საწარმოს შექმნის საერთო განრიგი
განრიგი, რომელიც გვიჩვენებს საწარმოს შექმნაში მთავარ მოვლენებს შორის ურთიერთკავშირს, წარმოადგენს ბიზნეს-გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განყოფილებას. კვალიფიციურად შედგენილი განრიგი ყველა სხვა საკითხთან ერთად პარტნიორს აჩვენებს მმართველთა გუნდის პროფესიონალიზმს. მეწარმეებს აქვთ მიდრეკილება არ შეაფასონ დრო, რაც საჭიროა სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად, ამიტომ შეეცადეთ რეალისტები იყოთ.
გრაფიკზე აჩვენეთ თქვენი ბიზნესისათვის გადამწყვეტი მოვლენები: საწარმოს შექმნა, სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა დასრულება, პროტოტიპის შექმნა, მოლაპარაკებების მიღწევა სავაჭრო წარმომადგენლებთან, სავაჭრო
ჩვენებებზე გამოსვლა, ბითუმად მოვაჭრეებთან ხელშეკრულების ხელმოწერა, წარმოების საჭიროებისათვის მასალების პირველი პარტიის შეკვეთა, წარმოების დაწყება, პირველი შეკვეთების მიცემა, საქონლის პირველი პარტიის მიწოდება, პირველი გადასახდელების და შემოსავლების მიღება ანგარიშზე.
ცალკე გრაფიკზე უჩვენეთ რამდენი დრო გადის ნედლეულის შეძენიდან ფულადი ამონაგების მიღებამდე ყოველი ცალკეული პროდუქტისა და მომსახურების მიმართ.
გრაფიკზე უჩვენეთ თუ როგორ იცვლება სამმართველო და საწარმოო პერსონალის რიცხოვნობა, როგორ მიმდინარეობს შენობების, ნაგებობების და მოწყობილობების შესყიდვის ან მშენებლობის პროცესი თქვენი ბიზნესის განვითარების კვალობაზე.
წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007