მონოპოლისტური საქმიანობის შეზღუდვა

მონოპოლისტური საქმიანობის შეზღუდვა
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 


სასაქონლო  ბაზარზე  დომინირებული მდგომარეო-

ბის   მქონე   საწარმოების   მონოპოლისტური საქმიანობა

ვლინდება ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. დომინირებული   მდგომარეობა   ეკონომიკური  (სა-

მეურნეო) სუბიექტების ან სამეურნეო სუბიექტების ჯგუფების მდგომარეობაა, როდესაც მათ შეუძლიათ გა- დამწყვეტი ზემოქმედება მოახდინონ საქონელმიმოქცე- ვაზე, განდევნონ ბაზრიდან სხვა სამეურნეო სუბიექტე-

 

 

353

 

ბი ან ძნელად შესაღწევი (ძნელად ასათვისებელი) გახა- დონ ბაზარი სხვა სამეურნეო სუბიექტებისათვის.

სამეურნეო სუბიექტების ან სამეურნეო სუბიექტე- ბის ჯგუფების მიერ დომინირებული მდგომარეობა თა- ვისთავად არ არის ანტიკონკურენტული მოვლენა. ამ- გვარ გარემოებაში ვლინდება საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პარადოქსი: ერთი მხრივ, კონკუ- რენცია აიძულებს სამეურნეო სუბიექტებს გაერთიან- დნენ მსხვილ სტრუქტურებად (კორპორაცია, კონცერ- ნი), აერთიანებენ კაპიტალს წარმოების დაჩქარებული ტემპებით განვითარებისათვის, წარმოების ეფექტიანობი- სა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის; მეორე მხრივ, მსხვილი სამეურნეო სტრუქტურები იკავებენ დომინირებულ მდგომარეობას ბაზარზე. ეს კი ზღუ- დავს კონკურენციის ინტენსივობას.

სამეურნეო სუბიექტის დომინირებული მდგომარე-

ობის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმებია:

1) ბაზრის ხვედრითი წილი, რომელიც ეკუთვნის სამეურნეო სუბიექტს ან სამეურნეო სუბიექტე- ბის ჯგუფს (ჩვეულებრივ 50%-ზე მეტი);

2) ხანგრძლივი დროის განმავლობაში სამეურნეო სუბიექტების მიერ ათვისებული ბაზრის ხვედ- რითი წილის უცვლელობა და ბაზარზე ახალი კონკურენტის შეღწევის გაძნელება;

3) რეალიზებული ან მოხმარებული საქონლის შე- უცვლელობა სხვა საქონლით. საქონლის ფასის გაზრდა არ იწვევს იგივე სიდიდით მოთხოვნის შემცირებას მოცემულ საქონელზე. საქონლის

354

 

შეძენა ბაზარზე შეუძლიათ მომხმარებელთა გა- ნუსაზღვრელ რაოდენობას.

ფასით ლიდერობა ოლიგოპოლიისათვის დამახა- სიათებელი საბაზრო სიტუაციაა, როდესაც ფასის ცვლილება მისაღებია უმეტესი სამეურნეო სუბიექტები- სათვის (. ი. სამეურნეო სუბიექტი ბაზარზე მოქმედებს დამოუკიდებლად).

სამეურნეო სუბიექტები, რომელთა ხვედრითი წი- ლი ოლიგოპოლიურ ბაზარზე 35-50%-ია, სისტემატუ- რად განსაზღვრავენ და აანალიზებენ შემდეგ პარამეტ- რებს:

1) კონკრეტული სამეურნეო სუბიექტების რაოდე- ნობა _ კონკურენტების რაოდენობა (გამყიდვე- ლები, მყიდველები);

2) ფირმის საწარმოო სიმძლავრეები და მათი დატვირთვა;

3) კონკურენტი სამეურნეო სუბიექტების და საკუ- თარი საწარმოს მიერ ათვისებული ბაზრის ხვედრითი წილი;

4) საკუთარი საწარმოს და უახლოესი კონკურენტე- ბის მიერ ათვისებული ბაზრის სტაბილურობა (რეტროსპექტივაში _ ბოლო 2-3 წელი, პერსპექ- ტივაში _ 1 წელი);

5) ბაზრის სტაბილურობა დროში (სტატიკური ან დინამიკური ბაზარი);

6) კონკურენტების ქცევაზე სამეურნეო სუბიექტის შესაძლო რეაქცია.

 

355

 

სამეურნეო სუბიექტის ანტიკონკურენტულ ქცევა- ზე კონკურენტების ქცევა შეიძლება იყოს სწრაფი და საგრძნობი თუ:

Ø კონკურენტები ფლობენ მნიშვნელოვან რეზერ- ვებს სამეურნეო სუბიექტის საწარმოო სიმძლავ- რეებთან შედარებით, მნიშვნელოვანი დანაკარ- გი მიაყენონ მის გასაღებას;

Ø კონკურენტების სიმძლავრეები სწრაფი, არსები- თი დანახარჯების გარეშე;

Ø იმ სიმძლავრეებმა, რომლებიც მუშაობენ სხვა სასაქონლო ბაზრისათვის, სწრაფად შეცვალონ საწარმოო პროფილი მოცემული ან ანალოგი სა- ქონლის საწარმოებლად.

პოტენციური კონკურენტები ახალ ბაზარზე დამ- კვიდრებისას ითვალისწინებენ:

Ø კონკურენტების მოსალოდნელი რაოდენობა;

Ø ბაზარზე პოტენციური კონკურენტების წინააღ- მდეგობა და ბაზარზე შესვლის ხარჯები;

Ø ბაზრის დინამიკური ცვლილებების გავლენა სამეურნეო სუბიექტის მდგომარეობაზე.

როდესაც ბაზარზე შესვლის ხარჯები მცირეა ან სა-

ერთოდ არ არის მაშინ, ათვისებული ბაზრის დიდი ხვედრითი წილის პირობებშიც  სამეურნეო  სუბიექტს  არ შეუძლია კონკურენციაზე ზემოქმედება. თუ არსებო- ბენ სხვა სამეურნეო სუბიექტები, რომლებსაც შეუძლია სწრაფად და მასშტაბურად აითვისონ ბაზარი, მაშინ სა- წარმოს ასევე არ შეუძლია კონკურენციაზე ზემოქმედე- ბა.

356

 

ბაზარზე შესვლის ხარჯებს მიეკუთვნება:

Ø ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სამთავ- რობო გადაწყვეტილების რეალიზაციასთან (მა- გალითად, ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები);

Ø ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქონ- ლის წარმოებასა და რეალიზაციასთან;

Ø რეკლამის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებუ- ლია მომხმარებელთა მოზიდვასთან.

სამეურნეო სუბიექტის დომინირებული მდგომარე- ობა ბაზარზე სტატიკურად უნდა იყოს განხილული. სა- მეურნეო სუბიექტმა ბაზრის დიდი ხვედრითი წილი შეიძლება აითვისოს დროებით (ახალმა კონკურენტებმა შეიძლება სწრაფად შეაღწიონ ბაზარზე), ბაზარი შეიძ- ლება იყოს დროებითი (საქონლის სრულყოფის შედე- გად მოთხოვნა გადაირთოს საქონლის გაუმჯობესებულ ვარიანტზე) და სხვა.

არაკეთილსინდისიერ კონკურენციას მიეკუთვნება:

Ø მცდარი, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც შეუძლია ზარალი მიაყენოს სამეურ- ნეო სუბიექტს (აგრესიის ფორმა);

Ø მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა საქონლის ხარისხის, სამომხმარებლო თვისებების, დამზა- დების მეთოდის, დამამზადებლის მიხედვით;

Ø მათ მიერ დამზადებული ან რეალიზებული სა- ქონლის არაკორექტული შედარება სხვა საქონ- ლთან;

 

357

 

Ø ინტელექტუალური საქმიანობის უკანონოდ გა- მოყენების შედეგად მიღებული საქონლის გა- ყიდვა;

Ø კომერციული, სამსახურებრივი და სხვა სახის ინფორმაციის უკანონო გზით მოპოვება;

Ø დემპინგი;

Ø პოტენციური მყიდველების მოსყიდვა და სხვა. მონოპოლისტური საქმიანობა შეზღუდულია სა-

ქართველოს კანონით «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ», რომლის მიზანია კონკურენცი- ისათვის ბარიერების მოხსნა. ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება _ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო. კანონმდებლობით აკრძა- ლულია;

1) დააწესონ სამეურნეო (ეკონომიკური) აგენტი- სათვის (ფიზიკური ან იურიდიული პირი, რო- მელიც განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარ- მოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი და სა- კუთრების ფორმისა, ეწევა ბიზნესს. აგრეთვე მოგებაზე არაორიენტირებულ საწარმოები, რომლებიც მოქმედებენ საქველმოქმედო ორგა- ნიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების ინტერესების შესაბამისად) ისეთი გადასახადე- ბი ან სხვა შეღავათები, რომლებიც კონკურენ- ტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს მას და იწვევს კონკურენციის შეზღუდვას;

358

 

2) აკრძალონ ან სხვაგვარად შეაფერხონ ეკონომი- კური აგენტის საქმიანობა და დამოუკიდებლო- ბა, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი- სა;

3) შექმნან სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელი- სუფლების სტერუქტურები ან უკვე არსებულ სტრუქტურებს მიანიჭოს კონკურენციის შეზ- ღუდვის უფლებამოსილება;

4) აკრძალულია სახელმწიფო დახმარება, რომე- ლიც აფერხებს კონკურენციას, გარდა ფორსმა- ჟორული შემთხვევებისა, გარკვეული ეკონომი- კური საქმიანობის ან ეკონომიკური ზონის გან- ვითარების ან(და) კულტურისა და კულტურუ- ლი მემკვიდრეობის შენარჩუნების, ხელშეწ-ყო- ბის მიზნით;

5) აკრძალულია ისეთი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომელიც  აფერხებს  კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას;

6) სააგენტოს ეცნობოს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის გეგმისა და პროგრამის შეცვლის შე- სახებ. ეკონომიკური ხასიათის სახელმწიფო მიზ- ნობრივი პროგრამები შესათანხმებლად წარედ- გინება სააგენტოს;

7) მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწ- ვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიუ- რი მდგომარეობის მინიჭებას, სადაც არსები- თად ზღუდავს კონკურენციას.

 

359

 

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენ- ტოს ძირითადი მოვალეობებია:

Ø კონკურენციის ხელშემშლელი ადმინისტრაციუ- ლი ბარიერების აღკვეთა;

Ø სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დისკრიმინაციული ქმედებების, დაუსაბუთებელი სახელმწიფო  სუბსიდიების და შეღავათების ფაქტების აღკვეთა;

Ø კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონ- მდებლობის დარღვევის ფაქტების განხილვა და შესაბამისი მიწერილობის შემუშავება, ხოლო მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება;

Ø სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა. საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამჟღავნებისას მიყენე- ბული ზარალის ანაზღაურება საქართველოს კა- ნონმდებლობით დადგენილი წესით და ოდე- ნობით;

Ø ყოველწლიურად გაწეული საქმიანობის ანგა- რიშგებისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის.