კონკურენტუნარიანობა და ინოვაციური აქტიურობა

კონკურენტუნარიანობა და ინოვაციური აქტიურობა
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

 

საქონლის კონკურენტუნარიანობა არის მომხმარე- ბელთა მიერ საქონლის აღიარების უპირატესობა სხვა ანალოგებთან შედარებით. თუმცა საქონლის მწარმოებ- ლებს შორის კონკურენცია გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე პროდუქცია ბაზარზე გამოჩნდებოდეს. იგი იწყე- ბა ახალ საქონლეზე იდეების შემუშავების და შერჩევის, კვლევითი და საცდელ-საკონსტუქტორო სამუშაოების ჩა- ტარების, ახალი ტექნოლოგიის შემუშავების ეტაპებზე. ამასთან ადგილი აქვს საჭირო პროდუქციის შექმნა- სრულყოფის ორ ამოცანას:

  1. განვითარების პირდაპირი ამოცანა მიმართუ- ლია ისეთი პროდქციის შესაქმნელად, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებაში მომწიფებული და პროგნოზირებადი მოთხოვნილებების და- საკმაყოფილებლად. მოცემული ამოცანის გა- დაჭრა ხდება გადახდისნარიანი მოთხოვნილე- ბების შესწავლის (პროგნოზირების) შედეგად შემდეგი სქემის მიხედვით: ახალი პროდუქცი- ის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონ- სტრუქტორო ვარიანტების შემუშავება ® წარ- მოების ტექნოლოგიის მომზადება ® ახალი პრო- დუქციის კონკურენტუნარიანი ვარიანტების დამზადება ® მოთხოვნილებების დაკმაყოფი- ლება. პირდაპირი ამოცანა დამახასიათებელია ინდუსტრიული ეპოქისათვის.
  2. განვითარების ირიბი (არაპირდაპირი) ამოცანა მიმართულია ახალი პროდუქციის პრინციპუ- ლად წარმოების ახალი ტექნოლოგიის შემუშა- ვებისათვის, რომელზეც მოთხოვნილება წინასწარ გათვალისწინებულია. ამ ამოცანის გადაჭრახდება შემდეგი სქემით: ახალი ტექნოლოგიის საცდელი ვარიანტების შემუშავება და გამოკ- ვლევა ® ახალი პროდუქციის გამოკვლევა და საცდელი ვარიანტების შემუშავებაახალი პროდუქციის შესაძლო მყიდველების გამოვლე- ნა ® საცდელი პარტიის დამზადება ® ახალ პროდუქციაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბება. მოცემული ამოცანა დამახასიათებელია პოს- ტინდუსტრიული ეპოქისათვის, . ი. ისეთი ეპოქისათვის, რომლისთვისაც დამახასიათებე- ლია ბაზრის გაჯერება (მოთხოვნის მაღალ დო- ნეზე დაკმაყოფილება); პრინციპულად ახალი ტექნოლოგიის შექმნა; ახალი ტექნოლოგიის სა- ფუძველზე პრინციპულად ახალი პროდუქციის წარმოება; მოთხოვნის ფორმირება და ბაზარზე ლიდერობა.

თითოეული ამოცანის წარმატებით გადაჭრა ბა- ზარზე კონკურენტულ ბრძოლაში წარმატების საფუძვე-ლია.

ახალი პროდუქციის გამოკვლევის და საცდელ-სა- კონსტრუქტორო ვარიანტების შემუშავების სტადიაზე კონკურენციის თავისებურება არის ის, რომ სიახლის შემქმნელი ბიზნესის სუბიექტი უნდა ხელმძღვანელობ- დეს შემდეგი მოტივებით:

Ø მოგების მისაღებად კონკურენტებთან თანასწო- რობა;

Ø საკუთარი მოგების მაქსიმიზაცია;

Ø შეფარდებითი მოგების მაქსიმიზაცია.

რთული პროდუქციის შექმნისას საწარმოს შეუძ- ლია ამ მოტივებით ვარირება მის ცალკეულ ელემენ- ტებთან მიმართებაში.

მოტივების ეს სახეები მიეკუთვნება კეთილსინდი- სიერი კონკურენციის სფეროს. კონკურენტი მხარეების მიერ ცალკეული მოტივის არჩევა განისაზღვრება მათი მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალით.

საწარმოს (ფირმის) ინოვაციური საქმიანობა გავ- ლენას ახდენს მის კონკურენტუნარიანობაზე, კერძოდ:

1) ამაღლებს საქონლის კონკურენტუნარიანობას, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში  ქმნის კონკურენტულ უპირატესობას;

2) ახალი მოთხოვნილების დანერგვა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის კონკურენ- ტულ უპირატესობას;

3) წარმოების ეფექტიანობის ამაღლება და საწარ- მოს კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.

საქონლის სრულყოფა და შესაბამისად მისი კონ- კურენტუნარიანობა განისაზღვრება პროდუქციის სა- წარმოებლად გამოყენებული თანამედროვე მეცნიე- რულ-ტექნიკური მიღწევებით. თანამედროვე მეცნიე- რულ-ტექნიკური გადაწყვეტილებები ინტელექტუალუ- რი შრომის შედეგია. ხშირად საქონლის კონკურენტუნა- რიანობის განმსაზღვრელი ფაქტორია ინტელექტუალუ- რი საქმიანობის შედეგი. ამიტომ როდესაც საუბარია ნი- მუშში შედეგის განხორციელებაზე, კონკურენტუნარია- ნობის განმსაზღვრელი არის ნაწარმში ახალი, პროგრესული მეცნიერულ-ტექნიკური გადაწყვეტილების გამო- ყენების ხარისხი.

ხშირად მეცნიერულ-ტექნიკური აღმოჩენები გასაი- დუმლოებულია, მათ მინიჭებული აქვთ საქმიანი საი- დუმლოების სტატუსი (ე. წ. ფირმის საიდუმლოება). სა- ქონელი, რომელშიც განივთებულია ნოუ-ჰაუ, ინარჩუ- ნებს მაღალ კონკურენტუნარიანობას იქამდე, ვიდრე მასში გამოყენებული ნოუ-ჰაუს კონფიდენციალობა და- ცულია. საქონელმწარმოებლები, რომლებიც დაინტერე- სებულები არიან მათ მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, ან გააფორმებენ ხელშეკრულებას ნოუ-ჰაუს მეპატრონესთან მისი გამო- ყენების შესახებ, ან ცდილობენ მოიპოვონ კონფიდენცი- ალური ინფორმაცია არასამართლებრივი გზით. ნოუ-ჰა- უთი სარგებლობის სამართლებრივი ნორმები მოცემუ- ლია ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში. მსოფლიოში დანერ- გილია მეცნიერულ-ტექნიკური გადაწყვეტილების პა- ტენტის დაცვა.

პატენტის გამცემი ქვეყნის და პატენტის მოქმედე-

ბის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოები პატენ- ტის მფლობელს უზრუნველყოფენ განსაკუთრებული უფლებებით. მაგალითად, როდესაც ქვეყანაში რეალიზ- დება საქონელი, რომლის საწარმოებლად პატენტია გამო- ყენებული, ეს უზრუნველყოფს მის სიახლეს. პატენტის მფლობელებს შეუძლიათ საქონელზე გადიდებული ფა- სის დაწესება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოყე- ნებულია პრინცეპულად ახალი ტექნოლოგია და საქონ- ლის გამოყენებისას უზრუნველყოფილია ეფექტიანობა.

საქონლის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრე- ლი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია მისი საპატენტო სისუფთავე. როდესაც საქონლის წარმოებისას გამოყენე- ბულია «სხვა» პატენტი, ის ამცირებს საქონლის კონკუ- რენტუნარიანობას. საქონლის საპატენტო სისუფთავის დაუცველობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს უკიდურესი ღონისძიებები (საქონლის კონფისკაცია, მა- ტერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება და სხვ.).

საქონლის კონკურენტუნარიანობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს გარეგნული გაფორმება, დიზაინი, ერგონომი- კულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. კონკურენტუნარია- ნობის ამაღლებაში განმსაზღვრელი როლი აკისრია სა- საქონლო ნიშანს. სასაქონლო ნიშანი მნიშვნელოვანი ორიენტირია მომხმარებლისათვის შეიძინოს მისთვის საინტერესო მიმწოდებლის მიერ წარმოებული კონკუ- რენტუნარიანი საქონელი. საქონლის კონკურენტუნარია- ნობა აგრეთვე განისაზღვრება გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონში მოპოვებული ნედლეულით, მასალებით, ინ- გრედიენტებით, რომელიც ცნობილია ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ტრადი- ციებით. პროდუქციის ტრადიციული დამზადების ად- გილის მითითებით მაღლდება მისი კონკურენტუნარი- ანობა.

პროდუქციის ფასი უშუალოდ დამოკიდებულია პროდუქციის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, გამოყენებული ტექნოლოგიების სიახლესა და ეფექტიანობაზე.   საქონლის    წარმოების   ტექნოლოგიის    არჩევა მოქმედებს მის თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასზე. საქმიანობის ინოვაციურ ასპექტში აჯგუფებენ ორი

კატეგორიის მწარმოებლებს:

Ø ინტელექტუალური პროდუქციის მწარმოებლე- ბი;

Ø განივთებული პროდუქციის მწარმოებლები, რომლებიც გამოიყენებენ (ზოგჯერ ქმნიან და გამოიყენებენ) ინტელექტუალურ პროდუქტს.

მეორე ჯგუფის საქონელმწარმოებლებისათვის ინოვაციური აქტიურობის განმსაზღვრელია თანამედრო- ვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების განივთება, ბაზარ- ზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა, რომელიც ემყარება კონკურენტუნარიანი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა შედეგების გამოყენებას შეთანხმების საფუძველზე.