კომუნიკაციური პროცესი და მისი ეტაპები

კომუნიკაციური პროცესი და მისი ეტაპები

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

კომუნიკაციურ პროცესში იგულისხმება ინფორმაციის გაცვლა ორ ან მეტ ადამიანს შორის. საჭიროა ინფორმაციის გაცვლაში აქტიური როლი შეასრულოს ორივე მხარემ.

კომუნიკაციური პროცესი შედგება ოთხი  ეტაპისაგან. მათ  მიეკუთვნება: 1) იდეის ჩასახვა;

2) იდეის კოდირება და გადასაცემი არხის შერჩევა;

3) ინფორმაციის გადაცემა;

4) მიღებული ინფორმაციის დეკოდირება.

ინფორმაციის გაცვლის პროცესში შეიძლება გამოიყოს ოთხი საბაზო ელემენტი:

1) ინფორმაციის გამგზავნი პირი, რომელიც არჩევს  ინფორმაციას  ან  წარმოადგენს  მის შემკრებს და გადამცემს;

2)  ცნობება    _    საკუთრივ    ინფორმაცია,    რომელიც    კოდირებულია                   სიმბოლოების დახმარებით;

3) არხი _ ინფორმაციის გადაცემის საშუალება;

dekodireba
gadascems arxiT
kodireba da

arxis  SerCeva

ayalibebs

an  arCevs

gagebulia Tu ara idea?
mimRebi
cnobeba (Setyobineba)
idea
gamgzavni

4) ინფორმაციის მიმღები. ესაა პირი,  რომლისთვისაც  განკუთვნილია  ინფორმაცია  და რომელიც ახდენს მის ინტერპრეტაციას (იხ. ნახ.7.1.)

 

ნახ. 7.1. ინფორმაციის გაცვლის პროცესის მარტივი მოდელი

 

ინფორმაციის გადაცემის პროცესი იწყება იდეის ჩამოყალიბებით ან ინფორმაციის შერჩევით. გამგზავნი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელი იდეა ან ინფორმაცია უნდა გახდეს გაცვლის საგანი.  ზოგჯერ  ინფორმაციის  გაცვლის  ცდა  წყდება პირველივე ეტაპზე, თუ გამგზავნი არ ხარჯავს საკმარის დროს იდეის მოფიქრებაზე. მენეჯმენტში უაღრესად დიდი მნიშვნელობა  ენიჭება  ამ  ეტაპს.  გამგზავნმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი ინფორმაცია უნდა გახდეს  გაცვლის ობიექტი. ამ დროს  მან  მხედველობაში  უნდა  მიიღოს  ბევრი  ფაქტორი.  მაგალითად:  თუ მენეჯერს სურს მიაწოდოს ინფორმაცია ხელქვეითებს მუშაობის შედეგებზე,  მან  უნდა უზრუნველყოს  მიწოდებული  ინფორმაციის  კონკრეტულობა.  ამასთან ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სამუშაოს ძლიერი და სუსტი მხარეების დახასიათებას,

 

მუშაობის  შედეგების  გაუმჯობესების  გზებს.    ინფორმაცია არ საჭიროებს ხელქვეითთა ქებას ან კრიტიკას.

იდეის გადაცემამდე ხორციელდება მისი კოდირება სიმბოლოების დახმარებით. კოდირებისათვის  გამოიყენება  სიტყვები,  ინტონაცია  და  ჟესტები.  კოდირების  შედეგად იდეა გადაიქცევა ცნობებად.

ინფორმაციის გამგზავნი ირჩევს აგრეთვე გადაცემის არხს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს  კოდირებისათვის  გამოყენებულ  სიმბოლოებს.   ინფორმაციის გადაცემის აღიარებულ არხებს მიეკუთვნება: მოხსენება, და სხვა სახის წერილობითი მასალა, კავშირების ელექტრონული საშუალებები, კომპიუტერული სისტემები, ვიდეოლენტები და ვიდეოკონფერენციები.

გადაცემის არხი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს იდეას. ამის გარეშე  ინფორმაციის გადაცემა არ მოხდება.  იმ  შემთხვევაში,  თუ  ინფორმაციის  გადაცემის არხი ნაკლებად შეესაბამება იდეას, გაცვლა იქნება ნაკლებად ეფექტიანი. მაგალითად, უფრო ეფექტიანია დარღვევათა დაუშვებლობის შესახებ ხელქვეითების გაფრთხილება ოფიციალური წერილით ან თათბირზე, ვიდრე ფინჯან ყავასთან.

არ არის სასურველი ინფორმაციის გადაცემის ერთი არხით შემოფარგვლა. გამოკველევებმა უჩვენა, რომ ინფორმაციის გაცვლა ერთდროულად ზეპირად და წერილობით  უფრო  ეფექტიანია,  ვიდრე,  ვთქვათ,  მხოლოდ  ზეპირად.  ამასთან  არ არის სასურველი, რომ ყველა  სახის  ინფორმაცია  გადაიცეს  წერილობით.  ამ  შემთხვევაში უმართავი გახდება დოკუმენტების (ინფორმაციის) ნაკადი.

ინფორმაციის გადაცემის მეორე ეტაპი შეიძლება შედარდეს პროდუქციის შეფუთვასთან. ისე როგორც ძნელია  სათანადოდ  შეუფუთავი  პროდუქციის  რეალიზაცია, ძნელია გადაცემა ისეთი ინფორმაციის,  რომელიც  არ  არის  საჭირო  დონეზე კოდირებული და ჩადებული გადაცემის არხში.

ამის  შემდგომ  ხდება  ინფორმაციის  ფიზიკური  გადაადგილება.  ინფორმაცია  ცნობის სახით გადამცემი არხის მეშვეობით მიეწოდება დანიშნულების ადგილზე. ცნობის მიმღები ახდენს მის დეკოდირებას.

დეკოდირებაში იგულისხმება ინფორმაციის  გამგზავნი  პირის  სიმბოლოების გადაცემა მიმღებისათვის გასაგები სახით. თუ ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები პირებისათვის ინფორმაციის კოდირებისას გამოყენებულ სიმბოლოებს აქვთ ერთი და იგივე მნიშვნელობა, მიმღები გაიიგებს, თუ რა აქვს მხედველობში ინფორმაციის გამგზავნს; წინააღმდეგ შემთხვევაში მან გადაცემულ ცნობას შეიძლება მიანიჭოს რამდენადმე განსხვავებული მნიშვნელობა, რაც ბუნებრივია უარყოფითად იმოქმედებს მართვის პროცესზე. თუ ინფორმაციის მიმღებს არ  მოეთხოვება  პასუხის  გაცემა  მიღებულ ინფორმაციაზე, მისი გაცვლის პროცესი აქ მთავრდება. მაგრამ თუ საჭიროა პასუხის გაცემა მიღებულ ცნობაზე, ინფორმაციის გამგზავნისა და მიმღების როლები იცვლება: მიმღები ხდება გამგზავნი. მიღებულ ცნობაზე გამოხმაურების გადასაცემად გამოიყენება კომუნიკაციური პროცესის ყველა ეტაპი  და  ელემენტი.  უკუკავშირი  ხშირად განაპირობებს მმართველობითი ინფორმაციის  გაცვლის  პროცესის  ეფექტიანობის მნიშვნელოვან ამაღლებას.