დეპარტამენტალიზაცია

დეპარტამენტალიზაცია

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

დეპარტამენტალიზაციაში იგულისხმება ორგანიზაციის ქვედანაყოფებად ანუ ბლოკებად დაყოფის პროცესი. ამ ბლოკებს ჩვეულებრივ უწოდებენ განყოფილებებს ან სექტორებს.

დეპარტამენტალიზაცია           ხორციელდება            შესასრულებელი                                                              ამოცანების, მომხმარებლების, საქონლის ან მომსახურების, აგრეთვე გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით, ამის შესაბამისად ყალიბდება  ბიუროკრატიის  სხვადასხვა  ვარიანტი,  კერძოდ, ფუნქციური და დივიზიონური ორგანიზაციული სტრუქტურები.

ფუნქციური დეპარტამენტალიზაციის დროს ორგანიზაციათა ცალკეულ ქვედანაყოფებს აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები და  მოვალეობები.  ტრადიციულ ფუნქციურ ქვედანაყოფებს მიეკუთვნება წარმოების, მარკეტინგისა და ფინანსების განყოფილებები. საქმიანობის ეს სახეები გააჩნია  ყველა  ორგანიზაციას, თუმცა მათი დასახელებები მრავალმხრივია, განსაკუთრებით კი იმ ორგანიზაციებში, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ბიზნესის სფეროს.  მაგალითად,  არმიაში  გამოყოფენ ქვეით, საარტილერიო და სატანკო ნაწილებს, საავადმყოფოში ადმინისტრაციულ და სამკურნალო განყოფილებებს. იმ შემთხვევაში, როცა მთელი ორგანიზაცია, ან გამოყოფილი ფუნქციური ქვედანაყოფი დიდია, მას ყოფენ უფრო წვრილ  ქვედანაყოფებად. მაგალითად, ავიაკომპანიის საექსპლოატაციო განყოფილებაში გამოიყოფა საინჟინრო-ტექნიკური სამსახური, სამსახური მიწაზე და სხვა.

finansebis ganyofileba
marketingis ganyofileba
warmoebis ganyofileba

ფუნქციურ ორგანიზაციულ სტრუქტურას ზოგჯერ უწიდებენ ტრადიციულ ან კლასიკურ სტრუქტურას,  ვინაიდან  ის  წარმოადგენს  იმ  პირველ  სტრუქტურას, რომლის შესწავლასაც მოკიდეს ხელი მეცნიერებმა.

prezidenti

 

 

 

 

 

marTvis obieqti
marTvis obieqti
marTvis obieqti
marTvis obieqti
marTvis obieqti
marTvis obieqti

ნახ. 12.1. ფირმის ფუნქციური ორგანიზაციული სტრუქტურა

 

ფუქნციურ      ორგანიზაციულ      სტრუქტურას      აქვს      როგორც      დადებითი,              ისე უარყოფითი მხარეები. დადებით მხარეებს მიეკუთვნება: საქმიანი და პროფესიული სპეციალიზაციის            სტიმულირება,      ფუნქციურ                       ქვედანაყოფებში                  მატერიალური რესურსების       მოხმარებისა        და                 თანამშრომელთა                      მოქმედებების        დუბლირების შემცირება, კოორდინაციის გაუმჯობესება. ნაკლოვანი მხარეებიდან, პირველ რიგში, უნდა              აღინიშნოს    ქვედანაყოფების    ხელმძღვანელთა    მიერ    ორგანიზაციის              საერთო მიზნებთან შედარებით უპირატესობის მინიჭება ქვედანაყოფის მიზნებისათვის, რაც ზრდის         კონფლიქტის            წარმოშობის         შესაძლებლობას.              ამასთან   დიდ                  ორგანიზაციებში ხელმძღვანელისაგან უშუალო შემსრულებლამდე ძალიან გრძელია ბრძანებების ჯაჭვი. დაგროვებული გამოცდილების შესწავლამ დაანახვა მეცნიერებსა და პრაქტიკოს მუშაკებს,  რომ                   ფუნქციური   ორგანიზაციული   სტრუქტურის  გამოყენება უფრო მიზანშეწონილია ორგანიზაციებში, რომლებიც უშვებენ შეზღუდული ასორტიმენტის პროდუქციას, მოქმედებენ სტაბილურ პირობებში და საქმიანობისათვის ესაჭიროებათ სტანდარტული მმართველობითი ამოცანების გადაჭრა. ასეთებია მეტალურგიული და რეზინის მრეწველობის დარგები. ეს ორგანიზაციული სტრუქტურა არ ამართლებს საქონლის ფართო ასორტიმენტის მწარმოებელ დარგებში, დარგებში  სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიით, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასეთი ტიპის დარგების ორგანიზაციებში უფრო მისაღებია დივიზიონური ორგანიზაციული

სტრუქტურა.

როგორც უკვე აღინიშნა, დივიზიონური სტრუქტურა ითვალისწინებს ორგანიზაციების ქვედანაყოფებად დანაწილებას საქონლის ან მომსახურების სახეების, მყიდველთა ჯგუფებისა და გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით. ამის შესაბამისად  არის გამოყოფილი საპროდუქტო, მომხმარებელზე ორიენტირებული და რეგიონული დივიზიონური სტრუქტურები

საპროდუქტო სტრუქტურის პირობებში ქვედანაყოფები ორგანიზაციებში იქმნება ძირითადი პროდუქტების მიხედვით. ამ სტრუქტურის პირობებში ამა  თუ  იმ პროდუქტის წარმოებისა და გასაღების ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გადაცემული აქვს ერთ ხელმძღვანელს, რომელიც მთლიანად აგებს პასუხს  ამ პროდუქტის წარმოების და გასაღების პროცესზე. ამიტომ ფუნქციური  სტრუქტურის მქონე საწარმოებთან შედარებით საპროდუქტო სტრუქტურის მქონე საწარმოებს აქვთ კონკურენციის პირობების, ტექნოლოგიისა და მყიდველობითი მოთხოვნის  ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების მეტი შესაძლებლობები. ამასთან, კონკრეტულ პროდუქტზე მთელი საქმიანობის ერთი ხელმძღვანელის ხელში თავმოყრა აადვილებს მუშაობის კოორდინაციას. (იხ. ნახ. 12.2.).

prezidenti
eleqtronuli sazomi  aparatebis ganyofileba
warmoebis saSualebebis ganyofileba
indikatoruli naTurebis ganyofileba
sainstrumento ganyofileba
finansebi
marketingi
logistika
kadrebi

 

ნახ. 12.2. საპროდუქტო სტრუქტურა

 

საპროდუქტო სტრუქტურას აქვს ნაკლოვანი მხარეებიც.  ამ  სტრუქტურის  გამოყენების პირობებში დანახარჯები იზრდება პროდუქციის სხვადასხვა სახეზე  უშუალო დუბლირების გამო. ყოველ  საპროდუქტო  ქვედანაყოფში  არსებობს  ფუნქციური ქვედანაყოფი, მაგრამ არა იმ მოცულობის, რომ შესაძლებელი გახდეს არსებული ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების მაქსიმალური  ეფექტიანობით გამოყენება.

იმ ფირმებში (კომპანიებში), რომლებიც  აწარმოებენ  ფართო  ასორტიმენტის  საქონელს და ემსახურებიან მომხმარებელთა დიდ ჯგუფებს, იქმნება მომხმარებელბზე ორიენტირებული ორგანიზაციული სტრუქტურა. ასეთი სტრუქტურები იქმნება გამომცემლობებშიც, კომერციულ ბანკებშიც. გამომცემლობათა ქვედანაყოფები ორიენტირებულია მომხმარებელთა კონკრეტულ  ჯგუფებზე:  ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და სხვა. ყოველ მათგანს აქვს თავისი სარედაქციო განყოფილება, მარკე-  ტინგის, ფინანსების და წარმოების განყოფილებები.  კომერციულ  ბანკებში ქვედანაყოფები იქმნება მომხმარებელთა შემდეგი  ძირითადი  კატეგორიების  შესაბამისად: ინდივიდუალური კლიენტები, ფირმები, საკორესპონდენტო ბანკები, საერთაშორისო საფინანსო ოეგანიზაციები, სხვა ორგანიზაციები.

თუ ორგანიზაცია ემსახურება დიდ გეოგრაფიულ რეგიონს, ის ქმნის რეგიონულ ორგანიზაციულ სტრუქტურას. ეს სტრუქტურა აადვილებს ადგილობრივი კანონმდებლობის, მომხმარებელთა ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გამო წარმოშობილი პრობლემების გადაჭრას, ამით უმჯობესდება  ურთიერთობა  კლიენტებთან, აგრეთვე თვითონ ორგანიზაციის წევრებს შორის.

დივიზიონური ორგანიზაციული სტრუქტურები პირველად აშშ-ში გამოიყენეს, გასული საუკუნის 60-იან წლებში კი დაიწყო მათი გამოყენება ევროპის ქვეყნებშიც. დღეისათვის ევროპული კომერციული ორგანიზაციების უმეტესობა ტრადიციული ფუნქციური სტრუქტურიდან გადასულია  დივიზიონური  ორგანიზაციული სტრუქტურის სხვადასხვა სახეზე.

კომპანიები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან გაყიდვების მოცულობას საზღვარგარეთულ ბაზრებზე ერთი ან რამდენიმე ახალი პროდუქციით,  იწყებენ  შესაბამის ქვეყნებში თავიანთი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის შესაძლებლობის შესწავლას. ამ შემთხვევაში თითოეული საზღვარგარეთული საწარმოს ფილიალი ექვემდებარება მთელი ფირმის პრეზიდენტს. ამასთან ფირმის ცენტრალური ხელმძღვანელობა ჩვეულებრივად უწევს დახმარებას თავის ფილიალებს წარმოების, მარკეტინგის, ფინანსური და შრომითი რესურსების საკითხებში (იხ. ნახ. 12.3.).

 

prezidenti
sakadro samsaxuri
sawarmoo ganyofileba
marketingis ganyofileba
safinanso ganyofileba

 

 

 

 

avstria
germania
iaponia

nax. 12.3. sazRvargareTuli filialebi