მმართველთა გუნდი

მმართველთა გუნდი.

 

ბიზნეს-გეგმის ეს განყოფილება მოიცავს იმის აღწერას თუ როგორი იქნება საწარმოს მართვის სტრუქტურა, როგორ იქნება განაწილებული როლები მმართველთა გუნდის ძირითად წევრებს შორის და როგორ იმოქმედებენ ერთი-მეორეზე. აქ საჭიროა მოვიტანოთ გუნდის ორგანიზაციული სტრუქტურის სქემა. ინვესტორებს, საზღვარგარეთის პარტნიორებს სურთ დაინახონ მმართველთა გუნდი, რომელშიც თანაბრად იქნება წარმოდგენილი როგორც ადმინისტრაციული სიახლეები, ისე სიახლეები ფინანსების, მარკეტინგის, წარმოების მართვაში.

ა) ორგანიზაციული  სტრუქტურა.  ჩამოთვალეთ  საწარმოში  საკვანძო სამმართველო თანამდებობები და დაასახელეთ ადამიანები, რომლებიც მათ დაიკავებენ (სასურველია თუ წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციული სტრუქტურის სქემა). თუ შესაძლებელია სრულად შევავსოთ ყველა თანამდებობა მუდმივი თანამშრომლებით ზედნადები ხარჯების უზომოდ გაზრდის გარეშე, ახსენით მათი ფუნქციები როგორ იქნება შესრულებული (შემთავსებელი მუშაკების, კონსულტანტების გამოყენების გზით, თუ ფუნქციების შეთავსების გზით), ვინ შეასრულებს მათ და ეს თანამდებობები როდის იქნებიან დაკავებული მუდმივი თანამშრომლებით. უჩვენეთ მმართველი გუნდის ძირითადი მოქმედი პირების წარმატებითი ერთობლივი მუშაობის მაგალითები, რათა მათ შეეძლოთ დაინახონ ყოველი პირის სიახლეები და გამოცდილება როგორ ჰქმნის ეფექტურ მმართველთა გუნდს.

ბ) ხელმძღვანელობის კომპენსაცია და საკუთრების საკითხები. უჩვენეთ მმართველთა გუნდის ყოველი წევრის ხელფასის სიდიდე და შეადარეთ იმასთან რასაც ისინი იღებდნენ ბოლო სამუშაო ადგილზე. დასავლეთის ქვეყნებში საერთო პრაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ სარისკო საწარმოს ფუნქციონირების საწყის ეტაპზე მისი ხელმძღვანელები კმაყოფილდებიან მოკრძალებული ხელფასით – ბოლო ადგილზე მიღებული ხელფასის დონეზე ან უფრო ნაკლებით.

თუ გათვალისწინებულია, რომ საწარმო იყოს როგორც სააქციო საზოგადოება, მაშინ უჩვენეთ რამდენი აქცია იმყოფება მისი ხელმძღვანელობის საკუთრებაში, რამდენი საკუთარი კაპიტალი ჩადეს მათ ამ საზოგადოებაში.

დ) სხვა ინვესტორები: აღწერეთ თქვენი საწარმოს სხვა ინვესტორები, მათი რიცხვი და მათი კუთვნილი აქციების წილი, აქციების შეძენის თარიღი და მათი ღირებულებ.

) დაქირავება, სხვა შეთანხმებანი, ოპციონები და პრემიალური გეგმები. აღწერეთ არსებული ან გათვალისწინებული ძირითადი თანამშრომლების  დაქირავების პირობები. უჩვენეთ აქციების შეძენაზე და კაპიტალის დაბანდებაზე არსებული ნებისმიერი შეზღუდვები; რომლებიც გავლენას მოახდენენ საკუთრების განაწილებაზე. შეაჯამეთ ყველა მიდგომა სააქციო კაპიტალის განაწილების მიმართ (არსებული და გათვალისწინებული), რომლებიც მნიშვნელოვანია ძირითადი პერსონალისა და თანამშრომლებისათვის. აღწერეთ ოპციონების და პრემიების გათვალისწინებული სისტემა.

ოპციონი ეს არის არჩევის უფლება (გერმ), კონტრაქტი, რომელშიც ერთი მხარე – ოპციონის გამყიდველი უფლებას აძლევს მეორე მხარეს – ოპციონის მყიდველს, მოითხოვოს ოპციონის გამყიდველისაგან გარკვეული მოქმედებების შესრულება.

ვ) დირექტორთა საბჭო, აღწერეთ საწარმოს მიდგომა დირექტორების საბჭოს სიდიდისა და სტრუქტურის შესახებ. ჩამოთვალეთ საბჭოს მოსალოდნელი წევრები და ორი ხაზით ახსენით რა შეუძლიათ მათ მისცენ ფირმას.

ზ) აქციების სხვა მფლობელნი. ჩამოთვალეთ აქციების სხვა მფლობელნი, მათი უფლებები და მოვალეობები, წერილობითი გარანტიები (თუ ასეთები არსებობს).

თ) პროფესიონალური მრჩევლების და მომსახურების შინაარსი. დაასახელეთ თქვენი პროფესიონალი მრჩევლების სახელები და ორგანიზაციები აუდიტის, რეკლამის, სამართლისა და საბანკო ოპერაციების საქმეში.

 

წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007