სახელმწიფოს როლი ბიზნესის გარემოს ჩამოყალიბებაში
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა
სახელმწიფომ უნდა შექმნას ბიზნესის ჩამოყალი- ბება-განვითარების ხელსაყრელი გარემო-პირობები: ქვე– ყანაში უზრუნველყოს პოლიტიკური სტაბილიზაცია, სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა, დაცული უნდა იქ- ნეს ბიზნესმენის ქონება და ტვირთი ტრანსპორტირები- სას; სახელმწიფოს ევალება, ასევე, უზრუნველყოს კონ– კურენტული გარემო. ვალუტის სიმტკიცის დაცვა. ინ- ფლაციის მოთოკვა, ანტიმონოპოლიური და დემონოპო- ლიური ღონისძიებების გატარება, კრედიტის და გადასა- ხადების ოპტიმალური სატარიფო განაკვეთების დაწესე- ბა; სახელმწიფოს ევალება ბიზნესის სამართლებრივი უზ– რუნველყოფა ანუ ბაზრის პირობებში ეკონომიკურ აგენ- ტებს შორის თამაშის წესების შემუშავება და დაცვა; ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა, ასევე ხელსაყრელი სოციალური გარემო ანუ საზოგადოების კეთილმოსურნე დამოკიდებულება ბიზ- ნესმენთა ფენისადმი და მათი წარმა-ტებისადმი. საზო- გადოებამ პოზიტიური შედეგი უნდა განიხილოს რო-
385
გორც განსაკუთრებული ფასეულობა, ურომლისოდაც მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე ლაპარა- კიც კი ზედმეტია. ბიზნესის განვითარებისათვის დი- დი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მსოფლმხედვე- ლობას, საბაზრო მენტალიტეტს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უკვე გამო- იკვეთა პოლიტიკური სტაბილიზაციის, საზოგადოებ- რივი წესრიგისა და დისციპლინის განმტკიცების გარ- კვეული დადებითი ნიშნები. ამიტომაცაა, რომ უფრო გა- აქტიურდა უცხოური კაპიტალის მოდინება. მაგრამ რო- გორც ეტყობა, ბევრი საზღვარგარეთელი ბიზნესმენი- სათვის საქართველო ისევ ეკონომიკურად სარისკო ზო- ნად რჩება. არადა, დღეს უცხოური ინვესტიციების, ტექ- ნიკის, ტექნოლოგიის, მმართველური ცოდნის გარეშე შე- უძლებელია საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა.
გასათვალსიწინებელია ეროვნულ ბიზნესმენთა 35 პროცენტის მოსაზრებაც, რომ მათს საქმიანობას ხელს უშლიან სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები. მართლაც, დღეს ბიზნესის საწარმოს (ფირმას) ამოწმებს ყველა, ვისაც არ ეზარება: პროკურატურა, საგადასახა- დო უწყება და სხვა. ეს მაშინ, როცა ბაზრის პირობებში დამოუკიდებელი საქონელმწარმოებელი არავის არ ექ- ვემდებარება. ამჟამად ცნებები ზემდგომი ორგანო, სა- წარმოების დაქვემდებარება საერთოდ ამოვარდნილია საკანონმდებლო ბრუნვიდან. მაშასადამე, «ზემდგომ- მაც» და «ქვემდგომმაც» ღრმად უნდა გაიცნობიეროს,
386
რომ საბაზრო ეკონომიკის დროს ბიზნესმენს არავინ მბრძანებლობს. ბიზნესს არეგულირებს კანონი. ბიზნე- სის განვითარებისათვის ხელსაყრელი _ სოციალური გარემოს ფორმირების თვალსაზრისით, აუცილებელია, ჯერ ერთი, საზოგადოების შეგნებაში ბიზნესის იდეო- ლოგიის მყარად დანერგვა, კერძო სექტორის პრესტიჟის ამაღლება და მეორე, ოფიციალურად ჯანსაღი, კონკუ- რენციულ საწყისებზე ფუნქციონირებად განათლების სისტემაში მომზადებული ეროვნული კადრებით (მენე- ჯერი, მარკეტერი, დილერი და სხვა) ფირმების პროფე- სიული უზრუნველყოფა.
სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში შეხედულებები და წარმოდგენები ჯერ კიდევ საბჭოურ რეჟიმში ჩამოყალიბებულ ფასეულო- ბებზეა ორიენტირებული და აქ არაფერია გასაკვირი მოსახლეობის უმრავლესობა ხომ სოციალიზმის პირო- ბებშია დაბადებული და აღზრდილი. საქმე ის არის, რომ მბრძანებლურ-გამანაწილებელ ეკონომიკაში ჩამო- ყალიბებული აზროვნების ტიპი ვერ ეგუება სხვათა გამდიდრებას და სიმდიდრეს: მე მზად ვარ ვიცხოვრო სიღარიბეში, ოღონდ ჩემი მეზობლებიც ასე უნდა ცხოვ- რობდნენ _ ასეთია ადამიანთა ერთი ნაწილის აზროვნე- ბისა და მსჯელობის ტიპური სქემა. ცხადია, ბიზნესმენს რომელსაც გააჩნია დიდი შემოსავალი, სიმდიდრე და შესაბამისი დონის ცხოვრება, ძალიან უჭირს ასეთ სო- ციალურ გარემოში ცხოვრება და საქმიანობა.
387
ბიზნესის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის, საჭიროა, ასე- ვე ბიზნესმენთა აზრის და ადგილობრივი თავისებურე- ბების გათვალისწინებით ბიზნესსაქმიანობის მარეგუ- ლირებელი ისეთი კანონების და კანონქვემდებარე აქ- ტების, ანუ ბაზრის პირობებში ისეთი თამაშის წესების შემუშავება, რომელიც ინიციატივას კი არ ჩაახშობს, არამედ წაახალისებს, ასევე ჩამოსულთ უცხოეთში არ აგრძნობინებს თავს. კანონი უნდა იცავდეს როგორც კერძო საკუთრებას, ისე მესაკუთრეს. ამასთან საჭიროა საიმედო გარანტიები, რომ სახელმწიფო არასოდეს მი- მართავს მესაკუთრის მიმართ ძალადობის მეთოდებს და კონფისკაციას და თუ ამგვარი რამ მაინც მოხდა, სა- ხელმწიფო იკისრებს ზარალის კომპენსაციას.
და მაინც, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი მიზანია მიკროეკონომიკისათვის სასურვე- ლი ბიზნეს-გარემოს შექმნა, სამეურნეო (ეკონომიკური) ცხოვრების იმდაგვარად მოწყობა, როცა ეკონომიკურად აქტიურ ადამიანს თავისუფლად შეუძლია წარმოების ფაქტორების (მიწა, შრომა, კაპიტალი) შეძენა და ბიზ- ნეს-საქმიანობის გაშლა. სრულფასოვანი ბიზნესის გარე- მო შრომის, საქონლის, ფინანსების ბაზრის და მათი მომსახურე ინსტიტუტების (შრომის ბირჟა, სასაქონლო ბირჟა, საფონდო ბირჟა) მთლიანი სისტემის არსებობას გულისხმობს. ასევე აუცილებელია ვალუტის კურსის სტაბილურობა და ქმედითი საგადასახადო-საკრედიტო მექანიზმი.
388
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ფულადი პოლი- ტიკა მიმართულია არა ეროვნული ბიზნესის გაშლისა- კენ, არამედ იმპორტის სტიმულირებისაკენ, არადა, რეა- ლურად საჭიროა საქონლის შემოტანასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს «ნოუ_ჰაუს», ახალ ტექნოლო- გიას, მენეჯერულ ცოდნას, რათა დაწინაურდეს საწარ- მოო ბიზნესი. ასევე აუცილებელია ფასზე ხელფასების მიბმა და ამ გზით მშრომელთა სოციალური დაცვა.
ბიზნესის გააქტიურება-განვითარებაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დაბეგვრის სისტემის სწორ ორ- განზიებას. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხ- დეს გადასახადების სიდიდეების განსაზღვრა. რადგან არსებობს გადასახადის ზრდის ობიექტური ზღვარი, რომლის გადამეტება უკუპროცესს იძლევა, ამცირებს ბიუჯეტის შემოსავლებს, ბიზნესმენების მიერ შემოსავ- ლების დამალვისა და დაბეგვრისაგან თავის არიდების გამო.69 მართლაც, თუკი ბიზნესის სფეროში კარგი შრო- მის შედგეს (მოგებას) მთლიანად სახელმწიფო წაიღებს, მაშინ რაღა აზრი ექნება მუშაობის შემდგომ გაუმჯობე- სებას?
გაუმართლებელია ასევე, გადასახადების უზომოდ შემცირება, რამეთუ, იგი ამცირებს ბიუჯეტის შემოსავ- ლებს და ადუნებს, აპასიურებს ბიზნესსაქმიანობას. მოკ- ლედ, გადასახადი უნდა იყოს ოპტიმალური და სტაბი-
69 amasTan dakavSirebiT aRsaniSnavia laferis mrudi, romelic asaxavs empiriulad miRebul sagadasaxado Senatanebis moculobis damoki- debulebas fizikur da iuridiul pirTa Semosavlebze agrerirebul sagadasaxado ganakveTebTan.
389
ლური, რათა დაინტერესდნენ არა მარტო ჩვენი, არამედ უცხოელი ბიზნესმენებიც. ამასთან გადასახადი უნდა ატარებდეს როგორც იძულებითობის, ისე დარწმუნები- თობის ხასიათს. თუკი ბიზნესმენი პატიოსნად იხდის გადასახდს, მას მათხოვრები აღარ უნდა აკითხავდნენ, იმიტომ, რომ მის ფუნქციაში არ შედის მოქალაქეთა სო- ციალური დაცვა, ეს სახელმწიფოს ფუნქციაა. დიახ! ბიზნესის მთავარი დანიშნულებაა არა ქველმოქმედება, არამედ, ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგი- ლების შექმნა, პროდუქციის და მომსახურების მოცუ- ლობის ზრდა, ხარისხის ამაღლება და ა. შ. სწორედ ამი- ტომ დავალებით, ბრძანებებით ქველმოქმედება არ შე- იძლება, რამეთუ, იგი (ქველმოქმედება) დამოკიდებუ- ლია ბიზნესმენის არა მარტო მატერიალურ, არამედ სუ- ლიერ სიმდიდრეზეც. საგადასახადო შეღავათების და- წესებისას კი იქიდან უნდა გამოვიდეთ, თუ რა უფრო უჭირს სახელმწიფოს: მოსახლეობის გამოკვება, ჩაცმა- დახურვა, გათბობა, დაცვა თუ სხვა. მაშასადამე, სახელ- მწიფომ ვინც უფრო საშურ პროდუქციას აწარმოებს, შე- ღავათებიც იმას უნდა მისცეს.
ბიზნესის განვითარების უმნიშვნელოვანესი პირო- ბაა ასევე, წარმოების ზრდაზე ორიენტირებული ფუ- ლად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის გატარე- ბა, რომლის აუცილებლობაც ნაკარნახევია კერძო სექ- ტორზე გაცემული მთლიანი სესხების არარაციონალუ- რი დარგობრივი სტრუქტურით. მაგალითად, ერთ-ერ- თი წლის საკრედიტო დაბანდების ყველაზე დიდი
390
ხვედრითი წილი 48,5% ანუ 239.8 მლნ ლარი ფიზი- კურ პირებზე გაცემულ სესხებს უკავია, რაც წლის და- საწყისიდან 71.2 მლნ ლარითაა გაზრდილი და რაც «ჩე- მოდნის ბიზნესის» ფართოდ გავრცელებაზე მეტყვე- ლებს. მრეწველობის ხვედრითი წილი მთლიან საკრე- დიტო პორტფელში 17.6%-ს ანუ 86.9 მლნ ლარს უდრის. დიდი ხვედრითი წილი _ 23.3%. ანუ 114.7 მლნ ლარი უკავია ვაჭრობაზე გაცემულ კრედიტებს. საკრედიტო პორტფელში მცირეა სოფლის მეურნეობის და მშენებ- ლობაზე გაცემული სესხების ხვედრითი წილი, რომე- ლიც შესაბამისად 2.7%-სა და 4.2%, ანუ 13.3 და 20.7 მლნ ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როდესაც საქართველო ტრა- დიციულად აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა, რადგა- ნაც ამ დარგებშია დასაქმებული შრომითი რესურსების ნახევარზე მეტი და აქ იქმნება მ.შ.პ-ის უდიდესი ნაწი- ლი.
აი, ასეთი წინააღმდეგობრივია და ხელოვნურად სარისკოა ის ბიზნესის გარემო, რომელშიდაც ფეხს იდ- გამს ეროვნულ ბიზნესმენთა ახალი ფენა. სახელმწიფოს ვალია მოხსნას ზემოთ განხილული ბარიერები და ამით დააჩქაროს საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და საბაზრო ურთიერთობების სრულყოფის პროცესი.
391