საერთაშორისო ბიზნესი და მისი გარემოს შეფასება

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

XX საუკუნის ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია საერთაშორისო ბიზნესმა. ეს განაპირობა იმან, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის განვითარებისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი ეროვნული ჩარჩოები და დაიწყო საერთაშო- რისო ფირმების (ტრანსეროვნული კორპორაციების) ქსელის ჩამოყალიბება. უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე პირობებში ეკონომიკური და სო- ციალური განვითარების მეგატენდენციების, სახელ- დობრ, მისი ისეთი მიმართულებების გათვალისწინე- ბას, როგორიცაა მოწინავე ქვეყნების გადასვლა ინდუს- ტრიული ეპოქიდან ინფორმაციის ეპოქაზე, ეროვნული ეკონომიკის მასშტაბებიდან მსოფლიო ეკონომიკის გან- ზომილებებზე, რაც განაპირობა გლობალიზაციამ.

შეიქმნა    გიგანტური    კორპორაციები,    რომლებიც

ფლობენ უზარმაზარ საწარმოო-ეკონომიკურ, მეცნიე- რულ-ტექნიკურ პოტენციალს, რაც უტოლდება რიგი სა- ხელმწიფოების  ანალოგიურ  მახასიათებლებს.  ასზე მეტ

 

248

 

ტრანსეროვნულ (მრავალეროვნულ) კორპორაციას მსოფლიო მასშტაბით ფილიალები (შვილობილი კომპა- ნიები) აქვს მრავალ ქვეყანაში. ბევრი ამერიკული კორ- პორაცია (კომპანია) მთელი მოგების  (შემოსავლის) 70%- იღებს საზღვარგარეთიდან.

ბიზნესის განვითარებაში მოსალოდნელია გლობა- ლიზაციის პროცესების შემდგომი ინტენსიფიკაცია, რომლებიც ასახავენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის და რე- გიონის მუდმივად მზარდ ურთიერთკავშირსა და და- მოკიდებულებას. XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე აღ- ნიშნული პროცესები დაჩქარდა მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ზეგავლენით. კავშირგაბმულობის თანა- მედროვე საშუალებების მეოხებით სხვადასხვა ქვეყნებ- სა და რეგიონებში მცხოვრები ადამიანები არა მარტო დაუახლოვდნენ ერთმანეთს, არამედ მათ შორის კავში- რი გახდა უფრო მობილური და ურთიერთდამოკიდე- ბული. ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა ელვის სისწრა- ფით კომუნიკაციათა არხების საშუალებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად, წარმოადგენს ადამიანები- სათვის აუცილებელ ცოდნას, რათა ღრმად ჩაწვდნენ თავიანთ გარემომცველ სამყაროს და აშენონ უფრო ბედნიერი ცხოვრება დედამიწაზე. კაცობრიობამ გაიც- ნობიერა, რომ ბირთვულ ეპოქაში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ საერთო ძალის- ხმევით, რაც გულისხმობს გონივრულ ჩარევას მეცნიე- რულ-ტექნიკური რევოლუციის მიღწევათა განვითარე- ბისა და გამოყენების სტიქიურ პროცესებში. ამიტომ სა-

 

249

 

ჭირო გახდა მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროცესე- ბის გლობალური მართვა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შესწავლის საგა- ნია.

საერთაშორისო პროცესებში მნიშვნელოვანი ადგი- ლი უკავია ბიზნესს. მოწინავე ქვეყნების საგარეო ეკო- ნომიკური კავშირების მასშტაბების ზრდამ და გართუ- ლებამ აიძულა მსხვილი კომპანიები (ფირმები) რადიკა- ლურად გადაესინჯათ ბიზნესის საკუთარი ფილოსო- ფია, ორგანიზაციული ფორმები და მეთოდები. ბევრი ქვეყნის (უმთავრესად აშშ-ის, იაპონიის და დასავლეთ ევროპის) ტრანსეროვნული კომპანიები გადაიქცნენ ურ- თულეს სამეურნეო წარმონაქმნებად, რომლებიც შედგე- ბა მსოფლიოს ბევრ რეგიონში ბაზრისა და მოგებისათ- ვის კონკურენციულ ბრძოლაში ჩაბმული დიდი რაო- დენობის სხვადასხვა საწარმოებისაგან.

XXI საუკუნეში ბევრი კომპანიის მასშტაბები უფ- რო გაიზრდება, პირველ რიგში, მხედველობაშია მისა- ღები მათში დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხვი და კაპიტალდაბანდებათა მოცულობა. ასეთი კომპანიების ინტერესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასობით ფირმა-კონკურენტების, მრავალი ფირმა-მიმწოდებლის და პროდუქციის (საქონლის) მილიონობით მომხმარებ- ლის ინტერესებთან და ქცევის მოტივებთან ერთად უნ- და იქნეს გათვალისწინებული კომპანიის სტრატეგიის შემუშავების, ასევე მიმდინარე პრობლემების (მაგალი- თად, მოგების განაწილება) გადაწყვეტის დროს.

 

250

 

გლობალური კორპორაციების გრძელვადიანი კონ- კურენტული უპირატესობები ემყარება დაქუცმაცებუ- ლი საწარმოების ერთიან სისტემად  გაერთიანების უნარს განვითარების საერთო ამოცანებითა და სტრატე- გიით. ასეთი კორპორაციების ახალი შინაარსი თავის გამოხატულებას პოულობს კორპორაციის კულტურაში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გლობალური კორპორა- ციების შექმნა რთული და შრომატევადი პროცესია.

საერთაშორისო ბიზნესის გარემო შიგა გარემოს ფაქტორებთან შედარებით განსხვავდება გაზრდილი სირთულით, რომლებიც დამახასიათებელია თითოეული ქვეყნისათვის. ეკონომიკა, კულტურა, შრომითი და მა- ტერიალური რესურსების რაოდენობა და ხარისხი, კა- ნონები, სახელმწიფო დაწესებულებები, პოლიტიკური სტაბილურობა, ტექნოლოგიური განვითარების დონე გა- ნასხვავებს ქვეყნებს ერთმანეთისაგან. როდესაც ფირმა იწყებს ბიზნესს საშინაო ბაზრის საზღვრებს გარეთ, შე- საბამისი პროცედურები უნდა შესრულდეს საერთაშო- რისო გარემოს გათვალისწინებით. მაგრამ საერთაშორი- სო გარემოს ფაქტორების ანალიზი ფრიად რთული ამოცანაა.

საერთაშორისო  ბიზნესის  ფაქტორებია: კულტურა,

ეკონომიკა, კანონმდებლობა, სახელმწიფო რეგულირება და პოლიტიკური ვითარება. კულტურის ცნებაში იგუ- ლისხმება ფასეულობების, წეს-ჩვეულებებისა და ტრა- დიციების სისტემა, რომლებსაც იზიარებს მთელი სა- ზოგადოება.    ყოველ    საზოგადოებას    გააჩნია  თავისი

 

251

 

კულტურა, რომლის გავლენა იგრძნობა ყოველდღიური ცხოვრების სტილში. მაგალითად, ამერიკული კულტუ- რა დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ტრადიციებს, ცერე- მონიებსა და ფორმალობებს, რომლებიც ფრიად მნიშ- ვნელოვან მახასიათებლებს წარმოადგენენ ლათინურა- მერიკული კულტურისათვის. თუ აღმოსავლელი ბიზ- ნესმენები ხშირად დაუდევრად ეკიდებიან შეხვედრე- ბის დროს და ვადებს, პირიქით, ასეთი რამ მიუღებე-  ლია ამერიკელი, გერმანელი და შვეიცარიელი ბიზნეს- მენებისათვის. ბევრ ქვეყანაში თათბირები იწყება ხან- გრძლივი ურთიერთობებითა და ფინჯანი ყავით ან ჩა- ით. ლათინურ ამერიკასა და საუდის არაბეთში მიღებუ- ლია თავიდან საუბარი ისეთ თემაზე, რომელსაც არა  აქვს უშუალო კავშირი საქმიან მოლაპარაკებასთან, და შემდეგ გადადიან შეხვედრების ჭეშმარიტ მიზანზე. ამე- რიკელები ამჯობინებენ საქმეზე გადასვლას ცერემონიე- ბის გარეშე.

ფირმები, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო გა- რემოში, კარგად უნდა გაერკვნენ ეკონომიკურ პირობებ- სა და ტენდენციებში და ამასთან საჭიროა თვალის დევნება იმ ქვეყნების ეკონომიკურ პროცესებზე, რომ- ლებშიც ისინი ეწევიან ბიზნესს ან აპირებენ ამას. ეკო- ნომიკურ ფაქტორებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ საზღვარგარეთ საქმის წარმოებაზე, მიეკუთ- ვნება: ხელფასის დონე, სატრანსპორტო დანახარჯები, გაცვლითი კურსი, ინფლაცია და საბანკო პროცენტის განაკვეთი, საგადასახადო სისტემა და ეკონომიკური

 

252

 

განვითარების საერთო დონე. არის სხვა, თუმცა არა წმინდა ეკონომიკური ხასიათის ფაქტორებიც: მოსახლე- ობის რიცხოვნობა, ცოდნისა და პროფესიული მომზა- დების დონე, ბუნებრივი რესურსების რაოდენობა და ხარისხი, ტექნოლოგიის განვითარების დონე, კონკუ- რენტული ბრძოლის თავისებურებები.

საერთაშორისო დონეზე ფირმების ქცევის რეგუ- ლირებისათვის გათვალისწინებულია უცხოურ ორგანი- ზაციებთან საქმეებში კორუფციის შესახებ კანონი. იგი მიღებული იქნა 1977 წელს, როგორც რეაქცია ფირმების

– «ლოკჰიდისა» და «ნორტროპის» მისამართით ბრალ- დებებზე, რომლის არსი იყო ის, რომ მაღალჩინოსანმა უცხოელებმა მიიღეს დიდი ქრთამი ამ ფირმებიდან მა- თი პროდუქციის შესყიდვის ხელშეწყობის დაპირების სანაცვლოდ. მოცემულმა კანონმა უუფლებო გახადა უც- ხოელ წარმოამდგენელთა მოსყიდვა სხვა ქვეყანაში ბიზ- ნესის გაფართოების ან მხარდაჭერის მიზნით. ეს  კანო- ნი აშშ-ში ქრთამს აცხადებს კანონს გარეშე. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საფრანგეთში და ინ- გლისში ქრთამი, რომელიც გაიცემა სხვა ქვეყანაში, არა მარტო კანონიერია, არამედ გამოიქვითება დასაბეგრი სესხიდან, რაც არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს აშშ-ს. 1982 წელს ბიზნესის ლობისტებმა მიაღწიეს ამ კა- ნონის გადასინჯვას და ამჟამად იგი იძლევა უფლებას გადაუხადონ მცირე ოდენობით უცხოელ სამთავრობო ჩინოვნიკებს ქაღალდების ბიუროკრატიული მოძრაო- ბის  დაჩქარებისათვის,  რომლებიც  დაკავშირებულია სა-

 

253

 

ერთაშორისო გარიგებებთან. მაგრამ ქრთამი შესყიდვე- ბის გაიოლების ან გასაღების დონის შენარჩუნებისათ- ვის მაინც რჩება უკანონოდ.

საშინაო ბაზარი იმყოფება პოლიტიკური ვითარე- ბისა და გადაწყვეტილებების გავლენის ქვეშ, ამის ანა- ლოგიურად პოლიტიკური ფაქტორები გავლენას ახდე- ნენ ოპერაციებზე საერთაშორისო ბიზნესის სფეროში. სოციალურ დაძაბულობას შეუძლია დაარღვიოს წარმო- ების პროცესი ან შეზღუდოს გასაღება, თუ მღელვარება მიმართულია უცხოურ მფლობელობაში მყოფი ქარხნის ან პროდუქციის სახის წინააღმდეგ. პოლიტიკური ფაქ- ტორები აუცილებელია შეფასდეს კაპიტალის დაბანდე- ბამდე ან გასაღების ვალდებულების აღებამდე. ახალი ინფორმაციის შემოსულობისა და გარემოებათა ცვლი- ლებების კვალობაზე აუცილებელია შესაბამისი პროგნო- ზირების კორექტირება. რასაკვირველია, შეიძლება სწრაფ- ვა ყოველგვარი რისკის თავიდან აცილებისათვის.