღვრული პერიოდის გან- მავლობაში. ნებისმიერი კონკრეტული საქმიანობა, რო- მელიც ხორციელდება ერთი საერთო ბიზნესოპერაციის სახით, შედგება რიგი ნაწილებისაგან.
ბიზნესოპერაციის ჩატარებისათვის საჭიროა დაი- სახოს კონკრეტული მიზნები და ამოცანები, შემუშავ- დეს მოქმედებათა გეგმა და შეთანხმდეს იგი ოპერაციის სხვა მონაწილეებთან. ოპერაცია უზრუნველყოფილ უნ- და იქნეს აუცილებელი რესურსებით, ბიზნესის ფაქტო- რებით, გარდაიქმნას რესურსები საბოლოო პროდუქ- ტად, გაიყიდოს პროდუქტი და მიღებულ იქნეს მოგება. ამრიგად, ბიზნესოპერაცია ნაწილდება რიგ შემადგენელ ოპერაციებად საქმეში ჩართულ სხვა მონაწილეებთან (პარტნიორებთან) ერთად.
ცალკეული ოპერაციები, რომლებიც შეადგენენ საერ-
თო ბიზნესოპერაციას, ერთიან საქმეს, შეიძლება ჩატარ- დეს თანმიმდევრულად, ზოგჯერ კი თანმიმდევრულ- პარალელურად, ე. ი. ერთდროულად, მაგრამ ხშირად პარალელურად ჩასატარებელი ოპერაციები იწყება და მთავრდება სხვადასხვა დროს. მთლიანად ბიზნესოპერა- ცია შედგება შემდეგი ცალკეული ოპერაციებისაგან: ბიზნე- სოპერაციის ჩანაფიქრის ფორმირება, დაგეგმვა, კონ- ტრაქტების გაფორმება, რესურსული უზრუნველყოფა, პროდუქციის მიღება, პროდუქციის რეალიზაცია. იმი-
287
სათვის, რომ შეიქმნას სრული წარმოდგენა ბიზნესოპე- რაციის შესახებ, საჭიროა დახასიათდეს როგორია ცალკე- ული შემადგენელი ნაწილების შინაარსი.
ბიზნესოპერაციის ჩანაფიქრის ფორმირება ნიშნავს მისი შინაარსის კარგად დასაბუთებასა და ფორმული- რებას, რათა ოპერაცია ჩატარდეს წარმატებით. კონკრე- ტულად საქმე შეეხება იმის განსაზღვრას, თუ პროდუქ- ციის, მომსახურების (საქონლის), სამუშაოს რომელი სა- ხეა ყველაზე მიმზიდველი, რომელიც სარგებლობს მყიდველთა მოთხოვნით და იძლევა სოლიდური მოგე- ბის მიღების შესაძლებლობას. ბიზნესოპერაციის ჩანა- ფიქრის ფორმირების მსვლელობაში შეირჩევა პრიდუქ- ტი, რომელიც იქნება დასახული ოპერაციის ძირითადი შედეგი, რა რაოდენობა ამ პროდუქტისა შეიძლება იწარმოოს, ხოლო შემდეგ გაიყიდოს, როგორი იქნება დაახლოებით მოსალოდნელი მოგება.
საერთოდ წყდება საკითხი, ღირს თუ არა ამ საქმის
გაკეთება. ჩანაფიქრის (განზრახვის) ფორმირებისას განი- ხილება დასახული ბიზნესოპერაციის ჩატარების სხვა- დასხვა ვარიანტები (ალტერნატივები) ფირმის რესურ- სული შესაძლებლობის შესაბამისად. საკუთარი ანალი- ზისა და სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, სხვა ბიზ- ნესმენებთან განხილვის შედეგად მიიღება გადაწყვეტი- ლება ბიზნესოპერაციის ჩატარების შესახებ. ასეთი გა- დაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს პირველად წარმოდ- გენას ოპერაციის ხასიათის, მისი მიზნებისა და მათი მიღწევის წესების, ოპერაციის ჩატარების ვადების, სა- სურველი ეფექტის მიღების შესახებ.
288
ფრიად მნიშვნელოვანია საკითხი ოპერაციის და- გეგმვის შესახებ. ბიზნეს-ოპერაციის ჩატარების მიზანშე- წონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა შედგეს ბიზნესოპერაციის გეგმა, მისი განხორციე- ლების პროგრამა.
ოპერაციის განხორციელების მიზნები, ამოცანები, ვადები უნდა დაზუსტდეს და, რაც მთავარია, უნდა გა- ირკვეს მათი უზრუნველყოფა ფირმისთვის ხელმისაწ- ვდომი საჭირო რესურსებით, ბიზნესის ფაქტორებით. ამასთან აუცილებელია შეირჩეს ოპერაციის განხორციე- ლების რაციონალური წესი, რომელიც ხელს შეუწყობს დასახული მიზნების მიღწევას, რაც შეიძლება რესურსე- ბის, მათ შორის ფულადი სახსრების ნაკლები დანახარ- ჯებით და შესაძლო მოკლე დროში. ბიზნესოპერაციის გეგმა (ბიზნეს-გეგმა) უნდა შედგეს იმგვარად, რომ იგი იყოს რეალური, საიმედო და ამავე დროს ეფექტიანი, რომ მოუტანოს ბიზნესმენს რაც შეიძლება მეტი (შემო- სავალი) მოგება.
ბიზნესოპერაციების დაგეგმვა გარდუვალად და- კავშირებულია რიგი გაანგარიშების, უპირველეს ყოვ- ლისა, ოპერაციისათვის საჭირო რესურსების დანახარ- ჯების გაანგარიშების ჩატარების აუცილებლობასთან ნა- ტურალურ და ფულად გამოხატულებაში. დაგეგმვის პროცესში ზუსტდება ბიზნესოპერაციის ჩატარების ვა- დები.
ბიზნესგეგმის (ოპერაციათა პროგრამის) შემუშავე- ბა არ გამორიცხავს თავდაპირველი ჩანაფიქრის შეც-
289
ვლის, მიზნებისა და ოპერაციის შესრულების ადრინ- დელი ვადების დაზუსტების აუცილებლობას.
მოქმედებათა გეგმის შემუშავების შემდეგ ფირმის ხელმძღვანელობამ უკვე ზუსტად იცის, რა არის მის- თვის აუცილებელი ბიზნესოპერაციის ჩატარებისათვის. ერთი შეხედვით ჩანს, რომ თუ იცი რა გჭირდება და გაქვს ფული, მაშინ საბაზრო ეკონომიკის პირობებში პრობლემები არ გექნება. იყიდე მასალები, აიღე არენ- დით მოწყობილობა, სათავსები (შენობები), ტრანსპორ- ტი, დაიქირავე მუშაკები და იმოქმედე გეგმის შესაბამი- სად. სინამდვილეში სოლიდური ბიზნესოპერაციები ხორციელდება რამდენადმე განსხვავებულად.
თავდაპირველად საჭიროა მოლაპარაკება ბიზნესო- პერაციის ყველა ძირითად მონაწილესთან, შეიძლება თუ არა ხელშეკრულებების (კონტრაქტების) დადება მათთან. საქმე ის არის, რომ გეგმის შესაბამისად უნდა იმოქმედონ სხვა ადამიანებმა (შემსრულებლებმა), რომ- ლებზეც დამოკიდებულია ბიზნესოპერაციის განხორციე- ლება. ასე რომ, კარგია მათი თანხმობის მიღება, მით უფრო, წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების სახით. შესაძლებელია პოტენციურმა მყიდველებმაც მოისურ- ვონ კონტრაქტის გაფორმება ფირმასთან საქონლის მი- წოდების შესახებ განსაზღვრული რაოდენობითა და ფა- სით. ეს უკვე გაყიდვის გარანტიაა, რომელიც ბიზნეს- გეგმის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.
მისაღებია ისიც, რომ ბიზნესოპერაციის განსახირ- ციელებლად ფირმისათვის საჭირო რესურსების მფლო- ბელებმა დადონ მასთან ხელშეკრულება მასალების გა-
290
ყიდვის, სათავსების, მოწყობილობის არენდის, კრედი- ტის გაცემის შესახებ. მაშინ ნათელი გახდება როდის იქნება მიღებული საჭირო რესურსები და რა დაჯდება ისინი. აუცილებელია შრომითი კონტრაქტები მუშაკებ- თან, რომლებსაც ქირაობს ბიზსნესმენი (ფირმა).
ხელშეკრულებების (კონტრაქტების) მეშვეობით, რომელთა გაფორმება ხდება საგეგმო ოპერაციის შესრუ- ლებამდე, ფირმა იღებს არა მარტო სახელშეკრულებო გარანტიებს, არამედ მას აქვს შესაძლებლობაც შეადა- როს საანგარიშგებო მაჩვენებლები იმ მაჩვენებლებს, რომლებიც დაფიქსირებულია ხელშეკრულებაში. თუ გეგმა შეუთანხმებელია დადებულ ხელშეკრულებებთან, უნდა მოხდეს გეგმის კორექტირება. რასაკვირველია, ყოველთვის ვერ ხერხდება წინასწარ გაფორმდეს ყველა აუცილებელი ხელშეკრულება ბიზნესოპერაციის ნავა- რაუდევ მონაწილეებთან. მაშინ საჭიროა, თუ ეს შესაძ- ლებელია, შეთანხმება განხორციელდეს სიტყვიერად მა- ინც. პატიოსან ბიზნესში ბიზნესმენის სიტყვა დოკუმენ- ტზე ნაკლებად არ ფასობს. ასეთი რამ შეიძლება გაკეთ- დეს ნდობის ატმოსფეროს არსებობის პირობებში.
ბიზნესოპერაციის პრაქტიკული განხორციელება
რეალურად იწყება მაშინ, როდესაც ფირმა იწყებს დასა- ხული გეგმის განხორციელებას _ იძენს ან გამოყოფს არსებულ რესურსებს ბიზნესოპერაციის ჩასატარებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება აუცილებელი მასალების შესყიდვა და შემოზიდვა სათანადო მოწყობილობის ჩათვლით, ე. ი. ხდება საწარმოს (ფირმის) უზრუნველ- ყოფა ძირითადი და საბრუნავი საშუალებებით. აუცილე-
291
ბელია შრომითი რესურსებით (კადრებით) უზრუნველ- ყოფაც. საჭიროა შესაბამისი ინფორმაციის შეძენა. აღი- ჭურვება სათავსები, იქმნება პირობები გეგმის თანახ- მად ოპერაციის შესრულებისათვის. გამოიძებნება ფი- ნანსური რესურსები, რომლებიც საჭიროა ოპერაციის ჩასატარებლად. მზადდება აუცილებელი დოკუმენტა- ცია.
თუ ფირმა მოქმედებს სახელშეკრულებო საფუძ- ველზე, მაშინ რესურსებს იგი იღებს ადრე დადებული კონტრაქტების შესაბამისად და მას ესაჭიროება მხო- ლოდ ფულადი სახსრები სხვადასხვა ხარჯების ასანაზ- ღაურებლად. სხვა სიტუაციებში ფირმები იძენენ რე- სურსებს მათი წყაროების მოძიებისა და შემდგომი შეს- ყიდვის გზით. რესურსების ნაწილს იძენენ პროდუქტის გამოშვების დაწყებამდე, ე. ი. პროდუქციის, მომსახურე- ბის _ საქონლის შექმნამდე, რომელიც იყიდება მომხმა- რებლებზე, მყიდველებზე. რესურსების მეორე ნაწილს ფირმა ოპერაციაში ჩართავს საკუთარი წყაროებიდან.
ყველა შემთხვევაში წარმოების, პროდუქტის გა- მოშვების დაწყებისას ფირმას უნდა ჰქონდეს ამისათვის მინიმალურად აუცილებელი რესურსების რაოდენობა, ფულადი სახსრების ჩათვლით. წარმოების (საწარმოო ბიზნესისას), შესყიდვებისა და გაყიდვების (სავაჭრო ბიზნესისას) მსვლელობაში საჭირო იქნება რესურსების ახალი და ახალი ოპერაციები (პარტიები), რაზედაც უნ- და იზრუნოს ფირმის ხელმძღვანელობამ, მაგრამ ყოვე- ლივე ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ბიზნესგეგ- მით. მოქმედებათა რესურსებით უზრუნველყოფის აუ-
292
ცილებლობას ადგილი აქვს პრაქტიკულად ბიზნესოპე- რაციის მთლიანად შესრულებამდე, მარაგის არსებობის დროსაც კი.
პროდუქტის მიღება (გამოშვება) ბიზნესოპერაციის მთავარი სტადიაა, რომლის განხორციელების პროცესში გამოიყენება ბიზნესის ყველა ფაქტორი მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
საწარმოო ბიზნესის პროცესში ხორციელდება სა- ქონლისა და მომსახურების წარმოება, რომლებიც შემდეგ იყიდება მყიდველზე, მომხმარებელზე.
სავაჭრო ბიზნესში ხორციელდება შესყიდვა და სა- ქონლის მიტანა (შეზიდვა) სავაჭრო წერტებში (ობიექ- ტებში), მისი მომზადება გასაყიდად, გაყიდვის პირობე- ბის შექმნა, საქონლის რეკლამირება, შენახვის უზრუნ- ველყოფა.
საფინანსო-საკრედიტო ბიზნესი ნიშნავს ფულადი სახსრების აკუმულაციას (შეძენას), გაცემას, აუცილებე- ლი დოკუმენტაციის მომზადებას, ამ სახსრების გაყიდ- ვის ან კლიენტებზე კრედიტის გაცემის პირობების შექ- მნას.
სადაზღვევო ბიზნესში იგულისხმება ცალკეული პირების, სუბიექტების გამოვლენა, რომლებსაც სურთ და განზრახული აქვთ შეიძინონ სადაზღვევო მომსახუ- რება, და დამზღვევი კომპანიის (აგენტების) საქმიანობა, რომელიც მიმართულია ამ მიზნებზე.
საშუამავლო ბიზნესში ბიზნესოპერაციის მოცემუ- ლი სტადია მოიცავს ორმხრივი ინფორმაციის მიღებას საქონლისა და მომსახურების მიწოდების შესახებ გამ-
293
ყიდველი მხარის მიერ და მათზე გადახდისუნარიანი მოთხოვნილების შესახებ პოტენციური მყიდველის მხრივ, აგრეთვე მოთხოვნის და მიწოდების შესახებ.
ოპერაცია «პროდუქტის მიღება» მისი პირდაპირი
მნიშვნელობით გულისხმობს საქონლის შექმნას, რომე- ლიც განეკუთვნება საწარმოო ბიზნესს. მაგრამ ბიზნე- სის ყველა სახეში ყიდვა-გაყიდვის საგანია შრომის პრო- დუქტი: პროდუქცია, მომსახურება, საქონელი, სამუშაო. იმისათვის, რომ გაიყიდოს პროდუქტი, იგი რაღაცნაი- რად უნდა იქნეს მიღებული, ე. ი. იწარმოოს, შესყიდულ იქნეს, შეძენილ იქნეს შემდგომი გადახდით (განვადე- ბით). გარდა ამისა, აუცილებელია პროდუქტს მიეცეს ისეთი მდგომაროება (სახე), რომელიც აუცილებელია მისი გაყიდვისათვის. ყოველივე ამას ერთად უწოდებენ
«პროდუქტის მიღებას». პროდუქტის მიღების პროცესი გრძელდება ან ბიზნესოპერაციის მთლიანად დასრულე- ბამდე, ან მისი დაგროვების მომენტამდე, რაც საკმარი- სია ოპერაციის დასრულებისათვის.
პროდუქტის რეალიზაცია (გაყიდვა) ბიზნესოპერა- ციის საბოლოო ნაწილია. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ოპერაციის ეს სტადია ნიშნავს ბიზნესის საბო- ლოო პროდუქტის დაყვანას მომხმარებლამდე (მყიდვე- ლამდე) და პროდუქტისათვის ფულის მიღებას, რომე- ლიც საკმარისია ოპერაციის დასრულებისათვის _ ხარ- ჯების დაფარვისა და მოგების შექმნისათვის.
ბიზნეს ოპერაციის ყველა დანარჩენი ნაწილის, გან- საკუთრებით «რესურსებით უზრუნველყოფისა და პროდუქტის შეძენის» თავის დროზე და ხარისხიანად
294
შესრულებისას, გაყიდვის დასკვნითი ოპერაცია ხშირად მიმდინარეობს შეუფერხებლად. მაგრამ არ არის გამო- რიცხული სიტუაციის შეცვლა ბაზარზე და საგანგებო ე. წ. ფორსმაჟორულ გარემოებათა წარმოშობა, რომლებიც არ არის გათვალისიწინებული ბიზნესგეგმით. ასეთ გა- რემოებებს, ჩვეულებრივ, განეკუთვნება სტიქიური უბე- დურებები, ავარიები, კატასტროფები. ეს უკვე განსა- კუთრებული შემთხვევებია, რომლებიც განაპირობებენ სარისკო სიტუაციების გამწვავებას ბიზნესში. ყველა- სათვის ცნობილია, რომ რისკი საშიშროებაა. როცა საუ- ბარია რისკზე ბიზნესში (სამეურნეო რისკზე), მხედვე- ლობაში აქვთ ბიზნესმენის ზარალის, დანაკარგების სა- შიშროება, კერძოდ, უპირველეს ყოვლისა, ქონების, ფა- სეულობის, ფულის, ე. ი. ეკონომიკური რესურსების ნე- ბისმიერი სახეების, შრომისა და დროის დანაკარგების ჩათვლით.
ბიზნეს ოპერაციების განხორციელებას თან ახლავს რისკი. რისკის65 ცნებაში გაიგება რესურსების დაკარ- გვის საშიშროება, რომელიც წარმოიშობა პროდუქციის, მომსახურების, საქონლის წარმოების, მათი რეალიზაცი- ის საქმიანობის, სასაქონლო-ფულად და საფინანსო ოპე- რაციების ნებისმიერ სახეებთან დაკავშირებით. ამ სახე- ებში იგულისხმება მატერიალური, ფინანსური, შრომი- თი, ინფორმაციული (ინტელექტუალური) რესურსების გამოყენება და რისკი დაკავშირებულია ამ რესურსების სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვასთან. მაგალითად, სა-
65 ix. Tavi 11. riskis Sesaxeb biznesis sferoSi.
295
წარმომ გადაწყვიტა დასტამბოს წიგნი და გაყიდოს 10 ლარად ერთი ეგზემპლარი, მაგრამ წიგნის ბაზარზე შემთხვევით შეიქმნა არახელსაყრელი პირობები, მოთ- ხოვნა წიგნზე აღმოჩნდა მოსალოდნელზე ნაკლები და მისი გაყიდვა შესაძლებელი გახდა 9 ლარად. ამის შე- დეგად ბიზნესმენი კარგავს ერთ ლარ შემოსავალს თი- თოეულ წიგნზე. სავსებით შესაძლებელია მორალური ზარალის (ზიანის) მიყენების სიტუაციაც, რომლის შე- დეგად ბიზნესმენი კარგავს თავის იმიჯს, ხოლო ზოგ- ჯერ ჯანმრთელობასაც. სასამართლო პრაქტიკაში არის შემთხვევა, როდესაც მორალურ ზიანთან დაკავშირე- ბულ დანაკარგს სასამართლო აიძულებს აუნაზღაურონ დაზარალებულს ფულადი ფორმით (სახით).
ბაზარზე მიმდინარე სიტუაციის შესაბამისად ფირ- მას, არცთუ იშვიათად, უწევს შეცვალოს გეგმით გათ- ვალსიწინებული გაყიდვების მოცულობა, გაყიდვების ადგილი, ფასები. ამავე დროს საჭიროა უკუკავშირის არხების აქტივიზება, ერთი მხრივ, საქონლის რეალიზა- ციასა და, მეორე მხრივ, მის მიღებასა და რესურსულ უზრუნველყოფას შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ გაყიდ- ვების მოცულობის ზრდისას საჭიროა საქონლის მიღე- ბის დაჩქარება და ამისათვის დამატებითი რესურსების ჩართვა, მარაგის გამოყენება. მყიდველობითი აქტივო- ბის შემცირებისას მუხრუჭდება საქონლის მიღება, იქ- მნება რესურსების მარაგი.
ბიზნესოპერაცია ითვლება დამთავრებულად, რო-
დესაც გაყიდულია ყველა მიღებული (დამზადებული)
პროდუქტი. მაგრამ ფირმისთვის მთავარია არა იმდე-
296
ნად გაყიდვების მოცულობა, რამდენადაც ბიზნესოპერა- ციის ხარჯების ანაზღაურება და დაგეგმილი მოგების მიღება.
ნებისმიერი ბიზნესოპერაციის წარმატებაში დიდ როლს ასრულებს მისი რესურსული უზრუნველყოფა. საჭირო ბუნებრივი და შრომითი რესურსების, ძირითა- დი საშუალებების, ინფორმაციის, აგრეთვე არასაკმარი- სი რესურსების შესაძენად ფულადი რესურსების არსე- ბობისას შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქმის პრაქტიკუ- ლი რეალიზაციის მთავარი პირობები სახეზეა. საკმარი- სია აამოქმედო რესურსები, გარდაქმნა ისინი ბიზნესის ფაქტორებად და მართო ბიზნესოპერაციის მიმდინარე- ობა, რათა მიიღო სასურველი შედეგი.
ბიზნესის რესურსები და ფაქტორები (მიწა, შრომა, კაპიტალი, ინფორმაცია) შეადგენენ ბიზნესოპერაციის სამშენებლო მასალას და მამოძრავებელ ძალას. ამიტომ ბიზნესის საჭირო რესურსებით უზუნველყოფის ამოცა- ნა მუდმივად უნდა იყოს ბიზნესის სუბიექტის ყურად- ღების ცენტრში. რომ იყოს დარწმუნებული ბიზნესოპე- რაციის რესურსული უზრუნველყოფის საკმარისობასა და საიმედოობაში, მან აუცილებელია იცოდეს საჭირო რესურსების სახეები და მოცულობები და მათი მიღე- ბის წყაროები. აგრეთვე აუცილებელია საჭირო რესურ- სების დროულად მიღების შესაძლებლობებში დარწმუ- ნება. უნდა შემოწმდეს ფულადი სახსრების მიღების არ- ხები შესაძენი, შესასყიდი რესურსების ანაზღაურები- სათვის. ასე, რომ უნდა გაირკვეს რამდენი ფულია საჭი- რო და საიდან შეიძლება მისი მიღება. ბიზნესის სუბი-
297
ექტის მოვალეობაა ყველა ეს საკითხი მოიფიქროს და გადაწყვიტოს ბიზნესოპერაციის ცხოვრებაში განხორცი- ელების დაწყებამდე.
ბიზნეს ოპერაციის მთავარი მონაწილეებია ბიზნეს- მენი და მყიდველი. ბიზნესმენი (ფირმა) ყიდის საქო- ნელს მყიდველზე, რომელიც უხდის მას საქონლის ღირე- ბულებას. საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული წარმოადგენს ბიზნესოპერაციის ფულადი რე- სურსებით უზრუნველყოფის მთავარ წყაროს. წარმატე- ბით ორგანიზებული ოპერაციის პირობებში მიღებული ფული საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ აანაზღაუ- როს ყველა ხარჯი, რესურსების ყველა დანახარჯი. მაგ- რამ საქონლის გაყიდვიდან მიღებული ფული ოპერაცი- ის დამამთავრებელი სტადიის შედეგია, მაშინ როდესაც ფირმამ რესურსები უნდა შეიძინოს ოპერაციის საწყის სტადიაზე. ამაშია ბიზნესოპერაციის ფულადი რესურ- სების უზრუნველყოფის ძირითადი სიძნელე. ფირმამ შეიძლება მყიდველისაგან მიიღოს წინასწარ ფულის ნაწი- ლი, ავანსის სახით, კონტრაქტის საფუძველზე, მაგრამ ასეთი შეთანხმების მიღწევა არ არის იოლი.
რესურსების შესაძენად, სანამ ფირმა მიიღებდეს თავისი პროდუქტის რეალიზაციიდან ფულს, მას უნდა ჰქონდეს პირველდაწყებითი ფულადი კაპიტალი. საკუ- თარი ფულის უქონლობის ან მისი არასაკმაო ოდენო- ბით არსებობისას ფირმა იღებს კრედიტს, ე. ი. იძულე- ბულია ისესხოს მისთვის აუცილებელი ფულადი სახ- სრები. ამრიგად, ბიზნესმენი ოპერაციის ჩასატარებლად რესურსებიდან პირველად იძენს ფულად სახსრებს.
298
საკუთარი ფული, აღებული კრედიტი და ავანსი საქონლის მომავალი მყიდველებიდან ქმნის სასტარტო კაპიტალს. ყველაზე მოძრავი, საკმაოდ სწრაფი და უწ- ყვეტი ხარჯვადი მატერიალური რესურსია საბრუნავი საშუალებები. ესენია: ნედლეული, მასალები, ნახევარ- ფაბრიკატები, მაკომპლექტებელი ნაწარმი, რომლებიც ას- რულებენ პირველხარისხოვან როლს საწარმოო ბიზნეს- ში, მაგრამ ნაწილობრივ აუცილებელია ისინი ბიზნესის სხვა სახეებშიც. საბრუნავი საშუალებები საჭიროა რო- გორც ოპერაციის საწყის ფაზაში, ასევე მისი მთელი ციკლის განმავლობაში.
ნებისმიერი ბიზნეს ოპერაციის ჩატარება შეუძლე- ბელია შრომითი რესურსების, სამუშაო ძალის გარეშე. ეს რესურსი აუცილებელია უკვე ოპერაციის საწყის სტადიაზე. ამასთან, შრომის წყარო თვით ბიზნესმენია, რომლის გარეშეც ოპერაცია არ დაიწყება. შრომითი რე- სურსების ორი წყაროა. ერთი მხრივ, ეს თვით ბიზნესმე- ნია ერთპიროვნულად ინდივიადუალური ბიზნესის დროს, ან რამდენიმე პირი საოჯახო, ჯგუფური, კოლექ- ტიური ბიზნესის დროს. მეორე მხრივ, ესაა დაქირავე- ბული მუშაკები ან მუდმივი მომუშავეები ფირმაში, ან მოცემულ ბიზნესოპერაციაში მონაწილეობისათვის მოწ- ვეულები. ორივე შემთხვევაში აუცილებელია გამოყენე- ბული სამუშაო ძალის შრომის ანაზღაურება სათანადო ფულადი სახსრების დახარჯვით. ვინაიდან ხელფასი უნდა გაიცეს ყოველთვიურად, მიუხედავად იმისა, პროდუქტი არის თუ არა მზად ან იყიდება თუ არა, ფირმის ხელმძრვანელობამ უნდა არეგულიროს ფულა-
299
დი სახსრების ხარჯვის პროცესი ოპერაციის მსვლელო- ბის მიხედვით ხელფასის გაცემის ვადისა და ოდენობის დადგენით.
XXI საუკუნეში მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუ- ციის ეპოქაში არც ერთი ბიზნესოპერაცია არ შეიძლება განხორციელდეს ინფორმაციული რესურსებით უზ- რუნველყოფის გარეშე. ეს რესურსებია: მონაცემები, ცნობები, ანგარიშგებები, ნორმატივები, ეკონომიკური მაჩვენებლები, საპროექტო და ტექნოლოგიური დოკუ- მენტაციები, მრავალფეროვანი იურიდიული დოკუმენტე- ბი. ყველა დაწვრილებითი ინფორმაცია ფირმას უნდა ჰქონდეს წინასწარ ან უნდა შეიძინოს მან მოთხოვნილე- ბათა წარმოშობის კვალობაზე. ინფორმაციისათვის, რო- გორც რესურსების სხვა სახეებისათვის, საჭიროა გადახ- და და ფირმა მათ შეძენაზე ხარჯავს ფულად სახსრებს. ამ ხარჯებს ადგილი აქვს ოპერაციის სხვადასხვა სტა- დიაზე, მაგრამ ხარჯების გაწევა ძირითადად ხდება მის საწყის სტადიაზე.
ნაწილობრივ აუცილებელია ინფორმაციის მიღება
თვით ფირმისა და მისი მუშაკების მიერ, როდესაც სრულდება გაანგარიშებები, დგება ბუღალტრული ანგა- რიშგებები ოპერაციათა შესახებ. ასეთი ინფორმაციის ანაზღაურება ხდება მუშაკთა ხელფასის სახით, რომლე- ბიც ქმნიან ამ რესურსს.
ბიზნეს ოპერაციის დიდმნიშვნელოვან რესურსებს მიეკუთვნება ძირითადი საშუალებები. ძირითადი სა- შუალებები შენობა-ნაგებობების, მანქანების, მოწყობი- ლობის სახით გამოიყენება ბიზნესში ხანრგძლივი პე-
300
რიოდის განმავლობაში და საბრუნავი საშუალებებისაგან განსხვავებით, არ მოიხმარება მთლიანად ერთი ოპერა- ციის დროს. ამგვარად, ფირმა იძენს საკუთრებაში მხო- ლოდ იმ ძირითად საშუალებებს, რომელთა გამოყენება შეიძლება მრავალი ოპერაციისათვის. მათ მიეკუთვნება სამსახურებრივი სათავსოები, ოფისები (კანტორები), ავეჯი, ტელეფონები, კომპიუტერები, ფაქსები, ინფორმა- ციის გამრავლების საშუალებები. ეს მუდმივად გამოსა- ყენებელი რესურსებია, რომელთა ღირებულების ნაწი- ლი ამორტიზაციის სახით მონაწილეობს მოცემული ოპერაციის ჩატარებაში.
თუ ძირითადი საშუალებები საჭიროა როგორც რე- სურსები მხოლოდ მოცემული ოპერაციისათვის, მაშინ ფირმა მიმართავს მათ არენდას განსაზღვრულ დროში, რომლის განმავლობაში ისინი აქტიურად გამოიყენება ბიზნესოპერაციის განხორციელებისას. ზოგჯერ გამოი- ყენება მოწყობილობის არენდა მისი შემდგომი გამოს- ყიდვით, რომელმაც მიიღო ლიზინგის სახელწოდება. არენდის პირობებში ფულადი დანახარჯები ძირითად სა- შუალებებზე ამ საშუალებების არენდის ღირებულების ტოლია. ძირითადი საშუალებები განეკუთვნება რესურ- სთა რიცხვს, რომლებზეც ზრუნვა ხორციელდება წინას- წარ, დიდი ხნით ადრე ოპერაციის დაწყებამდე. ფული მათზე გაიღება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სანამ ამ საშუალებების გამოყენება დაიწყებდეს შემოსავლის მო- ტანას ბიზნესის პროდუქტის გაყიდვიდან.
პრაქტიკულად ყველა ბიზნეს ოპერაციაში წარმოი- შობა მოთხოვნილება ფირმების (საწარმოების) მომსახუ-
301
რებაზე. ასეთი მომსახურება შეიძლება იყოს მრავალფე- როვანი. ხშირად ესაა ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, სარეკლამო სააგენტოების, საკონსულტაციო, იურიდიული, აუდიტორული (ბუღალტრული) მომსა- ხურება. ვინაიდან მომსახურების დიდი უმრავლესობა ფასიანია, მათ ანაზღაურებაზე ფირმა ხარჯავს ფულად სახსრებს. ამ სახსრების დახარჯვის დრო დამოკიდებუ- ლია მომსახურების განხორციელებისა და ანაზღაურების ვადებზე.
არსებობს ფირმის (ბიზნესმენის) ფულადი რესურ- სების დახარჯვის კიდევ ერთი სახე ნებისმიერ ოპერა- ციაში. ამ დანახარჯების სპეციფიკა ის არის, რომ ფუ- ლის ამ დანახარჯების სანაცვლოდ ფირმა არ იღებს არც მატერიალურ, არც სულიერ ფასეულობებს, მაგრამ ასე- თი ფულადი დანახარჯების გარეშე ოპერაციის ჩატარე- ბა შეუძლებელია. საქმე ეხება სახელმწიფო გადასახა- დებს, რომლებსაც იხდიან ბიზნესმენები ცენტრალური (ფედერალური) და ადგილობრივი ბიუჯეტების საშემო- სავლო ნაწილის შესავსებად. ფირმისათვის ესაა დანა- ხარჯები ოპერაციაზე, რომელსაც არ მოაქვს ეფექტი მო- ცემულ ოპერაციაში, მაგრამ ასეთი დანახარჯები აუცი- ლებელია საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ამ შემ- თხვევაში ფულადი დანახარჯების სიდიდე უნდა გამო- ითვალოს ცალკეული პოზიციების ან, როგორც მიღებუ- ლია ეკონომიკაში, დანახარჯების მუხლების მიხედვით. მნიშვნელოვანია საკითხი ბიზნეს ოპერაციის ფუ- ლადი გაანგარიშების შესახებ. ოპერაციის ფულადი გა- ანგარიშება მდგომარეობს იმაში, რომ გაირკვეს ფულის
302
რა რაოდენობაა აუცილებელი მისი ჩატარებისათვის და როგორ, რომელი წყაროებიდან დაფინანსდება დანახარ- ჯები.