ეთიკა და თანამედროვე მენეჯმენტი
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი პრობლემაა პირადი ფასეულობები. ადამიანები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ორგანიზაციებმა უნდა ეცადონ მოგების მაქსიმიზირებას, მაღალ ფასეულობას ანიჭებენ მოგების, ეფექტიანობის მაქსიმიზაციას და დაბალ ფასეულობას _ ალტრუიზმს. ასეთი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაცია იქცევა სწორად და სოციალურად პასუხისმგებელია, სანამ მისი მოქმედებები პასუხობენ ფასულობათა მოცემულ სისტემას. იმისათვის, რომ გაკეთდეს არჩევა სწორი ქცევის სასარგებლოდ, მნიშვნელოვანია ეთიკის შესახებ დაწყებითი წარმოდგენის არსებობა. ეთიკა უშუალო კავშირშია პრინციპებთან, რომლებიც განსაზღვრავენ სწორ და არასწორ ქცევას. მაგრამ ბიზნესის ეთიკა შეეხება არა მარტო
ქცევის სოციალურად საპასუხისმგებლო პრობლემას. იგი კონცენტრირებულია მმართველი (მართვის სუბიექტი) და მართული (მართვის ობიექტი) ქვესისტემების ქცევის ვარიანტების ფართო სპექტრზე. უფრო მეტიც, ეთიკის ყურადღების ფოკუსშია მიზნებიც, საშუალებებიც, რომლებიც გამოიყენება მათ მისაღწევად როგორც ერთი, ასევე მეორე ქვესისტემის მიერ. მაგალითად, თითქმის ყველა ამერიკელის შეხედულებით არაეთიკურია ქრთამის მიცემა უცხოელი მოხელისათვის ხელსაყრელი კონტრაქტის მისაღებად. ამ შემთხვევაში საშუალებები არაეთიკურია. მაგრამ კონტრაქტის (ხელშეკრულების) დადება ზღვის კატის ბეწვზე ქრთამის გარეშე, შეიძლება განხილულ იქნეს როგორც არასწორი ქცევა იმ ქვეყანაში, სადაც გარეული ცხოველების დაცვა მაღალ დონეზეა დაყენებული. ამრიგად, ზღვის კატის ბეწვის გამოყენება არაეთიკურია რამდენადაც ასეთი ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ კანონსაწინააღმდეგო არ არის, ეწინააღმდეგება პირად ფასეულობებს და წარმოადგენს მოქმედებას, რომელსაც არ უწერია მხარდაჭერა.
საეჭვო ეთიკის მაგალითია ფირმა «მენვილის» მოქმედებები, რომელიც ათეული წლობით ბლოკავდა მონაცემებს, რომლებიც მოწმობდენენ ფირმის მუშების სიკვდილის შემთხვევებს აზბესტის მტვრის შესუნთქვის გამო. ნიუ-ჯერსის შტატის (აშშ) სასამართლომ დაადგინა, რომ ფირმა «მენვილი» შეგნებულად უგულებელყოფდა ადამიანების უფლებებს და არ ღებულობდა ზომებს მათი ჯანმრთელობის დაცვისა ან აღდგენისათვის. სასამართლომ მოითხოვა, რომ ფირმას თავისი აქციების 80% გადაეცა შესაბამისი ფონდისათვის ბევრ ადამიანზე კომპენსაციების გასაცემად, რომლებმაც სარჩელი შეიტანეს სასამართლოში.
ეთიკურ პრობლემებს ბიზნესში აქვთ პირდაპირი დამოკიდებულება კონფლიქტურ სიტუაციებთან, რომლებიც განპიროვბებულია თანაფარდობით ორგანიზაციის შემოსავლების, ხარჯებისა და მოგების მაჩვენებლების და მის სოციალური პასუხისმგებლობის მაჩვენებლებს შორის, რომლებიც გამოხატულია სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მეშვეობით, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე საზოგადოებაში.
უფროს მენეჯერებთან ერთად, რომლებიც ხშირად ავლენენ არაეთიკურ კორპორაციულ ქცევას, ნებისმიერ პირს ორგანიზციაში შეუძლია აგრეთვე იმოქმედოს არაეთიკურად. განიხილავენ შემდეგ სიტუაციებს. შესყიდვების აგენტს ერთ-ერთი მიმწოდებელი, რომელთანაც აწარმოებს საქმეს, სთავაზობს ერთ ყუთ კარგ ღვინოს. მიიღოს თუ არა იგი აგენტმა? ზოგიერთი მუშაკი ორგანიზაციიდან აწარმოებს საერთაშორისო სატელეფონო საუბრებს პირად საკითხებზე. სწორად იქცევა იგი? მუშაკს შეუძლია გამოიყენოს პირადად თავისთვის ის, რაც განკუთვნილია ორგანიზაციისთვის და წაიღოს შინ. გამოიყენოს თუ არა მან ეს შესაძლებლობა? აი სულ რამდენიმე ეთიკური დილემა, რომელსაც თითოეული ადამიანი შეიძლება შეხვდეს სამუშაოზე. მოტანილ მაგალითებში არ არის კანონის რაიმე დარღვევა, მაგრამ შესაბამისი მოქმედებები შეიძლება შეფასდეს ბევრ შემთხვევაში როგორც არასწორი. ადამიანთა არაეთიკურ ქმედებებს კანონის აშკარა დარღვევით განეკუთვნებიან: დოკუმენტების ფალსიფიკაცია, რომლებიც ეგზავნება სახელმწიფოებრივი რეგულირების სამსახურებს, სახსრების მითვისება, რასობრივი დისკრიმინაცია და სხვა. მოქმედებები კანონის დარღვევით გარემომცველი გარემოს გაჭუჭყიანების, პროდუქციის უსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების სფეროებში, აგრეთვე უნდა ჩაითვალოს არაეთიკურად.
ქართულ ბიზნესში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი სოციალური პასუხისმგებლობისა და ეთიკის პრობლემების ჯეროვან დონეზე გადაწყვეტის
თაობაზე. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც შეიმჩნევა ბოლო პერიოდში საქმის წარმოების (ბიზნესის) არაეთიკური პრაქტიკის გაფართოების შემთხევები. მენეჯერები ამის მიზეზად ასახელებენ: კონკურენტული ბრძოლის გამწვავებას; ეთიკური ქცევისათვის მენეჯერთა არასათანადო გასამრჯელოთი უზრუნველყოფას; ეთიკის მნიშვნელობის შემცირებას საზოგადოებაში და სხვა.
მენეჯერების და რიგითი მუშაკების ეთიკურობის ამაღლება ბევრად დამოკიდებულია თანამედროვე მენეჯმენტზე. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ეთიკური ნორმატივების დამუშავებას, ეთიკის კომიტეტის (კომისიების) შექმნას, სოციალური რევიზიების ჩატარებას, და ეთიკური ქცევის სწავლებას.
ეთიკური ნორმატივები წარმოადგენენ ზოგად ფასეულობათა სისტემას და ეთიკის წესებს, რომლებიც ორგანიზაციის ხელმძღვანელობის აზრით უნდა დაიცვან მისმა მუშაკებმა. ეთიკური ნორმატივები მუშავდება ორგანიზაციის მიზნების აღწერის, ნორმალური ეთიკური ატმოსფეროს შექმნისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ეთიკური რეკომენდაციების განსაზღვრისათვის. ქცევის ვარიანტებს, რომლებიც ჩვეულებრივად იკრძალება ეთიკური ნორმატივებით, მიეკუთვნება: ქრთამი, გამოძალვა, საჩუქრები, კონფლიქტი ინტერესთა შეჯახების ნიადაგზე, კანონების დარღვევა, ფირმის საიდუმლოებათა გაცემა და სხვა. ბიზნესთან მიმართებაში მრავალეროვნულ ორგანიზაციაში (ტრანსეროვნულ კორპორაციაში) კომპანია_ინიციატორმა უნდა გაითვალისწინოს მიღებული დამოკიდებულება სხვა კულტურებში ქრთამისა და საჩუქრებისადმი.
ორგანიზაციები ქმნიან ეთიკის თვალსაზრისით მუდმივმოქმედ კომიტეტებს (კომისიებს) ყოველდღიური პრაქტიკის შეფასებისათვის. ასეთი კომიტეტების თითქმის ყველა წევრი უმაღლესი დონის მენეჯერია. ზოგიერთი ორგანიზაცია არ ქმნის ასეთ კომიტეტს, მაგრამ ქირაობს ბიზნესის ეთიკის სპეციალისტს, რომელსაც ეწოდება ეთიკის ადვოკატი. ეთიკის ადვოკატის ფუნქციაა ეთიკურ საკითხებზე დასკვნის შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის მოქმედებებთან, აგრეთვე ორგანიზაციის «სოციალური სინდისის» ფუნქციის შესრულება.
სოციალური რევიზიების ამოცანაა ორგანიზაციის მოქმედებების და პროგრამების სოციალური გავლენის შესახებ ანგარიშგების შედგენა და შეფასება. სოციალური რევიზიის მომხრეები ვარაუდობენ, რომ ასეთი ტიპის ანგარიშგება იძლევა სრულ წარმოდგენას ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის დონის შესახებ.
მენეჯერებისა და რიგითი მუშაკების ეთიკური ქცევის წესების სწავლება კიდევ ერთი მიდგომაა, რომელსაც იყენებენ ორგანიზაციები ქცევის ეთიკურობის მაჩვენებელთა ამაღლებისათვის. მუშაკებს აცნობენ ბიზნესის ეთიკას და ამაღლებენ მათ ცოდნას ეთიკურ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება მათ წინაშე წარმოიშვას. ეთიკის როგორც საგნის შემოტანა ბიზნესის სწავლების კურსებში უნივერსიტეტს დონეზე ეთიკური ქცევის სწავლების კიდევ ერთი ფორმაა.
თანამედროვე მენეჯმენტი იძლევა შესაძლებლობას ორგანიზაციებმა აამაღლონ თავიანთი ეთიკური სტანდარტები, რათა წარმატებით განახორციელონ მრავალფეროვანი ამოცანები სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.