რისკის არსი და სახეები

რისკის არსი და სახეები

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 

 

 

რისკს, ისევე როგორც ნებისმიერ ეკონომიკურ მოვ- ლენას, გააჩნია თვისებრივი და რაოდენობრივი განსაზ- ღვრულობა. თვისებრივი განსაზღვრულობა უჩვენებს თუ რა არის რისკი ბიზნესის სფეროში. რაოდენობრივი გან- საზღვრულობა კი _ როგორ გაიზომოს  და  შეფასდეს  იგი. უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა გამახვილ- დეს რისკის არსობრივ მხარეზე.

რამდენადაც რისკი ბიზნესის სფეროსთვის იმანენ- ტურია (შინაგანად დამახასიათებელია), ამდენად მისი არსის და აღმოცენების ობიექტური პირობების ახსნამ- დე კიდევ ერთხელ, ძალიან მოკლედ უნდა  ითქვას თვით ბიზნესის ბუნებაზე. მაშ ასე, რა არის ბიზნესი? დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა იმის გახსენება, რომ საბაზრო ეკონომიკის საფუძველია კერ- ძო საკუთრება. მაგრამ თუ ამ საკუთრებას უქმად დააგ- დებ, არა ბიზნესის დანიშნულებით, არამედ მომხმარებ- ლურად გამოიყენებ, მაშინ ეს საკუთრება თვალსა და ხელს შუა გაქრება. სწორედ ამიტომ საქართველოში სა- ბაზრო ეკონომიკის მშენებლობისას გადამწყვეტია არა უბრალოდ კერძო საკუთრება და პასიური მესაკუთრე, არამედ აქტიური, ეფექტიანი მესაკუთრე ანუ ბიზნესმე- ნი.

კი მაგრამ ვინ არის ბიზნესმენი, კაპიტალის იური- დიული მესაკუთრე, თუ მისი ეფექტიანი გამომყენებე-

370

 

ლი? კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვება რომელ მათგანზეა დამოკიდებული? ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბიზნესმენი არის არა პასიური მესაკუთრე, ვინც უბრალოდ ფლობს საკუთრებას და მასზე შემოსავლის (დივიდენდი, რენტა) მიღებით შემოიფარგლება, არამედ ის, ვინც მიდის რისკზე და ამ საკუთრებას (ქონებას) კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვებისათვის, მოგები- სათვის ეფექტიანად იყენებს. ამასთან მოსალოდნელ შე- დეგებზეც თვითონ კისრულობს პასუხისმგებლობას. უფრო მარტივად, ბიზნესმენი არის ის, ვინც მოგების მიღების მიზნით კაპიტალის ინვესტირებას ახდენს საქ- მეში. ბიზნესმენი მოგების მიღების მიზნით საკუთრე- ბის ეფექტიანი ორგანიზატორია, რომლის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია მის გონივრულ გამოყენებასთან (გამრავლებასთან) ან კომერციულ მარცხთან, . ი. გა- კოტრებასთან (ქონების ნაწილის ან მთლიანად დაკარ- გვასთან). მაშასადამე, ბიზნესმენი აქტიური, ეფექტიანი მესაკუთრეა.

მართალია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბიზ- ნესმენები თავისუფალნი არიან ეკონომიკის ორგანიზა- ციის სამი უმთავრესი პრობლემის (რა იწარმოოს? როგორ იწარმოოს? ვისთვის იწარმოოს?) დამოუკიდებლივ გა- დაწყვეტაში, მაგრამ რაკი კაპიტალის სამყაროში მუქ- თად არაფერია, ამდენად, მათაც ამგვარი სიკეთისათვის (თავისუფლებისათვის) გარკვეული საფასურის გადახ- და უწევთ მოსალოდნელ დანაკარგებზე და ზარალზე გაზრდილი პასუხისმგებლობის სახით. სწორედ ამის გამო ბიზნესმენის არცოდნა მისი პირადი ცოდვაა და

371

 

საკუთარი უცოდინარობით გამოწვეულ ზარალზე თვი- თონ ეკისრება პასუხისმგებლობა. მან ცუდი მეურნეობ- რიობით, ფირმის შიგა (მიზანი, სტრუქტურა, ამოცანე- ბი, ტექნოლოგია, პერსონალი) და გარე, მაკრო (პოლი- ტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სამეცნიერო- ტექნიკური, კულტურული) მოსალოდნელი ცვლილებე- ბის გაუთვალისწინებლობით, მათზე არათავისდროუ- ლი რეაგირებით, შეიძლება დაკარგოს არამარტო მყიდ- ველი, სამუშაო ადგილი, თუ ფული, არამედ მთელი ქო- ნებაც კი. ე. ი. რისკი არის გეგმით, პროგნოზით გათვა- ლისწინებულზე მეტი დანაკარგების საშიშროება ანუ საფრთხე იმისა, რომ ბიზნესმენი დაკარგავს არა მარტო ნავარაუდევ მოგებას ან მის ნაწილს, არამედ მთლიანად ქონებას და გაკოტრდება. მართალია ბიზნესი პრაგმა- ტული (მოგების მიღებისაკენ მიმართული) საქმიანობაა, მაგრამ საბაზრო გაურკვევლობის პირობებში ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესმენს მოგების მიღების ას- პროცენტიანი გარანტია გააჩნია. სწორედ ამიტომ იგი უნდა წავიდეს რისკზე.

ზემოთ განხორციელებული მსჯელობიდან შეიძ- ლება ლოგიკურად გაკეთდეს დასკვნა: რისკი ზოგადად არის ზიანის ან ზარალის შესაძლებლობა რაიმე საქმის წამოწყების დროს. ბიზინეს-რისკი კი ეს არის საბაზრო გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელი დანაკარგე- ბის (ზარალის) ალბათობის მიუხედავად ბიზნესმენის გაბედული, დაუოკებელი სწრაფვა მოგებისაკენ. აქედან გამომდინარეობს ცნობილი გამოთქმაც _ «ვინც არ რის- კავს, ის ვერც იგებს». როგორც ჩანს სიტყვა «რისკი» გა-

372

 

ნუყრელ კავშირშია მოგების ცნებასთან. მაგრამ ის, ვინც რისკავს, ცხადია, გარკვეულ პასუხისმგებლობასაც კის- რულობს. ამიტომ პასუხისმგებლობა რისკზე, ესაა პასუ- ხისმგებლობა მოსალოდნელ ზარალზე, დანაკარგებზე.

რისკის გამართლებაზე, თუ გაუმართლებლობაზე პასუხს იძლევა ფირმის ბალანსი. საანგარიშო წლის ბო- ლოსათვის ფირმის გამგებლობაში არსებული აქტივე- ბის (ქონების) ზრდა იმის მაუწყებელია, რომ რისკმა გა- ამართლა, ხოლო პირიქით შემთხვევაში _ რისკმა ვერ გაამართლა. როგორც ცნობილია, ეს საკითხი რამდენად- მე თავისებურად იდგა საბჭოური რეჟიმის  პირობებში. იმ დროს არცოდნა, რატომღაც, არცოდვად ითვლებოდა. მაგალითად, ზოგჯერ მმართველური შეცდომის (უცო- დინარობის) გამო პროდუქცია «წვებოდა», ამით საწარ- მო ზარალდებოდა, მაგრამ ხელმძღვანელი მაინც ღებუ- ლობდა ხელფასს, პრემიას და სხვ. ეს იმიტომ, რომ არ არსებობდა სამეურნეო შედეგებსა და შემოსავლებს შო- რის მკაცრი კავშირები, ანუ ხელმძღვანელთა ქონებრი- ვი პასუხისმგებლობა. სახელმწიფო კი, როგორც ეკონომი- კის ერთიანი მესაკუთრე «მაშველი რაზმის» როლს ას- რულებდა: მომგებიანი საწარმოებიდან ამოიღებდა სახ- სრებს და ზარალიანს გადასცემდა, რათა ეხსნა იგი «ჩა- ძირვისაგან», გაკოტრებისაგან. ამრიგად, საბჭოთა სინამ- დვილეში საწარმოები არ კოტრდებოდნენ.

ამგვარად, ბიზნეს-რისკს წარმოშობს ეკონომიკური თავისუფლება, ხოლო ეკონომიკურ თავისუფლებას _ კერძო საკუთრება. მაშასადამე, ბიზნეს-რისკი ჭეშმარი- ტად საბაზრო მოვლენაა.

373

 

აღსანიშნავია, რომ რისკი იმანენტურად (შინაგა- ნად) დამახასიათებელია როგორც ბიზნესის ყველა სა- ხეობისათვის, ისე თითოეული ორგანიზაციულ-სამარ- თლებრივი ფორმისათვის. ბიზნესის სახეობების მიხედ- ვით განასხვავებენ საწარმოო, სავაჭრო, ფინანსურ-საკრე- დიტო და სადაზღვევო რისკს.

საწარმოო რისკი დაკავშირებულია პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციისას მოსალოდნელ დანაკარ- გებთან. სავაჭრო რისკისას მხედველობაშია მოსალოდნე- ლი დანაკარგები, რომელიც შეიძლება განიცადოს ვა- ჭარმა (კომერსანტმა) საქონლის შესყიდვისა და რეალი- ზაცის პროცესში. საკრედიტო რისკი გულისხმობს გაცე- მული სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის და- უბრუნებლობის საშიშროებას. ფინანსური რისკი მოსა- ლოდნელ ფინანსურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული, რაც, როგორც წესი, აღმოცენდება მაშინ, როდესაც ფირ- მის აქტივებში მოზიდული საშუალებანი ბევრად სჭარ- ბობენ საკუთარ კაპიტალს, რის გამოც ფირმა არალიკვი- დური ანუ გადახდისუუნარო ხდება და კოტრდება.

როგორც  ითქვა  ნებისმიერი  სახით  (საწარმოო,  სა-

ვაჭრო, სადაზღვევო რისკი უკავშირდება შესაძლო და- ნაკარგებს სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაში და სხვ.) და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (ინ- დივიდუალური, პარტნიორული-კორპორაციული) გან- ხორციელებული ბიზნესი მეტ-ნაკლებად არის დაკავში- რებული მოსალოდნელი ზარალის ალბათობასთან, ანუ რისკთან. ამ მხრივ ყველაზე რთულია საწარმოო ბიზნე- სი. ამიტომაცაა, რომ ეკონომიკურად აქტიური ადამია-

374

 

ნები, რომელთაც სურთ, წამოწყებულ საქმეს სწრაფად

«მოხადონ ნაღები», ინვესტიციებს უპირატესად სავაჭ- რო, სადაზღვევო და საბანკო-საფინანსო ბიზნესში აბან- დებენ. დღევანდელ საქართველოში ბიზნესის ერთ-ერ- თი მნიშვნელოვანი თავისებურება სწორედ შეუმჩნევე- ლი საწარმოო და აშკარად გამოკვეთილი საბანკო-სავაჭ- რო ბიზნესაქტიურობაა, ე. ი. საქართველოში ადგილი აქვს არა ფულით საქმის კეთებას, ანუ საქონელმწარმოე- ბელთა სიმრავლეს და მათ შორის კონკურენციას, არა- მედ ფულით ფულის კეთებას.

რაც შეეხება ბიზნესის ფორმებს (ინდივიდუალუ- რი, კომანდიტური, შეზღუდული პასუხისმგებლობის სა- ზოგადოება და სხვ.), ადვილად მისახვედრია, რომ ყოვე- ლი მომდევნო ფორმა ისტორიულად _ ლოგიკურად ფულის უკმარისობის პრობლემის გადაჭრის და ქონე- ბის დაკარგვის რისკის შემცირების მიზნით იქმნებოდა. ინდივიდუალური ბიზნესმენი საკუთარ ვალდებუ- ლებებზე პასუხს აგებს, ე. ი. რისკავს არა მარტო იმ ქონე- ბით, რომელიც საქმიანობისათვის გამოიყენება, არამედ პირადი ქონებითაც. ე. ი. საანალიზო ფორმა გულის- ხმობს აბსოლუტურ თავისუფლებას მართვაში, შემოსავ- ლების განაწილებაში და ა. შ. მაგრამ ამავდროულად,

აბსოლუტურ პასუხისმგებლობასაც, რისკსაც. სოლიდალური  პასუხისმგებლობის  საზოგადოება-

ში უფლებები და პასუხისმგებლობანი, ანუ რისკი, სო- ლიდარულად ნაწილდება. ე. ი. რისკის ხარისხი შედა- რებით მცირდება.

 

375

 

რისკის ხარისხი კიდევ უფრო კლებულობს სააქ- ციო (აქციონერულ) საზოგადოებაში. აქ აქციონერის პა- სუხისმგებლობა, რისკი განსაზღვრულია მის საკუთრე- ბაში არსებული აქციების ღირებულებით. ასევეა გან- სხვავებული რისკი ჩვეულებრივი და პრივილეგიური აქციების მეპატრონეებისა.

რისკი დაკავშირებულია საქმეში მატერიალური, ფინანსური და შრომითი რესურსების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის საშიშროებასთან.

ერთმანეთისაგან განსხვავებულ უნდა იქნენ ხარ- ჯები და დანაკარგები. მაგალითად, სამკერვალო ფირმა აწარმოებს მამაკაცის კოსტიუმებს. ერთ კოსტიუმს ესა- ჭიროება 3 მეტრი ქსოვილი. ეს არის ხარჯი. ახლა და- ვუშვათ, მკერავმა უადგილო ადგილას გადაჭრა ქსოვი- ლი. ამ დროს მას დასჭირდება არა 3 მ ქსოვილი,  არა- მედ _ 3,5 მ. აქედან, 3 მ ქსოვილი ხარჯია, ნახევარი მეტ- რი კი _ დანაკარგი. ან კიდევ ბიზნესმენმა გადაწყვიტა მამაკაცის ერთი ქუდის რეალიზაცია 10 ლარად, მაგრამ მოთხოვნის დაცემის გამო მისი გაყიდვა მოუწია არა 10 ლარად, არამედ 9 ლარად. ნავარაუდევზე ნაკლები მო- გება სწორედ დანაკარგია. ასევე, თუ კონკრეტული სა- ქონელი მთლიანად გაიყიდა და მასზე კვლავაც არის მოთხოვნა _ ეს იმას ნიშნავს, რომ ფირმამ დაკარგა მო- გების დამატებით მიღების  შანსი.  ზოგჯერ  ადგილი აქვს მორალური ზარალის ფაქტსაც, რის გამოც ბიზნეს- მენი კარგავს იმიჯს და ჯანმრთელობასაც. ასეთ შემ- თხვევაში სასამართლო წესით ხორციელდება ბიზნეს-

 

376

 

მენზე მიყენებული მორალური ზარალის ანაზღაურება- კომპენსირება.

ნებისმიერი ბიზნესი ხასიათდება მეტნაკლები რის- კით. რისკის (დანაკარგების, ზარალის) ხარისხის მი- ხედვით ბიზნესის სფეროებს ყოფენ ზონებად. სფეროს, სადაც მოსალოდნელი დანაკარგები ნულის ტოლია, ნუ- ლოვანი დანაკარგების ანუ არასარისკო ზონა ეწოდება. სფეროს, სადაც შესაძლოა დაიკარგოს ნავარაუდევი მო- გების წილი დასაშვები სარისკო ზონა ეწოდება. ამ ზო- ნებში ბიზნესი ეკონომიკურად მიზანშეწონილია. თუ, მაგალითად, საქმეში დაბანდებული კაპიტალი 3000 ლა- რია, ხოლო ამოგებულია 2000 ლარი, მაშინ სახეზეა კრი– ტიკული რისკის ზონა. თუ ბიზნესის სახეობა ფირმას აკარგვინებს ქონებას და ფულად საშუალებებს მთლია- ნად, მაშინ სახეზეა კატასტროფული რისკის ზონა. ინ- დივიდუალური საწარმოს (ბიზნესმენის) დროს პირადი ქონებაც კი შეიძლება დაიკარგოს.