ფირმის რეგისტრაცია და საწყისი საქმიანობის პროგრამა

ფირმის რეგისტრაცია და საწყისი საქმიანობის პროგრამა

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა

 

 

ბიზნესის წარმოების რაციონალური, ეფექტიანი ფორმის არჩევის შემდეგ უნდა მოხდეს შესაქმნელი სა– წარმოს (ფირმის) რეგისტრაცია. პირველი ფორმალური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ამ შემთხვევაში, არის დასაფუძნებელი დოკუმენტების მომზადება. საჭი- როა იმის ცოდნა, თუ რა დოკუმენტებია აუცილებელი ბიზნესის ამა თუ იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისათვის.

დაფუძნების დოკუმენტების მომზადებას უნდა მი- ექცეს ჯეროვანი ყურადღება, ვინაიდან მათ საფუძველ- ზე ხორციელდება საწარმოების (ფირმების) საქმიანობა. ამიტომ დამფუძნებლები დაინტერესებულნი არიან ამ დოკუმენტების იმგვარად შედგენით, რომ მათში სათა- ნადოდ აისახოს ფირმის ქონების ფლობის, გამოყენების, განკარგვის საკითხები მესაკუთრეებს შორის, მართვის ფუნქციები მესაკუთრეებსა და დაქირავებულ მუშაკებს შორის და სხვ. ამრიგად, ფირმის დაფუძნების დოკუ-

 

403

 

მენტები წარმოაგდენს არა მხოლოდ მისი რეგისტრაცი- ის, არამედ მომავალი საქმიანობის საფუძველსაც.

სასურველია დაფუძნების დოკუმენტების მოზმა- დებაში მონაწილეობდნენ მაღალკვალიფიციური სპეცი- ალისტები, რათა დოკუმენტების შედგენილობა და ში- ნაარსი შეესაბამებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უარი არ მიიღოს დამფუძნებლებმა რეგისტრაციის დროს. მაშინაც კი, თუ ფირმის რეგისტრაცია წარმატე- ბით ჩაივლის, არაკვალიფიციურად, არაგონივრულად შედგენილი წესდება და სხვა დოკუმენტი შეიძლება გახდეს ბიზნესმენისთვის ბევრი არასასიამოვნო შემ- თხვევის მიზეზი. საბოლოოდ ყველა დოკუმენტი საჭი- როებს გადამუშავებას, დაზუსტებას, დახვეწას.

საქართველოში საწარმოს (ფირმის) რეგისტრაცია ხდება «მეწარმეთა შესახებ» კანონის საფუძველზე. რე- გისტრაციას ახორციელებს, როგორც აღინიშნა, საქარ- თველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მარეგისტრირებელი ორგანო). რე– ესტრში სათანადო ჩანაწერებით.

საწარმოო (ფირმის) რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ფირმის (საზოგადოების) ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერი- ლი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრა- ციო განაცხადი, რომელიც იმავდრიულად არის პარ- ტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს:

 

 

404

 

Ø საწარმოს სახელწოდება / საფირმო სახელწოდე- ბა;

Ø საწარმოს სამართლებრივი ფორმა;

Ø საწარმოს იურიდიული მისამართი;

Ø საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იუ- რიდიული პირია _ მისი საფირმო სახელწოდე- ბა, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისა- მართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკა- ციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენ- ლების შესახებ;

Ø საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტი- ლების მიღების წესი, შპს ან კომანდიტური სა- ზოგადოების შემთხვევაში _ მონაცემები შპს-ის პარტნიორთა, კომანდიტთა წილობრივი მონა- წილეობის შესახებ;

Ø კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში _ რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომე- ლი _ სრული;

Ø შპს, კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში

– შპს-ის პარტნიორთა /კომანდიტთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავ- შირებული ვალდებულებები;

Ø საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენ- ლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახე-

 

 

405

 

ლი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისა- მართი და პირადი ნომერი;

Ø პროკურისტის70 (ასეთის არსებობის შემთხვევა- ში სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი;

Ø თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამო- სილი რამდენიმე პირი ჰყავს _ ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე;

Ø სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგის- ტრაციაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის შემთხვევაში _ სახელი და გვარი, საცხოვრებე- ლი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლი- ლების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია, _ მისი საფირმო სახელწო- დება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტი- ფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმო- მადგენლების შესახებ.

სარეგისტრაციო განაცხადის სანოტარო წესით და- მოწმება სავალდებულო არ არის, თუ უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში  აწერენ ან იგი დადგენილი წესით დამოწმებულია უფლებამო- სილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

 

70 generaluri savaWro mindobilobis mflobeli piri.

406

 

საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათ- ვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებო-  ბა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი. საწარმოს რე- გისტრაციისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტუ- რებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.

თუ საწარმოს საქმიანობა დაკავშირებულია სურსა- თის / ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებას- თან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, საკვებწარმოე- ბის ობიექტებთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუ- მენტაციაში ამის მითითება სავალდებულოა. ასეთი სა- წარმოს საქმიანობის რეგისტრაციის დამატებითი პირო- ბები განისაზღვრება ინსტრუქციით, ხოლო საფასური _

«საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონით. ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ (ბიზ-

ნესმენად) რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორ- განოს წარუდგენს განცხადებას და პირადობის დამადას- ტურებელ მოწმობას.

განცხადებაში უნდა მიეთითოს:

Ø განმცხადებლის სახელი;

Ø ინფორმაცია საწარმოს ადგილსამყოფელის (იუ-

რიდიული მისამართის) შესახებ;

Ø განმცხადებლის პირადი ნომერი;

Ø განცხადების შევსების თარიღი;

Ø განმცხადებლის ხელმოწერა.

 

 

407

 

საფირმო სახელწოდება, ანუ ფირმა არის სახელი, რომლითაც საქმიანობს ბიზნესის სუბიექტი. ინდივი- დუალური ბიზნესმენი საქმიან ურთიერთობებში გამო- დის საკუთარი სახელით.

საწარმოს (ფირმას) რეგისტრაციაზე უარი შეიძლე- ბა ეთქვას, თუ:

Ø მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ ან სარეგის- ტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია სრუ- ლად არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს;

Ø სარეგისტრაციოდ წარდგენილია ცრუ, არაიდენ- ტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემე- ბი.

ბიზნესის სახის არჩევის შემდეგ ზოგადად მაინც უნდა განისაზღვროს ბიზნესის საპროგრამო ორიენტი- რები უახლოეს ერთი ან რამდენიმე წლის მანძილზე, ე.  ი. დაისახოს მოქმედებათა პროგრამა, რომელიც იქნება პრაქტიკულად განხორციელებადი და ეფექტიანი. საქმე ეხება არა ოფიციალურ პროგრამას, რომელიც მუშავდე- ბა, მტკიცდება, მიიღება, არამედ იმას, რომ განისაზ- ღვროს გასატარებელ ღონისძიებათა შინაარსი და თან- მიმდევრობა, ბიზნესმენის ქცევის წესები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკუთარი საქმის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. თუ ბიზნესი კოლექტიური ხასიათისაა, მაშინ აღნიშნული პროგრამა უნდა მომზადდეს და მო- ეწყოს მისი განხილვა ყველა პარტნიორთან ერთად დამფუძნებელთა მონაწილეობით.

 

 

408

 

აღსანიშნავია ის, რომ ეკონომიკური არასტაბილუ- რობის პირობებში ბიზნესმენის მოქმედებათა პროგრა- მის მაკეტის შედგენაც კი უახლოეს ერთ-ორ წელზე შე- იძლება აღმოჩნდეს უაღრესად რთული, პრაქტიკულად დაუძლეველი ამოცანა. ამ შემთხვევაში საკმარისია გეგ- მა-პროგნოზის შედგენა. სასურველია ასეთ პროგნოზს ახასიათებდეს ვარიანტულ-სიტუაციური ხასიათი და განმტკიცებული იყოს საორიენტაციო გაანგარიშებები- თა და შეფასებებით მაინც.

ბიზნესშემოქმედებათა პროგრამის შედგენის ცენ- ტრალური, ამოსავალი პუნქტია შეკვეთების პორტფე- ლის დადგენა საპროგნოზო პერიოდზე. ბიზნესმენი ირ- ჩევს რა თავისი საქმიანობის სახეობას ბიზნესის სფერო- ში, აკონკრეტებს ფირმის პროფილს (პროდუქციის ტი- პი, სამუშაოებისა და მომსახურების ხასიათი). მაგრამ ეს მის მხოლოდ ვარაუდს, ჰიპოთეზას წარმოადგენს შესაძ- ლო შეკვეთების შესრულების თვალსაზრისით. ჯერ კი- დევ არ შეიძლება ყოველივეს ეწოდოს მოსალოდნელი შეკვეთების პორტფელი, ვინაიდან ბოლო სიტყვა იმ სა- ქონლის, მომსახურების შემკვეთებზეა (მყიდველებზეა), რომლის შეთავაზებასაც აპირებს მათზე ბიზნესმენი. ამიტომ, მან, რომელსაც სურს წარმატებული ბიზნესის განხორციელება, უნდა შეისწავლოს საქონლისა და მომ- სახურების მოცემული სახის ბაზარი, შეაფასოს მისი კო- ნიუნქტურა, გააკეთოს მოთხოვნის პროგნოზი, გამოავლი- ნოს ბაზრის თავისუფალი სეგმენტი, რომელშიც შეიძ- ლება შეღწევა (დანერგვა).

 

409

 

ბიზნესმენების რიგებში ყოფნის მსურველებმა კარ- გად უნდა გაარკვიონ, შეაფასონ კონკრეტულად რაში გამოიხატება მათი ბიზნესი, როგორია გამოსაშვები და გასაყიდი საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) შე- საძლო მოცულობა უახლოეს ორ წელიწადში. ასეთი ინ- ფორმაციის საფუძველზე უნდა დადგინდეს ფულად შე- მოსულობათა ორინტირები საქონლის რეალიზაციიდან ამონაგების ხარჯზე. მოსალოდნელი ამონაგების გაანგა- რიშებით ფირმამ შეიძლება მიიღოს ძირითადი მაჩვე- ნებლები, რომელთა საფუძველზე შეიძლება ბიზნესმოქ- მედებათა პროგრამის ანუ გეგმა-პროგნოზის ფორმირე- ბა.

ბიზნესის ძალისხმევათა პირველადი პროგრამის შემდგომი დამუშავების ძირითადი ამოცანაა ბიზნესოპე- რაციების დასახული მოცულობების რეალობისა და მისი რესურსებით უზრუნველყოფის დასაბუთება საქონლის (მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგების ხარჯზე. რომ იყოს შეკვეთების პორტფელი რეალიზებადი და ხარჯები ანაზღაურებადი, უნდა შეფასდეს ფაქტორების, რესურსების ძირითადი სახეების მიხედვით რესურსუ- ლი უზრუნველყოფა ბიზნესმოქმედებათა პროგრამის განხორციელებისათვის. თუ როგორია ეს რესურსები, როგორ გაიანგარიშება მათი დანახარჯები, როგორ შედ- გეს ბიზნესგეგმა, აღნიშნულია შესაბამის თავებში.

ამგვარად,  სრულდება  საკუთარი ბიზნესმოქმედება-

თა დაწყების პირველადი სტადია, რომლის არსია მათი მიზანშეწონილობისა და პრაქტიკულად განხორციელე-

 

410

 

ბის ანალიზი, ბიზნესჩანაფიქრის რეალიზაციის გზები- სა და საშუალებების დასაბუთება. თუ კომპლექსური ანალიზი ადასტურებს, რომ ბიზნესი იქნება წარმატე- ბული, მოგებიანი, ხოლო ბიზნესმოქმედებათა პროგრა- მა საკმაოდ რეალური, ბიზნესმენს შეუძლია შეუდგეს საქმეს.