დანაკარგებისა და რისკის შეფასების შესახებ ბიზნესის სფეროში

დანაკარგებისა და რისკის შეფასების შესახებ ბიზნესის სფეროში

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 

 

რისკებს (დანაკარგებს) აპირობებს შემდეგი ძირი- თადი მიზეზები:

1) სტიქიური უბედურებანი (მიწისძვრა, წყალდი- დობა, ქარიშხალი, ეპიდემიები, ხანძარი, ავარია, გაქურდვა და ა. შ.). ჩამოთვლილი სახეობების წინასწარმეტყველება რთულია. ამასთან ასეთი

 

 

377

 

პირობების აღმოცენების ალბათობაც ერთობ მცირეა;

2) გაუთვალისწინებელი პოლიტიკური მოვლენე-

ბი, რომლის შედეგადაც იცვლება კანონები, სა- მეურნეო საქმიანობის ნორმები და წესები, რო- მელთაც შეუძლიათ დიდი ზეგავლენა მოახდინონ გაუთვალისწინებელი დანაკარგების აღმოცენება- ზე. ამგვარი მოვლენების განჭვრეტა თითქმის შეუძლებელია და ისინი უნდა იქნენ აღქმული როგორც რეალობა;

3) ბიზნეს-ოპერაციების მონაწილეთა  ავადმყოფო- ბა ან სიკვდილი;

4) არაკომპეტენტურად შედგენილი ბიზნესგეგმა;

5) მოწყობილობის მწყობრიდან მოულოდნელი გა- მოსვლა, ელექტროენერგიის მიუწოდებლობა;

6) შრომის ანაზღაურების ფონდის გადახარჯვა, მუშაკთა რაოდენობისა და ხელფასის დონის გადაჭარბება ნავარაუდევთან შედარებით ანუ წარმოების ხარჯების ზრდა.

და  ბოლოს,  როცა  საუბარია  რისკის  აღმოცენების

პირობებზე, მხედველობაშია მისაღები ის, რომ დაზო- გილი სახსრებით შეიძლება მნიშვნელოვნად მცირე რა- ოდენობის საქონლის შეძენა მომავალში, თუ კვების პროდუქტებზე, ტანსაცმელზე და სხვა საქონელზე ფა- სები გაიზრდება, რასაც არც  თუ  იშვიათად,  ჩვენშიც აქვს ადგილი. ისიც აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ფულადი სახსრების ინვესტირების ნებისმიერი ფორმა (ფულის ანაბარზე შეტანა, აქციის, ობლიგაციის, უძრავი

378

 

ქონების შეძენა და ა. შ.) გარკვეული რისკის მატარებე- ლია. ამიტომ დანაზოგების რაციონალური, სარგებლია- ნი ინვესტირების პრობლემა განსაკუთრებით აქტუა- ლურია.

ინვესტირების უმრავლესობიდან მოგების სიდიდე პირდაპირ დამოკიდებულებაშია გასაწევი რისკის ხა- რისხთან. მაგალითად, ანაბარზე შეტანილი სახსრების დაკარგვის საშიშროება უფრო ნაკლებია, ვიდრე აქციაში დაბანდებისა, მაგრამ სხვა თანაბარ პირობებში აქციას შედარებით მეტი სარგებლისა და ფასეულობის მოტანა შეუძლია, ვიდრე ანაბარს.

ბიზნესში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მატერია- ლურ, შრომით, ფინანსურ, დროის დანაკარგებსა და და- ნაკარგების სპეციალურ სახეობებს. მატერიალური და– ნაკარგები აღმოცენდებიან გათვალისწინებულზე დამა- ტებით დანახარჯებში მატერიალური ობიექტების, სა- ქონლის, მასალების, ნედლეულის და ენერგიის სახით. ჩამოთვლილი დანაკარგების თითოეული სახე, შესაბა- მის საზომ ერთეულებში იზომება: წონით, მოცულობით და ა. შ. ერთეულებში; შრომითი დანაკარგების ფულად გამოხატულებაში გადაყვანა ხდება, შრომა-საათის რაო- დენობის ერთი საათის ფასზე გამრავლებით; ფინანსურ დანაკარგებს ადგილი აქვს ფულის პირდაპირი დანა- კარგების შემთხვევაში, ფულის გადახარჯვასთან, გაუთ- ვალისწინებელ გადასახადებთან და ჯარიმების გადახ- დასთან დაკავშირებით. ფულადი ზარალის სახეობაა, ასევე, დანაკარგები ინფლაციის და სავალუტო კურსის რყევების გამო; დროის დანაკარგებს მაშინ აქვს ადგი-

379

 

ლი, როცა ბიზნესის პროცესი მიმდინარეობს იმაზე ნე- ლა, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. ასეთი დანაკარგების პირდაპირი შეფასება ხდება საათებში, დღეებში და ა. შ. დროის დანაკარგები ფულად ფორმაში, რომ გადავიყვა- ნოთ საჭიროა გაირკვეს მოგების რა დანაკარგები გამო- იწვია შემთვევითმა დანაკარგებმა; დანაკარგების სპეცი– ალური სახე ვლინდება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასევე, ბიზნესმენის პრესტიჟის დაკარგვაში. არსებობს რისკის შეფასების სტატისტიკური, ექ-

სპერიმენტული და კომბინირებული მეთოდი.

რისკის სტატიკური მეთოდით შეფასებისას სწავ- ლობენ კონკრეტული საქმიდან მოგება-ზარალის სტა- ტისტიკას. მაგალითად, ბიზნესოპერაციის რისკის შეფა- სებისას მეკურდღლეობაში, სტატიკური მეთოდებით ირკვევა, რომ მეკურდღლეობაში წარმოებული 10 ბიზ- ნესოპერაციიდან, 6 დამთავრდა ნულოვანი დანაკარგე- ბით, 2 დამთავრდა დასაშვები რისკით, 1 დამთავრდა კრიტიკული რისკით და 1 დამთავრდა კატასტროფული რისკით. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რისკიანი ბიზნესმენი ხელს მოკიდებს ბიზნესოპერაციას მეკურდღლეობაში. ექსპერტული შე- ფასებისას რისკს აფასებენ არსებული ცოდნა-გამოცდი- ლების და ინტუიციის საფუძველზე. მაგალითად, იგივე მეკურდღლეობაში დასპეციალებული ბიზნესმენის ინტუ- იციით შეფასებული რისკი უპირატესად ანგარიშგასაწე- ვია. საერთოდ, სტატისტიკურ და საექსპერტო მეთო- დებს მიმართავენ მაშინ, როცა რისკი დასაშვები ან კრი- ტიკულია, ხოლო თუ რისკი კატასტროფულია, მაშინ

380

 

აუცილებელია როგორც სტატისტიკური, ისე საექსპორ- ტო მეთოდების კომბინაცია.