ორგანიზაციის შიგა და გარე გარემო
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
g a r e g a r e m o |
organizaciis
xelmZRvaneloba da samsaxurebi |
z e m o q m e d e b i s
momxmareblebi |
struqtura |
s |
miznebi da amocanebi |
mimwodeblebi |
ორგანიზაციის მართვის პროცესი დამოკიდებულია როგორც მის შიგნით, ისე მის გარეთ მოქმედ ფაქტორებზე, რომელთა ერთობლიობაც ქმნის ორგანიზაციის გარემოს. ორგანიზაციის გარემო შედგება შიგა და გარე გარემოსაგან. (იხ. ნახ. 5.1.).
ekonomikis ganviTarebis mdgomareoba |
g a r e g a r e m o s
politikuri faqtorebi |
z e m o q m e d e b i s
socialur-kulturuli faqtorebi |
ნახ. 5.1. ორგანიზაციის მენეჯმენტზე მოქმედი შიგა და გარე ფაქტორები
ორგანიზაციის შიგა გარემო მოიცავს ორგანიზაციის შიგნით მოქმედ ფაქტორებს, ყველა სახის სამსახურსა და ქვედანაყოფს უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩათვლით. შიგა ცვლადები, როგორც უკვე აღინიშნა, დამოკიდებულია მმართველობით გადაწყვეტილებებზე. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ყოველმხრივ და ყოველთვის კონტროლდება ხელმძღვანელთა მიერ.
ორგანიზაციის გარე გარემოს მართვის თეორიის წარმოშობის თავდაპირველ ეტაპზე და შემდგომ პერიოდშიც ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა. მაგალითად, მეცნიერული მართვის სკოლა ყურადღებას ამახვილებდა მართვის ამოცანებსა და ტექნოლოგიაზე, ადმინისტრაციული მართვის სკოლა _ სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, ადამიანურ ურთიერთობათა სკოლა კი ადამიანისეულ ფაქტორზე. დღეისათვის მენეჯმენტის თეორიასა და პრაქტიკაში ორგანიზაციის გარე სამყაროსადმი დამოკიდებულება შეიცვალა. გარე გარემოს მნიშვნელობის შესახებ მოსაზრება მმართველობით აზროვნებაში პირველად გაჩნდა XX ს-ის 50-იანი წლების ბოლოს. ამის მიზეზი იყო ის, რომ გარე გარემოში მოქმედი ფაქტორები სულ უფრო მეტად ხდებოდა პრობლემების წყარო მენჯერებისათვის. იმ შემთხვევაშიც კი, როცა
გარე გარემოში მომხდარი ცვლილებები არ არის მნიშვნელოვანი, მენეჯერმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ისინი, ვინაიდან ორგანიზაცია, როგორც ღია სისტემა, მისგან დამოუკიდებლად არსებული გარემოდან მარაგდება მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსებით, ინფორმაციით.
ბუნებრივია, მენეჯერები ვერ შეძლებენ გარე გარემოში მოქმედი ყველა ფაქტორის გათვალისწინებას. ისინი უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ იმ ფაქტორებით, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავენ ორგანიზაციის მუშაობის შედეგებს.
გარე გარემოში მოქმედი ფაქტორები ორ ჯგუფად იყოფა: 1)ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ ორგანიზაციის საქმიანობაზე. 2)ფაქტორები, რომლებიც არაპირდაპირ ზემოქმედებენ ორგანიზაციის საქმიანობაზე.
ორგანიზაციის გარე გარემო რთული და ცვალებადია. სირთულეში იგულისხმება ფაქტორთა მრავალრიცხოვნება, ცვალებადობში კი _ ცვლილებების სისწრაფე ორგანიზაციის გარემოცვაში. ორგანიზაციისათვის მეტად მნიშვნელოვანია გარე გარემოსათვის დამახასიათებელი ისეთი ნიშანი, როგორიცაა განუსაზღვრელობა, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებელია ინფორმაციის მოცულობასა და ხარისხზე. თუ ინფორმაცია მცირეა, გარე გარემოს განუსაზღვრელობის ხარისხი იზრდება, თუ ინფორმაცია საკმაოდ ამომწურავია და თანაც მაღალხარისხიანი, განუსაზღვრელობის
ხარისხი მცირდება. ბუნებრივია, | რაც | უფრო | მაღალია | გარე გარემოს |
განუსაზღვრელობის ხარისხი, მით | უფრო | ძნელია | მენეჯერების | მიერ სწორი |
გადაწყვეტილების მიღება. |