რისკის მართვა

რისკის მართვა

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 

 

რისკის მართვა გულისხმობს რისკის განმაპირობე- ბელი მიზეზების გარკვევას და მათ საერთოდ აღმოფ- ხვრას ან მინიმიზაციას (მინიმუმამდე შემცირებას). რის– კის შემცირების მეთოდებია:

1) სარისკო საქმისაგან ხელის აღება. მაგრამ ასეთი მიდგომით შეიძლება საერთოდ საქმის გარეშე დარჩენა, ვინაიდან არ არსებობს საქმე მეტნაკ- ლები რისკის გარეშე, მაგრამ სათანადო ზომე- ბით შესაძლებელია ამ რისკის ხარისხის შემცი- რებაა. მაგალითად, ბიზნესმენს აქვს სასტუმრო, რომელიც აღჭურვილია საცურაო აუზით. ადვი- ლად შესაძლებელია, რომ კლიენტი ამ საცურაო აუზში დაიხრჩოს. . ი. არსებობს რისკი. ბიზ- ნესმენს ამ რისკისაგან თავის არიდება შეუძლია თუ დახურავს საცურაო აუზს;

2) ბიზნესმენს ასევე შეუძლია რისკის ხარისხის შემცირებაც, თუკი შექმნის სამაშველო სამსა- ხურს;

3) რისკის ხარისხის შემცირება შეიძლება თვით- დაზღვევითაც, თუ მოსალოდნელი დანაკარგე- ბი უმნიშვნელოა. მაგალითად, ბიზნესმენი ემსა- ხურება ბაღებისა და გაზონების ავტომატურ

 

381

 

რწყვას. ცხადია, არსებობს საშიშროება ზამთარ- ში ყინვის გამო, ამ სარწყავი სისტემის მწყობრი- დან გამოსვლისა. ბიზნესმენს ამ რისკის შემცი- რება შეუძლია ან სადაზღვევო პოლისის შეძე- ნით, ან მის სანაცვლოდ მცირეოდენი რეზერვე- ბის შექმნით, რომლის მეშვეობით საჭირო შემ- თხვევაში შეაკეთებს მილებს;

4) რისკის შემცირება შესაძლებელია მისი სხვაზე გადაკისრებითაც. მაგალითად, რესტორან

«არაგვში» კლიენტმა ამ ფირმის პიურეს ჭამი- სას, მასში არსებული ფაიფურის ნატეხით კბი- ლი მოიტეხა. ასეთ შემთხვევაში დაზარალებუ- ლი კლიენტის მკურნალობის ხარჯებს გაიღებს ის სადაზღვევო  კომპანია,  რომლის  წევრიც არის «არაგვი»;

5) რისკის შემცირება მისი გადანაწილებითაც არის შესაძლებელი. არსებობს აზრი, რომ ბიზნესში რაც მეტია მონაწილე, მით უფრო კლებულობს რისკი. ამიტომ გონიერი ბიზნესმენი რაც უფრო მაღალი რისკის საქმეს ჰკიდებს ხელს, მით მეტ პარტნიორს გააერთიანებს თავის ბიზნესში. რისკების გადანაწილების საუკეთესო მაგალი- თია სააქციო საზოგადოება. სადაც როგორც მო- გებას, ისე ზარალს ასობით და ათასობით აქცი- ონერი ინაწილებს;

6) რისკების შემცირების კარგი საშუალებაა ინვეს- ტირების ანუ კაპიტალდაბანდების დივერსიფი-

 

382

 

კაცია. დივერსიფიკაციის მეთოდით სარგებ- ლობს დიასახლისი, როდესაც ყველა კვერცხს ერთ ქოთანში არ აწყობს. დივერსიფიკაცის მე- თოდით განსაკუთრებით სარგებლობენ საინვეს- ტიციო ფონდები. ფონდები, რომლებიც ფულა- დი საშუალებების მოზიდვის მიზნით, ახორცი- ელებენ ფასიანი ქაღალდების ემისიას და შემ- დგომ ამ ფულადი საშუალებების განთავსებას ახ- დენენ, მაგალითად, ხუთ სააქციო საზოგადოება- ში. ეს, ერთის მხრივ, ხუთჯერ ზრდის მოგებას, ხოლო მეორეს მხრივ, ხუთჯერ ამცირებს ზა- რალს, რისკს. თუ ორი სააქციო საზოგადოება ზარალზე იმუშავებს, სამი _ მოიგებს და ამ მო- გებით მოხდება ზარალის კომპენსირება;

7) რისკის (დანაკარგების) შემცირების მიზნით აუ- ცილებელია რისკისაგან თავის დაზღვევის სა- კუთარი პროგრამა. მაგალითად, მასალებისა და მაკომპლექტებლების სარკინიგზო ტრანსპორ- ტით გადაზიდვის შეფერხებაში რისკისას აუცი- ლებელია ნაწარმის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვის ალტერნატიული პროგრამა.

ფირმის ხელმძღვანელობის (მენეჯერების) ვალია, საღად გააანალიზოს რისკის ყველა სფერო, მკაცრად შე- აფასოს, ან ინტუიციით განსაზღვროს რისკის დონე და ისე მიიღოს მმართველური (სამმართველო) გადაწყვეტი- ლება. ამ მიზნით მენეჯერი ფირმას უნდა იხილავდეს, როგორც დამოუკიდებელ, მთლიან, ღია სისტემას, იც-

 

383

 

ნობდეს მის შიგა ცვლადებს (მიზანი, სტრუქტურა, ამო- ცანები, ტექნოლოგია, ადამიანები), მათს თვისებებს და როლს და ბიოლოგიური ორგანიზმის მსგავსად, გარე- მოსთან შეგუების მიზნით, ახორციელებდეს ცვლილე- ბებს, რათა ფირმა შეეგუოს, მოერგოს გარემოს და ამით შეინარჩუნოს არსებობა, უზრუნველყოს ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, თუ ფირმა არ შეხვდა მზად მის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას ანუ ვერ მოახერხა გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება, მა- შინ ამას მისი კონკურენტები გააკეთებენ, თვითონ კი გა- იუარესებს ფინანსურ მდგომარეობას და შეიძლება გა- კოტრდეს კიდეც, რომ აღარაფერი ითქვას იმიჯის დაცე- მაზე. ან კიდევ, ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვის მატება გაზრდის როგორც მოთხოვნას, ისე მუშახელის რაოდენობას და სხვა. მოკლედ, ბიზნესმენმა თავისი პრაგმატული ბუნება (მოგებისაკენ ლტოლვა) უნდა შეა- უღლოს ფირმის ყოვლისმომცველ, სისტემურ ხედვას- თან. რაც უფრო ფართო და ყოვლისმომცველი იქნება მისი ხედვა და ეს ყველაფერი კი გათვალისწინებული მმართველური გადაწყვეტილებისას, მით მცირე იქნება რისკი (დანაკარგები). ცხადია, ბიზნესმენის თვალსაწი- ერში მხოლოდ ის ფაქტორები (მოვლენები) უნდა მოექ- ცნენ, რომლებიც არსებით ზეგავლენას ახდენენ ფირმის საქმიანობაზე. ამ მიზნით ფირმის მართვის სისტემაში კუთვნილი ადგილი უნდა მიეჩინოს რისკების მართვის სამსახურს (განყოფილებას), რომელიც დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური რისკ-მენეჯერებით და რომლის

 

384

 

ფუნქციებშიც შევა რისკების განსაზღვრა, შეფასება და მართვა.

რისკების შემცირების საქმეში დიდ როლს ასრუ- ლებს ხელსაყრელი ბიზნესის გარემოს შექმნა, რაც სა- ხელმწიფოს პრეროგატივაა.