საბუღალტრო აღრიცხვა და ბალანსი ბიზნეს გეგმაში

საბუღალტრო აღრიცხვა და ბალანსი ბიზნეს გეგმაში

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან საჭირო სახელმძღვანელოდან : გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები . სახელმძღვანელო.

ბუღალტერიას უწოდებენ ფირმების საფინანსო საქმია- ნობის ენას. ფირმის ფინანსური რესურსების  მდგომარეობა და მოძრაობა აისახება საბუღალტრო დოკუმენტებში, რო- მელთა შედგენა საბუღალტრო აღრიცხვის ძირითადი საგა- ნია. სიტყვა «ბუღალტერი» გერმანულიდან გადმოთარგმნით, ნიშნავს «წიგნის მქონებელს». აქედან გამომდინარე, საბუ- ღალტრო წიგნების და დოკუმენტების შინაარსი, . წ. დავ- თარწარმოება ბუღალტრული საქმიანობის მთავარი არსია.

საბუღალტრო აღრიცხვა ყველა ფინანსური ოპერაციის მიღების, დამუშავების და დოკუმენტური ჩანაწერის პროცე- სია, რომელსაც აწარმოებს ფირმა. თავის სამეურნეო საქმია- ნობის (ბიზნესის) მსვლელობაში ფირმა ყიდის და ყიდუ- ლობს საქონელს, ხარჯავს და იღებს ფულს მრავალფეროვანი არხებით. თუ არ ხდება ფულადი შემოსავლებისა და ხარჯე- ბის ზუსტი აღრიცხვა, არ დაფიქსირდება როდის და რაზე დაიხარჯა ფულადი სახსრები, საიდან და რისთვის შემოვი- და ისინი, მაშინ დაისადგურებს ფინანსური ქაოსი. ამიტომ საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, საფინანსო ოპერა- ციების რეგის-ტრაცია და მათი სისტემაში მოყვანა საბუღალ- ტრო აღრიცხვის საშუალებით შეადგენს ნებისმიერი ფირმის საქმიანობის განუყოფელ ნაწილს.

საბუღალტრო საქმე იმდენად მნიშვნელოვანი და საჭი- როა, რომ საბუღალტრო აღრიცხვის განხორციელება სავალდე- ბულოა ყველა ფირმისათვის. საბუღალტრო აღრიცხვა რო- გორც სარკე, ასახავს ფულადი სახსრების მოძრაობას, დაგროვებას, ხარჯვას. მის გარეშე სახელმწიფო ვერ შეძლებდა კა- ნონსაწინააღმდეგო საფინანსო გარიგებებისა და ოპერაციე- ბის აღკვეთას, გადასახადების გაკონტროლებასა და შეგროვე- ბას. საბუღალტრო მომსახურების გარეშე ვერ შეძლებს მუშაო- ბას ვერცერთი ფირმა. ფირმაში (საწარმოში) მთავარი ბუ- ღალტერი მეორე პირია ფირმის პრეზიდენტის (საწარმოს დირექტორის) შემდეგ საფინანსო-საბანკო ოპერაციების თვალსაზრისით.

საბუღალტრო სამუშაოს შინაარსი ფრიად მრავალფერო- ვანია. გარდა სააღრიცხვო ფუნქციებისა, რომლებიც განსაზ- ღვრულია საბუღალტრო საქმეში, ბუღალტერია ეხმარება ფირმის ხელმძღვანელობას ფინანსების და მთლიანად მთე- ლი ფირმის მართვაში (მენეჯმენტში).

ბუღალტერიის ამოცანაა ფირმის საქმიანობის საფინან- სო ანალიზის ჩატარება, რომლის საფუძველზე განისაზღვრე- ბა ამოსავალი მონაცემები ბიზნესგეგმების შესადგენად და მუშავდება რეკომენდაციები ფირმის განვითარების მიზანშე- წონილი გზების შესახებ, დგინდება ფირმის რენტაბელობის მაჩვენებლები. ბუღალტრები მუდმივად თვალყურს ადევნებენ ფირმის ბიუჯეტს, შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისო- ბას, შესაძლო დეფიციტს, ამუშავებენ მისი თავიდან აცილე- ბის ღონისძიებებს. დაბოლოს, ბუღალტერი უნდა გაერკვეს გადასახადებში და ხელმძღვანელობას უნდა ურჩიოს, რო- გორ შეამციროს ფირმის საგადასახადო ტვირთი.

საბუღალტრო სამუშაოებისა და დოკუმენტების სახეების მრავალფეროვნება ემყარება ერთ ფუნდამენტს და შეკრულია ერთიანი ღერძით. ფირმის ბუღალტერიის ასეთი საფუძვე- ლია მისი საბუღალტრო ბალანსი. ყველა განმსაზღვრელი, ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემები ფირმის საფინანსო საქ- მიანობისა შეიტანება მის მიერ მთავარ წიგნში, რომელსაც

 

420

 

უწოდებენ საბუღალტრო ბალანს. შემაჯამებელი ბალანსი, რომელშიც გაერთიანებულია მონაცემები ფირმის ფინანსე- ბის შესახებ განსაზღვრული დროისათვის, დგება პერიოდუ- ლად, ხშირად ერთი თვის კვარტალის, წლის განმავლობაში. საბალანსო ანგარიშგების სახით წარმოდგენილი ასეთი დო- კუმენტი წარმოადგენს ცნობათა კონცენტრაციას ფირმის ფი- ნანსური მდგომარეობის, მისი ქონების, შემოსავლების, ხარ- ჯების, ვალების შესახებ. ფირმის საბალანსო ანგარიშგებას უწოდებენ მის ფინანსურ პასპორტს.

სიტყვა «ბალანსი» ნიშნავს თანასწორობას (ტოლობას), წონასწორობას. როდესაც ბიზნესმენი რაღაცას ყიდულობს, მაშინ მისგან მიდის ფული, მაგრამ სანაცვლოდ იგი იღებს საქონლის ეკვივალენტურ რაოდენობას. როდესაც ხორციელ- დება გაყიდვა, მაშინ ბიზნესმენისაგან მიდის საქონელი, მაგ- რამ მასთან მოდის ფულის ადეკვატური რაოდენობა. მატუ- რალური გაცვლის, ბარტერის დროს მიდის ერთი საქონელი, ხოლო მოდის მეორე საქონელი. მუშაკებზე ხელფასის გაცე- მისას ფული იცვლება შრომის პროდუქტზე.

ბალანსის მთავარი ლოგიკური ფორმულა იღებს შემ- დეგ სახეს: შემოსავალი = გასავალი  +  ნაშთი.  შემოსავლისა და გასავლის (ხარჯის) არსებობის პირობებში სხვაობა შემო- სავალსა და ხარჯს შორის წარმოადგენს სახსრების ნაშთს. ფირმის ფინანსური რესურსების მიმართ ფორმულა მოხერ- ხებულია იმით, რომ ყველა მასში შემავალი სამი სიდიდე იზომება ფულად გამოსახულებაში, ერთსადაიმავე ფულად ერთეულებში, რაც იძლევა სწორი გაანგარიშების შესაძლებ- ლობას.

საბუღალტრო ბალანსის მიმართ ამოსავალ ლოგიკურ ფორმულას ასეთი სახე აქვს: «აქტივი _ პასივი = საკუთარი კაპიტალი». აქტივის ცნებაში გაიგება ფირმის შემოსულობე-

 

421

 

ბის, შემოსავლების ერთობლიობა, რომელიც გადაიქცევა მის ძირითად და საბრუნავ საშუალებებად, მატერიალურ და ფულად მარაგად. ეს აქტიური, ფირმის კუთვნილებაში არსე- ბული საშუალებები, მისი დაბანდებები საქმეში. პასივი ნიშ- ნავს ფირმის ვალდებულებას, ე. ი. მის მიერ ასანაზღაურებე- ლი სახსრების შიგა და გარე ფინანსურ წყაროებს. პასივი თა- ვისი არსით არის ფირმის დავალიანება, ის, რაც აუცილებე- ლია დასაბრუნებლად აღებული ვალდებულებების შესაბამი- სად. აქტივი ახასიათებს ფულადი სახსრების გამოყენების მიმართულებებს, მაშინ როდესაც  პასივი  უჩვენებს  საიდან და როგორ არის ნასესხები სახსრები. რაც შეეხება საკუთარ კაპიტალს, იგი ფირმის მფლობელების (ბიზნესმენების) მიერ შეტანილი ფულადი სახსრებია, რომლებიც პასივთან ერთად წარიმართება აქტივის შესაქმნელად.

ფირმების აქტივებისა და პასივების დაკავშირება (შეერ- თება) ხდება საერთო საბალანსო ცხრილში, რომელსაც აქვს შემდეგი სანიმუშო სახე:

 

აქტივი ჯამი პასივი ჯამი
1. საბრუნავი საშუა- 1. მოკლევადიანი ვალ-
ლებები დებულება
2. ძირითადი საშუა- 2. გრძელვადიანი ვალ-
ლებები დებულება
3. მარაგი 3. სხვა ვალდებულებე-
ბი

 

წარმოდგენილი საბალანსო ცხრილი სქემატურია იმ აზ- რით, რომ რეალურ ბალანსში მოცემულია ფირმების აქტივე- ბისა და პასივების უფრო დეტალური სახეები. თითოეული სტრიქონი საბალანსო ცხრილში ცნობილია ბალანსის მუხ- ლის სახელწოდებით. ფირმის რეალურ ბალანსში წარმოდგე-

422

 

ნილია ბევრი მუხლი როგორც «აქტივის» სვეტში, ასევე «პა- სივის» სვეტში, რომლებიც შეესაბამება ფულადი სახსრების შემოსულობებისა და ფულადი ვალდებულებების ჭეშმარიტ მდგომარეობას. ორივე მხარეს შორის უნდა იყოს წონასწო- რობა (ბალანსი).

ბალანსის თითოეული მუხლი წარმოადგენს საბუღალ- ტრო აღრიცხვის დამოუკიდებელ ობიექტს და მასზე შემოი- ღება სპეციალური საბუღალტრო დოკუმენტი, რომელსაც ან- გარიშს უწოდებენ. საბუღალტრო საქმის უნიფიკაციის მიზ- ნით, ანგარიშებს აქტივისა და პასივის თითოეული სახის მი- ხედვით ენიჭება სტანდარტული ნომერი. ეს აძლევს შესაძ- ლებლობას სხვადასხვა ფირმას შემოიღოს ერთტიპური ანგა- რიშები. ამის გამო საფინანსო ორგანოების (სამსახურების) მუ- შაკს ან ბუღალტერს შეუძლია სწრაფად გაერკვეს ნებისმიერი ფირმის საბუღალტრო ანგარიშგებაში.

ვთქვათ, ფირმას მიღებულია ქვს 1,5 მილიონი ლარის ღირებულების მასალები, აქედან 1 მილიონი ლარი დახარ- ჯულია საანგარიშგებო პერიოდში, ხოლო 0,5 მილიონი  ლა- რი დარჩა. მაშინ აქტიურ ანგარიშში კეთდება: «დებეტი _ 1,5 მლნ ლარი, კრედიტი _ 1 მლნ ლარი, სალდო _ (1,5 _ 1) = 0,5 მლნ ლარი». დებეტი აღნიშნავს სახსრების მოძრაობას ფირ- მაში, ხოლო კრედიტი _ ფირმიდან, მაშინ როდესაც სალდო არის სხვაობა დებეტსა და კრედიტს შორის აქტიურ ანგარიშ- ში და კრედიტსა და დებეტს შორის _ პასიურ ანგარიშში.

საბუღალტრო პრაქტიკაში ანგარიშების შედგენისას ფართოდ გავრცელებულია ორმაგი ჩანაწერის წესი. ამ წესის თანამხმად, ნებისმიერი ფულადი თანხა, რომელიც გადის ფირმის ანგარიშის მიხედვით, შეიტანება სავალდებულო წე- სით ორ ანგარიშში: ერთში _ დებეტით, ხოლო მეორეში _ კრედიტით. ეკონომიკური ლოგიკის თვალსაზრისით, ეს ნიშ-

 

423

 

ნავს, რომ გასავალი ერთ ადგილზე არის შემოსავალი მეორე ადგილზე და პირიქით. ორმაგი საბუღალტრო ჩაწერა ანა- ლოგიურია იმისა, რაც კეთდება სამივლინებო მოწმობებში, სადაც არის გრაფები: «მოვიდა», «წავიდა». თითოეულ ად- გილზე ფიქსირდება მისვლის თარიღი მოცემულ ადგილზე და იქიდან გასვლის თარიღი სხვა ადგილას.

ორმაგი ბუღალტერია იძლევა შესაძლებლობას, უზრუნ- ველყოფილ იქნეს შესაბამისობა სახსრების შემოსავალსა და გასავალს შორის, რომელსაც უწოდებენ ანგარიშების კორესპონდირებას. გარდა ამისა, შეიძლება შემოწმდეს საბუღალტრო ჩანაწერების სისწორე სახსრების თანხების შედარების გზით ყველა ანგარიშის დებეტისა და კრედიტის მიხედვით. ეს თანხები უნდა იყოს ტოლი ბალანსის პირობების გამო.

წარმატება ბიზნესში უშუალო კავშირშია ფასებთან სა- ქონელსა და მომსახურებაზე. სხვა თანაბარ პირობებში ბიზ- ნესმენის მოგება იქნება მით უფრო დიდი, რაც  უფრო  ძვი- რია მის მიერ ბაზარზე გასაყიდი საქონლის ფასი. ამ პოზი- ციიდან ბიზნესმენის ინტერესებშია საქონელი გაიყიდოს უფრო ძვირად, თუ ეს არ იმოქმედებს უარყოფითად გაყიდ- ვების მოცულობასა და მთლიანად ამონაგებზე (ნავაჭრზე).

ბიზნესში მოგებაზე გავლენას ახდენს არა მარტო ფასე- ბი გასაყიდ პროდუქტზე, არამედ ფასებიც ბიზნესისათვის შესაძენ საქონელზე, მასალებსა და მომსახურებაზე, აგრეთვე ფასი დაქირავებულ სამუშაო ძალაზე, ე. ი. დაქირავებული შრომის ანაზღაურების ტარიფები. ამ შემთხვევაში ფასების გავლენა მოგებაზე ბიზნესში შებრუნებითია _ რაც უფრო ძვირია ბიზნესის ფაქტორების ფასი, მით უფრო მცირეა ბიზ- ნესმენის მოგება.

საბაზრო ეკონომიკის, თავისუფალი კონკურენციის პირო- ბებში ბიზნესმენის უნარი გაატაროს ფასების საკუთარი პო-

 

424

 

ლიტიკა, დააწესოს ფასები გასაყიდ საქონელზე საკმაოდ შეზღუდულია, თუ იგი ყიდის თავის საქონელს მაღალკონ- კურენტულ ბაზარზე, მაშინ, როგორც კარგად ცნობილია ეკონომიკური თეორიიდან, ასეთ ბაზარზე ყალიბდება წონას- წორობითი ფასი, რომელიც შეესაბამება საქონელზე მოთხოვ- ნისა და მიწოდების თანაფარდობას. ბიზნესმენი კონკურენ- ტულ ბაზარზე პრაქტიკულად მოკლებულია საქონლის მი- წოდებაზე და, მით უმეტეს, მოთხოვნაზე არსებითად გავლე- ნის მოხდენის შესაძლებლობას. ამიტომ იგი იძულებულია იხელმძღვანელოს ამ ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასებით თავის ანგარიშსწორებებსა და გეგმებში.

მსგავს შემთხვევაში ბიზნესმენს შეუძლია გააკეთოს არ- ჩევანი მხოლოდ ორი ვარიანტიდან: გაყიდოს საქონელი მო- ცემული ბაზრის ფასის მიხედვით ან არ გაყიდოს. ფირმის გადაწყვეტილება ასეთ პირობებში დამოკიდებულია თანა- ფარდობაზე საქონლის საბაზრო ფასსა და იმ დანახარჯებს შორის, რაც უჯდება ფირმას საქონლის ერთეულის წარმოება და მიმოქცევა. მარტივად რომ ითქვას, თუ საქონლის გაყიდ- ვას ჩამოყალიბებული საბაზრო ფასით მოაქვს ბიზნესმენის- თვის საგრძნობი მოგება, მაშინ იგი მზადაა გაყიდოს საქონე- ლი. თუ არა და, მაშინ ბიზნესმენმა უნდა ეძებოს სხვა ბაზა-  რი ან შემაციროს ხარჯები, თვითღირებულება,

მაგრამ პრაქტიკულად ბაზარი არ არსებობს როგორც ე.   წ. თავისუფალი, ასევე იდეალურად კონკურენტული, მით უმეტეს, საქართველოს ეკონომიკის გარდამავალი პერიოდის პირობებში. ამიტომ ბიზნესმენს გააჩნია მოქმედების გარკვე- ული თავისუფლება და უნარი გავლენა მოახდინოს ფასზე. ასეთ პირობებში ბიზნესმენს შეუძლია განახორციელოს სა- კუთარ საქონელზე ფასების აქტიური პოლიტიკა (ცნობილია გამყიდველის ფასის სახელწოდებით). აყალიბებს რა ფასების

 

425

 

თავის პოლიტიკას ფირმის ხელმძღვანელობა ითვალისწი- ნებს ყველა ძირითად ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდე- ნენ მყიდველის ფასზე. აქ იგულისხმება მოდაც, საქონლის ხარისხიც, მყიდველის გადახდისუნარიანი მოთხოვნილებაც, სხვა გამყიდველთან იმავე საქონლის შეძენის შესაძლებლო- ბაც, ბაზარზე შემცვლელი საქონლის არსებობაც, მყიდველის ფსიქოლოგიაც. მხედველობაშია მისაღები სახელმწიფოს მი- ერ დაწესებული შეზღუდვები ფასწარმოქმნის სფეროში.

ძირითადი ორიენტირი ფირმის მიერ ფასის დაწესები- სას არის საკუთარი ხარჯები საქონლის გამოშვებაზე, გაყიდ- ვის ხარჯების ჩათვლით. ნებისმიერ შემთხვევაში ფირმამ უნ- და იხელმძღვანელოს ფასის ფორმულით: «თვითღირებულე- ბა პლუს მოგება» და ერთპიროვნულად ორიენტირება გაკეთ- დეს ჯამობრივი მოგების გადიდებაზე გაყიდვების მოცულო- ბების გადიდების ხარჯზე. ხშირად, რაც უფრო მცირეა ფასი, მით უფრო დიდია გაყიდვების მოცულობა, მაგრამ რამდენა- დაც ამონაგები (ნავაჭრი) დამოკიდებულია გაყიდვების მოცუ- ლობასა და საქონლის ერთეულის ფასზე, საჭიროა მოიძებნოს ოპტიმალური თანაფარდობა, ფასებისა და გაყიდვების მოცუ- ლობის შეხამება. მასზე გაყიდვების მოცულობის სუსტი და- მოკიდებულებისას ცხადია, რომ უნდა გადიდდეს ფასი შე- საძლო ზედა ზღვრამდე, რომლის დროსაც გაყიდვების მო- ცულობა მკვეთრად არ იკლებს.

ფასწარმოქმნა ბიზნესში მოითხოვს შემოქმედებით, მოქ- ნილ მიდგომას. მაგალითად, გამყიდველის მიერ ფასების შემცირება ყოველთვის როდი იწვევს გაყიდვების მოცულო- ბის ზრდას. მყიდველებს შეუძლიათ ფასების დაბალი დონე აღიქვან როგორც საქონლის მდარე ხარისხის ნიშანი.

ფასი ახალ საქონელზე, რომელიც პირველად გამოაქვს გამყიდველს ბაზარზე, იცვლება დროში შემცირების მიმარ-

 

426

 

თულებით. ახალი საქონლის პირველი პარტიები იყიდება მაღალი დონის ფასებით, მაგრამ საქონლის მორალური დაძ- ველების, მასზე მოდის დაქვეითების კვალობაზე მცირდება ფასებიც.

ზოგიერთი ფირმა აწესებს ფასებს მათზე მყიდველთა მოთხოვნის შესწავლის გზით. ისინი ცდიან სხვადასხვა ფასს მანამ, სანამ არ გაირკვევა, როგორი ფასით იყიდება საქონე- ლი შედარებით იოლად.

კონკრუენტების არსებობისას ბიზნესმენი უნებლიედ იძულებულია ორიენტირება გააკეთოს მათ მიერ დაწესებუ- ლი ფასების დონეზე. ზოგჯერ კონკურენტები თანხმდებიან ერთიანი, არსებითად მონოპოლიური ფასის შესახებ.

თუ ბიზნესმენი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყი- დის თავის საქონელს ერთსადაიმავე ბაზარზე, მაშინ იგი უკ- ვე წინასწარ გრძნობს ფასების დასაშვებ დონეს და რეაგი-  რებს მხოლოდ მათ პულსაციაზე.