მენეჯერის როლი

მენეჯერის როლი

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

მმართველობითი (სამმართველო) შრომის ერთ-ერთი საერთო ნიშანია ორგანიზაციებში მენეჯერის (ხელმძღვანელის)  მიერ  შესრულებული  როლი. მენეჯმენტის  ცნობილი  მკვლევარი  ნ.  მინცბერგი  ხელმძღვანელის  როლს  განსაზღვრავს, როგორც «განსაზღვრული ქცევის  წესების  ნაკრებს,  რომელიც შეესავბამება კონკრეტულ დაწესებულებას ან კონკრეტულ თანამდებობას». [27, გვ. 36-  38.]. მისი აზრით, მსახიობების მსგავსად მენეჯერები იკავებენ განსაზღვრულ თანამდებობას ორგანიზაციაში განსაზღვრული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სახით, რაც განაპირობებს კიდეც ძირითადად მათი სამსახურში ქცევის ხასიათს.

ბუნებრივია, მსახიობის მსგავსად, ცალკეულმა პიროვნებამ შეიძლებბა გავლენა მოახდინოს მენეჯერის როლის შესრულების ხასიათზე, მაგრამ არა მის შინაარსზე. მაშასადამე, მენეჯერები და მსახიობები ასრულებენ წინასწარ განსაზღვრულ როლს, რომელსაც ისინი თავიანთი პიროვნებიდან გამომდინარე აძლევენ კონკრეტულ ინტერპრეტაციას. ამასთან მენეჯერები მსახიობებისაგან განსხვავებით ასრულებენ რეჟისორისა და დირიჟორის ფუნქციებს.

ნ. მინცბერგი თვლის, რომ მენეჯერები სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ზომით ასრულებენ 10 სახის როლს. ისინი მან  დააჯგუფა  პიროვნებათაშორის,  საინფორმაციო და გადაწყვეტილებების მიღების როლებად.

 

მენეჯერის  მიერ  ორგანიზაციაში  შესრულებული  როლები  მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ზემოქმედებენ ერთმანეთზე. როგორც ჩატარებული გამოკვლევებით გამოვლინდა, პიროვნებათაშორისი როლი გამომდინარეობს ორგანიზაციაში მენეჯერის მოვალეობებისაგან და სტატუსისაგან და მოიცავს ადამიანებთან (თანამშრომლებთან) მისი ურთიერთობის სფეროს. ამ როლმა მენეჯერი შეიძლება გახადოს ინფორმაციის შემკრები პუნქტი,  რაც  მას  შესაძლებლობას  მისცემს  და  იმავდროულად  აიძულებს  კიდეც  შეასრულოს  საინფორმაციო  როლი  და იმოქმედოს ინფორმაციის დამუშავების ცენტრის სახით. იღებს რა თავის თავზე პიროვნებათაშორის და საინფორმაციო როლს, მენეჯერს შესაძლებლობა ეძლევა შეასრულოს გადაწყვეტილების მიღების როლი. გადაწყვეტილების მიღების  როლი,  თავის  მხრივ,  მოიცავს  ორგანიზაციის  ფუნქციონირების  ისეთ  მნიშვნელოვან  სფეროებს, როგორიცაა რესურსების განაწილება, კონტაქტების დამყარება, ახალი შესაძლებლობების გამოძებნა ორგანიზაციის საქმიანობის ნორმალურად წარმართვისათვის, მოლაპარაკებები ორგანიზაციის სახელით და სხვა.

მენეჯერის აღნიშნული როლები ერთად აღებული  განსაზღვრავს  მენეჯერის  მუშაობის მოცულობას და შინაარსსს ორგანიზაციის  საქმიანობის  სპეციფიკური  ხასიათის მიუხედავად.