კონკურენციის მექანიზმი

კონკურენციის მექანიზმი
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 

კონკურენცია   ქვეყნის   საბაზრო   გარემოს წამყვანი

მახასიათებელია, რომელშიც ხორციელდება საწარმოთა (ფირმების) სამეურნეო საქმიანობა (ბიზნესი). სახელმწი- ფომ უნდა გაატაროს კეთილსინდისიერი კონკურენცი- ის მხარდაჭერისა და მონოპოლისტური საქმიანობის შეზღუდვის პოლიტიკა ბიზნესისა და მისი სოციალუ- რი მიმართულების ეფექტიანობის ამაღლების ინტერე- სებისათვის. კონკურენციის სამართლებრივი რეგულირე- ბა ხორციელდება საქართველოს კანონებით: «თავისუფა- ლი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» (03. 06. 2005);

«რეკლამის შესახებ» (18. 02. 1998 წ.). ანტიმონოპოლის- ტურ კანონმდებლობაში ფუძემდებლურია კანონი კონ- კურენციის დაცვის შესახებ.

კონკურენციის მექანიზმი ფირმების საქმიანობის მართვის ეკონომიკური (სამეურნეო) მექანიზმის შემად- გენელი ნაწილია და განისაზღვრება საბაზრო გარემოს პარამეტრებით, კონკურენტული სტრატეგიებით, საბაზრო ფასწარმოქმნის მექანიზმებით, მოთხოვნისა და მიწოდე- ბის თანაფარდობის დინამიკით.

კონკურენცია    ამოსავალი   კატეგორიაა,   რომელიც

ახასიათებს საბაზრო ეკონომიკის არსს. არსებობს ამ ცნების რამდენიმე განმარტება:

 

341

 

  1. კონკურენცია მეტოქეობაა, რომლის დროსაც ეკონომიკური აგენტები ცდილობენ თავიანთი ბიზნესი განახორციელონ კონკურენტებზე უფ- რო წარმატებით, სთავაზობენ რა მომხმარებ- ლებს უკეთეს პირობებს საქონლის ფასებთან, ხარისხთან, შეფუთვასთან, მომსახურების სტან- დარტებთან და სხვა ეკონომიკურ მახასიათებლებ- თან დაკავშირებით.

კონკურენციის    ასეთი    განმარტება    გულისხმობს შემდეგს:

Ø ბაზრის მონაწილეებად ითვლებიან ეკონომიკუ-

რი აგენტები (სამეურნეო სუბიექტები, საწარმოე- ბი);

Ø ჯანსაღი კონკურენცია დამახასიათებელია მხო- ლოდ სრულყოფილი ბაზრისათვის. კონკურენ- ციის ამ განმარტებაში ნაკლები ყურადღება ექ- ცევა სამომხმარებლო ბაზარს, მოსახლეობის გან- სხვავებულ სოციალურ ჯგუფებს. ინტენსიურ კონკურენციას ადგილი აქვს ოლიგოპოლიურ ბაზარზეც.

  1. კონკურენცია საწარმოების (ფირმების) ბრძო- ლაა მიზნობრივ სეგმენტზე არსებული მოთ- ხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამ განმარტება- შიც ყურადღება გამახვილებულია მიმწოდე- ბელთა შორის არსებულ კონკურენციაზე, რო- დესაც მიწოდება აღემატება მოთხოვნას.
  2. კონკურენცია მოიაზრება როგორც გამყიდველე- ბის და მომხმარებლების ბრძოლა მიზნის მი-

342

 

საღწევად კონკურენტებთან უპირატესობის მო- პოვების ხარჯზე, კერძოდ მიმწოდებლისა _ დიდი შემოსავლის, ხოლო მომხმარებლებისა _ მაქსიმალური სარგებლიანობის მისაღებად.

აღნიშნულ განმარტებაში კონკურენციის არსი ყვე- ლაზე უფრო სრულყოფილადაა მოცემული.

კონკურენციის ფუნქციებია:

Ø ბიზნესის რეგულირება: კონკურენციის გავლე- ნით წარმოების ფაქტორებს და ინვესტიციებს გამოიყენებენ იმ დარგში, სადაც მეტი მოთხოვ- ნაა;

Ø ბიზნესის მოტივაცია: ნებისმიერი საწარმო (ფირმა) ბაზარს მიაწვდის რა პროდუქციას, მიზნად ისახავს მოგების მიღებას, მაგრამ ამას- თან ერთად მოაქვს სარგებლობა მომხმარებლე- ბისათვის და ქვეყნის ეკონომიკისათვის. ბიზნე- სის სუბიექტური მიზანი (მეტი მოგების მიღება) ტრანსფორმირდება ობიექტურ მიზნად _ სრუ- ლად დაკმაყოფილდეს მოთხოვნა;

Ø შემოსავლის განაწილება: ბიზნესის მონაწილე-  თა შორის კონკურენციის საფუძველზე განა- წილდება შემოსავალი მომხმარებელთა მოთ- ხოვნის დაკმაყოფილებაში შეტანილი წვლილის საფუძველზე;

Ø ბაზრის მონაწილეთა ქცევის კონტროლი: კონ- კურენცია ზღუდავს ბიზნეს-პარტნიორების ქცე- ვას და ეკონომიკურ ძალას და არ აძლევს საშუ- ალებას არსებითი გავლენა იქონიონ ბაზარზე.

343

 

კონკურენცია მრავალფეროვანი და მრავალფაქტო- რიანი კატეგორიაა. კონკურენციის ინტენსიურობა და- მოკიდებულია:

Ø  ბაზრის   მოდელზე   (სრულყოფილი    და   არას- რულყოფილი ბაზარი);

Ø ბაზრის ფორმაზე (პოლიფონია, ოლიგოპოლია, მონოპოლია);

Ø ბაზარზე მიწოდებული საქონლის სასიცოცხლო ციკლის სტადიაზე;

Ø კონკურენციის მოტივაციაზე, რომლითაც ხელ-

მძღვანელობენ მყიდველები და გამყიდველები;

Ø რეფლექსური რეაქციის ტიპზე.

ბაზრის მოდელი შეიძლება იყოს ორგვარი: სრულ- ყოფილი და არასრულყოფილი. სრულყოფილ ბაზარზე მისი ყველა მონაწილე ხელმძღვანელობს ეკონომიკური პრინციპებით. ბაზარზე მიწოდებული საქონლის გარეგ- ნული სახე, შეფუთვა, ფასი და ხარისხი ერთნაირია. ბაზრის ყველა მონაწილისათვის კონკურენციის პირო- ბები ერთნაირია, ხოლო ბაზრის შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი.

არასრულყოფილ ბაზარზე მისი მონაწილეები უპი- რატესობის მოპოვებას ცდილობენ საქონლის გარეგნუ- ლი სახის შეცვლით, რეკლამის გამოყენებით, ხელსაყრე- ლი გეოგრაფიული მდებარეობით და სხვ. რეალურად არსებული ბაზრების უმეტესობა არასრულყოფილია.

ბაზრის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი მო- ცულობა, რომელიც განისაზღვრება მყიდველთა და გამ- ყიდველთა რაოდენობით. როდესაც ბაზარზე ჰომოგენუ-

344

 

რი საქონლის ბევრი გამყიდველი და მყიდველია, ხო- ლო ფასი ერთნაირი, გამორიცხულია რაიმე უპირატე- სობის მოპოვება. ასეთ პირობებში მიმწოდებელს შეუძ- ლია თვითონ გადაწყვიტოს გასაყიდი საქონლის რაო- დენობა: სრულყოფილ კონკურენციას ადგილი აქვს პო- ლიფონიურ ბაზარზე.

ოლიგოპოლიურ ბაზარზე არასრულყოფილი კონ- კურენციაა. ოლიგოპოლიურ ბაზარზე არსებობს რამდე- ნიმე გამყიდველი და მრავალი მყიდველი. თითოეული მიმწოდებლის ქცევა განსაზღვრავს დანარჩენი კონკუ- რენტების მიერ გაყიდული საქონლის მოცულობას, გა- ყიდვის პოლიტიკას, სასურველი პოზიციების შერჩევას და სხვ. ოლიგოპოლიურ ბაზარზე სხვა მიმწოდებლის შეღწევა გაძნელებულია, რადგან ეს მოითხოვს კონკუ- რენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო დამატებით ხარჯებს. ოლიგოპოლიურ ბაზარზე დამახა- სიათებელია მიმწოდებლების ურთიერთკავშირი და ერ- თობლივი მოქმედება. მაგალითად, ფასზე კოლექტიური მონოპოლია, რაც გულისხმობს ფასზე შეთანხმებას.

კონკურენციის ინტენსივობა დამოკიდებულია ბა-

ზარზე გამოტანილი საქონლის სასიცოცხლო ციკლზე. საქონლის სასიცოცხლო ციკლში იგულისხმება მისი ბა- ზარზე არსებობის, რეალიზაციის და მოგების მიღების პერიოდის ხანგრძლივობა. საქონლის სასიცოცხლო ციკ- ლი ტრადიციულად შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: დანერგვა, გაყიდვების ზრდა, სიმწიფე, მოთხოვნის და- ცემის ეტაპი.

 

345

 

მონოპოლიურ ბაზარზე ერთი გამყიდველია და მრავალი მყიდველი. მონოპოლისტი განსაზღვრავს სა- ქონლის ფასს, მაგრამ მონოპოლისტს არ შეუძლია მკვეთრად გაზარდოს ფასი, რადგან ფასის გაზრდით მოთხოვნა მცირდება და მოთხოვნის ელასტიკურობის შემთხვევაში (ბაზარზე არის შემცვლელი საქონელი, რომლის შეძენაც შეიძლება უფრო იაფად) მცირდება ამონაგები. მონოპოლისტი საქონლის რეალიზაციის გაზრდისათვის, ხშირად იძულებულია შეამციროს ფა- სი.

მონოპოლიურ ფასად ითვლება ფასი, როდესაც იგი აღემატება ანალოგიურ ბაზარზე ბიზნესის სხვა სუბიექ- ტების მიერ დადგენილ ფასს.

კონკურენციის მოტივაციის საფუძველია შეუთავ- სებელი განზრახვების და იდეების ბრძოლა. თუმცა კონკურენციის მონაწილეთა სტრატეგია შეიძლება იყოს ისეთი, რომ მათ შორის ურთიერთობები ემყარებოდეს თანამშრომლობას. ქცევის მოტივი შეიძლება იყოს შემ- დეგი:

Ø პარტნიორებისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მიიღონ მაქსიმალური მოგება (ალტრუიზ- მი);

Ø საერთო მოგების მაქსიმიზაცია (კოოპერაცია);

Ø საკუთარი და პარტნიორების მოგებას შორის მინიმალური განსხვავება (თანასწორობა);

Ø საკუთარი მოგების მაქსიმიზაცია (ინდივიდუა-

ლიზმი);

 

346

 

Ø შეფარდებითი მოგების მაქსიმიზაცია (მეტოქე-

ობა).

მოტივების ცალკეული მოდიფიკაცია ასახავს სა- წარმოთა კონკურენტულ და კორპორაციულ ქცევას.

ბაზარზე კონკურენციის და კოოპერაციის მოტივე- ბი დამოკიდებულია ბაზრის ფორმაზე. პოლიფონიურ ბაზარზე ბიზნესის სუბიექტები ხელმძღვანელობენ თა- ნასწორობით და კოოპერაციით, ოლიგოპოლიურ ბა- ზარზე _ ინდივიდუალიზმისა და მეტოქეობის მოტივე- ბით.

კონკურენტი მხარეებისათვის დამახასიათებელია რეფლექსური ხასიათის ურთიერთდამოკიდებულება. კონკურენციის ზოგიერთი მონაწილე შეიცნობს კონკუ- რენტის მხოლოდ რეალურ პლაცდარმს, ზოგიერთი კი შეიცნობს კონკურენციის პლაცდარმს წარმოსახვით (მე- ტოქის მიზნებს, სტრატეგიას და მისი მიღწევის  გზებს) და შეუძლია განახორციელოს კონკურენტის საქმიანობის რეფლექსური წარმართვა, ლოგიკურად განსაზღვროს მისი მცდარი გადაწყვეტილება გადაცემული დეზინ- ფორმაციის საფუძველზე. კონკურენტზე რეფლექსური ზემოქმედება დამოკიდებულია მის ქცევის მოტივაცია- ზე.