საწარმოს ეკონომიკა.

საწარმოს ეკონომიკა.

 

საწარმოს საქმიანობის ეკონომიკური და ფინანსური  მახასიათებლები, შემოსავლისა და მიღებული მოგების აბსოლუტური სიდიდის ჩათვლით, აუცილებელია იმის დასამტკიცებლად, რომ მოცემული ბაზრისათვის მიმზიდველი გახადოთ თქვენი პროდუქცია. ამ განყოფილებაში მოცემული უნდა იყოს ქვესაკითხები:

ა) საერთო და ოპერაციული მოგება. განსაზღვრეთ საერთო მოგების (გასაყიდ ფასს მინუს ცვალებადი ხარჯები) და ოპერაციული მოგების სიდიდე ცალკეული პროდუქციისათვის ან მომსახურებისათვის, რომელთა გაყიდვასაც თქვენ ფიქრობთ თქვენს საბაზრო ნიშში.

ბ) მოგების პოტენციალი და სიმყარე. განსაზღვრეთ თქვენი ბიზნესისაგან მოგების სიდიდე და ნაკადების მოსალოდნელი სიმყარე (გადასახადების გადახდამდე და მის

 

შემდეგ) და ასახეთ შესაბამისი დონეები დარგებისა და კონკურენტების მიხედვით. უჩვენეთ, რომელი ტენდენცია გადააჭარბებს: მოგების მყარი თუ წყვეტილი ნაკადი და რატომ. თქვენ როგორ გავლენას მოახდენთ ამ გარემოებაზე, რა დონით შეუშლის იგი სხვა ფირმების ბაზარზე გამოსვლას, ეს გარემოება როგორ გავლენას მოახდენს თქვენი ტექნოლოგიური ან საბაზრო ლიდერობის ხანგრძლივობაზე.

გ) მუდმივი და ცვალებადი ხარჯები. გადმოეცით მუდმივი და ცვალებადი ხარჯების დეტალური ანალიზი ფულად გამოსახულებაში და პროცენტულად პროდუქციის ან მომსახურების საერთო დანახარჯებში, რომელიც თქვენ განზრახული გაქვთ შესთავაზოთ ბაზარზე. უჩვენეთ ეს ხარჯები როგორ არის დამოკიდებული თქვენი პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვების საერთო მოცულობაზე. მოიყვანეთ შესაბამისი დარგობრივი ნორმატივები.

დ) უზარალობის მიღწევის პერიოდი. ბაზარზე თქვენი გასვლის სტრატეგიიდან, აგრეთვე მარკეტინგისა და მოსალოდნელი ფინანსირების გეგმიდან გამომდინარე უჩვენეთ თუ თქვენი გასავლები და შემოსავლები რამდენი ხნის შემდეგ და გაყიდვების რა მოცულობის პირობებში იქნებიან ტოლი სიდიდეები. უჩვენეთ თუ რამდენად გაიზრდება გასავლებისა და შემოსავლების გათანაბრების დრო თქვენი საწარმოო სიმძლავრეების გაფართოების მცდელობის შემთხვევაში.

) პოზიტიური საკასო ნაღდი ფულის მიღწევის პერიოდი. უჩვენეთ ზემოთ მოტანილი ბაზრის სტრატეგიისა და დაშვებებიდან გამომდინარე, თქვენი საწარმო როდის მიაღწევს პოზიტიურ საკასო ნაღდ ფულს. უჩვენეთ, რა პირობებში და როდის მოგიხდებათ (დაგჭირდებათ) მიმართოთ ბანკს დახმარებისათვის. აღნიშნეთ საკასო ნაღდ ფულში ნებისმიერი შესამჩნევი ცვლილებანი თქვენი ზრდის კვალობაზე.