მართვის (მენეჯმენტის) ფუნქციები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
მართვის პროცესი გულისხმობს განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განხორციელებულ, ერთმანეთთან დაკავშირებულ მოქმედებათა სერიას. ამ მოქმედებებს, რომელთაგან თითოეული მათგანი განიხილება, აგრეთვე როგორც პროცესი, უწოდებენ მართვის ფუნქციებს. მართვის, როგორც პროცესის, განხილვა პირველად სცადეს ადმინისტრაციული მართვის (კლასიკური) სკოლის წარმომადგენლებმა, მაგრამ შეზღუდული იყო მათი შეხედულებები _ ისინი ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ მენეჯერის (ხელმძღვანელის) ფუნქციები ერთმანეთისაგან იზოლირებულად, რაც ეწინააღმდეგება მართვის, როგორც პროცესის გაგებას.
დღეისათვის მენეჯმენტის ფუნქციების შესახებ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მათზე დაყრდნობით მართვა უნდა განვიხილოთ როგორც პროცესი, რომელიც შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული დაგეგმვის, ორგანიზაციის (ორგანიზების), მოტივაციის და კონტროლის ფუნქციებისგან (იხ. ნახ. 4.1.).
gegmis Sesrulebis mimdin- areobis Semowmeba gadaxrebis droulad gamovlenis da gegmebis koreqtirebisaTvis saWiroebis SemTxvevaSi |
miznis (an miznebis) da maTi miRwevis gzebis Camoyalibeba gegmis saxiT |
TanamSromlebis stimulireba dasaxuli miznis (an miznebis) Sesasruleblad |
organizaciuli struqturebis formireba |
nax. 4.1. marTvis funqciebi
დაგეგმვა, როგორც მართვის ფუნქცია, გულისხმობს თუ როგორი უნდა იყოს ორგანიზაციის მიზნები და რა უნდა გააკეთონ ორგანიზაციის წევრებმა მის მისაღწევად. დაგეგმვის მეშვეობით შესაძლებელი ხდება პასუხი გაეცეს ორგანიზაციისათვის მეტად მნიშვნელოვან შემდეგ კითხვებს: სად იმყოფება ამჟამად ფირმა? საით შეუძლია წასვლა? როგორ აპირებს ამის მიღწევას?. დაგეგმვას აქვს განუწყვეტელი ხასიათი, რაც განპირობებულია ორი მიზეზით: ა)სურვილი, გაიხანგრ- ძლივონ არსებობა, რაც შეიძლება დიდხანს, აიძულებს ფირმებს (ორგანიზაციებს) ხელახლა განსაზღვრონ ან შეცვალონ თავიანთი მიზანი, თუ მოღწეულია თავდაპირველი მიზანი; ბ)მომავლის მუდმივი გაურკვევლობა (განუსაზღვრელობა).
ორგანიზაციამ რომ შეასრულოს დასახული გეგმები და ამით მიაღწიოს მიზანს ან მიზნებს, აუცილებელია განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა. ორგანიზაცია, როგორც მართვის ფუნქცია, გულისხმობს ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ამ ფუნქციის ძირითადი ელემენტებია სამუშაო და ადამიანები, რომელთაც უნდა შეასრულონ ეს სამუშაო. სამუშაოს ორგანიზაცია საშუალებას აძლევს ადამიანებს მიაღწიონ გაცილებით მეტს, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა სათანადო ორგანიზაციის გარეშე, თანამშრომელთა იერარქიული დაქვემდებარება მათზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი საშუალება და მართვის ერთ-ერთი
ინსტრუმენტია, რომლის მიზანიც დასახული ამოცანების მიღწევაა ხელქვეითებზე უფლებამოსილებათა გადაცემის (დელეგირების) გზით.
მაგრამ როგორ კარგადაც არ უნდა იყოს შედგენილი გეგმები და სრულყოფილი ორგნიზაციის სტრუქტურა, ადამიანისეული ფაქტორის გარეშე არ მიიღწევა დასახული მიზანი ან მიზნები. სწორედ ხელმძღვანელები ორგანიზაციის (ფირმის) გეგმების მისაღწევად მობილიზებაშია მოტივაციის ფუნქციის ამოცანა. მენეჯერები ყოველთვის ასრულებდნენ, ასრულებენ და მომავალშიც შეასრულებენ მუშაკების მოტივაციის ფუნქციას. უძველეს დროში ამისათვის ძირითადად იყენებდნენ წკეპლასა და დაშინების პოლიტიკას, მცირერიცხოვან რჩეულებს კი აჯილდოვებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოდან XX საუკუნემდე მართვის პრაქტიკაში ფართოდ იყო გავრცელებული რწმენა, რომ მუშაკი კარგად და ბევრს იმუშავებდა, თუ მეტი გასამრჯელო მიეცემოდა. ქცევითი მეცნიერებების განვითარებამ დაანახვა ხელმძღვანელებს, რომ მოტივაცია, ე.ი. მუშაკთა მოქმედებებისათვის სტიმულირება, წარმოადგენს მოთხოვნილებების ცვალებადობის შედეგს და აუცილებელ ფაქტორს ეფექტიანობის ასამაღლებლად. დღეს უკვე ნათელია, რომ ორგანიზაციაში მოტივაციის ეფექტიანი სისტემის შესაქმნელად აუცილებელია მუშაკთა მოთხოვნილებების არსში გარკვევა და მათთვის სათანადო პირობების შექმნა კარგი მუშაობით ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
კონტროლის ფუნქციის აუცილებლობა ორგანიზაციაში განპირობებულია გეგმების კორექტირების საჭიროებით ცალკეულ შემთხვევებში, რაც თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს მთელი რიგი მიზეზებით, კერძოდ, მუშაკებმა შეიძლება უარი თქვან გეგმების შესაბამისად თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე, შეიძლება მიიღონ ხელმძღვანელების მიერ არჩეული კურსის ამკრძალავი კანონები, ბაზარზე შეიძლება გამოჩნდეს ახალი ძლიერი კონკურენტი, რაც მნიშვნელოვნად გააძნელებს ორგანიზაციის მისწრაფებას დასახული მიზნების შესრულებისაკენ და სხვა. აღნიშნული მიზეზები რეალურად არსებობს და მათ გამო ორგანიზაცია შეიძლება იძულებული გახდეს გადაუხვიოს თავისი თავდაპირველი მიზნიდან. საჭიროა ამ მიზეზების დროულად გამოვლენა და გეგმების კორექტირება, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელია მხოლოდ კონტროლის ეფექტიანი სისტემის მეშვეობით
მენეჯმენტის ოთხივე ფუნქციას აქვს ორი საერთო ნიშანი: ისინი მოითხოვენ გადაწყვეტილების მიღებას და საჭიროებენ კომუნიკაციებს სათანადო ინფორმაციის მისაღებად. მენეჯმენტში გადაწყვეტილების მიღებას და კომუნიკაციებს დამაკავშირებელ პროცესებს უწოდებენ, ვინაიდან მათი მეშვეობით უზრუნველყოფილია მენეჯმენტის ფუნქციების ურთიერთკავშირი.
ორგანიზაციათა ეფექტიანად მუშაობისათვის აუცილებელია მენეჯერის მიერ სწორი არჩევანის გაკეთება რამდენიმე ალტერნატიული შესაძლებლობიდან. ალტერნატივებიდან ერთ-ერთის არჩევა წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღებას. მაშასადამე, გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს იმის გადაწყვეტას, თუ რა და როგორ დაიგეგმოს, როგორ აიგოს ორგანიზაციული სტრუქტურა და განხორ- ციელდეს მუშაკთა მოტივაცია და გეგმების შესრულების კონტროლი.
ობიექტური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საჭირო ოდენობის ზუსტი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება კი კომუნიკაციებია.
კომუნიკაციაში იგულისხმება ინფორმაციის გაცვლის პროცესი მისი აზრობრივი მნიშვნელობით ორ ან მეტ ადამიანს შორის, იქნებიან ისინი მეგობრები, ოჯახის წევრები თუ კოლეგები.
ნებისმიერი ორგანიზაცია ადამიანებს შორის ურთიერთობის სტრუქტურიზებული ტიპია, ამიტომ მისი საქმიანობის ეფექტიანობა უშუალოდ არის დამოკიდებული კომუნიკაციის ხარისხზე. თუ ორგანიზაციაში კომუნიკაციური პროცესი მუშაკებს და ქვედანაყოფებს შორის არ იქნა განხორციელებული სათანადო დონეზე, ისინი ვერ შეძლებენ შეთანხმებას საერთო მიზანზე, რომელიც ორგანიზაციის არსებობის წინაპირობაა. კომუნიკაციის პროცესში ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, არამედ იმის გამოც, რომ შესრულდეს მიღებული გადაწყვეტილებები. გეგმები ვერ შესრულდება, ვიდრე მიღებული გადაწყვეტილებები არ დაიყვანება უშუალო შემსრულებლებამდე. მუშაკებიც ვერ შეძლებენ გეგმებზე სათანადოდ მუშაობას, თუ არ იქნენ სათანადოდ მოტივირებულნი. კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონტროლის პროცესშიც. მენჯერები შექმნილი მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო ინფორმაციას იღებენ კომუნიკაციების მეშვეობით.