სტრატეგიის დაგეგმვა
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია
სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
ორგანიზაციის სტრატეგიის დაგეგმვა სტრატეგიული მენეჯმენტის ქვესისტემაა. ამასთან იგი წარმოადგენს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის არსობრივ საფუძველს, რომელიც განსხვავდება მისგან მხოლოდ სტრატეგიის რეალიზაციისა და შემდგომი შეფასების ეტაპებით. ამიტომ დასაშვებად მიჩნეულია ცნებების «სტრატეგიის დაგეგმვის» და «სტრატეგიული დაგეგმვის» ერთიდაიგივე მნიშვნელობით ხმარება.
სტრატეგიული დაგეგმვა, როგორც ცნობილია, ორგანიზაციის მისიის და მიზნების ფორმულირების, აუცილებელი რესურსების განსაზღვრისა და მიღებისათვის და მათი განაწილებისათვის სპეციფიკური სტრატეგიების ამორჩევის (შერჩევის) პროცესია მომავალში ორგანიზაციის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციის ხელმძღვანელს მმართველობით (სამმართველო) გადაწყვეტილებათა მიღებაში. ამასთან დაკავშირებით ფრიად საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ცნობილ ამერიკელ პროფესორს პიტერ დრუკერს, რომელსაც ზოგიერთი ავტორები თავიანთი ნაშრომების ეპიგრაფადაც კი იყენებენ: «სტრატეგიულ დაგეგმვას საქმე აქვს არა მომავალ გადაწყვეტილებებთან, არამედ გადაწყვეტილებათა მომავალთან, რომლებსაც დღეს დღეს ღებულობენ «. ასეთ გადაწყვეტილებათა ამოცანაა ახალშემონაღებთა (ინოვაციათა) და ცვლილებათა უზრუნველყოფა საკმაო მოცულობით გარე გარემოში ცვლილებებზე ადეკვატური რეაქციისათვის.
სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი პრინციპულად არ განსხვავდება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესისგან. დაგეგმვის დროსაც აგრეთვე საჭიროა არა უბრალოდ გადაწყვეტილების მიღება, არამედ ამოცანების მუდმივად გადაწყვეტაც, რომლებიც დაკავშირებულია ალტერნატიულ მოქმედებათა შერჩევასთან. ეს შეეხება ორგანიზაციის მისიისა და მიზნების, თვით სტრატეგიის შერჩევას, რესურსების განაწილებას, სტრატეგიული ამოცანების შერჩევას. ალტერნატიულ გადაწყვეტილებათა მოძებნა ბევრად განპირობებულია სტრატეგიული დაგეგმვის ადაპტური ხასიათით. ადაპტურობა _ სტრატეგიული გეგმის აუცილებელი პირობა რეალიზდება დაგეგმვისადმი სიტუაციური მიდგომის მეშვეობით და გულისხმობს ალტერნატიული გეგმისა და სტრატეგიის არსებობას, რომლებზეც გადადის ორგანიზაცია. ეს მის გარე გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე რეაქციაა.
სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი სქემატურად შემდეგნაირად გამოისახება (იხ.
ნახ. 19.3.).
organizaciis misia da miznebi |
gare garemos analizi |
organizaciis Zlieri da susti mxareebis analizi |
strategiis Sefaseba |
alternativebis analizi da strategiis SerCeva |
startegiis reali- zaciis marTva |
ნახ. 19.3. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი
როგორც ნახაზიდან ჩანს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი წარმოდგენილია ცალკეული ეტაპების მიხედვით. ეტაპები, რომლებიც გამოყოფილია ნახაზზე, შეადგენენ საკუთრივ სტრატეგიის დაგეგმვის პროცესს. ერთი შეხედვით, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის თანმიმდევრობა საკმაოდ მარტივად გამოიყურება. მაგრამ ეს სიმარტივე მოჩვენებითია, ვინაიდან სხვადასხვა ეტაპებს შორის უკუკავშირის არსებობის შედეგად, თითოეული ეტაპის შინაარსი და დაგეგმვის პროცესის სირთულე მოითხოვს ანალიტიკური მუშაობის დიდი მოცულობით ჩატარებას. ახალი სტრატეგია, როგორც წესი, ძნელად იკვლევს გზას სიახლეთა დანერგვის თვალსაზრისით ტრადიციული სტრუქტურების პირობებში. შემდეგი არსებითი პრობლემა არის ის, რომ სტრატეგიული დაგეგმვის დანერგვა იწვევს კონფლიქტს საქმიანობის წინანდელ სახეებსა (ოპერატიულ მენეჯმენტსა), რომლებიც უზრუნველყოფენ მოგების მიღებას და ახალ სახეებს (სტრატეგიულ მენეჯმენტს) შორის. ორგანიზაციებში სტრატეგიული დაგეგმვის დანერგვის პირველ ეტაპზე არ არის შესაბამისი მოტივაცია, არ არის სწრაფვა სტრატეგიული აზროვნებისაკენ. შემდეგი პრობლემა დაკავშირებულია ეფექტიანი სტრატეგიული დაგეგმვისათვის აუცილებელი ინფორმაციის არარსებობასთან. როგორც წესი, ორგანიზაციები განიცდიან კომპეტენტური მენეჯერების ნაკლებობას, რომელთაც შესწევთ სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციის უნარი.
სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია, მაგრამ სტრატეგიული მენეჯმენტის პოზიციიდან არსებითი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის გარე გარემოს ანალიზსს (იხ. ნახ. 19. 4.). საშიშროებები და შესაძლებლობები ვლინდებიან გარე გარემოს შვიდ სფეროში, რომელთა შესაბამისად ჯგუფდება ფაქტორებიც, რომლებიც ხდებიან ანალიზის ობიექტები. ამ ჯგუფების ფაქტორების გამოკვლევა იძლევა შესაძლებლობას მიღებულ იქნეს სრული წარმოდგენა ორგანიზაციის გარე გარემოს განვითარების ტენდენციების შესახებ. გამოკვლევა ემყარება გარე გარემოს ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური (პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და გადაცემის ტექნოლოგიებში ცვლილებები, გამომთვლელი ტექნიკის გამოყენება პროდუქციისა და მომსახურების შექმნაში და სხვა), კონკურენციის, სოციალური და ა.შ. ფაქტორების ანალიზს (იხ. თავი 10, 10.3.). განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზს. იგი ეფუძნება ფუნქციური ზონების გამოკვლევას. გამოყოფენ ხუთ ასეთ ზონას: მარკეტინგი, ფინანსები (საბუღალტრო აღრიცხვა), საწარმოო პერსონალი, აგრეთვე ორგანიზაციული სტრუქტურა და ორგანიზაციის იმიჯი (იხ. თავი 10, 10.4).
შესაბამის ლიტერატურაში დაწვრილებით განხილულია მარკეტინგული კვლევის მეთოდიკა, ფინანსების, წარმოების (ბიზნესის) და ა.შ. პრობლემები.
gare garemos faqtorebi |
analizis aspeqtebi |
garegani saSiSroebebisa da SesaZleblobebis CamonaTvali |
SesaZleblobebis faqtorebi |
mimdinare strategiis saSi
faqtorebi |
zemoqmedebebi mimdina strategiaze |
amocanebis dasma analizisaTvis |
მარკეტინგის ფუნქციების ანალიზისას გამოყოფენ შვიდ უმნიშვნელოვანეს ელემენტს: ბაზრის წილი და კონკურენტუნარიანობა; საქონლის მრავალფეროვნება და ასორტიმენტი; საბაზრო დემოგრაფია; საბაზრო გამოკვლევები და დამუშავებები; კლიენტების (მომხმარებლების) გაყიდვამდე და გაყიდვის შემდგომი მომსახურება; საქონლის გასაღება, რეკლამა, წინ წაწევა; მოგება.
re |
Sroebis |
ნახ. 19.4. ორგანიზაციის გარე გარემოს ანალიზის სქემა
სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზაციულ კულტურასა და ორგანიზაციის იმიჯს. ორგანიზაციული და სოციალური გარემო შედგება ადამიანებისაგან: მენეჯერებისაგან, ხელქვეითებისაგან, არაფორმალური ლიდერებისაგან, კოლეგებისაგან. ორგანიზაციული კულტურა ყალიბდება ადამიანთა ქცევისაგან ორგანიზაციულ გარემოში. იგი წარმოადგენს ორგანიზაციაში შემუშავებულ და მისი წევრებისათვის დამახასითებელი ქცევის, ზნე-ჩვეულებების და მოლოდინის მოდელის ერთიან სისტემას.
კულტურა საზოგადოებრივ ურთიერთქმედებათა შედეგია. მისი გადაცემა და შენარჩუნება-განვითარება ხორციელდება სწავლების მეშვეობით. კულტურა ორგანიზაციის შიგნით ვლინდება ქცევის საშუალებით. ქცევის ბევრი მოდელი, რომლებიც ქმნიან კულტურას, იოლად ასათვისებელია უშუალოდ სტრატეგიის, გეგმებისა და პროცედურების მეშვეობით.
ორგანიზაციის იმიჯი როგორც შიგნით, ასევე მის გარეთ, განისაზღვრება იმ შთაბეჭდილებით, რომელიც იქმნება თანამშრომლების, კლიენტების დახმარებით და მთლიანად საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე. სტრატეგიული დაგეგმვისა და სტრატეგიული მენეჯმენტის დანერგვის პრაქტიკამ აჩვენა, რომ სტრატეგიული დაგეგმვის წარმატება ორგანიზაციაში უფრო მეტად დამოკიდებულია გარემოს საერთო კულტურაზე, რომელშიც დაგეგმვა ხორციელდება, ვიდრე დაგეგმვის
კონკრეტულ მეთოდებზე. ორგანიზაციის კულტურა და იმიჯი გაძლიერდება ან სუსტდება რეპუტაციის მეოხებით.
ავლენს რა ორგანიზაციის ძლიერ და სუსტ მხარეებს და აანალიზებს რა ფაქტორებს მნიშვნელობის მიხედვით, ხელმძღვანელობას შეუძლია განსაზღვროს ფუნქციური ზონები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ ჩარევას, აგრეთვე ისეთი ზონები, რომლებზეც შეიძლება დაყრდნობა ორგანიზაციის სტრატეგიის დამუშავებისა და რეალიზაციის პროცესში. გარე საშიშროებისა და ახალი შესაძლებლობის გაანალიზების შემდეგ, ხელმძღვანელობას მათთან შესაბამისობაში მოჰყავს ორგანიზაციული სტრუქტურა და შეუძლია შეუდგეს სტრატეგიის არჩევას შემდეგი ალტერნატივებიდან: შეზღუდული ზრდა, ზრდა, შემცირება, ამ სამი სტრატეგიის შეხამება (კომბინირებული სტრატეგია). (იხ. თავი 10, 10.5).